ჰეპატრომბინი 40გ კრემი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ჰეპათრომბინი / Hepatrombin
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევების დროს გამოსაყენებელი საშულებები → პრეპარატები გარეგანი გამოყენებისთვის
მწარმოებელი კომპანია: ჰემოფარმი
მწარმოებელი ქვეყანა: სერბეთი
გამოშვების ფორმა: 40გ მალამო ტუბში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა
სამკურნალწამლო ფორმები: მალამო გარეგანი გამოყენებისთვის, გელი გარეგანი გამოყენებისთვის.
შემადგენლობა
100გ მალამო შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები- ნატრიუმის ჰეპარინი -30 000 ME, ალანტოინი 0,30გ, დექსპანტენოლი 0,40გ;
დამხმარე ნივთიერებები-ბრონოპოლი, კარბომერი, მიკროკრისტალური ცვილი, ტრისალკილმაკროგოლის ფოსფატი, ლევომენთოლი, თხევადი პარაფინი, პურცელინოლი, ცხიმოვანი მჟავების გლიცერიდები, დინატრიუმის ედეტატი, ტროლამინი, ვაზელინი, გამოხდილი წყალი.
100გ გელი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები- ჰეპარინ ნატრიუმი-30 000 ME, ალანტოინი 0,250გ, დექსპანთენოლი 0,250გ;
დამხმარე ნივთიერებები- კარბომერი, ლევომენთოლი, დინატრიუმის ედეტატი, ტროლამინი, მთის ფიჭვის ზეთი, ჩვეულებრივი ფიჭვის ზეთი, ლიმონის ზეთი, სორბიტოლი, იზოპროპანოლი, სოფტიგენი 767 (მაკროგოლ-6-გლიცერილკაპრილოკაპრატი), პოლისორბატი, გამოხდილი წყალი.
აღწერა
თეთრი, ერთგვაროვანი მალამო დამახასიათეებლი სუნით.
უფერო, გაჭვირვალე გელი დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის. ჰეპარინი ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, აქვს შეშუპების საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას.
ალანტოინი ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, ასტიმულირებს ცვლით პროცესებს ქსოვილებში და ხელს უწყობს უჯრედების პროლიფერაციას.
დექსპანთენოლი აუმჯობესებს ჰეპარინის შეწოვას, ასტიმულირებს ქსოვილების ეპითელიზაციას და გრანულაციას.
ჩვენებები
თრომბოზი, თრომბოფლებიტი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება; წვივის ტროფიკული წყლულები (მალამოსთვის); სპორტული ტრავმები, ტენდოვაგინიტი, ანთებითი ინფილტრატები.
მიღების წესები და დოზები
გარეგანად, ასაკისგან დამოუკიდებლად. დაზიანებულ უბნებზე 1-3ჯერ დღეში იდება მალამოს ფენა 5 სმ სიგრძით, არ იშორებენ. ვენების დაავადებების მკურნალობისას პრეპარატი გამოიყენება მალამოიანი საფენების სახით. ტროფიკული წყლულებისას მალამო იდება რგოლის სახით დაახლოებით 4 სმ სიგანის.
გელი იდება თხელ ფენად, იშორებენ მსუბუქი მასაჟისებრი მოძრაობებით ზემოდან-ქვემოთ (თრომბოზებისას და თრომბოფლებიტებისას მასაჟი საჭირო არ არის).
ქვედა კიდურების ვენების დაავადებებისას მალამო იდება მსუბუქი გამწმენდი მოძრაობებით ქვემოდან ზემოთ, ერთჯერადი დოზის მოცილება რეკომენდებულია არა სრულად, არამედ ცალკეული ულუფებით.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები (კანის გამონაყარი, კანის ჰიპერემია, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება).
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, კანის საფარის მთლიანობის დარღვევა (გელისთვის), კანის საფარის ინფიცირებული დაზიანებები.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისას და ძუძუთი კვებისას პრეპარატი უნდა მიიღონ იმ შემთხვევაში, თუ ქალისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის ან ძუძუთა ბავშვისთვის შესაძლო რისკს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება 15-25oC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 3 წელი.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.