მინამინი პრობიოტიკებით#30კაფს

მინამინი პრობიოტიკებით#30კაფს

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პოლივიტამინები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლაქტობაცილუსი,ვიტამინები+მინერ.
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 81289
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

მინამინი  პრობიოტიკებით #30 კაფსულა

 

საკვები დანამატი

შემადგენლობა:    

lactoferrin       40   მგ

Iodine 130 მკგ

Zinc    15   მგ

Folic acid        400 მკგ

Vitamin B12   20  მკგ

Vitamin D 200 IU      5    მკგ

Selenium        50 მკგ

Vitamin C       60  მგ

Iron     17  მგ

Biotin 0,6 მგ

Vitamin B1     1 მგ

Vitamin B2     1 მგ

Vitamin B6     2,6 მგ

Beta-carotene   300 მკგ

პრობიოტიკები:  2,5x10 9  

Lactobacillus acidophilus     

Lactobacillus rhamnosus

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მინამინი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ლაქტოფერინი, პროტეინი, რომელიც არის  ძუძუმწოვართა რძეში, სისხლის პლაზმაში და ნეიტროფილებში და პრობიოტიკები.

მინამინი იცავს ორგანიზმს ანემიისგან.  ლაქტოფერინის , რკინის,  ვიტამინების C , B12   და ფოლის მჟავას ბალანსირებული შემცველობა უზრუნველყოფს ანემიის სრულფასოვან პროფილაქტიკას.  ლაქტოფერინი - მულტიფუნქციური პროტეინია, რომელიც ხელს უწყობს  რკინის შეწოვას, მის შემდგომ ტრანსპორტირებას ორგანიზმში, აკონტროლებს რკინის დონეს .

ლაქტოფერინი  თრგუნავს  ბაქტერიების მიერ რკინის ათვისებას და მათ ზრდა-განვითარებას, შესაბამისად აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, ანტიმიკრობული მოქმედებით უზრუნველყოფს ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნებასორგანიზმში.

ლაქტოფერინი ასტიმულირებს ოსტეობლასტებს და ხელს უწყობს ძვლის ფორმაციას. 

ლაქტოფერინი ხსენში მაღალი კონცენტრაციის შედეგად, იცავს ახალშობილს ინფექციებისგან.          

რკინის შემბოჭველი და გადამტანი ფუნქციის გარდა, ლაქტოფერინი ავლენს ანტივირუსულ, ანტიპარაზიტულ, ანტისიმსივნურ, ანტიალერგიულ თვისებებს და ფუნქციებს. ფერმენტული აქტივობის შედეგად ის ზემოქმედებას ახდენს რძის პირიმიდინ სპეციფიურ რიბონუკლეაზებზე, რითაც ხელს უშლის ძუძუს კიბოს გამომწვევი რეტროვირუსების გამრავლებას.

ლაქტოფერინი ძვლის  ფორმაციაზე დადებით ზაემოქმედებას ახდენს. კერძოდ აძლიერებს ფორმაციას და ასუსტებს ძვლის რეზორბციას.ეს ვლინდება რეზორბციის მარკერების (deoxypyridinoline  და N-telopeptide)  შემცირებით  და ფორმაციის მარკერების (ოსტეოკალცინი და ტუტე ფოსფატაზა) მომატებით.

პრობიოტიკები აღადგენს მიკროფლორის ბალანსს ორგანიზმში.

მინამინის შემადგენლობაში ასევე შედის:

იოდი - თავის ტვინის, ნერვული სისტემის, ჩონჩხისა და ხრტილოვანი ქსოვილის სრულფასოვანი ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

თუთია - აუცილებელია ნაყოფის ჩონჩხის ნორმალური ფორმირებისათვის. მოქმედებს სქესობრივი ჰორმონების სინთეზზე, ამცირებს : ა) ნაადრევი მშობიარობის რისკს 14%-ით

ბ) მუცლადყოფნის პერიოდში ანომალიების განვითარების რისკს.

ფოლის მჟავა - მონაწილეობას იღებს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების სინთეზში. აუცილებელია ნორმალური ერითროპოეზისათვის. ახდენს ნერვული ღეროს განვითარების მანკების პრევენციას.

D ვიტამინი – არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფატების ცვლას, მონაწილეობს ნაყოფის ძვლის სტრუქტურის ფორმირების პროცესში.

 სელენი - მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს ორსულის ორგანიზმს არასასურველი ფაქტორების ზემოქმედებისგან, ნაადრევი მშობიარობისგან.

B12 ვიტამინი აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისათვის და მიელინის სინთეზისათვის.

B1,B2,B6, მონაწილეობს ცილოვან, ნახშირწყლოვან ცვლაში, ნეირომედიატორების და მიელინის სინთეზში.

ბიოტინი -ჯანმრთელი თმის, კანის და ფრჩხილების შენარჩუნებისთვის.

ჩვენებები :   

- ორსულებში ანემიის პრევენცია

- ორსულობისათვის მზადების პერიოდი

 -ორსულთა ტოქსიკოზები

- ნაადრევი მშობიარობის რისკი

- ნაყოფის ჰიპოტროფია

- ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით განპირობებული ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პრევენცია

- კლიმაქტერულ პერიოდი

დოზირება:

1 კაფსულა ერთხელ დღეში

გაფრთხილება: რეკომენდებულ დღიურ დოზას არ გადააჭარბოთ.

მიღების წესი და დოზირება: 1-2  კაფსულა ერთხელ დღეში.

გაფრთხილება : შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ° ტემპრერატურამდე, არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

უკუჩვენება : მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ .

გამოშვების ფორმა: #30 კაფსულა

მწარმოებელი: Aktif Farma, თურქეთი

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: ჯორჯიან რემედი ლიმითედი

აფთიაქში გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.