დერატინის კომპ.თაფლ/ლიმ#30ტ

დერატინის კომპ.თაფლ/ლიმ#30ტ

14.90 ლარი
ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი: ლაბ. ნორმონი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ქლორჰექსიდინი+ბენზოკაინი+ენოქსოლონი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 80437
გააზიარე:

დერატინ კომპლექსი თაფლი და ლიმონი

საწუწნი ტაბლეტი

1.   დერატინ კომპლექსის დახასიათება და მისი გამოყენება 

დერატინ კომპლექსის აქტიური ნივთიერებებია ქლორჰექსიდინი - ანტისეპტიკური მოქმედებით, ენოქსოლონი - ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით ოროფარინგეალურ ლორწოვანზე და ბენზოკაინი - ლოკალური საანესთეზიო მოქმედებით, რომელიც ამცირებს ხახის ადგილობრივი გაღიზიანებით გამოწვეულ ტიპურ დისკომფორტს.

დერატინ კომპლექსი ნაჩვენებია მოზრდილებისა და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის პირისა და ხახის სუსტი ინფექციური და ანთებითი პროცესების ადგილობრივი და დროებითი სიმპტომური მკურნალობისათვის: პირის ღრუს აფთები, ხახის გაღიზიანება ან აფონია, რომელიც მიმდინარეობს ტკივილით და ცხელების გარეშე. 

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან უარესდება 2 დღის შემდეგ. 

2. დერატინ კომპლექსის მიღებამდე პაციენტისთვის საჭირო ინფორმაცია

დაუშვებელია დერატინ კომპლექსის მიღება:

-    თუ პაციენტი ალერგიულია ქლორჰექსიდინის, ბენზოკაინის, ენოქსოლონის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

დერატინის კომპლექსის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

·        თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ, როგორიცაა პარაამინობენზოის მჟავა (PABA), პარაბენები ან პარაფენილენედიამინი (თმის საღებავის ინგრედიენტი);

·        თუ პაციენტს აღენიშნება პირის ნებისმიერი მძიმე ან ფართო დაზიანება;

·        თუ პაციენტს აღენიშნება პერიოდონტიტი (ღრძილების დაავადება), რადგან ქლორჰექსიდინმა შეიძლება გამოიწვიოს სუპრაგინგივალური ქვების დაგროვება;

·        თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერტენზია ან სითხის შეკავება, რადგან ენოქსოლონი ამძაფრებს ამ სიმპტომებს;

·        რეკომენდებულია, რომ გაგრძელდეს პირის ღრუს შესაბამისი ჰიგიენა, რათა შემცირდეს ქვების დაგროვება და კბილების შესაძლო ფერის ცვლილება, რასაც იწვევს ქლორჰექსიდინი;

·        არ უნდა იქნას მიღებული რეკომენდებულ დოზაზე მეტი, რომელიც მოცემულია მე-3 პარაგრაფში.

ბავშვები და მოზარდები

დაუშვებელია დერატინ კომპლექსის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ბავშვები, ხანდაზმულები და დაუძლურებული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ბენზოკაინის მიმართ.

65 წელზე მეტი ასაკის პაციენტები

მაღალი დოზებით მედიკამენტის გამოყენებამ ან გახანგრძლივებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზია.

ხანდაზმული და დაუძლურებული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ბენზოკაინის მიმართ.

დერატინის კომპლექსის სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება 

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

რეკომენდებული პირობებით გამოყენებისას არ არის აღწერილი რაიმე ურთიერთქმედება, თუმცა ეს მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა შიგნით მისაღებ მედიკამენტებთან ერთად ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგ შემთხვევებში:

·        პირის ან ხახის სხვა ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენების დროს;

·        ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი მედიკამენტების (ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო მედიკამენტების) გამოყენების დროს;

·        სულფონამიდების (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ) გამოყენების დროს.

ანიონური ნაერთები და სუსპენდირებადი აგენტები, კბილის პასტის ძირითადი კომპონენტები, ამცირებს ქლორჰექსიდინის ეფექტურობას, ამიტომ პაციენტებმა კარგად უნდა გამოივლონ პირის ღრუ კბილის პასტის გამოყენების შემდეგ.

ანალიზებზე გავლენა

თუ პაციენტს ესაჭიროება დიაგნოსტიკური ტესტის (მათ შორის სისხლის ანალიზის, შარდის ანალიზის, ალერგენით კანის სინჯების და ა.შ.) ჩატარება, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ იღებს ამ მედიკამენტს, რადგან მან შეიძლება შეცვალოს ანალიზის შედეგები.

დერატინ კომპლექსი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს პანკრეასის ფუნქციის ტესტთან, რომელიც ტარდება ბენტირომიდის გამოყენებით. ამ მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს სულ მცირე 3 დღით ადრე ტესტის ჩატარებამდე და უნდა ეცნობოს ექიმს.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება 

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში. 

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ არის აღნიშნული რაიმე გავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ამ მედიკამენტის მიღებისას.

დერატინ კომპლექსი შეიცავს სორბიტოლს და ბუტილჰიდროქსიანიზოლს

ეს მედიკამენტი შეიცავს სორბიტოლს. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე.

მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება (როგორიცაა კონტაქტური დერმატიტი) ან თვალების და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება, რაგან შეიცავს ბუტილჰიდროქსიანიზოლს.

3.   დერატინის კომპლექსის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. 

რეკომენდებული დოზა

6 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: 1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 4-5 საათში, მაქსიმუმ 6 საწუწნი ტაბლეტი დღეში.

მოზრდილები და 12 წელს ზემოთ ბავშვები: 1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში, მაქსიმუმ 8 საწუწნი ტაბლეტი დღეში.

ბავშვებში გამოყენება

6 წლამდე ასაკის ბავშვებში მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

6-12 წლის ასაკის ბავშვებში 1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 4-5 საათში, მაქსიმუმ 6 საწუწნ ტაბლეტამდე დღეში.

მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

როგორ უნდა მოხდეს დერატინ კომპლექსის მიღება

დერატინ კომპლექსი განკუთვნილია ოროფარინგეალური გამოყენებისათვის.

საწუწნი ტაბლეტები პირში უნდა გაიხსნას ნელა, დაღეჭვის ან გადაყლაპვის გარეშე, რადგან მათი მოქმედება არის ადგილობრივი და ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როცა პროდუქტი პირდაპირ კონტაქტშია დაზიანებულ არესთან.

ყოველთვის მიღებულ უნდა იქნას უმცირესი ეფექტური დოზა.

ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობა არის 2 დღე.

თუ სიმპტომები უარესდება ან ნარჩუნდება მკურნალობის დაწყებიდან 2 დღეზე მეტ ხანს, ან ვითარდება ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება, საჭიროა ექიმთან რაც შეიძლება სწრაფად მიმართვა.

დერატინ კომპლექის დოზის გადაჭარბებისას

მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას პაციენტს შეიძლება აღენიშნოს: მეტყველების დარღვევა, დაბუჟება, წონასწორობის დაღრღვევა, მხედველობის დაბინდვა ან გაორება, თავბრუსხვევა, აგზნება ან კრუნჩხვები, ყურებში ხმაური, გაძლიერებული ოფლიანობა და/ან დაბალი არტერიული წნევა. შეიძლება განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) და შეშეპება (სითხის შეკავების გამო) მედიკამენტში ენოქსოლონის შემცველობის გამო.

ბენზოკაინის შემცველობის გამო შეიძლება განვითარდეს მეტჰემოგლობინემია (სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, უღონობა, დაღლილობა, სისუსტე). 

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევითი მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო ცენტრში ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, (ტელ.: +34 915 620 420) მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. 

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

4.   შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს გენერალიზებული ალერგიული რეაქციები და საჭმლის მონელების დარღვევები. მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება (სითხის შეკავების გამო) და ჰიპერტენზია მაღალი დოზების მიღებისას და გახანგრძლივებული მკურნალობისას.

შეიძლება განვითარდეს კბილების ფერის ცვლილება, განსაკუთრებით, კბილების ქვების მქონე პირებში. კბილების ფერის ცვლილება არ არის მუდმივი და შექცევადი ხდება პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის შემდეგ. კბილების ბჟენის ფერი ასევე შეიძლება შეიცვალოს და ამ შემთხვევაში, ის მუდმივი ხასიათისაა.

შეიძლება განვითარდეს გემოს ცვლილება.

ზოგიერთ შემთხვევაში დერატინ კომპლექსმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ან ენის წვერის გაღიზიანება, რომელიც ჩვეულებრივ გარდამავალი ხასიათისაა, ასევე ალერგიული რეაქციები ქლორჰექსიდინის ან ბენზოკაინის მიმართ.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. 

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

5.   დერატინის კომპლექსის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ, ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

6.   შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

დერატინ კომპლექსის შემადგენლობა

·        აქტიური ნივთიერებებია: ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი, ბენზოკაინი და ენოქსოლონი. თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდს, 4 მგ ბენზოკაინს და 3 მგ ენოქსოლონს.

·        სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სორბიტოლი (E-420), პოლივიდონი, ნატრიუმის საქარინი (E-954), მაგნიუმის სტეარატი, თაფლის არომატი და ლიმონის არომატი (შეიცავს ბუტილჰიდროქსიანიზოლს (E-320)).

პროდუქტის ფორმა და შეფუთვა

დერატინ კომპლექსი არის თეთრი ან მოთეთრო, მრგვალი საწუწნი ტაბლეტები, აღნიშვნით “D+” ცალ მხარეს და თაფლის და ლიმონის არომატით.

შეფუთვაში მოთავსებულია 30 საწუწნი ტაბლეტი.

სხვა ფარმაცევტული ფორმები

დერატინ კომპლექსი საწუწნი ტაბლეტები პიტნით.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (42 აფთიაქი)

ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2025-06-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2025-06-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2025-06-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2025-03-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2025-03-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2025-06-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2025-06-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2025-06-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2025-06-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2025-06-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2025-06-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2025-06-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2025-06-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2025-06-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2025-06-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2025-06-01

რეგიონი (44 აფთიაქი)

ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2025-06-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2025-06-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2025-06-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2025-03-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2025-06-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2025-06-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2025-06-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2025-06-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2025-06-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2025-06-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2025-06-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2025-06-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2025-06-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2025-06-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2025-03-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2025-03-01