მელოსედინი #30ტ

მელოსედინი #30ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლ-ტრიპტოპანი+მაგნიუმი+კატაბალახა+ბარამბო
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 80821
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

მელოსედინი

1 ტაბლეტის შემადგენლობა:

  • L-ტრიპტოფანი - 100მგ
  • მაგნიუმი  -  80მგ
  • კატაბალახა (Valeriana officinalis) - 25მგ
  • გვირილა  (Marticaria Chamomilla) – 25მგ
  • ბარამბო  (Melissa Officinalis) - 25მგ
  • ეშოლცია (კალიფორნიული ყაყაჩო  Eschscholtzia californica) - 25მგ
  • ცაცხვი  (Tilia cordata) – 20მგ
  • ლავანდა  (Lavandula officinalis) – 20მგ
  • პასიფლორა  (Passiflora incarnata) – 9მგ

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი,სილიციუმის,ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი, გლიცერინი.

მელოსედინი  კომბინირებული სედაციური საშუალებაა.

მელოსედინი უზრუნველყოფს შფოთვის, ფსიქიური დაძაბულობის, სტრესის, გადაღლის, გაღიზიანებადობის დროს დამშვიდებას, ნერვული სისტემის გაწონასწორებას, გუნება - განწყობილების გაუმჯობესებას. L-ტრიპტოფანი   შეუცვლელი ამინომჟავაა, რომელსაც ორგანიზმი იღებს პროტეინებით მდიდარი საკვებიდან.

L-ტრიპტოფანი  ასინთეზირებს ნიკოტინის მჟავას (ვიტამინი PP), სეროტონინს,რომლებიც  აუცილებელია  ისეთი ფუნქციათა რეგულაციისთვის როგორიცაა განგაში, მოუსვენრობა, აგრესიულობა, იმპულსურობა, ფიზიოლოგიური ძილის ფაზების კონტროლი. აუმჯობესებს  ფსიქო-ემოციურ  მდგომარეობას.

L-ტრიპტოფანი კომპლექსურ თერაპიაში  გამოიყენება ძილის დარღვევის, დაძაბულობის, შიშების, დისფორიის, პრედმენსტრუალური სინდრომის დროს. პაციენტებში ალკოჰოლური, ოპიატური, ბარბიტურატებზე დამოკიდებულების დროს  იწვევს  აბსისტენციის სინდრომის აღმოფხვრას. რეკომენდებულია ეთანოლით მწვავე ინტოქსიკაციის, მანიაკალური და მენოპაუზასთან ასოცირებული დეპრესიისას.

მაგნიუმი  არეგულირებს ნერვული იმპულსის გადაცემას, კუნთების შეკუმშვას, აქვეითებს ნერვული უჯრედების აგზნებადობას. სტრესის დროს იზრდება მაგნიუმზე მოთხოვნილება. მაგნიუმის უკმარისობა იწვევს ნევროზულობას, გაღიზინებადობას, ძილის დარღვევას, კრუნჩხვებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმს, გულისცემის გახშირებას.

კატაბალახა   თრგუნავს  ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აქვეითებს მის აგზნებადობას, აქვეითებს  გლუვ კუნთოვანი ორგანოების სპაზმს, არეგულირებს გულის მუშაობას, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას. აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლოვანი აპარატის და ნაღვლის სეკრეციას.

ბარამბო  როგორც სედაციური საშუალება ხასიათდება ანქსიოლიზური, ანტიდეპრესიული, სპაზმოლიზური, იმუნომოდულაციური ეფექტით.

ეშოლცია (კალიფორნიული ყაყაჩო) გამოიყენება ძილის დარღვევის, მომატებული აგზნებადობის, განგაშური მდგომარეობისას. ხასიათდება დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ჰიპოტენზიური, ანტიარითმიული მოქმედებით.

გვირილა  ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, სედაციური, ანტიალერგიული  ეფექტით. ცაცხვს  ახასიათებს მსუბუქი ოფლმდენი ეფექტი, რაც იწვევს სხეულის ტემპერატურის დაქვეითებას.

ლავანდა  აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას, ამშვიდებს, ხსნის ზეაგზნებადობას, აგრესიულობას, აღმოფხვრის უმიზეზო ტირილს, ისტერიულ რეაგირებას, უძილობას. აუმჯობესებს მეხსიერებას,  ყურადღებას.

პასიფლორა   ეფექტურია შფოთვის, დაძაბულობის, უძილობის, თავის ტკივილის, ნევროზით განპირობებული წნევის მატებისას. პაციენტებში ნევრასთენიული ჩივილებით და ასევე ისეთი დარღვევებისას, რომლებიც განპირობებულია ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადებებით (ათეროსკლეროზი, ჰიპერტონული დაავადება, ცერებრალური კრიზის შემდგომი პერიოდი, პოსტტრამვული ენცეფალოპათია) პასიფლორა გამოიყენება  როგორც დამამშვიდებელი.

ჩვენება:

მელოსედინი კომპლექსურ თერაპიაში პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, ემოციური ლაბილობა
  • მუდმივი ფსიქიური გადაძაბვის მდგომარეობა (ე.წ. „მენეჯერის სინდრომი“)
  • ძილის დარღვევა, უძილობა
  • ასთენია, ნევრასთენია, ვეგეტონევროზი ( გამოხატული ჩივილებით: ოფლდენა, გაძლიერებული გულისცემა, თავის ტკივილი და სხვა ფსიქოსომატური გამოვლინებანი)
  • სპასტიური  მდგომარეობის დროს(კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, სისხლძარღვოვანი სპაზმი, ვეგეტონევროზი)
  • ემოციური და ფიზიკური ტრამვა
  • არამოტივირებული განგაშის, შიშების, ნევროზული რეაქციებისას
  • ემოციური  ლაბილობისას  კლიმაქტერული სინდრომის დროს

დოზირება: 12 წლის ზევით 1-3 ტაბლეტი დღეში, მიიღება უპირატესად დღის მეორე ნახევარში  წყალთან ერთად. ორსულობისა და ლაქტაციის  პერიოდში პრეპარატის გამოყენებამდე  რეკომენდებულია   მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითება: პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება არაა შეზღუდული. პრეპარატის გამოყენების  შეწყვეტის შემდეგ არ ვითარდება აბსისტენციის სინდრომი. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის  მართვისას და სხვა ისეთი პოტენციურად საშიში საქმიანობისას, რაც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

შენახვის პირობები: შეინახეთ  25°C-ზე, მშრალ, ბავშვებისთვის  მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N30 ტაბლეტი.

დამზადებულია იტალიაში. Perrery farmaceutici S.r.l.