სტრესნოლი #15კაფს

სტრესნოლი #15კაფს

18.99 ლარი 16.14 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: ლატვია
მწარმოებელი: სოლეფარმი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლ-ტრიპტოფანი+მგ.ოქსიდი+სვია+ვალერიანი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 79769
გააზიარე:

სტ რ ესნოლი

ბუნებრივი კომპონენტებისსგან შემდგარი დამამშვიდებელი საშუალება, რომელიც უზრუველყოფს ნერვულ სისტემის გაძლიერებას, შრომისუნარიანობის, გუნება-განწყობილობის ამაღლებას და მშვიდ ძილს.

შემადგენლობა :

L- ტრიფტოფანი -100 მგ

მაგნიუმის ოქსიდი - 150 მგ

სვიის მშრალი ექსტრაქტი - 30 მგ

კაკაოს მშრალი ექსტრაქი - 50მგ

ვალერიანის მშრალი ექსტრაქტი - 60 მგ

L- ტრიფტოფანი ადამიანის ტვინისთვის აუცილებელი ამინომჟავაა, რომელიც წარმოადგენს ნეირომედიატორს გუნება-განწყობილების ასამაღლებლად. არეგულირებს ნერვული სისტემის წონასწორობას, ფიზიკურ სტაბილურობას, ხასიათს და ძილს.

მაგნიუმის ოქსიდი - ასტიმულირებს ნერვული უჯრედის მემბრანას, ორგანიზმს ეხმარება Cu, Na, K იონების წონასწორობის შენარჩუნებაში. ადუნებს გლუვ მუსკულატურას, ხსნის ტკივილის შეგრძნებას და სპაზმს, არეგულულირებს არტერიულ წნევას.

სვია უძველესი ხალხური სამკურნალო საშუალებაა. სვიის გირჩების ექსტრაქტი შეიცავს: ლუპულინს, ქოლინს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, ლეიკოციანიდინს, კუმარინებს, B1, B3, B6, PP ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს.

სვიას ახასიათებს ნეიროტროპული მოქმედება. ყველაზე აქტიურად იგი გამოყენება, როგორც დამამშვიდებელი და საძილე საშუალება.

კაკაოს ექსტრაქტი - აუჯობესებს გუნება -განწყობილებას.მასში შემავალი აქტიური ნივთიერება, თეობრომინი,აფართოებს სისხლძარღვებს, ამარაგებს ორგანიზმს ჟანგბადით და უზრუნველყოფს მდგრადობას სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ.

ვალერიანის ექსტრაქტი - გამოიყენება თავის ტკივილის პრეკლიმაქტერული და კლიმაქტერული პერიოდის დარღვევის დროს.

მიღების წესი და დოზირება :

1 კაფსულა დღეში ერთხელ

გვერდითი მოქმედება
პრეპარატი კარგად გადაიტანება, პრეპარატის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ ვლინდება.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები :

მიიღება 12 წლიდან

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში საკვების ამ ბიოლოგიურად აქტიური დანამატის გამოყენების საკითხის განხილვა უნდა მოხდეს თქვენს ექიმთან.

დოზას არ გადააჭარბოთ.

ვარგისიანობის ვადა და შენახვა
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა
შეფუთვაში 15 კაფსულა.
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა უცერეპტოდ!
მწარმოებელი
SOLEPHARMA . ლატვია