სისტენზიმო #60ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
სისტენზიმო 60 ტაბლეტი
აქტიური ნივთიერებები:
1 ტაბლეტის შემადგენლობა
პანკრეატინი 200 მგ
ლიპაზა 6600 USP ერთ.
პროტეაზა 40 000 USP ერთ.
ამილაზა 40 000 USP ერთ.
პაპაინი 120 მგ
ბრომელაინი 90 მგ
TRY-5 48 მგ
ტრიფსინი 115 200 USP ერთ.
ქიმოტრიფსინი 19 200 USP ერთ.
რუტინი (Sophra Japonica) 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი,
კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.
წარმოადგენს ენზიმების კომბინაციას. პრეპარატი პათოლოგიური პროცესის კერაში
დაგროვებით ახდენს იმუნომოდულატორულ, ანთების საწინააღმდეგო, ფიბრინოლიზურ,
შეშუპების საწინააღმდეგო, ანტიაგრეგაციულ და მეორად ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
ასტიმულირებს მონოციტ-მაკროფაგების, უჯრედის ფაგოციტურ აქტივობას, ნივთიერებათა
ცვლის ტოქსიური პროდუქტების, დანეკროზებული ქსოვილების ლიზისს. ანორმალიზებს
სისხლძარღვთა კედლების განვლადობას, აჩქარებს ჰემატომის, შეშუპების გაწოვას. ამცირებს
სისხლის სიბლანტეს, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს და
მიკროცირკულაციას, ქსოვილების მომარაგებას ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით.
ზრდის ანტიბიოტიკების კონცენტრაციას და ეფექტურობას სისხლის პლაზმასა და ანთებით
კერაში.
რეკომენდებულია ანთებითი პროცესის კომპლექსური თერაპიისთვის, მიუხედავად მისი
წარმოშობის და ლოკალიზაციის:
ფარინგიტი, ლარინგიტი, სინუსიტი, ოტიტი, ბრონქიტი, პნევმონია
ქრონიკული გენიტალური ინფექციები, ადნექსიტი, მასტოპათია, ცისტიტი,
პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი, პროსტატიტი, სქესობრივი გზით გადამდები
დაავადებები, შეხორცებითი დაავადებები
პოსტოპერაციული გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ანთებითი
პროცესები, თრომბოზი, შეშუპება)
ართრიტი
ტრავმა, მოტეხილობა, დაჟეჟილობა
თრომბოფლებიტი, მაობლიტირებელი ენდარტერიტი, ქვედა კიდურების არტერიების
ათეროსკლეროზი
დიაბეტური ანგიოპათია, რეტინოპათია, აუტოიმუნური თირეოიდიტი
თვალის ტრავმა, სისხლჩაქცევა მინისებრ სხეულში
სტომატოლოგიური და ყბა-სახის ოპერაციების შემდეგ
დოზირება:
ბავშვები 5-12 წლამდე: 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, მოზრდილები და ბავშვები 12 წლიდან: 1
ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამის დროს.
უკუჩვენებები: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების
მიმართ.
გაფრთხილება: პრეპარატი მიიღება ექიმის მეთვალყურეობით ბავშვთა ასაკში, ორსულობისა
და ლაქტაციის პერიოდში.
ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას , არაუმეტეს + 25 C°
ტემპერატურაზე . გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას.
გამოშვების ფორმა: N60 ტაბლეტი. საკვები დანამატი.
მწარმოებელი: Pharmex Rom Industry. რუმინეთი .










