იზომარი ნაზალური ასპირატორი

იზომარი ნაზალური ასპირატორი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 81116
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

იზომარი ნაზალური ასპირატორი

ცხვირის ღრუს საუკეთესო გამწმენდი მოწყობილობა როგორც ბავშვებისთვის ასევე მოზრდილებისთვის.

გამოიყენება ცხვირის  ღრუს ადვილად და ეფექტურად დრენირებისთვის და სუნთქვის სწრაფი აღდგენისთვის. არამხოლოდ წმენდს ცხვირის ღრუს არამედ პრვენციას უკეთებს სინუსიტს და ოტიტს.უზრუნველოფს თავისუფალ სუნთქვას და მშვიდ ძილს.

ასპირატორის საშუალებით შესაძლებელია დაინფიცირებული ლორწოვანის

უსაფრთხოდ მოცილება.

 მოწყობილობის ფორმა, ზომა და სიმარტივე განაპირობებს მის უსაფრთხოებას და ეფექტურობას.

ასპირატორის ბოლოს მოთავსებულია ფილტრი, რაც ზრდის ასპირატორის მოხმარების ჰიგიენას. ასპირატორში ფილტრის გამოყენება შესაძლებელია რამდენიმეჯერ.

ჩვენებები: ასპირატორი გამოიყენება გრიპის დროს, ნესტოდან გამონადენის მოსაცილებლად.

გამოყენება: დააწვინეთ ბავშვი ზურგზე, ნაზად მიაბჯინეთ ასპირატორი ცალ ნესტოზე, პირის მეშვეობით გამოტუმბეთ ნელა და შეუწყვეტლად.

თუ ლორწოვანი  იქნა ძალიან სქელი და გართულებული იქნა  მისი დრენირება, ჩააწვეთეთ 3-4 წვეთი იზოტონური წყალი.

გამომდინარე იქედან რომ იზომარი ნაზალური ასპირატორი არ აღიზიანებს ბავშვის ცხვირის ნესტოს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ხშირად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

ჰიგიენური ნორმა:

გამოყენების შემდეგ, ასპირატორი უნდა გაირეცხოს ცხელი წყლით და საბავშვო საპნით. გავაშროთ და გამოვუცვალოთ ანტიბაქტერიული ფილტრი.

სათადარიგო ფილტრები იხილილეთ შეფუთვაში.

გაფრთხილება: მოარიდეთ ბავშვებს, რადგან შეიცავს ძალიან მცირე ნაწილებს, შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე , დაიბანეთ ხელები გამოყენების წინ, არ გაასტერილოთ.

გამოშვვების ფორმა: N1 ასპირატორი, N4 ფილტრი, მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი: COSWELL SPA,  Via Gobetti 4,40050-Funo di Argelato (Bo) ITALI.

www.euritaliapharma.it

ექსკლუზიური დისტრიბუტორი: Rich Pharma Geo