ცინკო 15მგ/5მლ 100მლ სიროფი

ცინკო 15მგ/5მლ 100მლ სიროფი

26.03 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ბერკ ილაჩ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: თუთიის სულფატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 80301
გააზიარე:

ცინკო

Zinco

სიროფი 100 მლ

 

გამოიყენება მხოლოდ პერორალური გზით.

  • აქტიური ინგრედიენტი: ყოველი 5 მლ სიროფი (ერთი დოზა) შეიცავს 15 მგ თუთიას, როგორც თუთიის სულფატის ჰეპტაჰიდრატს.
  • დამხმარე საშუალებები: საქაროზა, მეთილპარაბენი, გლიცერინი, ფორთოხლის ზეთი, დაისისფერი ყვითელი (E110) და დეიონიზებული წყალი

ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა მოგვიანებით.
  • კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს  ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს.
  • ამ პრეპარატის გამოყენებისას, ექიმთან ან საავადმყოფოში მისვლისას უთხარით თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.
  • მკაცრად დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.

ამ ინსტრუქციის ფურცელში:

1. რა არის ცინკო და რისთვის გამოიყენება

2. ცინკოს მიღების წინ

3. როგორ მიიღება ცინკო?

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება ცინკო?

 

1. რა არის ცინკო და რისთვის გამოიყენება

ცინკო არის თუთიის შემცველი სიროფი. წარმოდგენილია 100 მლ-იან ქარვისფერ ბოთლებში 5 მლ-იანი საზომი კოვზით და 5 მლ-იანი პიპეტით.

გამოიყენება თუთიის დეფიციტის მკურნალობის ან პრევენციისათვის და დიარეის სამკურნალოდ.

2. ცინკოს მიღების წინ

არ მიიღოთ ცინკო შემდეგ შემთხვევებში

თუ:

  • გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) თუთიის მარილების ან ცინკოს რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილ ცინკოს მიღებისას

ვინაიდან საკმარისი კვლევები ჩატარებული არ არის იმ პირებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ამგვარი მდგომარეობის არსებობისას კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ხანგრძლივად გამოყენება შეიძლება ასოცირებული იყოს სპილენძის დეფიციტთან.

კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ, თუ ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო წარსულში.

ცინკოს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ვინაიდან თუთიის მიღება მაღალბოჭკოვან საკვებთან, შროტის პურთან ან რძის პროდუქტებთან ერთად აქვეითებს თუთიის შეწოვას, ცინკო არ მიიღება ამ სახის საკვებთან ერთად.

გარდა ამისა, თუთიის ნაერთების შეწოვას აქვეითებს ფიტინის მჟავათი (ინოსიტოლი) მდიდარი საკვები (მაგ. სელი, მარცვლეული, პარკოსნები) და ყავა. მაქსიმალური აბსორბციის უზრუნველსაყოფად, თუთიის მარილები არ მიიღება პერორალურად საკვებთან და სასმელთან ერთად (გარდა წყლისა).

ორსულობა

პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვების დროს გამოყენების აუცილებობისას, მიიღეთ თქვენი ექიმის კონტროლის ქვეშ.

ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვების პერიოდში თუთიის დანამატის მიღება უნდა მოხდეს ექიმის ზედამხედველობით.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა

კვლევები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ეფექტების შესასწავლად არ ჩატარებულა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცინკოს ზოგიერთი დამხმარე საშუალების შესახებ

თუ ადრე ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, ამ ტაბლეტების მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

თუ მიიღებთ მასში შემავალი გლიცერინის 10 გრამზე/დოზაზე მეტს, შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, გულისრევა და დიარეა.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს მეთილპარაბენს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული).

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს დაისისფერ ყვითელს (E110), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

სხვა პრეპარატების მიღება

თუთიის მიღებამ ტეტრაციკლინთან (ანტიბიოტიკის სახეობა) ან პენიცილამინთან (ანთების საწინააღმდეგო საშუალება) ერთად, შეიძლება გამოიწვიოს თუთიის ეფექტიანობის დაქვეითება; ამიტომ, ამ საშუალებებისა და თუთიის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 3 საათი.

თუთიასთან ერთად არ შეიძლება რკინის პრეპარატების მაღალი დოზების მიღება, ვინაიდან მათ შეიძლება შეამცირონ თუთიის შეწოვა.

თუთიამ შეიძლება დააქვეითოს ფტორქინოლონების აბსორბცია (ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ნორფლოქსაცინი და ოფლოქსაცინი), რომლებიც წარმოადგენენ ბაქტერიებით გამოწვეული დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკების კლასს.

კალციუმის მარილებმა შეიძლება შეამცირონ თუთიის აბსორბცია.

კონტრაცეპტივებმა შეიძლება დააქვეითონ თუთიის პლაზმური დონეები.

ქატოთი ან ბოჭკოთი მდიდარმა საკვებმა, აგრეთვე რძის პროდუქტებმა შეიძლება დააქვეითონ თუთიის შეწოვა.

პენიცილამინმა და ტრიენტინმა (გამოიყენება ორგანიზმში ჭარბი რაოდენობის სპილენძის ან ვილსონის დაავადების) შეიძლება დააქვეითონ თუთიის აბსორბცია; გარდა ამისა, თუთიამ შეიძლება შეამციროს ამ ორი საშუალების აბსორბცია.

ანტაციდებმა (საშუალებები, რომლებიც აქვეითებენ კუჭის მჟავიანობას) შეიძლება შეამცირონ თუთიის სულფატის შეწოვის სიჩქარე და ხარისხი.

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ ნებისმიერი სხვა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატი.

 

3. როგორ მიიღება ცინკო

ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ

  • მოზრდილებში, ცინკოს მიღება შეიძლება ჭამის წინ, შემდეგ ან ჭამის დროს, კოვზის ან პიპეტის გამოყენებით.
  • თუ სხვა რამ არ იქნება რეკომენდებული ექიმის მიერ, გამოიყენება შემდეგი დოზები:

ასაკი

ელემენტური თუთია (მგ)

ამტანი დოზა (მგ)

დოზა

6-12 თვე

3

5

1.5 მლ პიპეტით

1-3 წელი

3

7

2 მლ პიპეტით

4-8 წელი

5

12

4 მლ პიპეტით

9-13 წელი

8

20

6 მლ პიპეტით

14-18 წელი

10

30

10 მლ პიპეტით ან 2 კოვზი

>19 წლის მოზარდები

10

40

13 მლ პიპეტით

 

მიღების გზა და წესი:

  • ცინკო მიიღება მხოლოდ პერორალური გზით.
  • სიროფი მიიღება საზომი კოვზის ან პიპეტის გამოყენებით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

გამოიყენება ბავშვებში, როგორც მითითებულია ზემოთ.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ცინკოს უსაფრთხოება და ეფექტიანობა ხანდაზმულებში შესწავლილი არ არის.

გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობებისას

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

ცინკოს უსაფრთხოება და ეფექტიანობა თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პირებში შესწავლილი არ არის.

თირკმლის უკმარისობის მქონე სუბიექტებში ორგანიზმში თუთიის დაგროვების მომატებული რისკის გამო, თუთიის მიღებისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა.

თუ ფიქრობთ, რომ  მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ცინკო, ვიდრე უნდა მიგეღოთ:

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ცინკო, ვიდრე უნდა მიგეღოთ, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაბალი არტერიული წნევა, თავბრუსხვევა, ძილიანობა და ღებინება.

თუ დაგავიწყდათ ცინკოს მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით.

თუ შეწყვიტავთ ცინკოს მიღებას

არ შეწყვიტოთ ცინკოს მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ცინკომაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები ზოგიერთ იმ პაციენტში, რომლებიც მგრძნობიარე არიან  შემავალი სუბსტანციების მიმართ.

გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან ერთზე მეტ პაციენტში

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან ერთზე მეტ პაციენტში

იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან ერთზე მეტ პაციენტში

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში (ცალკეული შემთხვევების ჩათვლით)

ცნობილი არ არის: შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე

ცინკოს მიღება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფის მიმღებ განყოფილებას, თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ მითითებული სერიოზული გვერდითი ეფექტი:

  • მომატებული მგრძნობელობის რეაქცია (სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება, ხელების/ტერფების, სახის/ტუჩების  შეშუპება, გამონაყარი, გონების დაკარგვა, სხვ.).

ეს ყველა ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტია. თუ შენიშნავთ რომელიმე აღნიშნულ სერიოზულ გვერდით ეფექტს, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ მძიმე ალერგია ცინკოზე და შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობა და ჰოსპიტალიზაცია. აღნიშნული მძიმე გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვითარდება.

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ რეაქციას, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას:

  • დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია), არარეგულარული გულისცემა (არითმიები).

ყველა ეს გვერდითი ეფექტი არის ძალიან სერიოზული. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობა. ეს ძალიან მძიმე გვერდითი ეფექტები ვითარდება ძალიან იშვიათად.

უთხარით თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ რეაქციას:

  • ღებინება
  • ცვლილებები სისხლის ანალიზის პარამეტრებში (ნეიტროპენია, ლეიკოპენია, ანემია)
  • გულისრევა
  • მუცლის ტკივილი
  • დისპეფსია
  • თავის ტკივილი
  • ნერვოზულობა
  • პარესთეზია, ძილიანობა
  • კუჭის მგრძნობელობა
  • კუჭის ლორწოვანი გარსის ანტება (გასტრიტი)
  • თავბრუსხვევა
  • დიარეა

ეს ეფექტები ცინკოს მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

გვერდითი ეფექტები გადის დოზის შემცირებისას და თერაპიის შეწყვეტისას.

თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც მითითებული არ არის ამ დანართ ფურცელში, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

გვერდითი ეფექტების ინფორმირება

გვერდითი ეფექტების განვითარებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში. გვერდითი ეფექტების ინფორმირება ასევე შეგიძლიათ www.titck.gov.tr ვებ-გვერდზე „გვერდითი ეფექტების ინფორმირების“ ღილაკზე დაწკაპუნებით ან თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრში დარეკვით გვერდითი ეფექტების ინფორმირების ხაზზე ნომერზე 0 800 314 00 08. გევრდითი ეფექტების იფნორმირებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

5. როგორ ინახება ცინკო?

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ 250C-მდე ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადაში.

ცინკო არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ცინკო, თუ შენიშნავთ დაზიანებას პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე.

 

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

Berko Ilaç ve Kimya San. A.Ş.

იენიშეჰირ მაჰ. ოზგურ სოკ. #16-18 ატაშეჰირი/სტამბული

+90 0216 456 65 70 

+90 212 456 65 79

[email protected]

 

მწარმოებელი

Berko Ilaç ve Kimya San. A.Ş.

ადილ მაჰ. ბეიკოზ კად. იორუკლერ სოკ. #2 სულთანბეილი/სტამბული

0 216 592 33 00 (ტელეფონი)

0 216 592 00 62 (ფაქსი)

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (42 აფთიაქი)

რეგიონი (56 აფთიაქი)