პლატიფილინი ჰ/ტ 0.2% 1მლ #10ა
გააზიარე:
პლატიფილინის ჰიდროტარტრატი
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და და ქიმიური დასახელება: Platyphylline hydrotartrate, (1ა)-1,2-
დიჰიდრო-12-ჰიდროქსი-სენეციონან-11,16-დიონ ჰიდროტარტრატი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო სითხე;
შემადგენლობა:
1 მლ პრეპარატი შეიცავს პლატიფილინის ჰიდროტარტრატს (100% ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) 2,0მგ-ს;
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სინთეზური სპაზმოლიზური და ანტიქოლინერგული საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა: პლატიფილინის ჰიდროტარტრატი აბლოკირებს ეფექტური ორგანოების ქოლინორეაქტიულ სისტემებს. პერიფერიულ ქოლინორეაქტიულ სისტემებზე ზემოქმედებით იგი ატროპინის მსგავსია, მაგრამ ნაკლებად ტოქსიკურია და ხასიათდება კარგი ამტანობით. პრეპარატის ქოლინომაბლოკირებელი მოქმედება უმეტესად ვლინდება ნერვული სისტემის პარასიმპათიკური ნაწილის მომატებული ტონუსის ფონზე ან მ-ქოლინოსტიმულატორების მოქმედებით. ატროპინთან შედარებით, უფრო ნაკლებად იწვევს ტაქიკარდიას, განსაკუთრებით მაღალ დოზებში მისი გამოყენებისას. ცთომილ ნერვზე ზემოქმედების შემცირებით, აუმჯობესებს გულის გამტარებლობას, აძლიერებს მიოკარდის აგზნებადობას, ზრდის გულის წუთმოცულობას. ხასიათდება და პირდაპირი მიოტროპული სპაზმოლიზური მოქმედებით, იწვევს კანის წვრილი სისხლძარღვების გაფართოვებას. მაღალ დოზებში თრგუნავს სისხლძარღვთა მამოძრავებელ ცენტრს და იწვევს სიმპათიკური განგლიების ბლოკადას, რის გამოც მისი ვენაში შეყვანის დროს ფართოვდება სისხლძარღვები და მცირდება არტერიული წნევა. ატროპინზე უფრო სუსტად თრგუნავს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციას; იწვევს გლუვი კუნთების, კუჭის ამპლიტუდისა და მისი პერისტალტიკური შეკუმშვების სიხშირის, 12-გოჯა ნაწლავის, წვრილი და მსხვილი ნაწლავების ტონუსის მკვეთრად დაქვეითებას, ნაღვლის ბუშტის ტონუსის ზომიერად დაქვეითებას (სანაღვლე გზების ჰიპერკინეზიით შეპყრობილ პირებში); ჰიპოკინეზიის დროს ნაღვლის ბუშტის ტონუსი იზრდება მის ნორმალურ მნიშვნელობამდე. იწვევს საშვილოსნოს, შარდის ბუშტის და საშარდე გზების გლუვი კუნთების მოდუნებას; სპაზმოლიზური მოქმედებით ხსნის ტკივილის სინდრომს. იწვევს ცთომილი ნერვის მომატებული ტონუსით ან ქოლინომასტიმულირებელი საშუალებებით გამოწვეულ ბრონქების გლუვი კუნთების მოდუნებას; ზრდის სუნთქვის მოცულობას, თრგუნავს ბრონქული ჯირკვლებით გამოწვეულ სეკრეციას.
ფარმაკოკინეტიკა: მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. გამოიყოფა ნაღველთან და შარდთან ერთად.
გამოყენების ჩვენებები: ბრონქული ასთმა (ბრონქო და ლარინგოსპაზმის პროფილაქტიკა), ცერებრული არტერიების სპაზმი; ანგიოტროფონევროზი; არტერიული ჰიპერტენზია; სტენოკარდია (კომბინირებული მკურნალობის შემადგენლობაში); მწვავე ტკივილი არაწყლულოვანი დისპეფსიის და ქრონიკული გასტრიტის დროს; პილოროსპაზმი; ქოლელითიაზი; ღვიძლის, თირკმელების და ნაწლავების ჭვალი.
დოზირება და მიღების წესი: პლატიფილინის ჰიდროტარტრატი ინიშნება კანქვეშ შესაყვანად.
არაწყლულოვანი დისპეფსიის და ქრონიკული გასტრიტის დროს ჭვალის და მწვავე ტკივილების კუპირების მიზნით, ბრონქული ასთმის გახანგრძლივებული შეტევის, ცერებრული და პერიფერიული ანგიოსპაზმების დროს მოზრდილებში კანქვეშ შეყავთ 1-2მლ 0,2% ხსნარი, 1-2-ჯერ დღეღამეში.
მკურნალობის კურსი-10-15-20 დღე.
უმაღლესი დოზები მოზრდილებში კანქვეშ: ერთჯერადი-0,01გ, სადღეღამისო-0,03გ.
გვერდითი მოვლენები: პირის სიმშრალე, წყურვილის შეგრძნება, გულის ფრიალი, არტერიული წნევის დაქვეითება, მიდრიაზი (აკომოდაციის დარღვევა დამბლით დამთავრებული), ნაწლავების ატონია, ც.ნ.ს-ის აგზნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ფოტოფობია, კრუნჩხვები, შარდვის გაძნელება.
წინააღმდეგჩვენება: პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, კახექსია, მკვეთრად გამოხატული ათეროსკლეროზი, გულის უკმარისობა II და III ხარისხის, არითმიები, ტაქიკარდია, წინამდენარე ჯირკვლის ადენომა, ღვიძლის დაან თირკმელების ფუნქციის უკმარისობა, პილოროდუოდენური სტენოზი, დიაფრაგმის თიაქარი რეფლუქს-ეზოფაგიტთან ერთად, დამბლით გამოწვეული ილეუსი, ნაწლავების ატონია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენები, მეგალოკონი, წყლულოვანი კოლიტით გართულებული, გარდატეხის პერიოდი, 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების დროს აღინიშნება პრეპარატის გვერდითი ეფექტების გაძლიერება (გულის ფრიალი, არტერიული წნევის დაქვეითება, მიდრიაზი, კრუნჩხვები, შარდვის გაძნელება).
მკურნალობა: ვენაში ყოველ 5წთ-ში შეყავთ ფიზოსტიგმინის სალიცილატი ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში, პროზერინი. ჰიპოტენზიის დროს ფიზოსტიგმინი წინააღმდეგნაჩვენებია. ინიშნება პრედნიზოლონი. ფორსირებული დიურეზი და სისხლის გატუტიანება, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია. სახიფათო ტაქიკარდიის დროს-ქინიდინის სულფატი, ანაპრილინი. ოქსიგენოთერაპია.
გამოყენების თავისებურებები: სიფრთხილით იყენებენ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
აუცილებელია თავის შეკავება პოტენციურად საშიში ქმედებისაგან, რომელიც მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: აძლიერებს ფენობარბიტალის, ეტამინალ ნატრიუმის, მაგნიუმის სულფატის სედატიურ და საძილე მოქმედებას. სხვა მ-ქოლინობლოკატორები, ამანტადინი, ჰალოპერიდოლი, ფენოთიაზინი, მაო-ს ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატები აძლიერებენ გვერდითი რეაქციების განვითარების რისკს.
ანტიქოლინესთერაზულ პრეპარატებთან ერთად პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის. მორფინი აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე პრეპარატის დამთრგუნველ მოქმედებას, მაო-ს ინჰიბიტორები ზრდიან დადებით ქრონო- და ბათმოტროპულ ეფექტს; საგულე გლიკოზიდები_დადებით ბათმოტროპულ მოქმედებას; ქინიდინი, ნოვოკაინამიდი-ქოლინომაბლოკირებელ მოქმედებას. გლუვი კუნთების სპაზმით გამოწვეული ტკივილების დროს პრეპარატის მოქმედებას აძლიერებენ ანალგეზიური, სედატიური საშუალებები, ტრანკვილიზატორები; სისხლძარღვების სპაზმის დროს-ჰიპოტენზიური და სედატიური საშუალებები.
შენახვის პირობები და ვადები: ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს +25°C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა-5 წელი.
გაცემის წესი: რეცეპტით
შეფუთვა: 0,2% საინექციო ხსნარი , 1მლ ამპულებში N10.
მწარმოებელი და მისი მისამართი:
შ.პ.ს “ფარმაცევტული კომპანია” “ზდოროვიე”
უკრაინა, 61013, ქ. ხარკოვი, შევჩენკოს ქ. 22