მულტი-ტაბსი მარწ/ჟოლ#30ტ4-11წლ

მულტი-ტაბსი მარწ/ჟოლ#30ტ4-11წლ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პოლივიტამინები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ვიტ.ა+ცე+ბ1-ბ12+სელენი+თუთია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 80842
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

მულტი-ტაბსი ჯუნიორი

რეგისტრაციის ნომერი: ПN012061/01

სავაჭრო დასახელება:

მულტი-ტაბსი ჯუნიორი

საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფის დასახელება:

პოლივიტამინები + მინერალები

სამკურნალწამლო ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები (ჟოლოს/მარწყვის, ხილის გემოთი).

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

რეტინოლის აცეტატი, რეტინოლზე გადაანგარიშებით (ვიტამინი A) 800 მკგ

ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) 5 მკგ

a-ტოკოფეროლის აცეტატი, -a-ტოკოფეროლზე გადაანგარიშებით (ვიტამინი E) 10 მგ

თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) 1.4 მგ

რიბოფლავინი (ვიტამინი B2) 1.6 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 2 მგ

ციანკობალამინი (ვიტამინი B12) 1 მკგ

ნიკოთინამიდი  18 მგ

პანტოთენის მჟავა (კალციუმის პანტოთენატის სახით) 6 მგ

ფოლიუმის მჟავა 100 მკგ

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) 60 მგ

რკინა (რკინის კარბონილის სახით) 14 მგ

თუთია (თუთიის ოქსიდის სახით) 15 მგ

სპილენძი (სპილენძის ოქსიდის სახით) 2 მგ

მანგანუმი (მანგანუმის სულფატის მონოჰიდრატის სახით) 2.5 მგ

ქრომი (ქრომის ქლორიდის ჰექსაჰიდრატის სახით) 50 მკგ

სელენი (ნატრიუმის სელენატის სახით) 50 მკგ

იოდი (კალიუმის იოდიდის სახით) 150 მკგ

არააქტიური ინგრედიენტები:

საქაროზა, ჟელატინი, მოდიფიცირებული სახამებელი, სიმინდის სახამებელი, ბუთილჰიდროქსიტოლუოლი, ნატრიუმის ალუმოსილიკატი, მონო- და დიგლიცერიდები, საშუალო ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მალტოდექსტრინი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავა, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ასკორბატი, ალფა-ტოკოფეროლი, წყალი.

დამხმარე ნივთიერებები:

ქსილიტოლის გრანულატი (ქსილიტოლი 96.5%, პოლიდექსტროზა 3.5%) - 548.264 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა - 82.455 მგ, სტეარინის მჟავა - 30.000 მგ, სილიციუმის დიოქსიდი - 10.262 მგ, კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო - 21.053 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა სილიკატური - 0.890 მგ, ჰიპროლოზა - 2.652 მგ, ჟოლოს/მარწყვის არომატიზატორი (ჟოლოს არომატიზატორი - 7.000 მგ და მარწყვის არომატიზატორი - 7.000 მგ) ან ხილის არომატიზატორი (ხილის არომატიზატორი 051880 - 7.000 მგ და ხილის არომატიზატორი 050377 - 5.000 მგ) - 12.000 მგ, ასპარტამი - 3.000 მგ, ჟელატინი - 0.369 მგ, გლიცეროლი 85% - 0.324 მგ, ასკორბინის მჟავა - 0.211 მგ, ლიმონმჟავა უწყლო - 3.000 მგ.

აღწერილობა:

მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ნაზოლით, მოთეთროდან ღია-ყვითლამდე ფერის, რუხი ელფერით, სხვადასხვა ფერის ჩანართებით, დამახასიათებელი სუნით.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პოლივიტამინები + მინერალები.

... კლასიფიკაცია:  A11AA04

ფარმაკოლოგიური თავისებურებები:

მულტი-ტაბსი ჯუნიორი კომბინირებული პრეპარატია, რომელიც შეიცავს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს.

მის მოქმედებას მისივე კომპონენტების თავისებურებები განსაზღვრავს.

ვიტამინი A (რეტინოლი)

ვიტამინი A, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის ჩონჩხის ფორმირებას. ვიტამინი A- დეფიციტის დროს ირღვევა სიბნელეში ადაპტაციის უნარი (სიბნელეში მხედველობის დაქვეითება); წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდაციური დაცვის მნიშვნელოვან კომპონენტს.

ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი)

აუცილებელია ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირებისთვის მოზარდ ორგანიზმში.

იგი ინარჩუნებს არაორგანული ფოსფორისა და კალციუმის დონეს სისხლის პლაზმაში და ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილი ნაწლავებიდან, შედეგად მონაწილეობს რაქიტისა და ოსტეომალაციის პროფილაქტიკაში.

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)

მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილა - კოლაგენის სინთეზში, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის, ძვლების, ხრტილების, კბილებისა და კანის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

მას დიდი როლი აკისრია სისხლის იმუნოკომპეტენტური უჯრედების ფუნქციონირებაში, ხელს უწყობს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის მატებას სხვადასხვა ინფექციებისადმი. იგი მონაწილეობს არაორგანული რკინის შეწოვაში საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან; გარდა ამისა, ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით.

ვიტამინი E (ალფა-ტოკოფეროლი)

როგორც ანტიოქსიდანტი, აფერხებს თავისუფალი რადიკალებით მიმდინარე რეაქციებს, ხელს უშლის პეროქსიდების წარმოქმნას, რომლებიც აზიანებენ უჯრედულ და სუბუჯრედულ მემბრანებს, რასაც მნიშვნელოვანი როლი უკავია ორგანიზმის განვითარებაში, ნერვული და კუნთოვანი სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებაში. სელენთან ერთად აფერხებს უჯერი ცხიმოვანი მჟავების (ელექტრონების გადამტანი მიკროსომული სისტემის კომპონენტი) დაჟანგვას, აფერხებს ერითროციტების ჰემოლიზს; წარმოადგენს ზოგი ფერმენტული სისტემის კოფაქტორს.

ვიტამინი B1 (თიამინი)

ენერგიის ცვლაში მონაწილე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია.

წარმოადგენს ნახშირწყლოვანი ცვლის აუცილებელ კომპონენტს, კეტომჟავების დეკარბოქსილირებაში მონაწილე კოენზიმის შემადგენელი ნაწილის სახით; მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილებისა და ცხიმების ცვლაშიც, მონაწილეობს ნერვული აგზნების გატარებაში ქოლინერგულ სინაპსებში.

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)

მონაწილეობს ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების უტილიზაციაში, შეუცვლელია ორგანიზმის ზრდის პროცესებში. ვიტამინი B2 არეგულირებს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მდგომარეობას, დადებით გავლენას ახდენს მხედველობაზე.

იგი ხასიათდება მეტაბოლური მოქმედებით; არეგულირებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი)

მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში, არეგულირებს ფოსფორ-კალციუმის ცვლას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში; მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)

აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს და მეხსიერებას; ასტიმულირებს ერითროპოეზს.

ნიკოტინამიდი

მონაწილეობს უჯრედულ ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ახდენს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესების სტაბილიზაციას; მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლასა და ამინომჟავების მეტაბოლიზმში.

პანტოტენის მჟავა (კალციუმის პანტოტენატის სახით)

პანტოტენის მჟავა შედის კოენზიმი A- შემადგენლობაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს აცეტილირებისა და დაჟანგვის პროცესებში; მონაწილეობს ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლაში, აცეტილქოლინისა და სტეროიდული ჰორმონების სინთეზში; აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადი ფუნქციის ენერგეტიკულ უზრუნველყოფას, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს.

ფოლიუმის მჟავა

მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესში. აუცილებელია მეგალობლასტების მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისთვის. ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების (გლიცინის და მეთიონინის ჩათვლით), ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების სინთეზში, ქოლინისა და ჰისტიდინის ცვლაში.

რკინა

მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესებში.

თუთია

რკინასთან ერთად ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნის პროცესს. შედის ბევრი ფერმენტის შემადგენლობაში. თუთიის დეფიციტი ასოცირდება ზრდის ჩამორჩენასთან, იმუნიტეტის დაქვეითებასთან, ხშირ ავადობასთან.

სპილენძი

მონაწილეობს ჰემოგლობინისა და ერითროციტების წარმოქმნაში, ენერგიის ცვლის პროცესებში.

მანგანუმი

მანგანუმი ასტიმულირებს იმუნოგლობულინების სინთეზს და წარმოადგენს სუპეროქსიდ-დისმუტაზას შემადგენელ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის დაცვაში მჟავა რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.

ქრომი

მონაწილეობს ინსულინის სინთეზში.

იგი ახდენს უჯრედული მემბრანების სტაბილიზაციას, ურთიერთქმედებს ჟანგბადის აქტიურ ფორმებთან, თავისუფალ რადიკალებთან; აქვეითებს ლიპიდების პეროქსიდული ჟანგვის პროდუქტების რაოდენობას.

სელენი

სელენი შედის ფერმენტული სისტემის - გლუტათიონ-პეროქსიდაზას შემადგენლობაში, იცავს ბიოლოგიურ მემბრანებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.

იოდი

იოდის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (თიროქსინი, ტრიიოდთირონინი) წარმოქმნაში მონაწილეობა. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, რომელთა საფუძველს იოდი წარმოადგენს, მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციებს ასრულებს: არეგულირებს ტვინის, ნერვული სისტემის, სასქესო და სარძევე ჯირკვლევის მუშაობას, ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას.

ჩვენება:

ჰიპოვიტამინოზებისა და მინერალური ნივთიერებების უკმარისობის პროფილაქტიკა 4-11 წლის ასაკის ბავშვებში:

ვიტამინებისა და მინერალების მომატებული მოხმარების დროს ზრდის პროცესში;

მომატებული გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის დროს;

გადატანილი დაავადებების შემდგომ რეკონვალესცენციის პერიოდში;

არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვების დროს.

უკუჩვენებები:

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა; A ან D ჰიპერვიტამინოზი; 4 წლამდე ასაკი. ასპარტამის შემცველობის გამო პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებში.

განსაკუთრებული მითითებები:

ჰიპერდოზირების თავიდან აცილების მიზნით, მულტი-ტაბსი ჯუნიორის მიღების დროს არ არის რეკომენდებული სხვა პოლივიტამინური პრეპარატების დანიშვნა.

მიღების წესი და დოზირება:

4-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში. მიიღება საკვებთან ერთად ან ჭამის დასრულებისთანავე. სეზონური კურსების სახით.

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა 1 თვეა. განმეორებითი მიღება ხდება ექიმის დანიშნულებისამებრ.

გვერდითი ეფექტები:

შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობის დროს.

ჰიპერდოზირება:

რეკომენდებული დოზების მიღების შემთხვევაში, ჰიპერდოზირების სიმპტომები არ აღინიშნა. ჰიპერდოზირების სიმპტომებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა (დიარეა). ჰიპერდოზირების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. მკურნალობა სიმპტომურია.

მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:

არ გამოვლენილა.

გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები ჟოლოს/მარწყვის გემოთი ან საღეჭი ტაბლეტები ხილის გემოთი.

10 ტაბლეტი ალუმინის ფოლგის ბლისტერში.

3 ან 6 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25 ტემპერატურის პირობებში.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა:

მულტი-ტაბსი ჯუნიორი, საღეჭი ტაბლეტები (ჟოლოს/მარწყვის გემოთი): 2 წელი.

მულტი-ტაბსი ჯუნიორი, საღეჭი ტაბლეტები (ხილის გემოთი): 18 თვე.

არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ურეცეპტოდ.

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი იურიდიული პირი:

შპსფაიზერ ინოვაციები”,

რუსეთი, . მოსკოვი, პრესნენსკაიას გამზ. 10.

მწარმოებელი:

შპსფაიზერ კონსიუმერ მანუფაქჩურინგი”, აპრილია, იტალია.

მომხმარებელთა პრეტენზიების მიმღები რუსეთის ფედერაციაში:

123112, . მოსკოვი, პრესნენსკაიას გამზ. 10.

ტელ.: +7 (495) 287-50-00, ფაქსი: +7 (495) 287-53-00