ტუსიფენი 125მლ სიროფი(ბეიბი)
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ხველებისსაწინააღმდეგო პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ტუსიფენი
გაცემის ფორმა: I ჯგუფი სპეც-რეცეპტული
კოდი: 7960
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ტუსიფენი
Tussiphen
Tussiphen
წამლის ფორმა
სიროფი
შემცველობა
შემცველობა სიროფის 5 მლ-ში (მგ)
აქტიური ნივთიერებები
ამიდოფენი (ამინოფენაზონი) 30 მგ
ეფედრინის ჰიდროქლორიდი 9 მგ
ნატრიუმის ბენზოატი 90 მგ
ნატრიუმის ბრომიდი 90 მგ
ალთეს თხევადი ექსტრაქტი 120 მგ
თიმიანის თხევადი ექსტრაქტი 120 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
საქარინი, შაქარი, ეთილის სპირტი 96%, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველის საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი.
ჩვენებები
გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებათა რიგის კომპლექსურ თერაპიაში, რომლებიც მიმდინარეობს ხველით და ნახველის არაეფექტური გამოყოფით:
• ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები;
• მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი;
• ბრონქოპნევმონიები, ბრონქოექტაზიები.
წარმატებით გამოიყენება ზოგიერთი ზოგადი ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც აზიანებს სასუნთქ გზებს (გრიპი, ყივანახველა, წითელა და ა.შ.).
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ზოგიერთი კომპონენტის მიმართ.
გაფრთხილება
თერაპიულზე მაღალი დოზების მიღებისას პრეპარატის შემცველობაში შემავალმა ეფედრინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის შემცველობისა და სისხლის წნევის მომატება. პრეპარატის ხანგრძლივად მიღება არ შეიძლება.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი განკუთვნილია ბავშვებისათვის, რის გამოც ორსულებისათვის მითითებები არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრეპარატის მიღება შეიძლება ერთდროულად ტკივილგამაყუჩებლებთან, ანტიპირეტიკებთან და ანტიბიოტიკებთან. არ შეიძლება ერთდროულად გამოყენება მეთამიზოლთან, ვინაიდან პრეპარატები ერთიდაიგივე ჯგუფს განეკუთვნება და მათ კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციების გაძლიერება, კერძოდ აგრანულოციტოზი.
ჭარბი დოზა
ეფედრინის ჭარბი დოზის გამოვლინებებია: აგზნებადობა, ტრემორი, უძილობა, უმადობა, სისხლის წნევის მომატება, მიდრიაზი, სისხლში შაქრის დონის მომატება.
ნატრიუმის ბრომიდის ჭარბი დოზის სიმპტომებია: აპათია, დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, კონიუნქტივიტი, ბრომისმიერი ფერიმჭამელები.
ეფედრინის ჭარბი დოზირების გამოვლინებების მკურნალობა სიმპტომატურია – კუჭის ამორეცხვა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების შენარჩუნება; პარკუჭზედა და პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მოსახსნელად შეჰყავთ ბეტა-ბლოკატორები, ჰიპერტენზიის მოსახსნელად – ნატრიუმის ნიტროპრუსიდი; კრუნჩხვების კუპირება ხდება დიაზეპამის შეყვანით. ბრომიზმის შემთხვევაში შეჰყავთ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი და დიურეზულები ბრომის იონების გამოყოფის დასაჩქარებლად. აგზნებადობის მოხსნა ხდება ბარბიტურატების გამოყენებით.
გამოყენების წესი და დოზები
3-5 წლის ბავშვებში – 1-2 ჩ.კ. (5-10 მლ) 3-5-ჯერ დღეში.
უფროსი ასაკის ბავშვებში 2 ჩ.კ. (10 მლ) 3-5-ჯერ დღეში.
სიროფი მიიღება ჭამამდე ერთი საათით ადრე.
არასასურველი რეაქციები
ექიმის მიერ რეკომენდებული დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის დაცვისას, პრეპარატი ძალიან კარგი ამტანობით ხასიათდება. ამის მიუხედავად გასათვალისწინებელია გვერდითი რეაქციების გამოვლინების შესაძლებლობა. ამინოფენაზონის შემცველობის გამო შესაძლებელია კანზე გამონაყარის, ჭინჭრის ციების გამოვლინება.
ცნს-ს მხრივ: დაღლილობა, მოთენთილობა, თავის ტკივილი.
საკვებგადამამუშავებელი სისტემის მხრივ: ღებინება, გულისრევა.
ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლებელია აგრანულოციტოზის განვითარება.
პრეპარატის შემცველობაში ეფედრინის არსებობის გამო, თერაპიულზე ბევრად მაღალი დოზების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს აგზნებულობა, ტრემორი, უძილობა, უმადობა, სისხლის წნევის მომატება.
ნატრიუმის ბრომიდის შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს აპათია, დეპრესია, დაღლილობა.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
125 მლ პრეპარატი მუქი შუშის ფლაკონებში, დახუფული ალუმინის თავსახურით ან “პილფერპრუფ” ტიპის პოლიეთილენის თავსახურით, ან მუქი შუშის პოლიეთილენტერეფტალატის (პეტ) ფლაკონებში, დახუფული “პილფერპრუფ” ტიპის პოლიეთილენის თავსახურით. თითოეული ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ºC.
ვარგისიანობის ვადა
სამი წელი გამოშვების მომენტიდან.
გაცემის წესი
ურეცეპტოდ.
მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი
სს სოფარმა, ბულგარეთი, 1220 სოფია, ილიენსკოე შოსეს ქ. 16.
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით