კაპსიკამის პლასტირი #12

კაპსიკამის პლასტირი #12

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 80854
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ტკივილგამაყუჩებელი პლასტირი კაფსიკამი®

კუნთებისა და სახსრების ქრონიკული ტკივილისას

გამოსაყენებლად მოსახერხებელი, ორმაგი მოქმედება

გამაგრილებელი და გამათბობელი ეფექტი

12 პლასტირი

Grindex

 

განსაკუთრებული თვისებები

ჰიდროგელურ ტკივილგამაყუჩებელ პლასტირ კაფსიკამს® აქვს ორმაგი მოქმედება - მას აქვს გამაგრილებელი და გამათბობელი ეფექტი, რომელიც მოქმედებს კანის ღრმა ფენებზე, ხსნის ტკივილს სხეულში. პლასტირის ზემოქმედება ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას დაზიანებულ არეში და ეხმარება ტკივილის სწრაფ შემცირებაში. მისი ეფექტი ნარჩუნდება დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებიდან რამდენიმე წუთში. ტკივილგამაყუჩებელი პლასტირი კაფსიკამი® არ შეიცავს შეჩვევის  გამომწვევ ნივთიერებებს. იგი უსაფრთხოა და შედგება ნატურალური ნივთიერებების ნარევისგან, არის გამოსაყენებლად მოსახერხებელი და მსუბუქი სხეულის ნებისმიერ ნაწილზე გამოყენებისას. მისი მოშორება ადვილია და არ ტოვებს წებოვან კვალს. გამოიყენება ნებისმიერი სახის ტკივილის დროს, მათ შორის, მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც სპორტის მოყვარულებს, ასევე,  პროფესიონალ სპორტსმენებს შორის.

ჩვენება     

ამცირებს ნებისმიერი სახის ტკივილს, მათ შორის, მხრებისა და კისრის გაბუჟებას,  წელის არეში რადიკულარულ ტკივილს, ტკივილს ზურგის არეში, მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სახის დაჟეჟილობისას, მყესების დაჭიმვისას, აგრეთვე, სახსრებისა და კუნთოვანი ქსოვილის ტკივილისას, აგრეთვე, ინსტრუქციაში მითითებულ სხვა შემთხვევებში.

შემადგენლობა

ვანილილბუტილის ეთერი, ეთილნიკოტინატი, ევკალიპტის ზეთი, არნიკის ექსტრაქტი.      

გამოყენება

პლასტირს უნდა მოშორდეს გამჭვირვალე ფირფიტა და მიეწებოს სხეულის მტკივნეულ ნაწილზე, კანზე ხელის მიჭერით (იხ. შეფუთვის სურათი).

შენახვა

ინახება გრილ, მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე ჰაერგაუმტარ შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვის გახსნის შემდეგ დარჩენილი პლასტირები ინახება ჰერმეტულად დახურულ ფოლგის შეკვრაში, გამოშრობისგან დასაცავად.

გაფრთხილება

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. პლასტირი არ გამოიყენება თვალის, პირის ირგვლივ, ტუჩებზე, ლორწოვან გარსებზე, ჭრილობებსა და კანის გაღიზიანებულ უბნებზე. პლასტირი არ უნდა იქნას გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ ადრე გამოყენებისას გამოხატულ იქნა გვერდითი მოვლენები პლასტირში შემავალი კომპონენტების მიმართ. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პლასტირის გამოყენება, თუ კანზე წარმოიქმნა რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მათ შორის, გამონაყარი, ქავილი, სიწითლე და ა. შ. გვერდითი მოვლენებისა ან ალერგიული რეაქციების წარმოშობის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს. სამკურნალწამლო და სამედიცინო ნაწარმის, ან კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისას ორსულ ქალებში, მეძუძურ დედებსა და ალერგიული რეაქციების მქონე ადამიანებში (როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, სიწითლე და სხვ.), პლასტირის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს.  

ბავშვებში პროდუქტი გამოიყენება მხოლოდ უფროსების დაკვირვების ქვეშ.

კომპანია პასუხს არ აგებს პლასტირის უყურადღებობით გამოყენებისას წარმოქმნილი უბედური შემთხვევის დროს.

მწარმოებელი:

WOOSHIN LABOTTACH CO.p LTD.

1012-1015, კორპუსი В, BRC სონდო სმარტ დოლინა, 30, მი

Songdomirae-ro, Yeonsu-gu, ინჩხონი, კორეა

| EC | REP|    

უფლებამოსილი წარმომადგენელი:

Wooshin Hungary Kft.

1123 ბუდაპეშტი, ტალტოშის ქუჩა 15/, I. სართული

 

დისტრიბუტორი:

სს «გრინდეკსი». კრუსტპილსის ქ., 53, რიგა, LV-1057, ლატვია

Grindex