კლექსიპარინი 60მგ/0.6მლ შპ#10

კლექსიპარინი 60მგ/0.6მლ შპ#10

141.03 ლარი
ქვეყანა: უკრაინა
მწარმოებელი: ფარმაკი ***
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ენოქსაპარინი ნატრიუმის
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 81328
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

კლექსიპარინი

KLEXIPARIN

შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი.
ხსნარის 1 მლ შეიცავს: 10000 ანტი-Ха სე, ეკვივალენტური 100 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის.
2000 ანტი-Ха სე/0.2 მლ, ეკვივალენტური 20 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის;
4000 ანტი-Ха სე/0.4 მლ, ეკვივალენტური 40 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის;
6000 ანტი-Ха სე/0.6 მლ, ეკვივალენტური 60 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის;
8000 ანტი-Ха სე/0.8 მლ, ეკვივალენტური 80 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის;
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ან ღია ყვითელი ფერის სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბული საშუალება. პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი. ჰეპარინის ჯგუფი.
ათქ კოდი: В01АВ05.

მოქმედების მექანიზმი
ფარმაკოდინამიკა
ენოქსაპარინი - დაბალმოლეკური ჰეპარინი, ანტითრომბული და ანტიკოაგულანტური აქტივობით. ახასიათებს უფრო მეტად გამოხატული ანტი-Ха აქტივობა, ვიდრე ანტი-IIа, და ანტითრომბული აქტივობა (ენოქსაპარინისთვის თანაფარდობა შეადგენს 3,6).
პროფილაქტიკური დოზებით გამოყენებისას ენოქსაპარინი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას აქტივირებულ ნაწილობრივ თრომბოპლასტინის დროზე (ანთდ).
სამკურნალო დოზებით გამოყენებისას ანთდ შესაძლებელია გახანგრძლივდეს და 1,5-2-ჯერ გადააჭარბოს მაქსიმალური აქტივობის კონტროლირებად დროს. აღნიშნული გახანგრძლივება განპირობებულია ნარჩენი ანთითრომბული აქტივობით.
შთ სეგმენტის გახანგრძლივებით მიმდინარე მიოკარდის მწვავე ინფარქტის მკურნალობა თრომბოლიზურ საშუალებებთან კომბინაციაში პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ შემდგომი კორონარული ანგიოპლასტიკა, ასევე პაციენტებში რომელთაც აღნიშნული პროცედურა არ უტარდებათ.
მასშტაბურ მულტიცენტრულ კლინიკურ კვლევაში 20479 პაციენტში შთ სეგმენტის გახანგრძლივებით მიმდინარე მიოკარდის მწვავე ინფარქტით, მას შემდეგ რაც ჩაუტარდათ ფიბრინოლიზური თერაპია, რანდომიზირებულად განაწილდნენ ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ ან ენოქსაპარინს 3000 ანტი-Ха სე ბოლუსური ინტრავენური ინექციის სახით, ამასთანავე კანქვეშ უკეთებდნენ დოზას 100 ანტი-Ха სე/კგ და შემდგომ ყოველი 12 საათის განმავლობაში აგრძელებდნენ კანქვეშ 100 ანტი-Ха სე/კგ დოზის ინექციას ან მეორე ჯგუფში, რომლებსაც უკეთდებოდათ ინტრავენურად არაფრაქცირებული ჰეპარინი ბოლუსური ინექციის სახით 60 სე/კგ (მაქსიმუმ 4000 სე/კგ) და შემდგომში - მუდმივად ინფუზიის სახით კორექტირებული დოზით ანთდ-ის მაჩვენებლის კონტროლით. ენოქსაპარინის კანქვეშა ინექციები ტარდებოდა სტაციონარიდან გაწერამდე ან გაწერიდან არა უმეტეს 8 დღის განმავლობაში (75% შემთხვევაში - არა უმეტეს 6 დღე). პაციენტების ნახევარს, რომლებიც იღებდნენ ჰეპარინს, პრეპარატი უკეთდებოდათ არანაკლებ 48 საათის განმავლობაში (89,5% შემთხვევაში ≥36 საათი). ყველა პაციენტი ასევე იღებდა აცეტილსალიცილის მჟავას არანაკლებ 30 დღის განმავლობაში. ენოქსაპარინის დოზა 75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში კორექტირებული იყო: 0,75 მგ/კგ (75 ანტი-Ха სე/კგ) კანქვეშა ინექციის სახით ყოველ 12 საათში საწყისი ბოლუსური ინტრავენური ინექციის გარეშე.
კვლევის განმავლობაში 4716 (23%) პაციენტს, ანტითრომბული თერაპიის ფონზე, ჩაუტარდა კორონარული ანგიოპლასტიკა. პაციენტები არ იღებდნენ დამატებით დოზებს, თუ ენოქსაპარინის ბოლო კანქვეშა ინექციიდან ბალონის გაბერვამდე გასული იყო 8 საათზე ნაკლები, ან იღებდნენ ენოქსაპარინის 0,3 მგ/კგ (30 ანტი-Ха სე/კგ) ბოლუსურ ინტრავენურ ინექციას თუ ენოქსაპარინის ბოლო კანქვეშა ინექციიდან ბალონის გაბერვამდე გასული იყო 8 საათზე მეტი.
ენოქსაპარინმა მნიშვნელოვნად შეამცირა კვლევის პირველადი საბოლოო წერტილები (კომბინირებული საბოლოო წერტილი, რომელიც მოიცავს მიოკარდის ინფარქტის რეციდივს და ნებისმიერი მიზეზით განპირობებულ ლეტალობას, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კვლევის დაწყებიდან 30 დღიანი დაკვირვების პერიოდში: 9,9% ენოქსაპარინის ჯგუფში, ხოლო 12% არაფრაქცირებული ჰეპარინის ჯგუფში (შედარებითი რისკის შემცირება - 17 % (р<0,001)). მიოკარდის ინფარქტის რეციდივის სიხშირე მნიშვნელოვნად მცირე იყო ენოქსაპარინის ჯგუფში (3,4% შედარებით 5%-თან, р<0,001, შედარებითი რისკის შემცირება - 31%). ენოქსაპარინის ჯგუფში ლეტალობა უფრო მცირე იყო, თუმცა ჯგუფებს შორის განსხვავება სტატისტიკურად სარწმუნო არ იყო (6,9 შედარებით 7,5%-თან, р=0,11).
ენოქსაპარინის უპირატესობა, პირველადი საბოლოო წერტილის მაჩვენებლის თვალსაზრისით, ეჭვგარეშე იყო ქვეჯგუფებისგან დამოუკიდებლად (ასაკი, სქესი, მიოკარდის ინფარქტის ლოკალიზაცია, ანამნეზში დიაბეტი ან მიოკარდის ინფარქტი, დანიშნული თრომბოლიტიკის ტიპი და დროის შუალედი პირველი კლინიკური ნიშნების გამოვლინებასა და მკურნალობის დაწყებას შორის).
არაფრაქცირებულ ჰეპარინთან შედარებით, ენოქსაპარინმა მნიშვნელოვანი უპირატესობა აჩვენა პირველადი ეფექტურობის კრიტერიუმის მიხედვით, როგორც პაციენტებში კორონარული ანგიოპლასტიკით კვლევაში ჩართვიდან 30 დღის პერიოდში (10,8% შედარებით 13,9%-თან, შედარებითი რისკის შემცირება - 23%), ასევე პაციენტებში, რომელთაც კორონარული ანგიოპლასტიკა არ ჩატარებიათ (9,7% შედარებით 11,4%-თან, შედარებითი რისკის შემცირება - 15%).
30 დღემდე მასიური სისხლდენების გამოვლინების სიხშირე დადასტურებულად უფრო მაღალი იყო ენოქსაპარინის ჯგუფში (2,1 %) ჰეპარინის ჯგუფთან (1,4 %) შედარებით. კუჭ-ნაწლავის მხრივ სისხლდენის სიხშირე უფრო მეტი იყო ენოქსაპარინის ჯგუფში (0,5 %), ვიდრე ჰეპარინის ჯგუფში (0,1 %), მაშინ როცა ქალასშიდა სისხლჩაქცევების სიხშირე ორივე ჯგუფში ერთნაირი იყო (0,8% ენოქსაპარინის და 0,7% ჰეპარინის შემთხვევაში).
კომბინირებული კრიტერიუმების ანალიზმა, რითაც შეფასდა კლინიკური სარგებელი, აჩვენა ენოქსაპარინის სტატისტიკურად დადასტურებული უპირატესობა არაფრაქცირებულ ჰეპარინთან შედარებით (р<0,0001): შედარებითი რისკის 14%-ით შემცირება ენოქსაპარინის სასარგებლოდ (11% შედარებით 12,8%-თან) კომბინირებული კრიტერიუმებისთვის, რომლებიც მოიცავდა ლეტალურ გამოსავალს, მიოკარდის ინფარქტის რეციდივს და ქალასშიდა სისხლჩაქცევას 30 დღემდე.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები ფასდება სისხლის პლაზმაში დოზების რეკომენდებულ დიაპაზონში ანტი-Ха და ანტი-IIა-ს დროში აქტივობის ცვლილების მიხედვით.
ბიოშეღწევადობა. კანქვეშ შეყვანისას ენოქსაპარინი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად (თითქმის 100%) შეიწოვება. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური აქტივობა აღინიშნება შეყვანიდან 3-დან 4 საათის პერიოდში.
მაქსიმალური აქტივობა (გამოხატული ანტი-Xა სე-ში) შეადგენს 0,18±0,04 (2000 ანტი-Xა სე შეყვანის შემდეგ), 0,43±0,11 (4000 ანტი-Xა სე შეყვანის შემდეგ) და 1,01±0,14 (10000 ანტი-Xა სე შეყვანის შემდეგ).
ანტიფაქტორი Xა-ს პირველი მაქსიმალური დონე - 1,16 სე/მლ (ნ=16) და ფარმაკოკინეტიკური მრუდქვეშა ფართის საშუალო მაჩვენებელი - 88% მიიღწევა 30 მგ (0.3 მლ; 3000 ანტი-Xა სე) ბოლუსური ინტრავენური ინექციით, შემდგომში ყოველ 12 საათში კანქვეშა ინექციებით 1 მგ/კგ (100 ანტი-Xა სე/კგ), მიიღწევა. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა მკურნალობიდან მეორე დღეს.
დოზების რეკომენდებულ დიაპაზონში ენოქსაპარინის ფარმაკოკინეტიკა სწორხაზოვანია. მაჩვენებლების განსხვავება ერთეულ პაციენტებში და პაციენტებს შორის უმნიშვნელოა. ჯანმრთელ მოხალისეებში დღეში ერთხელ 40 მგ-ის (0.4 მლ; 4000 ანტი-Xა სე) განმეორებით კანქვეშ შეყვანისას, წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა მეორე დღეს, ამასთანავე ენოქსაპარინის საშუალო აქტივობა 15%-ით მაღალია, ვიდრე ერთჯერადად შეყვანისას. ენოქსაპარინის აქტივობის სტაბილური დონე საკმაოდ პროგნოზირებადია ერთჯერადი დოზების შეყვანისას. დღეში ორჯერ 1 მგ/კგ (100 ანტი-Xა სე/კგ)-ის განმეორებით კანქვეშა შეყვანისას, წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა შეყვანიდან მესამე-მეოთხე დღეს, ამასთანავე საშუალო АUС 65%-ით მაღალია, ვიდრე ერთჯერადად ინექციის დროს მიიღწეოდა, ხოლო მაქსიმალური და მინიმალური ანტი-Xა აქტივობა შესაბამისად შეადგინს 1,2 და 0,52 ანტი-Xა სე/მლ-ს. ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების აღნიშნული შესაბამისობა მოსალოდნელია თერაპიული დოზების დიაპაზონშიც.
კანქვეშ შეყვანის შემდეგ პლაზმაში ანტი-Xა აქტივობა თითქმის 10-ჯერ დაბალია ვიდრე ანტი-IIა აქტივობა. საშუალო მაქსიმალური ანტი-Xა აქტივობა აღინიშნება კანქვეშა ინექციიდან დაახლოებით 3-4 საათში და შეადგენს 0,13 ანტი-Xა სე/მლ-ს დღეში 2-ჯერ დოზის - 1 მგ/კგ (100 ანტი-Xა სე/კგ) განმეორებით შეყვანისას.
განაწილება. ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის განაწილების მოცულობა ანტი-Xა აქტივობის მიხედვით შეადგენს დაახლოებით 5 ლ-ს და თითქმის უტოლდება მოცირკულირე სისხლის მოცულობას.
მეტაბოლიზმი. ენოქსაპარინის მეტაბოლიზმი ძირითადად ღვიძლში მიმდინარეობს (დესულფატიზაციისა და დეპოლიმერიზაციის გზით).
ორგანიზმიდან გამოყოფა. კანქვეშა ინექციის შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი ანტი-Xა აქტივობის მიხედვით დაბალმოლეკულურ ჰეპარინებში უფრო ხანგრძლივია, ვიდრე არაფრაქცირებულ ჰეპარინებში.
ენოქსაპარინის ელიმინაცია ერთფაზიანია, ნახევარგამოყოფის პერიოდი ერთჯერადი კანქვეშა ინექციის დროს შეადგენს 4 საათს და განმეორებითი დოზების შეყვანისას - 7 საათს. დაბალმოლეკულური ჰეპარინებისთვის დამახასიათებელია სისხლის პლაზმაში ანტი-IIა აქტივობის უფრო სწრაფი ვარდნა ვიდრე ანტი-Xა აქტივობის.
ენოქსაპარინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით, ასევე ნაღველთან ერთად.
ანტი-Xა აქტივობის მქონე ნივთიერებების კლირენსი შეადგენს შეყვანილი დოზის 10%-ს, ხოლო აქტიური და არააქტიური მეტაბოლიტების საერთო ექსკრეცია - 40%-ს.
მაღალი რისკის ჯგუფები
ასაკოვანი პაციენტები. ვინაიდან აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში აღინიშნება თირკმლის ფუნქციის ფიზიოლოგიური დაქვეითება, შესაბამისად ელიმინაცია შენელებულია. ეს გავლენას არ ახდენს დოზირებასა და შეყვანის გზაზე პრეპარატის პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებისას.
75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია თირკმლის ფუნქციის სისტემატური კონტროლი კოკროფტის ფორმულით.
პაციენტები თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი >30 მლ/წთ). დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით, ზოგიერთ შემთხვევაში, სასარგებლო იქნება ანტი-Xა აქტივობის მონიტორინგი, როცა გამოიყენება ენოქსაპარინის სამკურნალო დოზები.

ჩვენება
- ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას, რომლებსაც ახასიათებთ ზომიერი ან მაღალი თრომბოგენული რისკები;
- ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკა წოლითი რეჟიმის პაციენტებში, მწვავე თერაპიული დაავადებებით: III და IV კლასის გულის უკმარისობა (NYHA კლასიფიკაციით), სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე ინფექციური ან რევმატული დაავადებები, ვენური თრომბოემბოლიის, სულ მცირე, კიდევ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორის არსებობისას;
- თრომბოზის განვითარების პროფილაქტიკა ექსტრაკორპორული ცირკულაციის სისტემაში ჰემოდიალიზის ჩატარების დროს (პროცედურა საშუალოდ 4 საათი გრძელდება);
- ღრმა ვენების დიაგნოსტირებული თრომბოზის მკურნალობა, რომელსაც თან სდევს ან არ სდევს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია და არ ახასიათებს მძიმე კლინიკური სიმპტომები (გარდა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიისა, რომელიც მოითხოვს მკურნალობას თრომბოლიზური საშუალებებით ან ქირურგიულ ჩარევას);
- არასტაბილური სტენოკარდიის და Q კბილის გარეშე არსებული მიოკარდის მწვავე ინფარქტის მკურნალობა აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად კომბინაციაში;
- შთ სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდის მწვავე ინფარქტის მკურნალობა თრომბოლიზურ საშუალებებთან კომბინაციაში პაციენტებში, რომლებშიც შემდგომში შესაძლებელია ჩაუტარდეთ კორონარული ანგიოპლასტიკა ან აღნიშნული პროცედურა არ ესაჭიროებათ.

უკუჩვენება

დოზებისათვის: 2000 ანტი-Ха სე/0.2 მლ, ეკვივალენტური 20 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის;
4000 ანტი-Ха სე/0.4 მლ, ეკვივალენტური 40 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის;
6000 ანტი-Ха სე/0.6 მლ, ეკვივალენტური 60 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის;
8000 ანტი-Ха სე/0.8 მლ, ეკვივალენტური 80 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის;
სამკურნალო საშუალება ზოგადად არ არის რეკომენდებული შემდეგ შემთხვევებში:
 მომატებული მგრძნობელობა ენოქსაპარინისადმი, ჰეპარინისა ან მისი წარმოებულებისადმი, სხვა დაბალმოლეკულური ჰეპარინების ჩათვლით;
 ანამნეზში მძიმე ფორმის ჰეპარინ-ინდუცირებული II ტიპის თრომბოციტოპენია, გამოწვეული არაფრაქცირებული ან დაბალმოლეკულური ჰეპარინის გამოყენებით (იხ. “გამოყენების თავისებურებები”).
 ჰემორაგიები ან სისხლდენისადმი მიდრეკილება, რაც დაკავშირებულია ჰემოსტაზის დარღვევასთან (ამ უკუჩვენების გამორიცხვა შესაძლებელია თუ აღინიშნება დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი, რომელიც არ არის დაკავშირებული ჰეპარინით მკურნალობასთან (იხ. “გამოყენების თავისებურებები”).
 ორგანოების ორგანული დაზიანებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა.
 კლინიკური მნიშვნელობის აქტიური სისხლდენა.
გარდა ამისა, პრეპარატის გამოყენება ზოგადად არ არის რეკომენდებული პროფილაქტიკის მიზნით 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში შემდეგ სამკურნალო სასუალებებთან კომბინაციაში (იხ. “სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები”):
1. აცეტილსალიცილის მჟავა ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინაააღმდეგო დოზებში.
2. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (სისტემური გამოყენების).
3. დექსტრანი 40 (პარენტერალური გამოყენების).
დოზებისათვის: 2000 ანტი-Ха სე/0.2 მლ, ეკვივალენტური 20 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის;
4000 ანტი-Ха სე/0.4 მლ, ეკვივალენტური 40 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის;
სამკურნალო საშუალების მიღება ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული:
 პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეტინინის კლირენსი 30 მლ/წთ კოკროფტის ფორმულის მიხედვით, იხ. “გამოყენების თავისებურებები”).
 ტვინში სისხლჩაქცევიდან პირველ 24 საათში.
დოზებისათვის: 6000 ანტი-Ха სე/0.6 მლ, ეკვივალენტური 60 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის;
8000 ანტი-Ха სე/0.8 მლ, ეკვივალენტური 80 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის;
სამკურნალო საშუალება ზოგადად არ არის რეკომენდებული შემდეგ შემთხვევებში:
ტვინში სისხლჩაქცევა.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აქტიურ ფაზაში.
შესაბამისი მონაცემების არარსებობის გამო პრეპარატი არ გამოიყენება პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეტინინის კლირენსი 30 მლ/წთ კოკროფტის ფორმულის მიხედვით), გარდა დიალიზზე მყოფი პაციენტებისა. პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით უნდა დაინიშნოს არაფრაქცირებული ჰეპარინი. კოკროფტის ფორმულის მიხედვით გამოთვლებისთვის საჭიროა პაციენტის სხეულის წონის ბოლო მონაცემების ცოდნა (იხ. “გამოყენების თავისებურებები”).
სპინალური ან ეპიდურული ანესთეზია არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ დაბალმოლეკულური ჰეპარინით.
პაციენტებში, რომლებიც ჰეპარინს იყენებენ მკურნალობის და არა პროფილაქტიკის მიზნით, გეგმიური ქირურგიული ჩარევების დროს ადგილობრივი ანესთეზია არ გამოიყენება.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:
გონების დაკარგვით ან მის გარეშე მიმდინარე თავის ტვინის მწვავე ფართო იშემიური ინსულტი. თუ ინსულტი ემბოლიითაა გამოწვეული, პირველი 72 საათის განმავლობაში ენოქსაპარინის გამოყენება არ შეიძლება. დაბალმოლეკულური ჰეპარინის სამკურნალო დოზების ეფექტურობა ჯერ კიდევ დადგენილი არ არის, დამოუკიდებლად თავის ტვინის ინფარქტის გამომწვევი მიზეზების, სიფართის ან კლინიკური გამოვლინებების სიმძიმისა.
მწვავე ინფექციური ენდოკარდიტი (გარდა ემბოლიით გამოწვეული გულის ზოგიერთი დაავადება).
თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ).


sxva samkurnalo saSualebebTan urTierTqmedeba
გარკვეული სამკურნალო საშუალებები ან პრეპარატთა თერაპიული კლასები ხელს უწყობენ ჰიპერკალიემიის განვითარებას: კალიუმის მარილები, კალიუმდამზოგველი დიურეზული საშუალებები, ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II ინჰიბიტორები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ჰეპარინები (დაბალმოლეკულური ან არაფრაქცირებული ჰეპარინები), ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი და ტრიმეტოპრიმი.
ჰიპერკალიემიის განვითარება დამოკიდებულია მასთან დაკავსირებული რისკ-ფაქტორების არსებობასთან. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი მატულობს, თუ ზემოაღნიშნული სამკურნალო საშუალებები გამოიყენება ერთდროულად.
ასაკოვანი პაციენტები (65 წელზე მეტი).
არასასურველი კომბინაციები
აცეტილსალიცილის მჟავასთან, ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო დოზებით (და ანალოგიური სხვა სალიცილატები).
სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი (სალიცილატების მიერ თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანება). რეკომენდებულია სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება, რომლებიც არ მიეკუთვნება სალიცილატებს (მაგ.: პარაცეტამოლი).
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან, კეტოროლაკის ჩათვლით (სისტემური გამოყენების). სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი (ასას-ის მიერ თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანება). თუ ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, საჭიროა მუდმივი კლინიკური დაკვირვება.
დექსტრან 40-თან (პარენტერალური გამოყენების): სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი (დექსტრან 40-ის მიერ თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვა).
სხვა თრომბოლიზურ საშუალებებსთან (მაგ.: ალტეპლაზასთან, რეტეპლაზასთან, სტრეპტოკინაზასთან, ტენექტეპლაზასთან, უროკინაზასთან) და ანტიკოაგულანტებთან.
კომბინაციები, რომლებიც ითხოვენ უსაფრთხოების ზომებს.
პერორალურ ანტიკოაგულანტებთან. ანტიკოაგულაციური ეფექტის გაძლიერება. ჰეპარინის პერორალური ანტიკოაგულანტით ჩანაცვლებისას, აუცილებელია კლინიკური დაკვირვების გაძლიერება.
კომბინაციები, რომლებიც აუცილებელია გათვალისწინებული იყოს.
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორებთან (სხვა, ვიდრე აცეტილსალიცილის მჟავა, ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო დოზებით), როგორიცაა: აბსიკსიმაბი, აცეტილსალიცილის მჟავა ანტიაგრეგაციულ დოზებში კარდიოლოგიური და ნევროლოგიური ჩვენებების დროს, ბერაპროსტი, კლოპიდოგრელი, ეპტიფიბატიდი, ილოპროსტი, ტიკლოპიდინი, ტიროფიბანი: სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი.
ენოქსაპარინის ნატრიუმი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სისტემურ კორტიკოსტეროიდებთან ერთად.
პაციენტები 65 წლამდე.
კომბინაციები, რომლებიც აუცილებელია გათვალისწინებული იყოს. ჰემოსტაზზე მოქმედი სამკურნალო საშუალებების კომბინაციაში გამოყენება, იწვევს სისხლდენის განვითარების რისკის ზრდას. ამიტომ, პაციენტის ასაკისგან დამოუკიდებლად, გასათვალისწინებელია (და, შესაბამისად, ხანგრძლივი კლინიკური დაკვირვება და, შესაძლოა, ლაბორატორიული ანალიზები) ეფექტები, რომლებიც ვლინდება დაბალმოლეკულური ჰეპარინის პროფილაქტიკური დოზების ერთდროული მიღებისას ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, როგორიცაა: პერორალური ატიკოაგულანტები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (აბსიკსიმაბი, ასას, აცეტილსალიცილის მჟავა ნებისმიერ დოზებში, კლოპიდოგრელი, ეპტიფიბატიდი, ილოპროსტი, ტიკლოპიდინი, ტიროფიბანი) და თრომბოლიზური საშუალებები.

usafrTxoebis zomebi
პრეპარატი არ გამოიყენება კუნთში საინექციოდ.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დაბალმოლეკულური ჰეპარინის კონცენტრაციები გამოიხატება ანტი-Xa აქტივობის საერთაშორისო ერთეულებში (სე), მათი ეფექტურობა მხოლოდ მათ ანტი-Xa აქტივობასთან არ არის დაკავშირებული. ერთი სახის დაბალმოლეკულური ჰეპარინის დოზირების რეჟიმის მეორე სახის ჰეპარინით ან სხვა სინთეზური პოლისაქარიდით ჩანაცვლება საშიშია, რადგან თითოეული რეჟიმი გამოცდილი და დადგენილია სპეციალური კლინიკური კვლევებით. ამიტომ აუცილებელია ძალიან დიდი სიფრთხილე და გამოყენების ინსტრუქციის დაცვა თითოეული პრეპარატის გამოყენებისას.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას.
სისხლდენის განვითარების რისკი. აუცილებელია რეკომენდებული დოზირების რეჟიმის დაცვა (დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა). რეკომენდაციების დაუცველობამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში (ასაკოვანი პაციენტები და პაციენტები თირკმლის უკმარისობით).
სერიოზული ხასიათის სისხლდენა გამოვლენილია ასოკოვან პაციენტებში, მათ შორის თირკმლის ფუნქციის ასაკობრივი ცვლილებებით; პაციენტებში თირკმლის უკმარისობით; პაციენტებში 40 კგ-ზე ნაკლები წონით; როცა თერაპიის ხანგრძლივობა აღემატება რეკომენდებულ საშუალო ხანგრძლივობას - 10 დღეს; თერაპიული რეკომენდაციების დაუცველობისას (კერძოდ, მკურნალობის დროს მკურნალობის ხანგრძლივობისა და სხეულის წონის მიხედვით დოზის კორექციის შესახებ); ერთდროულად სხვა პრეპარატებისას მიღებისას, რაც ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს (იხ. “სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები”).
ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ასაკოვანი პაციენტების და/ან პაციენტების თირკმლის უკმარისობით მდგომარეობის განსაკუთრებული კონტროლი, ასევე - თუ მკურნალობა 10 დღეზე მეტ ხანს გრძელდება.
პრეპარატის კუმულაციის გამოვლენის მიზნით, ანტი-Xa აქტივობის განსაზღვრა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა სასარგებლო იყოს (იხ. “გამოყენების თავისებურებები”).
ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენიის(ჰით) განვითარების რისკი. ყოველთვის მხედველობაში უნდა იქონიონ ჰით-ის განვითარების საშიშროება და სასწრაფოდ უნდა განისაზღვროს თრომბოციტების რაოდენობა (იხ. “გამოყენების თავისებურებები”), თუ პაციენტს, რომელიც იღებს დაბალმოლეკულურ ჰეპარინს (სამკურნალო ან პროფილაქტიკური დოზით), უვითარდება შემდეგი თრომბოემბოლიური გართულება:
 მკურნალობის პროცესში თრომბოზის მიმდინარეობის გაუარესება;
 ფლებიტი;
 ფილტვის ემბოლია;
 ქვედა კიდურების მწვავე იშემია;
 მიოკარდის ინფარქტი ან იშემიური ინსულტი.
გულის სარქველების მექანიკური პროთეზი
პაციენტებში გულის სარქველების მექანიკური პროთეზით, თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით, ენოქსაპარინის გამოყენების შესახებ სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, პაციენტებში გულის სარქველების მექანიკური პროთეზით, თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით ენოქსაპარინის გამოყენების ფონზე, ერთეულ შემთხვევაში აღინიშნა თრომბოზი.
ორსულობა. კლინიკურ კვლევებში ორსული ქალების მონაწილეობით, რომელთაც გულის სარქველების მექანიკური პროთეზი ქონდათ და თრომბოემბოლიური გართულებების რისკის შემცირების მიზნით დღეში ორჯერ იღებდნენ ენოქსაპარინს დოზით 100 ანტი-Xa სე/კგ, 8-დან 2 შემთხვევაში გამოვლინდა თრომბოზი, რომლის შედეგად მოხდა სარქველის ობსტრუქცია და დედისა და ნაყოფის ლეტალური გამოსავალი. პოსტრეგისტრაციის პერიოდში ასევე გამოვლინდა გულის სარქვლის მექანიკური თრომბოზის ცალკეული შემთხვევები ორსულ ქალებში, რომლებიც მკურნალობდნენ ენოქსაპარინით თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკისთვის. აღნიშნულ პაციენტებში თრომბოემბოლიური გართულებების რისკი შესაძლებელია უფრო მაღალიც იყოს.
სამედიცინო პროფილაქტიკა.
პროფილაქტიკური მკურნალობა გამართლებულია მწვავე ინფექციის ან რევმატული დაავადების შემთხვევაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ვენური თრომბოემბოლიის შემდეგი რისკ-ფაქტორებიდან მინიმუმ ერთი:
 75 წელზე მეტი ასაკი;
 კიბოთი ავადობა;
 ვენური თრომბოემბოლია ანამნეზში;
 სიმსუქნე;
 ჰორმონებით მკურნალობა;
 გულის უკმარისობა;
 სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა.
80 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში, რომელთა წონა 40 კგ-ზე ნაკლებია, არსებობს ძალიან შეზღუდული გამოცდილება პროფილაქტიკური გამოყენების შესახებ.
უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას.
სისხლდენა. სხვა ანტიკოაგულანტებით მკურნალობის მსგავსად, შესაძლებელია სისხლდენის განვითარება (იხ. “გვერდითი მოვლენები”). სისხლდენის განვითარებისას აუცილებელია მისი მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობა.
თირკმლის ფუნქცია. დაბალმოლეკულური ჰეპარინით მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეფასდეს თირკმლის ფუნქცია კოკროფტის ფორმულის მიხედვით გამოთვლილი კრეატინინის კლირენსისა და სხეულის წონის ბოლო მონაცემების მიხედვით, პაციენტებში 75 წლის ზემოთ:
 მამარობითი სქესის პაციენტებში: კრეატინინის კლირენსი = (140-ასაკი)×სხეულის წონა/(0.814×შრატისმიერი კრეატინინი), სადაც ასაკი აღინიშნება წლებში, სხეულის წონა კგ-ში, ხოლო შრატისმიერი კრეატინინი - მკმოლი/ლ;
 მდედრობითი სქესის პაციენტებში საჭიროა აღნიშნული ფორმულის კორექტირება და შედეგის გამრავლება 0.85-ზე.
თუ შრატისმიერი კრეატინინი გამოხატულია მგ/მლ-ში, მიღებული შედეგი აუცილებელია გამრავლდეს კოეფიციენტზე 8.8.
დაბალმოლეკულური ჰეპარინების სამკურნალო დოზებში გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში დიაგნოსტირებული თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი დაახლოებით 30 მლ/წთ) – (იხ. “უკუჩვენება”).
პაციენტები სიმსუქნით. ჭარბწონიან პაციენტებს აქვთ თრომბოემბოლიის გაზრდილი რისკი. პროფილაქტიკური დოზების უსაფრთხოება და ეფექტურობა ჭარბწონიან პაციენტებში (სხეულის მასის ინდექსი > 30 კგ/მ2) ბოლომდე არ არის დადგენილი და ამ პაციენტებში დოზის კორექტირების რეკომენდაციები არ არსებობს. ეს პაციენტები უნდა იყვნენ დაკვირვების ქვეშ თრომბოემბოლიის ნიშნებისა და სიმპტომების გამო.
ლაბორატორიული მაჩვენებლები.
თრომბოციტების დონის კონტროლი პაციენტებში, რომლებიც იღებენ დაბალმოლეკულურ ჰეპარინის და აქვთ ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენიის (ჰით) რისკი.
დაბალმოლეკულურმა ჰეპარინებმა შეიძლება გამოიწვიონ ჰით ტიპი II-ის განვითარება - სერიოზული იმუნური წარმოშობის თრომბოციტოპენია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიული ან ვენური თრომბოემბოლიური გართულებები, რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან გააუარესოს პაციენტების ფუნქციური პროგნოზი (იხ.“გვერდითი მოვლენები“). ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენიის დროული გამოვლენისთვის აუცილებელია პაციენტებზე შესაბამისი დაკვირვება.
პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს ოპერაციული ჩარევა ან ცოტა ხნის წინ მიიღეს ტრავმა (3 თვის განმავლობაში). სისტემატური ლაბორატორიული კვლევები უნდა ჩატარდეს ყველა პაციენტში, მიუხედავად იმისა, ინიშნება მკურნალობის თუ პროფილაქტიკის მიზნით, რადგან ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენიის სიხშირე არის > 0.1% ან > 1%-იც კი ქირურგიასა და ტრავმატოლოგიაში. ეს კვლევები უნდა მოიცავდეს თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრას:
 დაბალმოლეკულური ჰეპარინების დანიშვნამდე ან პრეპარატით თერაპიის დაწყებიდან არაუგვიანეს 24 საათისა;
 შემდეგ კვირაში ორჯერ ერთი თვის განმავლობაში (მაქსიმალური რისკის პერიოდი);
 მომავალში ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში - კვირაში ერთხელ მკურნალობის დასრულებამდე.
პაციენტები სხვა მდგომარეობებით, რომლებიც განსხვავდება ქირურგიული ჩარევისა ან ბოლოდროინდელი ტრავმისგან (3 თვის განმავლობაში).
აუცილებელია სისტემატური ლაბორატორიული კვლევები იმავე პრინციპების შესაბამისად, რომლებიც გამოიყენება ქირურგიასა და ტრავმატოლოგიაში (იხ. ზემოთ), მიუხედავად იმისა, ინიშნება პრეპარატი სამკურნალოდ თუ პროფილაქტიკისთვის, შემდეგ პაციენტებში:
 რომლებიც ადრე იღებდნენ არაფრაქცირებულ ჰეპარინს ან დაბალმოლეკულურ ჰეპარინს ბოლო 6 თვის განმავლობაში, იმის გათვალისწინებით, რომ ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენიის სიხშირე არის > 0.1% ან > 1%-იც კი;
 რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი თანმხლები დაავადებები, ამ პაციენტებში ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენიის პოტენციური სიმძიმის გათვალისწინებით.
სხვა შემთხვევებში, ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენიის დაბალი სიხშირის გათვალისწინებით (<0.1%), თრომბოციტების რაოდენობის კონტროლი შეიძლება შემოიფარგლოს შემდეგი ზომებით:
 თრომბოციტების რაოდენობის ერთჯერადი კონტროლი მკურნალობის დასაწყისში ან მკურნალობის დაწყებიდან არაუგვიანეს 24 საათისა;
 თრომბოციტების რაოდენობის კონტროლი კლინიკური სიმპტომების არსებობისას, რომლებიც მიუთითებენ ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენიაზე (არტერიული და/ან ვენური თრომბოემბოლიის ნებისმიერი ახალი ეპიზოდი, კანისხრივი ნებისმიერი მტკივნეული დაზიანება ინექციის ადგილზე, ნებისმიერი ალერგიული ან ანაფილაქსიური სიმპტომი მკურნალობის ფონზე). პაციენტები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას ასეთი სიმპტომების გამოვლენის შესაძლებლობისა და ექიმისთვის შეტყობინების აუცილებლობის შესახებ.
ჰით-ის წარმოქმნაზე ეჭვი უნდა გაჩნდეს, თუ თრომბოციტების რაოდენობა არ ნაკლებია 150000/მმ3-ზე (ან 150 გ/ლ) და/ან მკურნალობის დაწყებამდე არსებული თრომბოციტების რაოდენობასთან შედარებით აღინიშნება თრომბოციტების რაოდენობის 30-50%-ით შემცირება. ჰით ძირითადად ვითარდება ჰეპარინით მკურნალობის დაწყებიდან 5-21 დღის შუალედში (უფრო ხშირად მეათე დღეს). თუმცა ანამნეზში ჰით-ის არსებობისას, აღნიშნული გართულება უფრო ადრევე შეიძლება გამოვლინდეს. ერთეული შემთხვევები დაფიქსირებულია - 21 დღის შემდეგაც. ასეთი ანამნეზის პაციენტების გამოვლენა აუცილებელია მკურნალობის დაწყებამდე დეტალური გამოკითხვის გზით. ყველა შემთხვევაში, ჰით-ის განვითარება გადაუდებელი მდგომარეობაა და სპეციალისტის კონსულტაციას საჭიროებს. თრომბოციტების რაოდენობის ნებისმიერი მნიშვნელოვანი შემცირება (საწყის მაჩვენებელთან შედარებით 30-50%-ით) წარმოადგენს გამაფრთხილებელ ნიშანს, მაშინაც კი, როცა ჯერ კიდევ კრიტიკულ მაჩვენებლამდე არ მისულა. თრომბოციტების რაოდენობის შემცირებისას, ყველა შემთხვევაში ტარდება შემდეგი ზომები:
1. შედეგების დადასტურების მიზნით, დაუყოვნებლივ, თრომბოციტების რაოდენობის განმეორებითი ანალიზი.
2. ჰეპარინით მკურნალობის შეწყვეტა, თუ მიღებული შედეგები ადასტურებს თრომბოციტების რაოდენობის შემცირებას ან მიუთითებს მის მომატებასაც კი, როცა სხვა გამომწვევი მიზეზი არ არის გამოვლენილი. თრომბოციტების აგრეგაციაზე in vitro ტესტის და იმუნოლოგიური კვლევის ჩასატარებლად, სისხლის ნიმუში უნდა მოთავსდეს ციტრატის ხსნარიან ფლაკონში. თუმცა, დაუყოვნებლივ ჩასატარებელი ღონისძიებების დაწყების აუცილებლობა არ ეფუძნება თრომბოციტების აგრეგაციაზე in vitro ტესტისა და იმუნოლოგიური კვლევის შედეგებს, რადგან ასეთი ტედტი ტარდება რამდენიმე სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში და შედეგები მხოლოდ რამდენიმე საათში ხდება ცნობილი. თუმცა, აღნიშნული კვლევების ჩატარება აუცილებელია, რადგან გვეხმარება გართულების დიაგნოსტირებაში, ვინაიდან თრომბოზის განვითარების რისკი ძალიან მაღალია ჰეპარინით ხანგრძლივი მკურნალობისას.
3. ჰით-თან დაკავშირებული თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა ან
მკურნალობა. თუ ანტიკოაგულაციური თერაპიის გაგრძელება მნიშვნელოვანია, ჰეპარინი უნდა ჩანაცვლდეს სხვა ქიმიური ჯგუფის ანტითრომბული საშუალებით, მაგ.: ნატრიუმის დანაპარიდით ან ლეპირუდინით, რომლებიც ინდივიდუალურად ენიშნებათ პაციენტებს სამკურნალო ან პროფილაქტიკური დოზით. პერორალურ ანტიკოაგულანტებზე გადასვლა უნდა მოხდეს, მხოლოდ თრომბოციტების რაოდენობის ნორმამდე მიახლოების შემდეგ, რადგან პერორალური ანტიკოაგულანტების გამოყენებისას არსებობს თრომბოზის მიმდინარეობის გართულების რისკი.
ჰეპარინის პერორალური ანტიკოაგულანტებით ჩანაცვლება.
უნდა ჩატარდეს ინტენსიური კლინიკური მონიტორინგი და ლაბორატორიული კვლევები(პროთრომბინული დრო, გამოხატული საერთაშორისო ნორმირებული თანაფარდობით) ან პერორალური ანტიკოაგულანტებით გამოწვეული ეფექტების კონტროლი.
ვინაიდან საჭიროა გარკვეული დრო, სანამ პერორალური ანტიკოაგულანტი მიაღწევს თავისი მოქმედების მაქსიმუმს, ამ პერიოდში უნდა გამოიყენონ ჰეპარინის ჩვეული დოზა, რათა პროთრომბინული დრო დარჩეს საჭირო თერაპიულ ინტერვალში ორ თანმიმდევრულ ანალიზის შედეგებში.
ანტიფაქტორ-Xa აქტივობის მონიტორინგი. კლინიკური კვლევების უმრავლესობა, რომელმაც აჩვენა დაბალმოლეკულური ჰეპარინების ეფექტურობა, ჩატარებულია პაციენტის წონიდან გამოთვლილი დოზების გამოყენებით და ლაბორატორიული მაჩვენებლების სპეც-მონიტორინგის გარეშე. ამიტომ დაბალმოლეკულური ჰეპარინების ეფექტურობის შესაფასებლად ლაბორატორიული კვლევების ჩატარების
სარგებელი ჯერ დადგენილი არ არის. თუმცა, ანტი-Xa აქტივობის მონიტორინგი შესაძლოა სასარგებლო იყოს ზოგიერთ კლინიკურ სიტუაციაში სისხლდენის განვითარების რისკის შემცირების მიზნით, რომელიც ხშირად დოზის გადაჭარბებასთანაა კავშირში.
აღნიშნული სიტუაციები ძირითადად ეხება დაბალმოლეკულური ჰეპარინების სამკურნალო დოზებით გამოყენების შემთხვევებს და ვლინდება პაციენტებში შემდეგი ნოზოლოგიებით:
 თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი დაახლოებით 30-60 მლ/წთ კოკროფტის ფორმულის მიხედვით). ვინაიდან, სტანდარტული არაფრაქცირებული ჰეპარინისგან განსხვავებით, დაბალმოლეკულური ჰეპარინი უპირატესად შარდით გამოიყოფა, ნებისმიერი თირკმლის უკმარისობის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს შედარებითი დოზის გადაჭარბება. თირკმლის მძიმე უკმარისობა წარმოადგენს დაბალმოლეკულური ჰეპარინის სამკურნალო დოზებით მკურნალობის უკუჩვენებას (იხ. “უკუჩვენება”);
 სხეულის წონის ნორმიდან მნიშვნელოვანი გადახრა (ძალიან მცირე წონა, კახექსია, სიმსუქნე);
 გაურკვეველი ეტიოლოგიის სისხლდენები.
ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი არ არის რეკომენდებული დაბალმოლეკულური ჰეპარინის პროფილაქტიკური დოზებით დანიშვნისას, როცა პრეპარატი გამოიყენება თერაპიული რეკომენდაციების (მათ შორის მკურნალობის ხანგრძლივობა) თანახმად და ჰემოდიალიზის დროს.
პრეპარატის განმეორებითი შეყვანისას ჰეპარინის შესაძლო კუმულაციის გამოსავლენად, რეკომენდებულია სისხლის აღება პრეპარატის უმაღლესი აქტივობის პერიოდში (არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით), ანუ მესამე ინექციიდან დაახლოებით 4 საათში, თუ პრეპარატი შეყავთ კანქვეშა ინექციის სახით დღეში 2-ჯერ.
სისხლში ჰეპარინის დონის განსაზღვრის მიზნით, ანტი-Xa აქტივობის განმეორებითი
კვლევის საკითხი, მაგალითად, ყოველი 2-3 დღის შემდეგ, უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად, წინამორბედი კვლევებიდან გამომდინარე. ასევე, შესაძლოა განიხილონ დაბალმოლეკულური ჰეპარინის დოზის კორექციის საკითხი.
ანტი-Xa აქტივობა დამოკიდებულია დაბალმოლეკულური ჰეპარინის სახეობასა და დოზირების რეჟიმზე.
ენოქსაპარინის დოზით 100 ანტი-Xa სე/კგ დღეში 2-ჯერ ინექციისას საშუალო მნიშვნელობა (±სტანდარტული გადახრა) რომელიც მეშვიდე ინექციიდან 4 საათში აღინიშნა, შეადგინა 1.2±0.17 ანტი-Xa სე/მლ.
აღნიშნული საშუალო მნიშვნელობა დადგინდა კლინიკური კვლევებით, რომლის დროსაც ანტი-Xa აქტივობის შესწავლა ხდებოდა ქრომოგენული (ამიდოლიზური) მეთოდით.
აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროის კონტროლი (ანთდ).
ზოგიერთი დაბალმოლეკულური ჰეპარინი იწვევს ანთდ-ს მაჩვენებლის ზომიერ მატებას. მაგრამ, რადგან ამ ტესტის კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის, არც მისი მონიტორინგი წარმოადგენს აუცილებლობას.
სპინალური/ეპიდურული ანესთეზია პაციენტებში, რომლებიც პროფილაქტიკის მიზნით იღებენ დაბალმოლეკულურ ჰეპარინს. არ შეიძლება ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიის გაკეთება პაციენტებში, რომლებიც იღებენ დაბალმოლეკულურ ჰეპარინს თერაპიული დოზებით.
ისევე როგორც სხვა ანტიკოაგულანტები, დაბალმოლეკულური ჰეპარინები სპინალური/ეპიდურული ანესთეზიის დროს იშვიათად იწვევენ ზურგის ტვინის ჰემატომებს, რომელიც თავის მხრივ იწვევს ხანგრძლივ ან სამუდამო დამბლას.
სპინალური ჰეპატომის რისკი უფრო მაღალია ეპიდურული ანესთეზიის დროს კათეტერის გამოყენებისას, ვიდრე სპინალური ანესთეზიისას.
აღნიშნული იშვიათი მოვლენის რისკი მატულობს ეპიდურული კათეტერების პოსტოპერაციულად ხანგრძლივად გამოყენების დროს ან პაციენტებში, რომლებსაც ხერხემალზე ჩაუტარდათ ქირურგიული ჩარევა ან აქვთ ხერხემლის დეფორმაცია (მაგ., მაანკილოზებელი სპონდილიტი).
კათეტერის ჩადგმა ან მოხსნა უკეთესია, როდესაც ენოქსაპარინის ანტიკოაგულანტული ეფექტი დაბალია. თუმცა, საკმარისი დაბალი ანტიკოაგულანტული ეფექტის მიღწევის ზუსტი დრო თითოეულ ცალკეულ პაციენტში უცნობია.
თუ წინასაოპერაციო პერიოდში დაბალმოლეკულური ჰეპარინით მკურნალობა აუცილებელია (ხანგრძლივად მწოლიარე პაციენტები, ტრავმები) და ადგილობრივი/რეგიონული სპინალური ანესთეზიის ან ლუმბალური პუნქციის სარგებელი კარგად იქნა შეფასებული, ასეთ პაციენტებში ჰეპარინის ინექციასა და სპინალურ ანესთეზიას შორის დაცული უნდა იყოს არანაკლებ 12 საათიანი ინტერვალი. ნეიროაქსიალური ჰემატომა მაინც შეიძლება გამოვლინდეს, ვინაიდან ანტი-Xa აქტივობა შეიძლება გაგრძელდეს 12 საათიან ინტერვალზე მეტხანს. პაციენტებში კრეატინინის კლირენსით <30 მლ/წთ, შეიძლება გონივრული იყოს მინიმუმ 24 საათიანი ინტერვალი ჰეპარინის ინექციასა და სპინალურ ანესთეზიას შორის.
რეკომენდებულია პაციენტის ნევროლოგიური სტატუსის განსაკუთრებული მონიტორინგი, ზურგის ტვინის ჰემატომის რისკის გათვალისწინებით.
ანესთეზიიდან ან კათეტერის მოხსნიდან 6-8 საათის შემდეგ, თითქმის ყველა პაციენტში შესაძლებელია დაბალმოლეკულური ჰეპარინის პროფილაქტიკური მიზნით დანიშვნა, ამასთანავე აუცილებელია ნევროლოგიური სტატუსის კონტროლი.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სხვა პრეპარატებთან ერთად მკურნალობისას, რომლებიც გავლენას ახდენენ ჰემოსტაზზე (მათ შორის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ასპირინი).
მდგომარეობები, რომლებიც გარკვეული რისკის მატერებელია.
მკურნალობა განსაკუთრებულ კონტროლს საჭიროებს შემდეგი მდგომარეობების დროს:
 ღვიძლის უკმარისობა;
 ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადება ან სხვა ორგანული დაზიანება სისხლდენის განვითარების ალბათობით;
 სისხლძარღვოვანი ქორიორეტინული დაავადებები;
 თავის ტვინზე ან ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევების შემდგომი პერიოდი;
 ლუმბალური პუნქცია: გასათვალისწინებელია ზურგის ტვინში შინაგანი სისხლდენის რისკი, ამიტომ სასურველია პუნქციის გადადება რაც შეიძლება დიდი ხნით;
 ჰემოსტაზზე მოქმედი სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება (იხ. “სხვა
სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები”).
კორონარული არტერიების რევასკულარიზაციის პერკუტანული პროცედურები.
სისხლდენის რისკის შემცირების მიზნით პაციენტებში, რომელთაც არასტაბილური სტენოკარდიის, Q კბილის გარეშე მიმდინარე მიოკარდის ინფარქტის ან ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდის მწვავე ინფარქტის მკურნალობის მიზნით უტარდებათ პერკუტანული კორონარული ანგიოპლასტიკა, აუცილებელია ენოქსაპარინის ინექციებს შორის დაიცვან რეკომენდებული დროის შუალედები. პერკუტანული კორონარული ანგიოპლასტიკის შემდეგ, მნიშვნელოვანია ჰემოსტაზის მიღწევა ინექციის ადგილას. სისხლძარღვის დასახშობად სპეციალური საშუალებების (ჰემოსტატიკური საშუალებების) გამოყენებისას, აუცილებელია დაუყოვნებლივ ამოიღონ ინტროდიუსერი. მანუალური კომპრესიის დროს ინტროდიუსერი უნდა მოიხსნას ენოქსაპარინის კანქვეშა/ინტრავენური ბოლო შეყვანიდან 6 საათში. ენოქსაპარინით მკურნალობის გაგრძელებისას მომდევნო ინექცია უნდა მოხდეს ინტროდიუსერის ამოღებიდან არანაკლებ 6-8 საათის გასვლის შემდეგ. სისხლდენის ან ჰემატომის ნიშნების გამოვლენის მიზნით, აუცილებელია კანის პუნქციის ადგილზე მუდმივი დაკვირვება.
orsuloba da laqtaciis periodi
დოზებისთვისთვის: 2000 ანტი-Ха სე/0.2 მლ, ეკვივალენტური 20 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის;
4000 ანტი-Ха სე/0.4 მლ, ეკვივალენტური 40 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის.
ორსულობა.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლინდა ენოქსაპარინის ტერატოგენული ეფექტი. ცხოველებში რაიმე ტერატოგენული ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, ეს ეფექტი არც ადამიანებში არ არის მოსალოდნელი.
ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ მანკების წარმოქმნას ადამიანებში, ტერატოგენული აღმოჩნდა ცხოველების ორ სახეობაში ჩატარებულ კვლევებში.
ორსულობის I ტრიმესტრში პროფილაქტიკური მკურნალობა.
ორსულობის I ტრიმესტრში ენოქსაპარინის პროფილაქტიკის ან მთელი ორსულობის განმავლობაში სამკურნალო თერაპიის სახით გამოყენების მიზნით, მისი ტერატოგენული და ფეტოტოქსიკური ეფექტების შესაფასებლად არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები.
ამიტომ ორსულობის I ტრიმესტრში სასურველია ენოქსაპარინი არ დაინიშნოს პროფილაქტიკის მიზნით.
ეპიდურული ანესთეზიის დაგეგმვის შემთხვევაში, ჰეპარინით პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა შეწყდეს ანესთეზიამდე არაუგვიანეს 12 საათისა.
ორსულობის II და III ტრიმესტრში პროფილაქტიკური მკურნალობა.
არსებული შეზღუდული კლინიკური მონაცემების საფუძველზე, ენოქსაპარინის პროფილაქტიკის მიზნით II და III ტრიმესტრში გამოყენებისას ცნობილი არ არის ტერატოგენული და ფეტოტოქსიკური ეფექტები. თუმცა ამ პირობებში მისი ზემოქმედების შესაფასებლად, აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება. ამიტომ II და III ტრიმესტრში ენოქსაპარინის პროფილაქტიკის მიზნით დანიშვნა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა განიხილონ.
ეპიდურული ანესთეზიის დაგეგმვის შემთხვევაში, ჰეპარინით პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა შეწყდეს ანესთეზიამდე არაუგვიანეს 12 საათისა.
ძუძუთი კვების პერიოდი. ვინაიდან ახალშობილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რძით მოხვედრილი ენოქსაპარინის აბსორბცია შეუძლებელია, მეძუძური დედების ენოქსაპარინით მკურნალობა უკუნაჩვენები არ არის.
დოზებისთვისთვის: 6000 ანტი-Ха სე/0.6 მლ, ეკვივალენტური 60 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის;
8000 ანტი-Ха სე/0.8 მლ, ეკვივალენტური 80 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის;
ორსულობა. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლინდა ენოქსაპარინის ტერატოგენული ეფექტი, ამიტომ ეს ეფექტი ადამიანებში მოსალოდნელი არ არის.
არსებული კლინიკური მონაცემები საშუალებას არ იძლევა დადგინდეს, ორსულობის
პერიოდში ენოქსაპარინის სამკურნალო დოზებით გამოყენებისას, შესაძლო ტერატოგენული და ფეტოტოქსიკური ეფექტი.
ამიტომ, უსაფრთხოების მიზნით, ორსულობის დროს ენოქსაპარინის სამკურნალო დოზების გამოყენება არ არის რეკომენდებული.
სპინალური და ეპიდურული ანესთეზია აკრძალულია პაციენტებში, რომლებიც იღებენ დაბალმოლეკულურ ჰეპარინს სამკურნალო დოზებით.
ძუძუთი კვება. ვინაიდან ახალშობილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რძით მოხვედრილი ენოქსაპარინის აბსორბცია შეუძლებელია, მეძუძური დედების ენოქსაპარინით მკურნალობა უკუნაჩვენები არ არის.
ბავშვები
შესაბამისი მონაცემების არარსებობის გამო, პედიატრიულ პრაქტიკაში არ არის რეკომენდებული დაბალმოლეკულური ჰეპარინის გამოყენება.
avtomobilisa da sxva meqanikuri saSualebebis marTvaze gavlena
preparatis miReba gavlenas ar axdens avtosatransporto da meqanikuri saSualebebis marTvis unarze. Tumca gasaTvaliswinebelia mosalodneli gverdiTi reaqciebis gamovlena (ix. “gverdiTi movlenebi”).
dozis gadaWarbeba
დაბალმოლეკულური ჰეპარინის დიდი დოზით კანქვეშა ინექციისას შემთხვევითი დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემორაგიული გართულებები.
სიხლდენის დროს ზოგიერთი პაციენტის მკურნალობისას შესაძლოა გამოყენებული იქნას პროტამინის სულფატი, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
 პროტამინის სულფატის ეფექტურობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ეფექტურობა არაფრაქცირებული ჰეპარინების დოზის გადაჭარბების დროს;
 პროტამინის სულფატის მიღებამდე, გვერდითი რეაქციების (მათ შორის, ანაფილაქსიური შოკი) გათვალისწინებით, აუცილებელია რისკი/სარგებლის თანაფარდობის ზედმიწევნით შეფასება.
ენოქსაპარინის განეიტრალება ხდება პროტამინის (სულფატი ან ჰიდროქლორიდი) ინტრავენურად ნელა შეყვანით.
პროტამინის საჭირო დოზა დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
 ჰეპარინის შეყვანილი დოზა (პროტამინის 100 ჰეპარინის საწინააღმდეგო ერთეული ანეიტრალებს დაბალმოლეკულური ჰეპარინის 100 ანტი-Xa სე აქტივობას), თუ ენოქსაპარინის შეყვანიდან გავიდა არა უმეტეს 8 საათი;
 ჰეპარინის შეყვანიდან გასული დრო:
 შესაძლებელია პროტამინის ჰეპარინის საწინააღმდეგო 50 ერთეულის ინფუზია ენოქსაპარინის ნატრიუმის 100 ანტი-Xa სე-ზე, თუ ენოქსაპარინის შეყვანიდან გასულია 8 საათზე მეტი ან თუ იქნება პროტამინის მეორე დოზის საჭიროება;
 თუ ენოქსაპარინის შეყვანიდან გასულია 12 საათზე მეტი, პროტამინის შეყვანის აუცილებლობა არ არის.
აღნიშნული რეკომენდაციები ეხება პაციენტებს თირკმლის ნორმალური ფუნქციით, რომლებიც იღებენ პრეპარატის განმეორებით დოზებს.
თუმცა ენოქსაპარინის ანტი-Xa აქტივობის ბოლომდე განეიტრალება შეუძლებელია. უფრო მეტიც, დაბალმოლეკულური ჰეპარინის აბსორბციის ფარმაკოკინეტიკური თავისებურებებიდან გამომდინარე, განეიტრალებას შეიძლება დროებითი ხასიათი ჰქონდეს და შესაბამისად, პროტამინის საერთო დოზის 24 საათის მანძილზე რამდენიმე ინექციად (2-4) გაყოფის საჭიროება დადგეს.
დაბალმოლეკულური ჰეპარინის, დიდი დოზით გამოყენების შემთხვევაშიც კი, კუჭში მოხვედრის დროს მძიმე გართულებები ნაკლებად მოსალოდნელია (ასეთი შემთხვევები რეგისტრირებული არ ყოფილა), რადგან კუჭიდან და ნაწლავებიდან სამკურნალო საშუალების უმნიშვნელო რაოდენობა შეიწოვება.

dozireba da miRebis wesi
1 მგ (0.01 მლ) ენოქსაპარინის ნატრიუმი შეესაბამება დაახლოებით 100 ერთეული აქტივობის ანტი-Ха სე-ს. კლექსიპარინი უნდა შეიყვანონ კანქვეშ პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნებით, გარდა აღნიშნული შემთხვევებისა:
 პრეპარატის გამოყენება ჰემოდიალიზის დროს ანტიკოაგუალაციის მიზნით;
 ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდის ინფარქტის მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ ინტრავენური ბოლუსური შეყვანა.
კლექსიპარინის კუნთში შეყვანა დაუშვებელია. პრეპარატი რეკომენდებულია მხოლოდ მოზრდილი პაციენტებისთვის.
კანქვეშა შეყვანის ტექნიკა. მწარმოებლის მიერ გამოშვებული შევსებული შპრიცები უკვე მზადაა უშუალო გამოყენებისთვის. პაციენტის წონიდან გამომდინარე, აუცილებლობისას, დასაშვებია კლექსიპარინის დოზის კორექცია. ასეთ შემთხვევაში, ინექციამდე შპრიციდან უნდა გამოიდევნოს პრეპარატის არასაჭირო რაოდენობა. თუ შპრიციდან არასაჭირო რაოდენობის სითხის მოშორება არ არის აუცილებელი, მაშინ პრეპარატის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად შპრიციდან ჰაერის ბუშტუკების არსებობის შემთხვევაში, ინექციამდე მათი გამოდევნა აუცილებელი არ არის.
კლექსიპარინის კანქვეშა ინექცია სასურველია გაკეთდეს პაციენტის მწოლიარე მდგომარეობაში. პრეპარატის კანქვეშა-ცხიმოვან ქსოვილში შეყვანა უნდა მოხდეს მუცლის კედლის მარცხენა ან მარჯვენა ზემო ან ქვემო ნაწილში, თითოეული ინექციისთვის სხვადსხვა ადგილზე. ცერა და საჩვენებელ თითებს შორის წარმოქმნილი კანის ნაკეცში ნემსი უნდა იქნას შეყვანილი ვერტიკალურად მთლიან სიგრძეზე და არა მისადმი კუთხით. კანის ნაოჭს ხელს უშვებენ მხოლოდ ინექციის დასრულების შემდეგ. პრეპარატის შეყვანის შემდეგ დაუშვებელია ინექციის ადგილის დაზელვა.
ინტრავენური (ბოლუსური) ინექციის ტექნიკა/ კლექსიპარინის გამოყენება ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდის მწვავე ინფარქტის მკურნალობის დროს.
მკურნალობა იწყება ინტრავენური ბოლუსური ინექციით, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ ხდება კანქვეშა ინექცია. ინტრავენური ბოლუსური ინექციისთვის, კლექსიპარინის მზა მწარმოებლის მიერ გრადუირებული შპრიციდან, რომელიც შეიცავს 40 მგ (0.4 მლ; 4000 ანტი-Xa სე), 60მგ (0.6 მლ; 6000 ანტი-Xa სე) ან 80 მგ (0,8მლ; 8000 ანტი-Xინტრავენური (ბოლუსური) ინექციის ტექნიკა/ კლექსიპარინის გამოყენება შთ სეგმენტის
ელევაციით მიმდინარე მიოკარდის მწვავე ინფარქტის მკურნალობის დროს.
მკურნალობა იწყება ინტრავენური ბოლუსური ინექციით, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ ხდება
კანქვეშა ინექცია. ინტრავენური ბოლუსური ინექციისთვის, კლექსიპარინის მზა
გრადუირებული შპრიციდან, რომელიც შეიცავს 40 მგ (0,4 მლ; 4000 ანტი-Xა სე), 60მგ
(0,6 მლ; 6000 ანტი-Xa სე) ან 80 მგ (0,8მლ; 8000 ანტი-Xa სე), აუცილებელია ზედმეტი რაოდენობის პრეპარატის მოცილება, რათა შპრიცში დარჩეს დოზა 30 მგ (0,3 მლ; 3000
ანტი-Xa სე). ,
კლექსიპარინის აღნიშნული დოზა საჭიროა შეყვანილ იქნას ინტრავენური ხსნარების გადასასხმელი სისტემის მილში. დაუშვებელია სხვა სამკურნალო საშუალებებთან შერევა ან ერთდროული შეყვანა. სხვა სამკურნალო საშუალებების ნარჩენების და შესაბამისად, კლექსიპარინთან მათი შერევის თავიდან აცილების მიზნით, კლექსიპარინის ინტრავენური ბოლუსური შეყვანის წინ და შემდეგ, აუცილებელია სისტემის ჩარეცხვა საკმარისი რაოდენობის 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ან 5% გლუკოზის ხსნარით. კლექსიპარინის შეყვანა უსაფრთხოა 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ან 5% გლუკოზის ხსნართან ერთად.
სტაციონარის პირობებში კლექსიპარინი გამოიყენება:
 დოზა 1 მგ/კგ (100 ანტი-Xa სე/კგ) პირველი კანქვეშა ინექციისთვის, რომელიც ინტრავენური ბოლუსური ინექციის დამთავრებისთანავე უნდა გაკეთდეს, ასევე შემდგომი დოზები 1 მგ/კგ (100 ანტი-Xa სე/კგ), რომელიც კეთდება კანქვეშ ყოველ 12 საათში;
 დოზა 0,3 მგ/კგ (30 ანტი-Xa სე/კგ) ინტრავენური ბოლუსური შეყვანისთვის პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ შემდგომი კორონარული ანგიოპლასტიკა.
მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში აუცილებელია თრომბოციტების რაოდენობის მუდმივი კონტროლი, რადგან არსებობს ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენიიის განვითარების რისკი.

ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას, რომლებსაც
ახასიათებთ ზომიერი ან მაღალი თრომბოგენული რისკი.
როგორც წესი, აღნიშნული რეკომენდაციები ეხება ქირურგიულ ჩარევებს ზოგადი ანესთეზიით.
სპინალური და ეპიდურული ანესთეზიის დროს წინასწარ უნდა შეფასდეს ოპერაციამდე ენოქსაპარინის შეყვანით მიღებული სარგებლისა და სპინალური ჰემატომის განვითარების თეორიული მაღალი რისკი (იხ. „გამოყენების თავისებურებები“).
• შეყვანის სქემა. კლექსიპარინი ინიშნება კანქვეშ დღეში ერთხელ.
• დოზა. დოზა დგინდება კონკრეტული პაციენტისთვის რისკის შეფასებისა და ქირურგიული ჩარევის სახის მიხევით.
თრომბოზის ზომიერი რისკით მიმდინარე ქირურგიული ოპერაციები.
თრომბოზის ზომიერი რისკით მიმდინარე ქირურგიული ოპერაციების დროს და პაციენტებში თრომბოემბოლიის დაბალი რისკით, ეფექტური პროფილაქტიკა მიიღწევა კლექსიპარინის 20 მგ-ის (0.2 მლ; 2000 ანტი-Xa აქტივობა) ყოველდღიური შეყვანით. კვლევებით დადგენილი დოზირების რეჟიმი ითვალისწინებს პირველ ინექციას ოპერაციამდე 2 საათით ადრე.
თრომბოზის მაღალი რისკით მიმდინარე ქირურგიული ოპერაციები.
ოპერაციები მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსარზე.
კლექსიპარინის დოზა შეადგენს 40 მგ-ს (0.4 მლ 4000 ანტი-Xa) ერთხელ დღეში.
დადგენილი დოზირების რეჟიმი ითვალისწინებს პირველ ინექციას 4000 ანტი-Xa სე (მთლიანი დოზა) ოპერაციამდე 12 საათით ადრე ან პირველ ინექციას 2000 ანტი-Xa სე
(მთლიანი დოზის ნახევარი) ოპერაციამდე 2 საათით ადრე.
სხვა შემთხვევები.
თუ ქირურგიული ჩარევის სახეობიდან გამომდინარე (განსაკუთრებით ონკოლოგიური ოპერაციების დროს) და/ან პაციენტის ანამნეზიდან გამომდინარე (თუ აქვს ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები) არსებობს ვენური თრომბოემბოლიის მაღალი რისკი, პროფილაქტიკური დოზა განისაზღვრება იგივე ოდენობით როგორც მაღალი რისკის მქონე ორთოპედიული ოპერაციების დროს, როგორიცაა ოპერაციები მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებზე.
 მკურნალობის ხანგრძლივობა.
დაბალმოლეკულური ჰეპარინით მკურნალობის დროს საჭიროა ფეხებზე ელასტიკური სახვევების გამოყენება მანამადე, ვიდრე პაციენტი შეძლებს სრულფასოვნად და აქტიურად გადაადგილებას:
 ზოგადი ოპერაციული ჩარევების დროს დაბალმოლეკულური ჰეპარინით მკურნალობა გრძელდება 10 დღემდე, სანამ არსებობს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი (იხ. „გამოყენების თავისებურებები“).
 დადგენილია, ენოქსაპარინით 4000 ანტი-Xa სე/დღეში პროფილაქტიკური 4-5 კვირის განმავლობაში მკურნალობის თერაპიული სარგებელი მუხლის სახსარზე ოპერაციის შემდეგ;
 რეკომენდებული მკურნალობის ხანგრძლივობის ფონზე, თუ ისევ არსებობს ვენური თრომბოემბოლიის რისკი, განხილული უნდა იყოს პროფილაქტიკური თერაპიის გაგრძელების საკითხი, მათ შორის პერორალური ანტიკოაგულანტების გამოყენება.
უნდა აღინიშნოს, რომ დაბალმოლეკულური ჰეპარინებით ან პერორალური ანტიკოაგულანტებით ხანგრძლივი მკურნალობის კლინიკურ სარგებელზე კვლევა არ ჩატარებულა.
ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკა წოლითი რეჟიმის პაციენტებში, მწვავე თერაპიული დაავადებებით.
კლექსიპარინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 40 მგ (0.4 მლ; 4000 ანტი-Xa სე) კანქვეშ ერთხელ დღეში. კლექსიპარინი ინიშნება მინიმუმ 6 დღის მანძილზე, მკურნალობის ხანგრძლივობა - არა უმეტეს 14 დღე. თუ ვენური თრომბოემბოლიის რისკი შენარჩუნებული რჩება, საჭიროა პერორალური ანტიკოაგულანტებით ხანგრძლივი პროფილაქტიკური მკურნალობა.

თრომბოზის განვითარების პროფილაქტიკა ექსტრაკორპორული ცირკულაციის სისტემაში ჰემოდიალიზის ჩატარების დროს.
პრეპარატი შეყავთ სისხლძარღვის შიგნით (არტერიულ კათეტერში ან დიალიზის კონტურში).
პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ დიალიზის განმეორებითი სეანსები, სისხლის გაწმენდის ექსტრარენალურ სისტემაში სისხლის შედედების პროფილაქტიკა ხორციელდება სეანსის დასაწყისში კლექსიპარინის საწყისი დოზის 100 ანტი-Xa სე/კგ არტერიის კათეტერში ან დიალიზის კონტურში შეყვანის გზით.
მოცემული დოზა შეყავთ სისხლძარღვის შიგნით ერთჯერადი ბოლუსური ინექციის სახით. მოცემული დოზის ანტიკოაგულანტური ეფექტი, როგორც წესი, საკმარისია ჰემოდიალიზის პროცედურის ჩასატარებლად, რომელიც საშუალოდ გრძლედება 4 საათი ან ნაკლები. დოზის შემდგომი კორექცია შესაძლებელია საპასუხო რეაქციის ინდივიდუალური გადახრების გათვალისწინებით.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 100 ანტი-Xa სე/კგ.
ჰემოდიალიზზე მყოფი, სისხლდენის მაღალი რისკ-ჯგუფის (განსაკუთრებით პრე- ან
პოსტოპერაციულ პერიოდში დიალიზისას) პაციენტებში, ან პაციენტებში აქტიური სისხლდენით, დიალიზის პროცედურის დროს შესაძლებელია გამოიყენონ 50 ანტი-Xa სე/კგ (ორმხრივი სისხლძარღვოვანი მიდგომის შემთხვევაში) ან 75 ანტი-Xa სე/კგ (ერთმხრივი სისხლძარღვოვანი მიდგომის შემთხვევაში).

ღრმა ვენების დიაგნოსტირებული თრომბოზის მკურნალობა, რომელსაც თან სდევს ან არ სდევს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია და არ ახასიათებს მძიმე კლინიკური სიმპტომები.
ღრმა ვენების თრომბოზზე ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი კვლევის მეთოდებით მისი დაუყოვნებლივ დადასტურება.
დოზირება.
კლექსიპარინი ინიშნება კანქვეშ 2-ჯერ დღეში 100 ანტი-Ха სე/კგ ყოველ 12 საათში.
პაციენტებში 100 კგ-ზე მეტი და 40 კგ-ზე ნაკლები წონით, დაბალმოლეკულური ჰეპარინის დოზის კორექცია შესწავლილი არ არის. დაბალმოლეკულური ჰეპარინი შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს 100 კგ-ზე მეტი წონის პაციენტებში, ხოლო 40 კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტებში გამოიწვიოს სისხლდენის განვითარების რისკის მატება.
ამიტომ აუცილებელია ასეთი პაციენტების კლინიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი.
ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობის ხანგრძლივობა.
დაბალმოლეკულური ჰეპარინით მკურნალობისას სასურველია შეძლებისდაგვარად სწრაფად მოხდეს პერორალურ ანტიკოაგულანტებზე გადასვლა, თუკი ამის უკუჩვენება არ არსებობს. დაბალმოლეკულური ჰეპარინით მკურნალობის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 10 დღეს, მათ შორის პერორალური ანტიკოაგულანტებით წონასწორული მდგომარეობის მიღწევის დროის ჩათვლით, გარდა იმ მდგომარეობისა, როცა რთული ხდება წონასწორული მდგომარეობის მიღწევა. ამიტომ პერორალური ანტიკოაგულანტებით მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე.

არასტაბილური სტენოკარდიის და Q კბილის გარეშე არსებული მიოკარდის მწვავე ინფარქტის მკურნალობა.
კლექსიპარინის რეკომენდებული ერთჯერადი დოზა შეადგენს 1 მგ/კგ (100 ანტი-Ха სე/კგ) კანქვეშ ყოველ 12 საათში; ერთდროულად პერორალურად ინიშნება აცეტილსალიცილის მჟავა (რეკომენდებული დოზა: პერორალურად 75-დან 325 მგ-მდე საწყისი 160 მგ დარტყმითი დოზის შემდეგ).
მკურნალობის ხანგრძლივობა - სულ მცირე 2-8 დღე, პაციენტის კლინიკურად სტაბილური მდგომარეობის მიღწევამდე.

ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდის მწვავე ინფარქტის მკურნალობა თრომბოლიზურ საშუალებებთან კომბინაციაში პაციენტებში, რომლებშიც შემდგომში შესაძლებელია ჩაუტარდეთ კორონარული ანგიოპლასტიკა ან აღნიშნული პროცედურა არ მოეთხოვებათ.
კლექსიპარინის საწყისი ინტრავენური ბოლუსური ინექცია ტარდება დოზით 30 მგ (0.3 მლ; 3000 ანტი-Ха სე). ამის შემდეგ კანქვეშ შეყავთ 1 მგ/კგ (100 ანტი-Ха სე/კგ) 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ - ყოველ 12 საათში (პირველი ორი კანქვეშა ინექციის მაქსიმალური ჯამური დოზა შეადგენს 10000 ანტი-Ха სე).
კლექსიპარინის პირველი დოზა შეყავთ თრომბოლიზური თერაპიის დაწყებამდე 15 წუთით ადრე ან დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ ნებისმიერ დროს.
რეკომენდებული მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 8 დღეს ან სანამ პაციენტი სტაციონარიდან არ გაეწერება, თუ ჰოსპიტალიზაცია 8 დღეზე ნაკლებია.
თანმხლები თერაპია: სიმპტომების გაჩენიდან რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა მოხდეს აცეტილსალიცილის მჟავას დანიშვნა და მისი მიღება უნდა გაგრძელდეს დოზით 75-325 მგ დღეში არანაკლებ 30 დღის მანძილზე, თუ სხვა დანიშნულება არ არის.
პაციენტები, რომელთაც უტარდებათ კორონარული ანგიოპლასტიკა:
 თუ კლექსიპარინის კანქვეშა ბოლო შეყვანიდან ბალონის გაბერვამდე გასულია არანაკლებ 8 საათი, პრეპარატის დამატებითი შეყვანა არ არის საჭირო;
 თუ კლექსიპარინის კანქვეშა ბოლო შეყვანიდან ბალონის გაბერვამდე გასულია 8
საათზე მეტი, საჭიროა კლექსიპარინის ინტრავენური ბოლუსური ინექცია 0.3 მგ/კგ (30 ანტი-Ха სე/კგ). საინექციო სითხის მოცულობის სიზუსტის დაცვის მიზნით, რეკომენდებულია პრეპარატის განზავება 300 ანტი-Ха სე/მლ (0,3 მლ (3000 ანტი-Ха სე) იხსნება 10 მლ გამხსნელში (0.9% ნატრიუმის ქლორიდის ან 5% გლუკოზის ხსნარი)) (იხ. ცხრილი).
საინექციო ხსნარის მოცულობები, როდესაც განზავება ხდება პაციენტებისთვის, რომელთაც უტარდებათ კორონარული ანგიოპლასტიკა.
სხეულის წონა, კგ საჭირო დოზა, ანტი-Xa სე ინექციისთვის საჭირო მოცულობა, განზავებით 300 სე/მლ (ანუ კლექსიპარინის 0.3 მლ (3000 ანტი-Xa სე)
განზავებული 10 მლ გამხსნელში), მლ
45 1350 4.5
50 1500 5
55 1650 5.5
60 1800 6
65 1950 6.5
70 2100 7
75 2250 7.5
80 2400 8
85 2550 8.5
90 2700 9
95 2850 9.5
100 3000 10
75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდის მწვავე ინფარქტის მკურნალობა, საწყისი ინტრავენური ბოლუსური ინექცია არ უკეთდებათ. მათ ყოველ 12 საათში კანქვეშ უკეთდებათ კლექსიპარინის დოზა 0.75 მგ/კგ (75 ანტი-Ха სე/კგ) (მხოლოდ პირველი 2 ინექციის მაქსიმალური ჯამური დოზა შეადგენს 75 მგ-ს (7500 ანტი-Ха სე)).
კლექსიპარინის შპრიც-დოზის თვითგამოყენების ინსტრუქცია
1. ხელები იბანება საპნით და წყლით. საჭიროა მათი გაშრობა.
2. ადგილის არჩება მუცლის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. ეს უბანი უნდა იყოს (გვერდების მიმართულებით) ჭიპიდან მინიმუმ 5 სანტიმეტრით დაშორებული.

3. საჭიროა ინექციის ადგილის ცვლა, მონაცვლეობით მუცლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, იმისდა მიხედვით, თუ რომელ მხარეს გაკეთდა ინექცია ბოლოს. ინექციის ადგილი უნდა გაიწმინდოს სპირტანი ტამპონით.

4. ფრთხილად უნდა მოეხსნას თავსახური კლექსიპარინით შევსებულ შპრიცზე დამაგრებული ნემსიდან. საჭიროა თავსახურის გადაგდება. შპრიცი წინასწარ შევსებულია და მზადაა გამოსაყენებლად. არ შეიძლება დგუშზე დაჭერა ინექციისთვის ჰაერის ბუშტების მოსაშორებლად. ამან შეიძლება გამოიწვიოს სამკურნალო საშუალების დაკარგვა. თავსახურის მოხსნის შემდეგ, ნემსი არ შეიძლება, რომ შეეხოს რაიმეს, რათა ნემსი დარჩეს სუფთა (სტერილური).

5. შპრიცის დაჭერა ხდება ისე, როგორც წერის დროს ფანქრის, ხოლო მეორე ხელის საჩვენებელი და ცერა თითით ოდნავ უნდა დაიჭიმოს გაწმენდილი მუცლის არეში კანი ისე, რომ ნაოჭი წარმოიქმნას. აუცილებელია კანის ნაოჭის დაჭერა მთელი ინექციის განმავლობაში.

6. შპრიცის დაჭერა ხდება ისე, რომ ნემსი მიმართული იყოს ქვემოთ (ვერტიკალურად 90° კუთხით). ნემსი უნდა იქნას შეყვანილი კანის ნაოჭში მთლიან სიგრძეზე.

7. შპრიცის დგუშზე დაჭერა ხდება თითით. აუცილებელია კანის ნაოჭის დაჭერა მთელი ინექციის განმავლობაში.
8. ნემსის ამოღება ხდება პირდაპირ საპირისპირო მიმართულებით. ამის შემდეგ შესაძებელია კანის ნაოჭზე ხელის გაშვება. შპრიცი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაგდებული ბასრი ნივთებისთვის განკუთვნილ უახლოეს კონტეინერში.
სისხლჩაქცევების თავიდან ასაცილებლად, ინექციის შემდეგ არ შეიძლება ინექციის ადგილის დაზელა.

gverdiTi movlenebi
კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული და პოსტრეგისტრაციის პერიოდში გამოვლენილი გვერდითი მოვლენები დეტალურად არის აღწერილი ქვემოთ.
გამოვლენის სიხშირის მიხედვით გვერდითი მოვლენები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
პრეპარატის გამოყენების გამოცდილება კლინიკურ კვლევებში. ენოქსაპარინის გამოყენება შესწავლილია კლინიკურ კვლევებში მონაწილე 15000-ზე მეტ პაციენტში.
პაციენტების რაოდენობა, ჩვენებები და დოზირების რეჟიმი დაწვრილებით მოცემულია ცხრილში 1.

ცხრილი 1
ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკა პაციენტებში მწვავე თერაპიული დაავადებით ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობა პაციენტებში ფილტვის ემბოლიით ან მის გარეშე არასტაბილური სტენოკარდიის ან Q კბილის გარეშე მიმდინარე მიოკარდის ინფარქტის მკურნალობა ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდის ინფარქტის მკურნალობის
ენოქსაპარინით ნამკურნალებ პაციენტთა რაოდენობა 1776 1169 559 1578 10 176
დოზირების რეჟიმი 40 მგ კანქვეშ ერთხელ დღეში 40 მგ კანქვეშ ერთხელ დღეში 1 მგ/კგ კანქვეშ ყოველ 12 საათში ან 1.5 მგ/კგ კანქვეშ ერთხელ დღეში 1 მგ/კგ კანქვეშ ყოველ 12 საათში 30 მგ ინტრავენური ბოლუსური შეყვანა, რასაც მოჰყვება 1 მგ/კგ კანქვეშ ყოველ 12 საათში
სისხლდენა. კლინიკურ კვლევებში სისხლდენა იყო ყველაზე ხშირად აღნიშნული გვერდითი მოვლენა. აღნიშნული მოიცავს სერიოზულ სისხლდენას, რომელიც დაფიქსირდა პაციენტების 4.2%-ში (ქირურგიული პროფილი). ზოგიერთი შემთხვევა იყო ლეტალური გამოსავლით.
ჰემორაგიული გართულებები შეფასდა როგორც სერიოზული, შემდეგ შემთხვევებში:
 სისხლდენამ გამოიწვია მნიშვნელოვანი კლინიკური მოვლენა;
 სისხლდენას თან ახლდა ჰემოგლობინის დონის დაქვეითება ≥ 2 გ/დლ-ით ან 2 ან მეტი ერთეული სისხლის პროდუქტების გადასხმა;
 რეტროპერიტონეალური და ქალასშიდა სისხლჩაქცევები ყოველთვის ფასდება, როგორც სერიოზული მოვლენა.
სხვა ანტიკოაგულანტების გამოყენების მსგავსად, სისხლდენა შეიძლება აღინიშნოს ისეთი თანმხლები რისკ-ფაქტორების არსებობისას, როგორიცაა:
 სისხლდენისადმი მიდრეკილებით მიმდინარე ორგანული დაზიანებები;
ინვაზიური პროცედურები ან ჰემოსტაზზე მოქმედი სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება (იხ. „გამოყენების თავისებურებები“ და “სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები”).

ცხრილი 2.
კატეგორია "სისტემა-ორგანო-კლასი" MedDRA-ის კლასიფიკაციის მიხედვით ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკა პაციენტებში თერაპიული დაავადებით ღრმა ვენების თრომბოზის კონსერვატიული მკურნალობა პაციენტებში ფილტვის არტერიის ემბოლიით ან მის გარეშე არასტაბილური სტენოკარდია/ ST სეგმენტის ელევაცის გარეშე მიმდინარე მიოკარდის ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდის ინფარქტი
სისხლძარღვების მხრივ ძალია ხშირი:
ჰემორაგიული მოვლენები*
იშვიათი:
რეტროპერი-ტონეალური სისხლჩაქცება ხშირი:
ჰემორაგიული მოვლენები*
ძალია ხშირი:
ჰემორაგიული მოვლენები*
არხშირი:
ქალასშიდა სისხლჩაქცევები, რეტროპერი-ტონეალური სისხლჩაქცება ხშირი:
ჰემორაგიული მოვლენები*
იშვიათი:
რეტროპერი-ტონეალური სისხლჩაქცება ხშირი:
ჰემორაგიული მოვლენები*
არახშირი:
ქალასშიდა სისხლჩაქცევები, რეტროპერი-ტონეალური სისხლჩაქცება
მაგალითად: ჰემატომა, ექხიმოზი (არაინექციის ადგილას), ჭრილობის ჰემატომა, ჰემატურია, ცხვირიდან სისხლდენა და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ცხრილი 3
თრომბოციტოპენია და თრომბოციტოზი.
კატეგორია "სისტემა-ორგანო-კლასი" MedDRA-ის კლასიფიკაციის მიხედვით ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკა პაციენტებში თერაპიული დაავადებით ღრმა ვენების თრომბოზის კონსერვატიული მკურნალობა პაციენტებში ფილტვის არტერიის ემბოლიით ან მის გარეშე არასტაბილური სტენოკარდია/ ST სეგმენტის ელევაცის გარეშე მიმდინარე მიოკარდის ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდის ინფარქტი
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ ძალია ხშირი:
თრომბოციტოზი*
ხშირი:
თრომბოციტო-პენია არახშირი
თრომბოციტო-პენია ძალია ხშირი:
თრომბოციტოზი*
ხშირი:
თრომბოციტო-პენია არახშირი
თრომბოციტო-პენია ხშირად:
თრომბოციტოზი*,
თრომბოციტო-პენია
ძალიან იშვიათაი:
იმუნო-ალერგიული თრომბოციტო-პენია
* თრომბოციტების რაოდენობა > 400 გ/ლ.
კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი სხვა გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია ქვემოთ, პრეპარატის გამოყენების ჩვენების მიუხედავად და კლასიფიცირებულია „სისტემა-ორგანო-კლასი“ კატეგორიების, გამოვლენის სიხშირისა და სერიოზულობის შემცირების მიხედვით.

ცხრილი 4
კატეგორია "სისტემა-ორგანო-კლასი" MedDRA-ის კლასიფიკაციის მიხედვით გვერდითი მოვლენები (პრეპარატის გამოყენებისას ყველა ჩვენებისთვის)
იმუნური სისტემის მხრივ ხშირი: ალერგიული რეაქცია, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
იშვიათი: ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქცია
ღვიძილის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ ძალიან ხშირი: ღვიძლისმხრივი ფერმენტების დონის მომატება (ძირითადად ტრანსამინაზები 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს)
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ ხშირი: ჭინჭრის ციება, ქავილი, ერითემა
არახშირი: ბულოზური დერმატიტი
ზოგადი დარღვევები და რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილას ხშირი: ჰემატომის წარმოქმნა ინექციის ადგილას*, ტკივილი ინექციის ადგილას, სხვა რეაქცია ინექციის ადგილას (მაგ., შეშუპება, სისხლჩაქცევა, ალერგიული რეაქცია, ანთება, მარყუჟების წარმოქმნა, სხვა რეაქციები).
იშვიათი: კანის ნეკროზი ინექციის ადგილას, რასაც შესაძლოა წინ უძღოდეს პურპურისა და ინფილტრირებული, მტკივნეული ერითემატოზული ლაქების წარმოქმნა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მკურნალობის შეწყვეტა; ადგილობრივი გაღიზიანება.
ცვლილებები ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებში იშვიათი: ჰიპერკალიემია
* რისკები იზრდება ინექციის ტექნიკის დაუცველობის ან ინექციისთვის შეუსაბამო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში.

პრეპარატის გამოყენების გამოცდილება პოსტრეგისტრაციის პერიოდში.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა პოსტრეგისტრაციის პერიოდში.
ვინაიდან ამ რეაქციების შეყტობინება ხდებოდა ნებაყოფლობით, მათი სიხშირე შეფასებულია როგორც „უცნობი“ (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემებით).
იმუნური სისტემის მხრივ. კანისმხრივი ან სისტემური ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები, შოკის ჩათვლით), რამაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი.
სისხლძარღვების მხრივ.
დარეგისტრირებულია მნიშვნელოვანი ჰემორაგიული გართულებები, ზოგიერთი ლეტალური გამოსავლით. აღინიშნა არახშირი ქალასშიდა და რეტროპერიტონეალური სისხლჩაქცევები. ასევე რეგისტრირებულია ჰემორაგიული გართულებები (სისხლდენა) როგორიცაა ჰემატომა, ექხიმოზი არაინექციის ადგილას, ჭრილობის ჰემატომა, ჰემატურია, ცხვირიდან სისხლდენა და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ჰემორაგიული გამოვლინებები, ძირითადად დაკავშირებულია:
 თანმხლებ რისკ-ფაქტორებთან: სისხლდენისადმი მიდრეკილებით მიმდინარე ორგანული დაზიანებები და სამკურნალო საშუალებების გარკვეული კომბინაციები (იხ. “უკუჩვენება” და “სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები”), ასაკი, თირკმლის უკმარისობა, სხეულის მცირე წონა;
 თერაპიული რეკომენდაციების დაუცველობასთან: მათ შორის მკურნალობის ხანგრძლივობა ან წონის შესაბამისად დოზის კორექცია (იხ. “გამოყენების თავისებურებები”).
დარეგისტრირებულია სპინალური ჰემატომის იშვიათი შემთხვევები, რაც დაკავშირებული იყო დაბალმოლეკულური ჰეპარინის შეყვანასთან სპინალური ანესთეზიის, ანალგეზიის ან ეპიდურული ანესთეზიის დროს.
აღნიშნული გვერდითი რეაქციები იწვევდნენ სხვადასხვა სიმძიმის ნევროლოგიურ დარღვევებს, მათ შორის ხანგრძლივი და მუდმივი დამბლა (იხ. “გამოყენების თავისებურებები”).
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ. დარეგისტრირებულია თრომბოციტოპენია. არსებობს მისი ორი ტიპი.
ტიპი I - უფრო მეტად გავრცელებული ფორმა, ჩვეულებრივ ზომიერი სიმძიმის (თრომბოციტების რაოდენობა 100000/მმ3-ზე მეტი), ვლინდება ადრეულ ეტაპზე (5 დღემდე) და არ მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას.
ტიპი II - იშვიათად გამოვლენილი მძიმე ფორმის იმუნოალერგიული თრომბოციტოპენია. გამოვლენის სიხშირე არასაკმარისადაა გამოკვლეული (იხ. “გამოყენების თავისებურებები”).
შესაძლებელია თრომბოციტების დონის უსიმპტომო და შექცევადი მატება.
ჰემორაგიული ანემია.
გამოვლინდა ჰიპერეოზინოფილია, დამოუკიდებლად და კანის რეაქციებთან ერთად, რამაც მკურნალობის შეწყვეტა მოითხოვა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ. გამოვლინდა ვასკულიტის შემთხვევები, რაც დაკავშირებული იყო კანის მგრძნობელობის მატებასთან. დარეგისტრირებულია კანის ნეკროზის შემთხვევები უპირატესად ინექციის ადგილას, რასაც შესაძლოა წინ უძღოდეს პურპურისა და ინფილტრირებული, მტკივნეული ერითემატოზული ლაქების წარმოქმნა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მკურნალობის შეწყვეტა.
ალოპეცია.
ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ. დაფიქსირდა ღვიძლის ჰეპატოცელულარული ან ქოლესტაზური დაზიანების შემთხვევები.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ. მკურნალობის გახანგრძლივების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული ოსტეოპოროზის განვითარების ალბათობა.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილას. კანქვეშა ინექციის შემდეგ შესაძლებელია პრეპარატის შეყვანის ადგილას ჰემატომის წარმოქმნა. დარეგისტრირებულია ინექციის ადგილას ტკივილი და სხვადასხვა სახის რეაქციები, მათ შორის: გაღიაზიანება, შეშუპება ინექციის ადგილას, ჰიპერმგრძნობელობა, ანთება და მარყუჟების წარმოქმნა. აღნიშნულის რისკები იზრდება ინექციის ტექნიკის დაუცველობის ან ინექციისთვის შეუსაბამო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში. ინექციის ადგილზე ანთებითი რეაქციით გამოწვეული მარყუჟები, რომლებიც რამდენიმე დღეში ქრება, ანთების შედეგია. თუმცა ეს არ მოითხოვს თერაპიის შეწყვეტას.
არაფრაქცირებული ჰეპარინებმა შეიძლება გამოიწვიონ ჰიპოალდოსტერონიზმი, რომელიც თავის მხრივ პლაზმაში კალიუმის დონის მატებას იწვევს. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კლინიკური მნიშვნელობის ჰიპერკალიემია, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით და შაქრიანი დიაბეტით.
აღინიშნა ტრანსამინაზების დონის ხანმოკლე მატება.
რეგისტრირებულია ჰიპერკალიემიის რამდენიმე შემთხვევა.

ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში, არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
შეუთავსებლობა - ინექციის დროს არ შეურიოთ სხვა სამკურნალო საშუალებებს.

გამოშვების ფორმა
0,2 მლ, 0,4 მლ, 0,6 მლ ან 0,8 მლ შპრიცში.
1 შპრიცი ბლისტერში. 1, 2 ან 10 ბლისტერი (პრეპარატი აქტივობით 2000 ანტი-Ха სე, 4000 ანტი-Ха სე, 6000 ანტი-Ха სე) და 1 ან 2 ბლისტერი (პრეპარატი აქტივობით 8000 ანტი-Ха სე) მოთავსებულია კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
2 შპრიცი ბლისტერში. 1 ან 5 ბლისტერი (პრეპარატი აქტივობით 2000 ანტი-Ха სე, 4000 ანტი-Ха სე, 6000 ანტი-Ха სე) და 1 ბლისტერი (პრეპარატი აქტივობით 8000 ანტი-Ха სე) მოთავსებულია კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals LTD, საქართველო
მწარმოებელი
სს “ფარმაკი”, უკრაინა