მიომექსი #60ტ

მიომექსი #60ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ეპიკატეხინები+გალოკატეხინი+ინდოლ-3 კარბინოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 80650
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

მიომექსი 60 ტაბლეტი

სავაჭრო დასახელება: მიომექსი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კომბინირებული პრეპარატი.

წამლის ფორმაშიგნით მისაღები ტაბლეტები.

შემადგენლობაერთი ტაბლეტი შეიცავს:

ეპიგალოკატეხინის 3-გალატი

61,75 მგ

ეპიკატეხინის გალატი

16,25 მგ

ეპიგალოკატეხინი

13 მგ

ეპიკატეხინი

9,75 მგ

გალოკატეხინის გალატი

9,1 მგ

ინდოლ-3-კარბინოლი

100 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ფოსფატი E341, კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმის მარილი, ცელულოზას ფისი E468, ცელულოზა E460, ტალკი E553b, სილიციუმის დიოქსიდი E551

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არაჰორმონალური პრეპარატი, განკუთვნილი ესტროგენების ბალანსის ნორმალიზებისთვის.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფამრაკო დინამიკა:

ამ დროისთვის გამოყოფილია 40-ზე მეტი ბუნებრივი შენაერთი, რომლებიც აბლოკირებენ ჰიპერ- და ნეოპლაზური პროცესების განვითარებას ადამიანის ორგანიზმში. მათგან მეტნაკლებად ცნობილია ინდოლ-3-კარბინოლი (I3C) და ეპიგალოკატეხინ-3-გალატი (EGCG), რომლებიც წარმოადგენენ მიომექსის აქტიურ კომპონენტებს. ერთად აბლოკირებენ პათოლოგიურ პროლიფერაციას და სიმსივნურ ნეოანგიოგენეზს, ააქტიურებენ სიმსივნური უჯრედების აპოპტოზს, ასევე გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება. პრეპარატი მიომექსი წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტივირუსულ საშუალებას, რომელიც ეფექტურია ქალის რეპროდუქციული სისტემის ეპითელიალური წარმოშობის ყველა სახეობის სიმსივნის და დაავადების მიმართ , რომლებიც ასოცირდება ადამიანის პაპილომა ვირუსთან. ასევე გააჩნია დადებითი მოქმედება ნებისმიერი ფუნქციური დარღვევებისას, რაც განპირობებულია ჰიპერესტროგენემიით (ქალის სასქესო ჰორმონის მომატებული შემცველობით), როგორიცაა: პრემენსტრუალური სინდრომი; ენდომეტრიოზი; საშვილოსნოს მიომა და სარძევე ჯირკვლის ჰიპერპლაზია.

პრეპარატის მოქმედების ძირითადი მექანიზმი მდგომარეობს მის გამოხატულ ანტიესტროგენულ მოქმედებაში.

ეპიგალოკატეხინ-3-გალატი იწვევს ფაგოციტოზის სტიმულირებას, გავლენას ახდენა მის სრულყოფაში, ზრდის ფაგოციტების რაოდენობას.  მოცემულ ნივთიერებას აქვს ანგიოსტატური მოქმედება, რის ხარჯზეც ჩერდება სისხლძარღვების ზრდის განვითარება. მიომატოზურ კვანძებში შეინიშნება სისხლძარღვების ზრდის ინჰიბირება. ამით იზღუდება სიმსივნის ზრდა. ხდება ენდომეტრიული უჯრედების ინვაზიური აქტივობის ინჰიბირება. ეპიგალოკატეხინ-3-გალატს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ცოგ-2-ზე, პროსტაგლანდინებზე გავლენის ხარჯზე. ინდოლ-3-კარბინოლი იწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსის სრულ მოცილებას ორგანიზმიდან და წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებას. აბლოკირებს საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის შეცვლილი უჯრედების დაყოფას (ვირუს-ინფიცირებული) და იწვევს მათ მიზანმიმართულ სიკვდილს, ორგანიზმის ჯანმრთელი უჯრედების დაზიანების გარეშე. ამით უზრუნველყოფს პაპილომა ვირუსის ადამიანის ორგანიზმიდან სრულ გაქრობას.

პრეპარატიმიომექსი

  • არეგულირებს ქალის სასქესო ჰორმონის ესტრადიოლის მეტაბოლიზმს და აინჰიბირებს 16-ჰიდროქსიესტრონის სინთეზს, რომელსაც გააჩნია გამოხატული კანცეროგენული თვისება;
  • აინჰიბირებს ესტროგენული რეცეპტორების წარმოქმნას, რითაც ამცირებს მათ რაოდენობას სამიზნე ორგანოებზე;
  • თრგუნავს ესტროგენ-დამოკიდებული და ესტროგენ-არადამოკიდებული ქალის რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეების ზრდას.
  • აბლოკირებს E7 ონკოცილის სინთეზს ეპითელიალურ უჯრედებში, რომლებიც დაინფიცირებულია ადამიანის პაპილომა ვირუსით და ამგვარად აჩერებს მალიგნიზაციის პროცესებს;
  • აინდუცირებს სიმსივნური უჯრედების შერჩევით აპოპტოზს.
  • ანეიტრალებს ზრდის ფაქტორებს, რომლებიც ასტიმულირებენ სარძევე ჯირკვლების სიმსივნეების განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა:

არ არსებობს მონაცემები ფარმაკოკინეტიკის შესახებ.

გამოყენებისჩვენებები:

  • საშვილოსნოს მიომა და ენდომეტრიოზი;
  • მასტოპათია
  • ადამიანის პაპილომა ვირუსი
  • ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია
  • დამხამრე საშუალების სახით ტრადიციული მკურნალობისას პაციენტებში ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა მასტოპათია, საშვილოსნოს ყელის, საკვერცხეების დისპლაზია და კიბო, საშვილოსნოს ფიბრომიომები, საკვერცხეების კისტები, მახვილწვეტიანი კონდილომები, ქალის სასქესო სისტემის ორგანოების პაპილომატოზი, ემდომეტრიოზი, პრემენსტრუალური სინდრომი.

უკუჩვენებები:

  • პრეპარატის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა
  • პირები, რომლებიც იღებენ პრეპარატს, რომლებიც ამცირებენ კუჭის წვენის მჟავიანობას
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

მიღებისწესიდადოზები:

შიგნით. ქალებში 2 ტაბლეტი ჭამის დროს დღეში ორჯერ ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

ჰიპერპლაზია ენდომეტრიუმის, საშვილოსნოს მიომა და ენდომეტრიოზი: 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - 6 თვე.

ადამიანის პაპილომა ვირუსი: 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 3 თვე.

მასტოპათია: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგძლივობა 3 თვე.

პრემენსტრუალური სინდრომი: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 3 თვე.

გვერდითიმოქმედება:

როგორც წესი პრეპარატი კარგად გადაიტანება, არ გააჩნია თერაპიულ დოზებში გვერდითი ეფექტები.

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

ჭარბიდოზირება:

მიომექსის ჭარბი დოზირებები არ დაფიქსირებულა. თეორიულად ჭარბი დოზირებისას იზრდება ალერგიის, დისპეფსიის განვითარების რისკი.

ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან :

პრეპარატის აქტიური კომპონენტების სხვა პრეპარატებთან არასასურველი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა. სორბირებადი მოქმედების პრეპარატების მიღებამ შეიძლება შეამციროს აქტიური ნიბვთიერებების შეწოვა. პრეპარატის შეწოვაზე შეიძლება იმოქმედოს ანტაციდებმა.

განსაკუთრებულიმითითებები:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.

მიღების წინ გაიარეთ ექიმთა კონსულტაცია.

გამოშვებისფორმა:

10 ტაბლეტი შიგნით მისაღებად თითოეულ ბლისტერზე.

6 ბლისტერი, გამოყენების ისნტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვისპირობები:
შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25℃ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობისვადა:

მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემისპირობები:

ურეცეპტოდ.

სავაჭრონიშნისდარეგისტარციისმოწმობისმფლობელი:

ლეიდი ჰელსქეა ლლპ.,

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

მწარმოებელი:

სენსილაბ პოლსკა სპ. ზ.ო.ო. - ს.კ.ა.

კონსტანტინუვ-ლოძინსკი, პოლონეთი