სალბუტამოლ-მფ100მკგ/დ200დ.აერ

სალბუტამოლ-მფ100მკგ/დ200დ.აერ

7.21 ლარი
ქვეყანა: უკრაინა
მწარმოებელი: ხარკოვი მიკროფარმი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სალბუტამოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 81232
გააზიარე:

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

სალბუტამოლ- MF

(SALBUTAMOL-MF)

საინჰალაციო აეროზოლი დოზირებული 100მკგ/დოზა

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: სალბუტამოლის სულფატი;

აეროზოლის 1 დოზა შეიცავს 100მკგ სალბუტამოლის სულფატს (გამოითვლება სალბუტამოლის მიხედვით);

დამხმარე ნივთიერებები: ოლეილის სპირტი, ეთანოლი 96%, ტეტრაფტორეთანი.

სამკურნალო ფორმა. საინჰალაციო აეროზოლი დოზირებული

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი სუსპენზია, რომელიც წნევის ქვეშ იმყოფება კონტეინერში (ალუმინის ცილინდრი დოზირების სარქველით), რომელიც აღჭურვილია ინჰალატორის თავსაცვით დამცავ თავსახურთან ერთად; პრეპარატი აეროზოლური ჭავლის სახით იფრქვევა ცილინდრიდან გამოსვლისას.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი. სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების დროს გამოყენებული მედიკამენტები. ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატები. ადრენერგული პრეპარატები ინჰალაციისთვის. ბეტა-2-ადრენორეცეპტორების სელექციური აგონისტები. სალბუტამოლი.

ATC კოდი: R03A C02.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

სალბუტამოლი-MF არის შერჩევითი ბეტა-2-ადრენორეცეპტორების სელექციური აგონისტი. თერაპიულ დოზებში ის მოქმედებს ბრონქების გლუვი კუნთების ბეტა-2-ადრენორეცეპტორებზე, რაც უზრუნველყოფს სწრაფ (5 წუთში) და ხანმოკლე მოქმედების (4-6 საათი) ბრონქოდილაციას სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციის მქონე პაციენტებში.

ფარმაკოკინეტიკა.

პრეპარატის ინჰალაციისას მიღებული დოზის 10-20% აღწევს ქვედა სასუნთქ გზებში. დოზის დარჩენილი ნაწილი რჩება "მიწოდების" სისტემაში ან ცხვირხახაში, საიდანაც ის შეიწოვება. დოზის ნაწილი, რომელმაც მიაღწია სასუნთქ გზებამდე, აბსორბირდება ფილტვის ქსოვილში და ხვდება სისხლის ნაკადში, მაგრამ არ მეტაბოლიზდება ფილტვებში. სისხლის სისტემურ მიმოქცევაში მოხვედრის შემდეგ პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით უცვლელი სახით და არააქტიური ფენოლსულფატის მეტაბოლიტის სახით. პრეპარატის დოზის ნაწილი, რომელიც ცხვრხახიდან ხვდება საჭმლის მომნელებელ სისტემაში, შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, გადის ღვიძლში მეტაბოლიზმის პირველ სტადიას ფენოლსულფატის ნაერთამდე და შემდეგ გამოიყოფა თირკმელებით. პრეპარატის დიდი ნაწილი გამოიყოფა ორგანიზმიდან 72 საათის განმავლობაში. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება არის 10%.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

ხანმოკლე (4-დან 6 საათამდე) ბრონქოდილაცია სწრაფი დაწყებით (დაახლოებით 5 წუთში) სასუნთქი გზების ობსტრუქციის დროს.

ასთმის შეტევების კუპირება დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს სასუნთქი გზების ობსტრუქცია, როგორიცაა ბრონქული ასთმა.

ბრონქოსპაზმის შეტევების პრევენცია, რომლებიც დაკავშირებულია ალერგენის ზემოქმედებასთან ან გამოწვეული ფიზიკური დატვირთვით.

ბრონქული ასთმის მქონე პაციენტების კომპლექსურ თერაპიაში.

უკუჩვენებები

ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ სალბუტამოლი ინტრავენური ინექციისთვის ხსნარის სახით და ზოგჯერ ტაბლეტების სახით გამოიყენება ნაადრევი მშობიარობის დროს, სალბუტამოლი ინჰალაციის აეროზოლის სახით არ გამოიყენება ამ ჩვენებებისთვის. არ გამოიყენოთ სალბუტამოლი აბორტის საფრთხის შემთხვევაში.

წამალთაშორისი ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა სახეები.

სალბუტამოლი არ უნდა დაინიშნოს ისეთ არასელექციურ ბეტა-ბლოკატორებთან ერთად, როგორიცაა პროპრანოლოლი.

სალბუტამოლი არ არის უკუნაჩვენები პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ MAO ინჰიბიტორებით.

პრეპარატის გამოყენების თავისებურებები .

პაციენტის ფილტვებში სამკურნალო საშუალების ოპტიმალურად მოხვედრის მიზნით საჭიროა შემოწმდეს პრეპარატის ინჰალაცის ჩატარების ტექნიკა. პაციენტები უნდა გააფრთხილონ განსხვავებული გემოს შეგრძნების შესაძლებლობის შესახებ წინა ინჰალატორის გამოყენებასთან შედარებით.

ბრქონული ასთმის უეცარი და პროგრესირებადი გაუარესება არის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს მკურნალობის დაწყებას ან გამოყენებული კორტიკოსტეროიდების დოზის გაზრდას. რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებისთვის რეკომენდირებულია ყოველდღიურად აკონტროლონ ამოსუნთქვის მაქსიმალური სიჩქარე.

ბრონქოდილატატორები არ უნდა იყოს ერთადერთი ან მთავარი პრეპარატი მძიმე ან არასტაბილური ბრონქული ასთმის მქონე პაციენტების მკურნალობის დროს. ასეთი პაციენტების მდგომარეობა რეგულარულად უნდა შემოწმდეს, ფილტვების ტესტების ჩათვლით, რადგან მძიმე ბრონქული ასთმა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა და ასეთი პაციენტების მკურნალობისთვის უნდა გადაწყდეს საინჰალაციო და/ან პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნის საკითხი.

თუ სალბუტამოლის ჩვეულებრივი დოზის ეფექტი ხდება ნაკლებად ეფექტური ან მისი მოქმედების ხანგრძლივობა მცირდება (3 საათზე ნაკლები), პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. დოზის ან პრეპარატის გამოყენების სიხშირის გაზრდა ხორციელდება მხოლოდ ექიმის მიერ.

ბრონქოდილატატორების, განსაკუთრებით ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო ბეტა-2-აგონისტების გამოყენებაზე მოთხოვნის გაზრდა ბრონქული ასთმის სიმპტომების გასაკონტროლებლად მიუთითებს დაავადების გამწვავებაზე. ასეთ შემთხვევებში უნდა გადაიხედოს მკურნალობის გეგმა და გადაწყდეს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების დიდი დოზების ან პერორალური კორტიკოსტეროიდების კურსის დანიშვნის საკითხი.

ბრონქული ასთმის მძიმე გამწვავების მკურნალობა უნდა მოხდეს ჩვეულებრივ რეჟიმში.

სიმპატომიმეტიკები სალბუტამოლის ჩათვლით მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. რეგისტრაციის შემდგომი გამოყენებისა და გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, არსებობს მიოკარდიუმის იშემიის იშვიათი შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია სალბუტამოლის გამოყენებასთან. გულის დაავადების მქონე პაციენტებმა (მაგალითად, გულის იშემიური დაავადება, არითმიები ან გულის მძიმე უკმარისობა), რომლებიც მკურნალობდნენ სალბუტამოლით, უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ მათ განუვითარდათ ტკივილი გულმკერდის არეში ან სხვა სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ გულის დაავადების გამწვავებაზე. ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი სიმპტომების შეფასებას, როგორიცაა ქოშინი და ტკივილი გულმკერდის არეში, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გულის დაავადებით, ასევე სასუნთქი სისტემის დაავადებებით.

სიფრთხილით უნდა დაინიშნოს სალბუტამოლი თირეოტოქსიკოზის მქონე პაციენტებში.

ბეტა-2 აგონისტებით მკურნალობის შედეგად შეიძლება განვითარდეს მძიმე ჰიპოკალიემია; ეს ძირითადად შეინიშნება პარენტერალური ფორმების ან ნებულაიზერის გამოყენებისას.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მწვავე მძიმე ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებს, ვინაიდან ჰიპოკალიემია შეიძლება გაძლიერდეს ქსანტინის წარმოებულების, სტეროიდების, დიურეტიკების ერთდროული გამოყენებისას და ჰიპოქსიის დროს. ამ სიტუაციაში რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის შემოწმება.

სალბუტამოლ-MF გამოიყენება სიფრთხილით იმ პაციენტების მკურნალობისას, რომლებიც იღებენ სხვა სიმპატომიმეტიკების მაღალ დოზებს. ბეტა-ადრენორეცეპტორების სხვა აგონისტების მსგავსად, სალბუტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს შექცევადი მეტაბოლური ცვლილებები, როგორიცაა სისხლში შაქრის დონის მატება. ასეთი ცვლილებების კომპენსაცია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ყოველთვის არ არის შესაძლებელი, ამიტომ არსებობს ცალკეული ცნობები ასეთ პაციენტებში კეტოაციდოზის განვითარების შესახებ. კორტიკოსტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაამწვავოს ეს მდგომარეობა.

ისევე როგორც სხვა საინჰალაციო პრეპარატების გამოყენებისას, პარადოქსული ბრონქოსპაზმი ქოშინის მყისიერი მატებით შესაძლებელია განვითარდეს პრეპარატის გამოყენების შემდეგ. ამ შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ დაინიშნოს პრეპარატის ალტერნატიული ფორმები ან სხვა სწრაფი მოქმედების საინჰალაციო ბრონქოდილატატორები. სალბუტამოლ- MF დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა და აუცილებლობის შემთხვევაში მუდმივად დაინიშნოს სხვა სწრაფი მოქმედების ბრონქოდილატორი.

პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, სალბუტამოლს აქვს რეპროდუქციული ტოქსიურობა. ორსულ ქალებში გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ორსულ ქალებში სალბუტამოლის გამოყენების კონტროლირებადი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. იყო ერთეული შეტყობინებები სხვადასხვა თანდაყოლილი მანკების შესახებ საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდში, მათ შორის სასის ნაპრალი, კიდურების დეფექტები და გულის ანომალიები. ზოგიერთი ქალი ორსულობის დროს იღებდა ბევრ სხვა სამკურნალო საშუალებას. სალბუტამოლ-MF-ის მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს, გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში.

სალბუტამოლი სავარაუდოდ გადადის დედის რძეში, ამიტომ ის სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ქალებში, რომლებიც ძუძუთი კვებაზე არიან. სალბუტამოლის არსებობა დედის რძეში ახდენს თუ არა მავნე ზემოქმედებას ახალშობილზე/ჩვილზე უცნობია, ამიტომ მისი გამოყენება მეძუძურ ქალებში უნდა შემოიფარგლოს იმ შემთხვევებით, როდესაც ქალისთვის გამოყენების სარგებელი გადაწონის ბავშვისთვის არსებულ შესაძლო რისკს.

სატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი.

არ არსებობს მონაცემები ასეთი ეფექტის შესახებ; ნერვული სისტემის მხრიდან გვერდითი რეაქციების (ტრემორის) შემთხვევაში ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა უნდა შეიზღუდოს.

პრეპარატის გამოყენება და დოზები.

სალბუტამოლ-MF აეროზოლი დოზირებული, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ საინჰალაციო გამოყენებისთვის პირის ღრუს მეშვეობით. პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ სუნთქვის სინქრონიზაცია ინჰალატორის გამოყენებასთან, რეკომენდებულია დამატებით გამოიყენონ სპეისერი - მოწყობილობა, რომელიც ხელს უწყობს საინჰალაციო საშუალებების ჩასუნთქვას.

მოზრდილები (ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით)

ბრონქული ასთმის სიმპტომების გამწვავების შესაჩერებლად, მწვავე ბრონქოსპაზმის ჩათვლით, შესაძლებელია 1 ინჰალაციის (100 მკგ) გამოყენება მინიმალური საწყისი დოზის სახით. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 200 მკგ-მდე (2 ინჰალაცია). პროფილაქტიკურად ფიზიკურ აქტივობამდე ან ალერგენებთან მოსალოდნელ კონტაქტამდე 10-15 წუთით ადრე გამოიყენება 200 მკგ (2 ინჰალაცია). ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპიის დროს რეკომენდებულია 200 მკგ-ის (2 ინჰალაცია) 4-ჯერ დღეში გამოყენება.

4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები

მწვავე ბრონქოსპაზმის კუპირებისთვის გამოიყენება 1 ინჰალაცია (100 მკგ). საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 200 მკგ-მდე (2 ინჰალაცია).

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის დოზები გამოიყენება როგორც მოზრდილებში.

პროფილაქტიკურად ფიზიკურ აქტივობამდე ან ალერგენებთან მოსალოდნელ კონტაქტამდე 10-15 წუთით ადრე გამოიყენება 200 მკგ (2 ინჰალაცია).

ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპიის დროს რეკომენდებულია 200 მკგ-ის (2 ინჰალაცია) 4-ჯერ დღეში გამოყენება.

სალბუტამოლის საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 800 მკგ-ს (8 ინჰალაცია). ბეტა-2 აგონისტების გაზრდილი საჭიროება შეიძლება მიუთითებდეს ბრონქული ასთმის მიმდინარეობის გაუარესებაზე. ამ პირობებში პაციენტის მკურნალობის რეჟიმი უნდა გადაიხედოს და გათვალისწინებული უნდა იყოს გლუკოკორტიკოსტეროიდული თერაპიის დანიშვნის საჭიროება.

მომზადება პირველი გამოყენებისთვის.

პირველ გამოყენებამდე კონტეინერს უნდა მოაშოროთ დამცავი თავსახური ინჰალატორის საქშენიდან. შემდეგ კარგად შეანჯღრიეთ კონტეინერი ვერტიკალური მოძრაობებით, გადაატრიალეთ კონტეინერი ინჰალატორის საქშენით და გააკეთეთ ორი შესხურება ჰაერში ადექვატური მუშაობის შემოწმების მიზნით. თუ გამოყენება შეწყვეტილია რამდენიმე დღით, ერთი შესხურება ჰაერში უნდა გაკეთდეს კონტეინერის გულდასმით შენჯღრევის შემდეგ.

გამოყენება

1. მოხსენით დამცავი თავსახური ინჰალატორის საქშენიდან. დარწმუნდით, რომ ინჰალატორის საქშენის შიდა და გარე ზედაპირები სუფთაა.

2. კარგად შეანჯღრიეთ კონტეინერი ვერტიკალური მოძრაობებით.

3. გადადაატრიალეთ კონტეინერი ინჰალატორის საქშენით ქვემოთ, დაიჭირეთ კონტეინერი ვერტიკალურად ცერსა და შუა და საჩვენებელ თითებს შორის ისე, რომ ცერა თითი იყოს ინჰალატორის საქშენის ქვეშ.

4. ამოისუნთქეთ რაც შეიძლება ღრმად, შემდეგ მოათავსეთ ინჰალატორის საქშენი პირში კბილებს შორის და მოუჭირეთ ტუჩებით დაკბენის გარეშე.

5. დაიწყეთ პირით ჩასუნთქვა, დააჭირეთ კონტეინერის ზედა ნაწილს, რომ შეასხუროთ პრეპარატი, ამასთან ერთად განაგრძეთ ჩასუნთქვა ნელა და ღრმად.

6. შეიკავეთ სუნთქვა, ამოიღეთ ინჰალატორის საქშენი პირიდან და მოაშორეთ თითი კონტეინერის ზედა ნაწილს. განაგრძეთ სუნთქვის შეკავება რაც შეიძლება დიდხანს.

7. თუ თქვენ გჭირდებათ შემდეგი ინჰალაციის ჩატარება, უნდა დაელოდოთ დაახლოებით 30 წამს და გეჭიროთ ინჰალატორი ვერტიკალურად, შემდეგ მიჰყევით 2-6 პუნქტებს.

დახურეთ ინჰალატორის საქშენი დამცავი თავსახურით.

მნიშვნელოვანია:

მიჰყევით 4, 5 და 6 პუნქტებს ნელა. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოთ ჩასუნთქვა რაც შეიძლება ნელა ზუსტად შესხურების წინ. დასაწყისში უნდა ივარჯიშოთ სარკის წინ. თუ პირის გვერდებზე "ღრუბელი" გამოჩნდება, თავიდან უნდა დაიწყოთ მე-2 პუნქტიდან.

გაწმენდა:

ინჰალატორის საქშენი უნდა გაიწმინდოს მინიმუმ კვირაში ერთხელ.

1. მოხსენით დამცავი თავსახური ინჰალატორის საქშენიდან და მოხსენით ინჰალატორის საქშენი კონტეინერიდან.

2. გულდასმით გარეცხეთ ინჰალატორის საქშენი და დამცავი თავსახური თბილი გამდინარე წყლის ქვეშ.

3. ინჰალატორის საქშენი და დამცავი თავსახური კარგად გაამშრალეთ შიგნით და გარეთ.

4. მიამაგრეთ ინჰალატორის საქშენი კონტეინერზე და სარქვლის ღეროზე, დახურეთ ინჰალატორის საქშენის თავისუფალი ხვრელი დამცავი თავსახურით.

არ ჩაძიროთ კონტეინერი წყალში!

ბავშვები.

გამოიყენება 4 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში.

ჭარბი დოზირება

სალბუტამოლის ზედოზირების ყველაზე გავრცელებული ნიშნები და სიმპტომებია ბეტა-აგონისტების მიერ ფარმაკოლოგიურად გამოწვეული გარდამავალი ცვლილებები, როგორიცაა ტაქიკარდია, ტრემორი, ჰიპერაქტიურობა და მეტაბოლური დარღვევები, მათ შორის ჰიპოკალიემია (იხლეთ თავი "პრეპარატის გამოყენების თავისებურებები" და "გვერდითი რეაქციები").

სალბუტამოლის ზედოზირების შედეგად შესაძლოა განვითარდეს ჰიპოკალიემია, ამიტომ აუცილებელია სისხლის შრატში კალიუმის დონის შემოწმება. მაღალი თერაპიული დოზების გამოყენებისას ან ხანმოკლე მოქმედების ბეტა-აგონისტების ზედოზირებისას დაფიქსირდა ლაქტოაციდოზის შემთხვევები, ამიტომ საჭიროა შრატში ლაქტატის დონის შემოწმება და შესაბამისად მეტაბოლური აციდოზის კონტროლი, განსაკუთრებით მუდმივი ან პროგრესირებადი გახშირებული სუნთქვის შემთხვევაში ბრონქოსპაზმის სიმპტომების გაუმჯობესების მიუხედავად, როგორიცაა სტრიდორული სუნთქვა.

გვერდითი რეაქციები

ქვემოთ მოყვანილი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებული ორგანოებისა და სისტემების მიხედვით, აგრეთვე განვითარების სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 და ≤ 1/10), არახშირი (≥ 1/1000 და ≤ 1 /10). 100), იშვიათი (≥1/10000 და ≤ 1/1000), ძალიან იშვიათი (≤ 1/10000) ცალკეული შემთხვევების ჩათვლით, სიხშირე უცნობია.

იმუნური სისტემა

ძალიან იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, არტერიული ჰიპოტენზია და კოლაფსი.

ნივთიერებათა ცვლა, მეტაბოლიზმი

იშვიათი: ჰიპოკალიემია. პოტენციურად, ბეტა-2-აგონისტების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატულ ჰიპოკალიემიის განვითარება.

ნევროლოგიური დარღვევები

ხშირი: ტრემორი, თავის ტკივილი.

ძალიან იშვიათი: ჰიპერაქტიურობა.

გულისმხრივდარღვევები

ხშირი: ტაქიკარდია.

არახშირი: გაძლიერებული გულისცემა

ძალიან იშვიათი: გულის რიტმის დარღვევები, მათ შორის წინაგულების ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია და ექსტრასისტოლია.

სიხშირე უცნობია: მიოკარდიუმის იშემია (იხილეთ თავი "პრეპარატის გამოყენების თავისებურებები").

სისხლძარღვთა დარღვევები

იშვიათი: პერიფერიული ვაზოდილაცია.

სასუნთქი სისტემა, გულმკერდის ორგანოები და შუასაყარი

ძალიან იშვიათი: პარადოქსული ბრონქოსპაზმი.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

არახშირი: პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.

საყრდენ-მამოძრავებელისისტემადა შემაერთებელი ქსოვილი

არახშირი: კუნთების კრუნჩხვები.

ვარგისიანობის ვადა . 2 წელი.

პრეპარატი არ გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

პრეპარატის შენახვის პირობები.

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. დაიცავით გადმოვარდნისგან, დარტყმისგან და მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისაგან. პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა . 12 მლ/200 დოზა თითო კონტეინერზე. 1 კონტეინერი თითო პაკეტში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

მწარმოებელი. შპს "მიკროფარმი" (ООО «Микрофарм».)

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი ბიზნეს საქმიანობის მისამართი.

უკრაინა, 61013, ქალაქი ხარკოვი, შევჩენკოს ქუჩა#20.

ბოლო გადახედვის თარიღი.