ინტიკაპსი #20კაფს

ინტიკაპსი #20კაფს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ჟენშენი+იოჰიმბინი+ვიტ.ც +თუთიის ოქსიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 80410
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ინტიკაპსი 

 

შემადგენლობა (1კაფსულა):
ჟენშენის ფესვი – 0,0999გრ.
ასკორბინის მჟავა – 0.05გრ.
თუთიის ოქსიდი – 0.02გრ.
იოჰიმბინის ჰიდროქლორიდი – 0.005გრ.
ნატრიუმის სელენიტი – 0.0001გრ.

დამხმარე ნივთიერება: მყარი ჟელატინის კაფსულა.

ენერგეტიკული ღირებულება: 100გრ. – 186,7კკალ./781კჯ.

რეკომენდაცია მოხმარებისთვის: 

შეიძლება გაეწიოს რეკომენდაცია ექიმის მიერ, როგორც საკვებ დანამატს მამაკაცთა რაციონში, დამატებით ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (მცენარეული წარმოშობის) და მიკროელემენტების მისაღებად, რათა მოხდეს ორგანიზმის გაძლიერება, მოხდეს ფიზიკური ამტანობის ამაღლება და იმისთვის, რომ შეიქმნას ოპტიმალური პირობები სასქესო სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.

ასევე მიეცეს პაციენტს რეკომენდაცია, რომ დაიცვას ბალანსირებული კვებითი რეჟიმი, შეზღუდოს ცხოველური ცხიმების, ალკოჰოლის, შაქრის და ტკბილეულის მიღება.

სიფრთხილის ზომები: ინდივიდუალური აუტანლობა პროდუქტში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, ღვიძლის და თირკმლის პათოლოგია, ადრენომიმეტიკებით მკურნალობა, არტერიული ჰიპერტენზია, ფსიქიკური დარღვევები, მომატებული გაღიზიანობადობის მდგომარეობა.

ინტიკაფსის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

არ არის წამალი/არასარეცეპტო.

მიღების წესი: მამაკაცებმა – 1 კაფსულა 2-3ჯერ დღეში (დღეღამური დოზა), უმჯობესია ჭამის დროს, 150-200მლ. წყლის დაყოლებით. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. არ გამოიყენოთ კაფსულები დაზიანებული შეფუთვიდან.

მიღების ხანგრძლივობა: კურსი 20 დღე, შემდგომში მიღების ხანგრძლივობას და კურსის გამეორების საჭიროებას წყვეტს მკურნალი ექიმი.

გამოშვების ფორმა: კაფსულა მასით 0,175 (+ -)  5 %, კოლოფში არის 2ბლისტერი, თითოეულზე 10 კაფსულა.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25°C-სა.

შენახვის ვადა: 3 წელი წარმოებიდან. არ გამოიყენოთ დავის გასვლის შემდეგ.