დიფეროლი D3 1000სე#30ტ

დიფეროლი D3 1000სე#30ტ

24.99 ლარი 19.71 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: ინგლისი
მწარმოებელი: ნატურეს აიდი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ქოლეკალციფეროლი(ვიტ.D3)
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 80711
გააზიარე:

დიფეროლი ვიტამინ D3 1000სე N30

დიფეროლი შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს  ვიტამინ D3 (ქოლეკალციფეროლი ) 25 უგ (1000 სე).
დამატებითი კომპონენტები:  ცელულოზა, დი-კალციუმ ფოსფატი, ნატრიუმის კარბოქსილ მეთილცელულოზა,  მაგნიუმის სტეარატი,  ბეტა-ციკლოდექსინი, საფლორის ზეთი, ჟელატინი, სუბსტანცია ტენიანობის შესანარჩუნებლად, გლიცერინი, ვიტამინი D.

ჩვენებები
D ვიტამინის დეფიციტი; იმუნიტეტის დაქვეითება; ოსტეოპოროზი (ძვლების დაავადება); კალციუმის და ფოსფორის ცვლის დარღვევები.

დოზირება და მიღებისწესი
D ვიტამინის რეკომენდებული დოზები მათთვის, ვისაც აღენიშნება ვიტამინის დეფიციტი, ან მიეკუთვნება დეფიციტის რისკის ჯგუფს:

ზრდასრულებსა და ხანდაზმულებში: 800-2000 სე დღეში წონის მიხედვით სექტემბრიდან აპრილამდე პერიოდში. 800-2000 სე დღეში წონის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში თუ ზაფხულში D ვიტამინის სათანადო რაოდენობით სინთეზი უზრუნველყოფილი არ არის. 65 წლის ზემოთ 800-2000 სე დღეში წონის მიხედვით მთელი წლის განმავლობაში, რადგან D ვიტამინის სინთეზის უნარი ამ ასაკობრივ ჯგუფში კანში დაქვეითებულია.

ჭარბწონიან ზრდასრულებსა და ხანდაზმულებში
1600-4000 სე დღეში მთელი წლის განმავლობაში. ფერადკანიანი პირები:  1000-2000 სე დღეში წონის მიხედვით მთელი წლის განმავლობაში. ღამის ცვლის მუშაკები: 1000-2000 სე დღეში წონის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში.

D ვიტამინის მიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პირთათვის, ვისაც აწუხებს ძვლის დაავადებები, როგორიცაა: ოსტეოპოროზი, ოსტეოპენია - წარმოადგენს ძვლებში მინერალების ნაკლებობას, რაც თავის მხრივ ოსტეოპოროზის განვითარების დასაწყისია. ოსტეომალაცია - ძვლების არასაკმარისი მინერალიზაცია აღენიშნებათ მათ, ვისაც ორგანიზმში აღენიშნებათ D ვიტამინის დეფიციტი, რომელიც იწვევს ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვის დარღვევას, რასაც თავის მხრივ მივყავართ კალციუმის ნაკლებობამდე. D ვიტამინის დიდი დოზით მიღება ასევე მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აღენიშნება თირკმლის დაავადებები. პრეპარატ დიფეროლის მიღება ერთდროულად მზის სხივების ზემოქმედებასთან ერთად არ ქმნის დოზის გადაჭარბების რისკს. 3 წლიდან ზემოთ დიფეროლი დღეში ერთხელ, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით. პრეპარატი მიიღება საკვებისგან დამოუკიდებლად.

განსაკუთრებული მითითებები

პროდუქტი გამოიყენება ექიმის დანიშნულების მიხედვით და მისი ზედამხედველობის ქვეშ. რეკომენდებული არ არის მისი სხვაგვარად მიღება. პროდუქტი არ არის განკუთვნილი პარენტერალური მიღებისთვის.

გარეგნული სახე და შეფუთვა
#30 ტაბლეტი.

შენახვის პირობები
ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ ადგილას.

ვარგისობის ვადა
მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.