იზომარ ოჩი თვ.აბაზ. 120მლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
იზომარ ოჩი თვალის აბაზანა
ატენიანებს და აბალანსებს გაღიზიანებულ თვალის კაკალს და პერიოკულარულ მიდამოს.
ხსნის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ სიწითლეს, გაღიზიანებას, წვას, ქავილს და უცხო სხეულის შეგრძნებას.
იზომარ ოჩი თვალის აბაზანა ხელს უწყობს ალერგიული სიმპტომების შემსუბუქებას.
არ შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.
შემადგენლობა: იზოტონური ზღვის წყალი, ცინერარია, კალენდულა, ღიღილო, ნეგო (უკვდავა), კორდისკბილა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ნატრიუმის ჰიალურონატი, ნატრიუმის ჰიდროქსიმეთილგლიცინატი.
მომარების წესი: ნახევრად შეავსეთ დამხმარე ჭურჭელი, დახარეთ თავი წინ, ფრთხილად და მჭიდროდ მიიდეთ დახუჭულ თვალზე, ნელა გადაწიეთ თავი უკან, გაახილეთ თვალი და დაახამხამეთ რამოდენიმეჯერ, გაიხედეთ მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით და ქვევით.
გამოყენების შემდეგ გადაასხით სითხე.
მეორე თვალისთვის ხელახლა შეავსეთ ჭურჭელი.
პროცედურა შეიძლება ჩატარდეს დღეში რამოდენიმეჯერ.
იზომარ ოჩი თვალის აბაზანის გამოყენება შესაძლბელია როგორც თვალის წვეთები, 1-2 წვეთი დღეში რამოდენიმეჯერ.
იზომარ ოჩი თვალის აბაზანის გამოიყენება შეიძლება ყველა ტიპის ლინზაზე.
გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 30 დღე.
იზომარ ოჩი თვალის აბაზანა გამოიყენება მხოლოდ თვალში ჩასაწვეთებლად.
არ გამოიყენოთ კოლოფის დაზიანების და შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას, 4 0C – 250 C ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
შეფუთვა: 120 მლ
იზომარ ოჩი არ წვავს და არ შეიცავს საღებავებს
მწარმოებელი: კოსველი (იტალია)