ჰიმოლიტ დუო #20ტ
გააზიარე:
ჰიმოლიტდუო
Hymolit Duo
საერთაშორისოდასახელება (აქტიურინივთიერება): ტრიპსინი, ქიმოტრიპსინი (trypsin, chymotrypsin).
კლინიკურ-ფარმაკოლოგიურიჯგუფი: ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები.
შემადგენლობა
თითეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ფერმენტული აქტივობის 100000 Armour ერთეულს. გასუფთავებული კონცენტრატი, რომლის აქტივობა განისზღვრება ტრიფსინის და ქიმოტრიფსინის სპეციფიკური აქტივობის შეფარდებით ექვსი ერთთან.
საღებავი: Ponceau 4R ყვითელი FCF.
ათქ კოდი: M09AB52.
ფარმაკოლოგიურიმოქმედება
ჰიმოლიტ დუო მოქმედებს ანთების ექსუდაციურ ფაზაზე და პრეპარატში შემავალი ორი ფერმენტის მოქმედებით შლის პეპტიდურ კავშირებს ანთების კერაში. ეს ფერმენტები შთაინთქმება ფერმენტთა მოცირკულირე ინჰიბიტორების მიერ, რომელთა დონე გაზრდილია ტრავმის და სხვადასხვა ანთებითი პროცესების შედეგად. ჰიმოლიტ დუო ადრეულ სტადიაზე ამცირებს შეშუპებას და გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
ჩვენებები:
– ანთებითი შეშუპება;
– ქირურგიაში პოსტოპერაციული შეშუპების დროს;
– აღდგენითი პროცესების გასაუმჯობესებლად საკეისრო კვეთის ეპიზიოტომიისა და ჰისტერექტომიის დროს;
– დისკის თიაქარი, იშიაზი, რადიკულიტი;
– ჰემატომა: ( ჰემატომების მკურნალობა და პროფილაქტიკა);
– ტრავმატოლოგიაში დაჭიმულობისა და მოტეხილობის დროს, კუნთებისა და მყესების დაზიანებისა და პოსტტრავმული შეშუპებებისას;
– გინეკოლოგიაში: მენჯის ანთებითი დაავადებები, პერინატალური შეშუპება, მასტიტები;
– ჰიმოლიტ დუო აუმჯობესებს ანტიბიოტიკების ბიოშეღწევადობას ანთებით ქსოვილებში, განსაკუთრებით სასუნთქი სისტემის ორგანოებში;
– ჰიმოლიტ დუო წარმატებით გამოიყენება ოფთალმოლოგიაში, პულმონოლოგიაში, ოტორინოლარინგოლოგიასა და სტომატოლოგიაში.
მიღების წესი
1 ტაბლეტი 4 -ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
გასტრორეზისტენტული გარსის შენარჩუნების მიზნით, ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს და არ უნდა დაიღეჭოს,.
უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტის მიმართ;
• ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადებები;
• სისხლის შედედების მაჩვენებელის დროს;
• ჰემორაგიული დიათეზი.
გვერდითი მოვლენები
• ზოგჯერ აღინიშნება ალერგიული რეაქციები;
• ძალიან იშვიათად კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება;
• დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გამოწვეული გვერდითი ეფექტები ნაკლებად
სავარაუდოა.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
• რკინის შემცველ მედიკამენტებთან ერთდროული მიღებისას შეიძლება მოხდეს რკინის რაოდენობების შემცველობის შემცირება შეწოვის დროს.
უსაფრთხოების ზომები
სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში
გამოშვების ფორმა
ჰიმოლიტ დუო 100000 AU ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №20.
შემოგარსული ტაბლეტები, ორი ბლისტერი, თითო ბლისტერში 10 ცალი.
განსაკუთრებული მითითებები
შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ და მზის სხივებისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
SYNOKEM PHARMACEUTICALS LIMITED, ინდოეთი.