კლავოტონი 1გ #14ტ
გააზიარე:
პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება
1.სამკურნალწამლო პრეპარატის დასახელება
კლავოტონი 1 გ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
2.თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
კლავოტონი 1 გ ყოველი ტაბლეტი შეიცავს 875 მგ ამოქსიცილინის ფუძის ექვივალენტ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს კლავოტონ და 125 მგ კლავულანის მჟავის ექვივალენტ კალიუმის კლავულანატს.
შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ სექციაში 6.1.
3. სამკურნალწამლო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
თეთრი. გამობურცული, ქუდის ფორმის,
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
4. კლინიკური მახასიათებლები
4.1 გამოყენების ჩვენებები
კლავოტონი ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში (იხილეთ სექციები 4.2, 4.4 და 5.1):
• მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (დიაგნოზი დასმული სათანადო წესით)
• შუა ყურის მწვავე ოტიტი
• ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გამწვავება (დიაგნოზი დასმულია სათანადო წესით)
• არაჰოსპიტალური პნევმონია
• ცისტიტი
• პიელონეფრიტი
• კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები, კერძოდ, ცელულიტი, ცხოველთა ნაკბენები, მძიმე დენტალური აბსცესი გავრცელებული ცელულიტით.
• ძვლებისა და სახსრების ინფექციები, განსაკუთრებით ოსტეომიელიტი.
ყურადღება უნდა მიექცეს ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების ოფიციალურ ინსტრუქციას.
4.2 დოზირების რეჟიმი და შეყვანის მეთოდი
დოზირების რეჟიმი
წინამდებარე ინსტრუქციაში დოზები მოცემულია ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის შემცველობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოზები მოყვანილია ცალკეული კომპონენტების მიხედვით.
ცალკეული ინფექციის სამკურნალოდ კლავოტონის დოზის შერჩევისას უნდა იყოს გათვალისწინებული შემდეგი:
• მოსალოდნელი პათოგენები და მათი სავარაუდო მგრძნობელობა ანტიბაქტერიულ საშუალებებზე (იხილეთ სექცია 4.4)
• ინფექციის სიმძიმე და ადგილი
• პაციენტის ასაკი, წონა და თირკმლის ფუნქცია, როგორც აღწერილია ქვემოთ.
კლავოტონის ალტერნატიული გამოშვების ფორმების გამოყენება (მაგ. რომლებიც შეიცავენ ამოქსიცილინის უფრო მაღალ დოზებს ან/და ამოქსიცილინის კლავულანის მჟავასთან განსხვავებულ ფარდობებს) უნდა იყოს გათვალისწინებული, საჭიროების შემთხვევაში (იხილეთ სექციები 4.4 და 5.1).
მოზრდილებისთვის და ბავშვების სხეულის წონით 40 კგ, კლავოტონის ეს ფორმა უზრუნველყოფს ამოქსიცილინის 1750 მგ/კლავულანის მჟავის 250 მგ ჯამურ დღიურ დოზას ორჯერ დღეში მიღებით და ამოქსიცილინის 2625 მგ/კლავულანის მჟავის 375 მგ ჯამურ დღიურ დოზას სამჯერ დღეში მიღებით, როცა მიცემულია, როგორც რეკომენდებულია ქვემოთ. ბავშვებისთვის სხეულის წონით < 40 კგ, კლავოტონი 1 გ ს ეს ფორმა უზრუნველყოფს მაქსიმალურ დღიურ დოზას 1000-2800 მგ ამოქსიცილინი/143-400 მგ კლავულანის მჟავა, როცა მიღებულია, როგორც რეკომენდებულია ქვემოთ. თუ ჩაითვალა, რომ აუცილებელია ამოქსიცილინის უფრო მაღალი დოზა, რემომენდებულია, რომ კლავოტონის სხვა პრეპარატი უნდა იქნას შერჩეული, რათა თავიდან იქნას აცილებული კლავლუანის მჟავის საჭიროზე მაღალი დოზების მიღება (იხ. სექციები 4.4 და 5.1).
თერაპიის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს პაციენტის პასუხის საფუძველზე. ზოგიერთი ინფექცია (მაგალითად, ოსტეომიელიტი) საჭიროებს მკურნალობის უფრო ხანგრძლივ პერიოდს. მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 14 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, განხილვის გარეშე (იხილეთ სექცია 4.4. გახანგრძლივებულ თერაპიასთან მიმართებაში).
მოზრდილები და ბავშვები სხეულის წონით 40 კგ
რეკომენდებული დოზები:
• სტანდარტული დოზა:(ყველა ჩვენებისათვის) 875 მგ / 125 მგ ორჯერ დღეში;
• უფრო მაღალი დოზა - (განსაკუთრებით ინფექციებისათვის, როგორიცაა შუა ყურის ანთება, სინუსიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები და საშარდე გზების ინფექციები):875 მგ / 125 მგ სამჯერ დღეში.
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვები სხეულის წონით
ბავშვები შეიძლება იყვნენ ნამკურნალები კლავოტონის ტაბლეტებით ან სუსპენზიებით.
რეკომენდებული დოზები:
• 25 მგ/3.6 მგ/კგ/დღეში - 45 მგ/6.4 მგ/კგ/დღეში, ორად გაყოფილ დოზად;
• 70 მგ/10 მგ/კგ/დღეში დოზამდე, ორად გაყოფილ დოზად, შეიძლება გათვალისწინებული იყოს ზოგიერთ ინფექციისთვის (როგორიცაა შუა ყურის ანთება, სინუსიტი და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები).
გამომდინარე იქიდან, რომ ტაბლეტების გაყოფა ვერ ხდება, 25 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე ბავშვები არ უნდა იქნან ნამკურნალები კლავოტონის ტაბლეტებით.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია მიღებული დოზა (მგ/კგ სხეულის წონაზე) ბავშვებში, რომლებიც იწონიან 25 კგ-დან 40 კგ-მდე ერთჯერადად 875/125 მგ ტაბლეტის მიღებისას.
|
სხეულის წონა [კგ] |
40 |
35 |
30 |
25 |
რეკომენდებული ერთჯერადი დოზა [მგ/კგსხეულის წონის] (იხ. ზემოთ) |
|
ამოქსიცილინი [მგ/კგ სხეულის წონის] ერთჯერად დოზაზე (1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები) |
21.9 |
25.0 |
29.2 |
35.0 |
12.5-22.5 (35-მდე) |
|
კლაბულანის მჟავა [მგ/კგ სხეულის წონის] ერთჯერად დოზაზე (1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები) |
3.1 |
3.6 |
4.2 |
5.0 |
1.8-3.2 (5-მდე) |
25 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე ბავშვებს სასურველია უმკურნალონ კლავოტონის სუსპენზიით.
კლინიკური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავის 7:1 ფორმებისთვის, დოზებისთვის, რომლებიც აღემატება 45 მგ/6.4 მგ კგ-ზე დღეში 2 წლამდე ბავშვებში.
არ არსებობს კლინიკური მონაცემები ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავის7: 1 ფორმებისთვის 2 თვემდე ასაკის პაციენტებისთვის.მაშასადამე, ამ პოპულაციაში დოზირების რეკომენდაციების გაკეთება შეუძლებელია.
ხანდაზმული პაციენტები
არ არის საჭირო დოზის კორექტირება.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
დოზის კორექტირება არ არის საჭირო პაციენტებში, რომელთაც აქვთ კრეატინინის კლირენსი (CrCl) მეტი, ვიდრე 30 მლ/წთ.
პაციენტებში, რომელთაც აქვთ კრეატინინის კლირენსი ნაკლები, ვიდრე 30 მლ/წთ, კლავოტონის ფორმების გამოყენება, რომლებშიც ამოქსიცილინის კლავულანის მჟავასთან თანაფარდობა არის 7:1, არ არის რეკომენდებული, რადგან არ არის ხელმისაწვდომი დოზის კორექტირების რეკომენდაციები.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
მიღებული უნდა იყოს სიფრთხილით და უნდა იყოს განხორციელებული ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი რეგულარული ინტერვალებით (იხილეთ სექციები 4.3 და 4.4).
გამოყენების მეთოდი
განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.
პრეპარატი უნდა იყოს მიღებული საკვების მიღების დასაწყისში, რათა მინიმუმამდე დაყვანილი იყოს კუჭ-ნაწლავის პოტენციური აუტანლობა და ოპტიმიზირებული იყოს ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის შეწოვა.
თერაპია შეიძლება დაწყებული იყოს პარენტერალურად IV ფორმის SmPC-ს მიხედვით და გაგრძელებული იყოს, როგორც პერორალური ფორმა.
4.3 უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, პენიცილინის ჯგუფის რომელიმე პრეპარატის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია 6.1 სექციაში.
- მძიმე დაუყოვნებლივი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის ისტორია (მაგ. ანაფილაქსია) სხვა ბეტა-ლაქტამურ პრეპარატზე (მაგ. ცეფალოსპორინი, კარბაპენემი ან მონობაქტამი).
- ამოქსიცილინით/კლავულანის მჟავით გამოწვეული სიყვითლის/ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ისტორია (იხილეთ სექცია 4.8).
4.4 განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
ამოქსიცილინით/კლავულანის მჟავით თერაპიის დაწყებამდე, ყურადღებით უნდა იყოს გამოკვლეული პენიცილინებზე, ცეფალოსპორინებზე ან სხვა ბეტა-ლაქტამურ პრეპარატებზე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ისტორიის არსებობა (იხილეთ სექციები 4.3 და 4.8).
სერიოზული და ხანდახან ლეტალური ჰიპერმგრძნობელობის (მათ შორის ანაფილაქტოიდური და მძიმე კანის არასასურველი რეაქციები) რეაქციები მოხსენებული იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პენიცილინის თერაპიას.ეს რეაქციები უფრო დიდი ალბათობით ვითარდება პენიცილინზე ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში და ალერგიულ პირებში. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის თერაპია უნდა იყოს შეწყვეტილი და დაწყებული იყოს სათანადო ალტერნატიული თერაპია.
თუ დადასტურებულია, რომ ინფექცია გამოწვეულია ამოქსიცილინზე მგრძნობიარე ორგანიზმით(ებით), უნდა იყოს გათვალისწინებული ამოქსიცილინით/კლავულანის მჟავით მკურნალობიდან გადასვლა ამოქსიცილინზე, ოფიციალური ინსტრუქციის შესაბამისად.
ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავისეს ფორმა არ არის გამოსადეგი გამოსაყენებლად, როდესაც არის მაღალი რისკი, რომ სავარაუდო პათოგენებს აქვთ რეზისტენტობა ბეტა-ლაქტამურ პრეპარატებზე, რომელიც არ არის განპირობებული ბეტა-ლაქტამაზებით, რომლებიც ექვემდებარება ინჰიბირებას კლავულანის მჟავით.ეს ფორმა არ უნდა იყოს გამოყენებული პენიცილინზე რეზისტენტული პნევმონიის სტრეპტოკოკის სამკურნალოდ.
კრუნჩხვები შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაღალ დოზებს (იხილეთ 4.8).
ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა არ უნდა იყოს გამოყენებული, თუ ეჭვობენ ინფექციურ მონონუკლეოზს, რადგან წითელის მსგავსი გამონაყარის განვითარება დაკავშირებულია ამ მდგომარეობასთან ამოქსიცილინის გამოყენების შემდეგ.
ალოპურინოლის თანმხლებმა გამოყენებამ ამოქსიცილინით მკურნალობის დროს შეიძლება გაზარდოს ალერგიული კანის რეაქციების ალბათობა.
ხანდახან, გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა.
ჩირქოვანი ციებ-ცხელების გენერალიზებული ერითემის განვითარება მკურნალობის დასაწყისში შეიძლება წარმოადგენდეს მწვავე გენერალიზებული ეკზანტემატოზური პუსტულოზის სიმპტომს (AGEP) (იხილეთ სექცია 4.8).ეს რეაქცია საჭიროებს ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავის შეწყვეტას და წარმოადგენს ამოქსიცილინის ნებისმიერი შემდგომი გამოყენების უკუჩვენებას.
ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები (იხილეთ სექციები 4.2, 4.3 და 4.8).
ღვიძლისმიერი მოვლენები მოხსენებული იყო უპირატესად მამაკაცებში და ხანდაზმულ პაციენტებში და შეიძლება დაკავშირებული იყოს გახანგრძლივებულ მკურნალობასთან. ეს მოვლენები ძალიან იშვიათად მოხსენებული იყო ბავშვებში. ჩვეულებრივ, ყველა პოპულაციაში, ნიშნები და სიმპტომები ვითარდება მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ სწრაფადვე, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება არც გამოვლინდეს, სანამ არ გავა რამდენიმე კვირა მკურნალობის შემდეგ. ეს მოვლენები, ჩვეულებრივ, შექცევადია. ღვიძლისმიერი მოვლენები შეიძლება იყოს მძიმე და ძალიან იშვიათად, მოხსენებულ იქნას სიკვდილის შემთხვევები. ეს მოვლენები თითქმის ყოველთვის ვითარდებოდა სერიოზული ფონური დაავადების მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თანმხლებ მედიკამენტებს, რომელთაც აქვთ ღვიძლზე ზემოქმედების ცნობილი პოტენციალი (იხილეთ სექცია 4.8).
ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებული კოლიტი მოხსენებული იყო თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალების, მათ შორის, ამოქსიცილინის, გამოყენებისას, და მისი სიმძიმე შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან სიცოცხლისათვის საშიშამდე (იხილეთ სექცია 4.8). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ეს დიაგნოზი იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ დიარეა ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიღების დროს ან მის შემდეგ. ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებული კოლიტის განვითარების შემთხვევაში, ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავის მიღება დაუყოვნებლივ უნდა იყოს შეწყვეტილი, უნდა ჩატარდეს კონსულტაცია ექიმთან და დაიწყოს სათანადო თერაპია. ამ სიტუაციაში უკუნაჩვენებია დიარეის საწინააღმდეგო (ანტიპერისტალტიკური) საშუალებები.
გახანგრძლივებული თერაპიის დროს რეკომენდებულია ორგანოთა სისტემების ფუნქციის შეფასება, მათ შორის, თირკმლების, ღვიძლის და ჰემატოპოეტური ფუნქციის შეფასება.
პროთრომბინის დროის გახანგრძლივება იშვიათად იყო მოხსენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამოქსიცილინს /კლავულანის მჟავას. ანტიკოაგულანტების თანმხლებად დანიშვნის შემთხვევაში უნდა იყოს განხორციელებული სათანადო მონიტორინგი.პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექტირება შეიძლება საჭირო იყოს შედედების დათრგუნვის სასურველი დონის შესანარჩუნებლად (იხილეთ სექციები 4.5 და 4.8).
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, დოზა უნდა იყოს დაკორექტირებული დარღვევის ხარისხის მიხედვით (იხილეთ სექცია 4.2).
შემცირებული დიურეზის მქონე პაციენტეშბი, კრისტალურია აღნიშნული იყო ძალიან იშვიათად, უმეტესად, პარენტერალური თერაპიის დროს. ამოქსიცილინის მაღალი დოზების მიცემისას, სასურველია, შენარჩუნებული იყოს სითხეების მიღების და დიურეზის სათანადო დონე, ამოქსიცილინით გამოწვეული კრისტალურიის შესაძლებლობის შესამცირებლად. პაციენტებში შარდის ბუშტის კათეტერიზაციით უნდა იყოს განხორციელებული კათეტერის ღია მდგომარეობის რეგულარული შემოწმება (იხილეთ სექცია 4.9).
ამოქსიცილინით მკურნალობის განმავლობაში, შარდში გლუკოზის არსებობის ტესტირებისთვის უნდა იყოს გამოყენებული ფერმენტული გლუკოზის ოქსიდაციის მეთოდები, რადგან არაფერმენტული მეთოდების გამოყენებისას შეიძლება იყოს ცრუ დადებითი შედეგები.
კლავულანის მჟავის არსებობამ კლავოტონში შეიძლება გამოიწვიოს IgG და ალბუმინის არასპეციფიკური შებოჭვა ერითროციტების მემბრანებით, რაც იწვევს კუმბსის ტესტის ცრუ დადებით შედეგს.
იყო ტესტის დადებითი შედეგების მოხსენებები Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus EIA ტესტის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამოქსიცილინს/კლავულანის მჟავას, რომლებსაც, როგორც შემდგომში აღმოჩენილი იყო, არ ჰქონდათ Aspergillus ინფექცია. მოხსენებული იყო ჯვარედინი რეაქციები არა-Aspergillus პოლისაქარიდებთან და პოლიფურანოზებთან Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus EIA ტესტის გამოყენებისას. მაშასადამე, ტესტის დადებითი შედეგები პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამოქსიცილინს/კლავულანის მჟავას, უნდა იყოს ინტერპრეტირებული სიფრთხილით და დადასტურებული სხვა დიაგნოსტიკური მეთოდებით.
4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პერორალური ანტიკოაგულანტები
პერორალური ანტიკოაგულანტები და პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები ფართოდ არის გამოყენებული პრაქტიკაში ურთიერთქმედების მოხსენებების გარეშე. ამასთან, ლიტერატურაში არსებობს ნორმალიზაციის საერთაშორისო კოეფიციენტის ზრდის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აცენოკუმარინს ან ვარფარინს და დანიშნული ჰქონდათ ამოქსიცილინის კურსი. თუ საჭიროა ერთდროული გამოყენება, უნდა მოხდეს პროთრომბინის დროის ან ნორმალიზაციის საერთაშორისო კოეფიციენტის ზედმიწევნითი მონიტორინგი, ამოქსიცილინის დამატებისას ან მოხსნისას .უფრო მეტიც, შეიძლება საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექტირება (იხილეთ სექციები 4.4 და 4.8).
მეტოტრექსატი
პენიცილინებმა შეიძლება შეამცირონ მეტოტრექსატის გამოყოფა, რაც იწვევს ტოქსიკურობის პოტენციურ ზრდას.
პრობენეციდი
პრობენეციდის თანმხლები გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის თირკმლის მილაკოვან სეკრეციას. პრობენეციდის თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ამოქსიცილინის, მაგრამ არა კლავულანის მჟავას, სისხლში დონეების მომატება და გახანგრძლივება.
მიკოფენოლატ მოფეტილი
Mycophenolate mofetil -ის მიმღებ პაციენტებში, მოხსენებულ იქნა მიკოფენოლის მჟავის (MPA) აქტიური მეტაბოლიტის პრედოზის კონცენტრაციის დაახლოებით 50% შემცირება პერორალირი ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავასთან ერთად მიღების დაწყების შემდეგ. ცვლილება პრედოზის დონეში შესაძლოა ზუსტად არ ასახავდეს ცვლილებას ჯამურ MPA ექსპოზიციაში. შესაბამისად, mycophenolate mofetil-ის ცვლილება როგორც წესი არ უნდა გახდეს საჭირო, თუ არ გამოვლინდა ტრანსპლანტატის უკმარისობის კლინიკური მტკიცებულება. თუმცა უნდა განხორციელდეს მჭიდრო კლინიკური მონიტორინგი კომბინაციის დროს და მალევე ანტიობიოტიკოთერაპიის შემდეგ.
4.6 ნაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ცხოველებზე კვლევებში არ იყო აღნიშნული პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე (იხილეთ სექციები 5.3). შეზღუდული მონაცემი ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის გამოყენებაზე ორსულობის დროს ადამიანებში არ აჩვენებენ განვითარების თანდაყოლილი დეფექტების მომატებულ რისკს. ერთ-ერთ კვლევაში ქალებში სანაყოფო გარსების ვადამდელი, ნაადრევი აცლით, მოხსენებული იყო, რომ ამოქსიცილინით/კლავულანის მჟავით პროფილაქტიკური მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული იყოს მანეკროტიზირებელი ენტეროკოლიტის მომატებულ რისკთან ახალშობილებში.გამოყენება ორსულობის დროს უნდა იყოს თავიდან აცილებული, თუ არ არის ჩათვლილი აუცილებლად ექიმის მიერ.
ძუძუთი კვება
ორივე ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში (არაფერი არ არის ცნობილი კლავულანის მჟავის ეფექტებზე ჩვილზე, რომელიც ძუძუთი იკვებება).შესაბამისად, დიარეა და სოკოვანი ინფექცია ლორწოვან მემბრანებში შესაძლებელია ძუძუთი მკვებავ ჩვილში, ამიტომ, შესაძლოა, საჭირო იყოს ძუძუთი კვების შეწყვეტა. ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა უნდა იყოს გამოყენებული ძუძუთი კვების დროს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მკურნალმა ექიმმა განახორციელა სარგებლის/რისკის შეფასება.
4.7 გავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენების უნარზე
არ ჩატარებულა არც ერთი კვლევა სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენების უნარზე გავლენის შესაფასებლად. ამასთან, შესაძლოა, განვითარდეს არასასურველი მოვლენები (მაგ. ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები), რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენების უნარზე (იხილეთ სექცია 4.8).
4.8 არასასურველი მოვლენები
ყველაზე ხშირად მოხსენებული არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციები (ADR-ები) არის დიარეა, გულისრევა და ღებინება.
ADR-ები, მიღებული ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის კლინიკური კვლევებიდან და რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვებიდან, დახარისხებული MedDRA სისტემურ-ორგანული კლასით, ჩამოთვლილია ქვემოთ.
არასასურველი მოვლენების განვითარების კლასიფიკაციისთვის გამოყენებული იყო შემდეგი ტერმინოლოგია:
- ძალიან გავრცელებული (1/10)
- გავრცელებული (1/100 - <1/10)
- არ არის გავრცელებული (1/1,000 - <1/100)
- იშვიათი (1/10,000 - <1/1,000)
- ძალიან იშვიათი (<1/10,000)
|
ინფექციები და ინვაზიები |
|
|
კანის-ლორწოვანის კანდიდოზი |
გავრცელებული |
|
არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა |
უცნობი |
|
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები |
|
|
შექცევადი ლეიკოპენია (ნეიტროპენიის ჩათვლით) |
იშვიათი |
|
თრომბოციტოპენია |
იშვიათი |
|
შექცევადი აგრანულოციტოზი |
უცნობი |
|
ჰემოლიზური ანემია |
უცნობი |
|
სისხლდენის დროის და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება1 |
უცნობი |
|
იმუნური სისტემის დარღვევები10 |
|
|
ანგიონევროზული შეშუპება |
უცნობი |
|
ანაფილაქსია |
უცნობი |
|
შრატისმაგვარი სინდრომი |
უცნობი |
|
ალერგიული ვასკულიტი |
უცნობი |
|
ნერვული სისტემის დარღვევები |
|
|
თავბრუსხვევა |
არ არის გავრცელებული |
|
თავის ტკივილი |
არ არის გავრცელებული |
|
შექცევადი ჰიპერაქტიურობა |
უცნობი |
|
კრუნჩხვები2 |
უცნობი |
|
ასეპტიური მენინგიტი |
უცნობი |
|
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები |
|
|
დიარეა |
ძალიან გავრცელებული |
|
გულისრევა3 |
გავრცელებული |
|
ღებინება |
გავრცელებული |
|
საჭმლის მონელების დარღვევა |
არ არის გავრცელებული |
|
ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებული კოლიტი4 |
უცნობი |
|
შავი "თმიანი" ენა |
უცნობი |
|
ჰეპატობილიარული დაავადებები |
|
|
AST ან/და ALT მატება5 |
არ არის გავრცელებული |
|
ჰეპატიტი6 |
უცნობი |
|
ქოლესტაზური სიყვითლე6 |
უცნობი |
|
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები 7 |
|
|
გამონაყარი კანზე |
არ არის გავრცელებული |
|
ქავილი |
არ არის გავრცელებული |
|
ჭინჭრის ციება |
არ არის გავრცელებული |
|
პოლიმორფული ერითემა |
იშვიათი |
|
სტივენს-ჯონსონის სინდრომი |
უცნობი |
|
ტოქსიკოდერმალური ნეკროლიზი |
უცნობი |
|
ბულოზური ექსფოლიატური დერმატიტი |
უცნობი |
|
მწვავე გენერალიზებული ეკზანტემატოზური პუსტულოზი (AGEP)9 |
უცნობი |
|
მედიკამენტოზური გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური გამოვლინებებით (DRESS) |
უცნობი |
|
თირკმლების და საშარდე გზების მხრიდან დარღვევები |
|
|
ინტერსტიციალური ნეფრიტი |
უცნობი |
|
კრისტალურია8 |
უცნობი |
|
1 იხილეთ სექცია 4.4 2 იხილეთ სექცია 4.4 3 გულისრევა უფრო ხშირად დაკავშირებულია უფრო მაღალ პერორალურ დოზებთან. თუ აშკარა არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რეაქციები, შესაძლებელია მათი შემცირება ამოქსიცილინი/კლაბულანის მჟავის მიღებით საუზმის დასაწყისში. 4 მათ შორის, ფსევდომემბრანოზული კოლიტი და ჰემორაგიული კოლიტი (იხილეთ სექცია 4.4) 5 AST-ს ან/და ALT-ს ზომიერი მომატება აღნიშნული იყო პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბეტა-ლაქტამური კლასის ანტიბიოტიკებით, მაგრამ ამ აღმოჩენების მნიშვნელობა უცნობია. ეს მოვლენები აღნიშნული იყო სხვა პენიცილინების და ცეფალოსპორინების მიღებისას (იხილეთ სექცია 4.4). 7 თუ ვითარდება კანის ანთების ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია, მკურნალობა უნდა იყოს შეწყვეტილი (იხილეთ სექცია 4.4). 8 იხილეთ სექცია 4.9 9 იხილეთ სექცია 4.4 10 იხილეთ სექცია 4.3 და 4.4
|
|
ანგარიშგება სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ:
მნიშვნელოვანია სავარაუდო გვერდითი რეაქციების განვითარების მოხსენება სამკურნალწამლო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ. ეს იძლევა სამკურნალწამლო პრეპარატის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის სპეციალისტებმა უნდა მოახდინონ ანგარიშგება ნებისმიერი გვერდითი რეაქციის შესახებ ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით.
4.9 დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების სიმპტომები და ნიშნები
შესაძლოა, გამოხატული იყოს კუჭ-ნაწლავის სიმპტომები და წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა. აღნიშნული იყო ამოქსიცილინით გამოწვეული კრისტალურია, რომელიც, ზოგიერთ შემთხვევაში, იწვევდა თირკმლის უკმარისობას (იხილეთ სექცია 4.4).
კრუნჩხვები შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაღალ დოზებს.
მოხსენებული იყო, რომ ამოქსიცილინი ილექებოდა შარდის ბუშტის კათეტერებზე, უპირატესად, დიდი დოზების ინტრავენური შეყვანის შემდეგ. უნდა იყოს განხორციელებული კათეტერის ღია მდგომარეობის რეგულარული შემოწმება (იხილეთ სექცია 4.4).
ინტოქსიკაციის მკურნალობა
კუჭ-ნაწლავის სიმპტომების მკურნალობა შეიძლება სიმპტომატურად ჩატარდეს, წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის გათვალისწინებით. ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის ამოღება სისხლის მიმოქცევიდან შესაძლებელია ჰემოდიალიზის საშუალებით.
5.ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორები; ATC კოდი:J01CR02.
მოქმედების მექანიზმი
ამოქსიცილინი წარმოადგენს ნახევრადსინთეზურ პენიცილინს (ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი), რომელიც აინჰიბირებს ერთ ან მეტ ფერმენტს (ხშირად წოდებული, როგორც პენიცილინ-შემბოჭველი ცილები, PBP-ები) ბაქტერიული პეპტიდოგლიკანის მეტაბოლიზმის ბიოსინთეზურ გზაში, რომელიც წარმოადგენს ბაქტერიული უჯრედის კედლის ინტეგრირებულ სტრუქტურულ კომპონენტს. პეპტიდოგლიკანის სინთეზის ინჰიბირება იწვევს უჯრედის კედლის დასუსტებას, რასაც, ჩვეულებრივ, მოჰყვება უჯრედის ლიზისი და სიკვდილი.
ამოქსიცილინი ექვემდებარება დეგრადაციას ბეტა-ლაქტამაზებით, რომლებიც წარმოიქმნება რეზისტენტული ბაქტერიებით და, მაშასადამე, მარტო ამოქსიცილინის მოქმედების სპექტრი არ მოიცავს ორგანიზმებს, რომლებიც წარმოქმნიან ასეთ ფერმენტებს.
კლავულანის მჟავა წარმოადგენს ბეტა-ლაქტამს, რომელიც სტრუქტურალურად დაკავშირებულია პენიცილინებთან. ის ახდენს ზოგიერთი ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტის ინაქტივაციას და, მაშასადამე, ხელს უშლის ამოქსიცილინის ინაქტივაციას.მარტო კლავულანის მჟავა არ ახდენს კლინიკურად სასარგებლო ანტიბაქტერიულ ეფექტს.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური პარამეტრების ურთიერთკავშირი
მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციაზე მეტ კონცენტრაციაზე შენარჩუნების დრო (T>MIC) ითვლება ამოქსიცილინის ეფექტურობის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად.
რეზისტენტობის მექანიზმები
ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას რეზისტენტობის ორი ძირითადი მექანიზმია:
• ინაქტივაცია იმ ბაქტერიული ბეტა-ლაქტამაზებით, რომელთა დათრგუნვა, თავის მხრივ, არ ხდება კლავულანის მჟავის მიერ, მათ შორის, B, C და D კლასი.
• PBP-ების მონაცვლეობა, რომლებიც ამცირებენ ანტიბაქტერიული საშუალების აფინურობას სამიზნეს მიმართ.
ბაქტერიების შეუღწევადობამ ან ეფლუქსური ტუმბოს მექანიზმებმა შეიძლება გამოიწვიონ ან წვლილი შეიტანონ ბაქტერიულ რეზისტენტობაში, განსაკუთრებით, გრამ-უარყოფით ბაქტერიების.
ზღვრული მაჩვენებლები
MIC ზღვრული მაჩვენებლები ამოქსიცილინისთვის/კლავულანის მჟავისთვის წარმოადგენენ ანტიმიკრობულ მგრძნობიარობაზე ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მაჩვენებლებს.
|
ორგანიზმი |
მგრძნობიარობის ზღვრები (µგ/მლ) |
||
|
|
მგრძნობიარე |
საშუალო |
რეზისტენტული |
|
Haemophilus influenzae1 |
1 |
- |
> 1 |
|
Moraxella catarrhalis1 |
1 |
- |
> 1 |
|
Staphylococcus aureus 2 |
2 |
- |
> 2 |
|
კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები 2 |
0.25 |
|
> 0.25 |
|
ენტეროკოკი1 |
4 |
8 |
> 8 |
|
სტრეპტოკოკი A, B, C, G5 |
0.25 |
- |
> 0.25 |
|
პნევმონიის სტრეპტოკოკი3 |
0.5 |
1-2 |
> 2 |
|
ენტერობაქტერიები1,4 |
- |
- |
> 8 |
|
გრამ-უარყოფითი ანაერობები1 |
4 |
8 |
> 8 |
|
გრამ-დადებით ანაერობები1 |
4 |
8 |
> 8 |
|
ზღვრული მაჩვენებლები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ბაქტერიების კონკრეტულ სახეობასთან 1 |
2 |
4-8 |
> 8 |
|
1 მოხსენებული მაჩვენებლები მოცემულია ამოქსიცილინის კონცენტრაციებისთვის. მგრძნობელობის ტესტირების მიზნებისთვის, კლავულანის მჟავის კონცენტრაცია ფიქსირებულია 2 მგ/ლ-ზე. 2 მოხსენებული მაჩვენებლები წარმოადგენენ ოქსაცილინის კონცენტრაციებს. 3 ზღვრული მაჩვენებლები ცხრილში დაფუძნებულია ამპიცილინის ზღვრულ მაჩვენებლებზე. 4 რეზისტენტული ზღვრული მაჩვენებელი R>8 მგ/ლ უზრუნველყოფს, რომ იზოლატი რეზისტენტული მექანიზმით მოხსენებულია, როგორც რეზისტენტული. 5 ზღვრული მაჩვენებლები ამ ცხრილში დაფუძნებულია ბენზილპენიცილინის ზღვრულ მაჩვენებლებზე. |
|||
რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება იცვლებოდეს გეოგრაფიული კუთხით და დროში შერჩეული სახეობებისთვის და სასურველია ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობაზე, განსაკუთრებით, მძიმე ინფექციების მკურნალობისას. აუცილებლობის შემთხვევაში, ჩატარებული უნდა იყოს კონსულტაცია ექსპერტთან, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ პრეპარატის გამოსადეგობა, თუნდაც ინფექციების ზოგიერთ ტიპში, საეჭვოა.
|
ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები |
|
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები Enterococcus faecalis Gardnerella vaginalis Staphylococcus aureus ( მეთიცილინ-მგრძნობიარე) Streptococcus agalactiae Streptococcus pneumoniae1 Streptococcus pyogenes და სხვა ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები Streptococcus viridans ჯგუფი აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები Capnocytophaga სახეობები. Eikenella corrodens Haemophilus influenzae2 Moraxella catarrhalis Pasteurella multocida ანაერობული მიკროორგანიზმები Bacteroides fragilis Fusobacterium nucleatum Prevotella სახეობები |
|
სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება წარმოადგენდეს პრობლემას |
|
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები Enterococcus faecium $ აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები Escherichia coli Klebsiella oxytoca Klebsiella pneumoniae Proteus mirabilis Proteus vulgaris |
|
თანდაყოლილად რეზისტენტული ორგანიზმები |
|
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები Acinetobacter სახეობა Citrobacter freundii Enterobacter სახეობა Legionella pneumophila Morganella morganii Providencia სახეობები Pseudomonas სახეობა Serratia სახეობა Stenotrophomonas maltophilia სხვა მიკროორგანიზმები Chlamydophila pneumoniae Chlamydophila psittaci Coxiella burnetti Mycoplasma pneumoniae |
|
$ ბუნებრივი საშუალო მგრძნობელობა რეზისტენტობის შეძენილი მექანიზმის არარსებობისას. £ ყველა მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი რეზისტენტულია ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავაზე 1Streptococcus pneumoniae -ს, რომლებიც რეზისტენტულია პენიცილინზე, არ უნდა მკურნალობდნენ ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის ამ ფორმით (იხილეთ სექციები 4.2 და 4.4). 2 შტამები შემცირებული მგრძნობიარობით მოხსენებული იყო ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში 10%-ზე მეტი სიხშირით. |
5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა, სრულად იხსნება წყალხსნარში ფიზიოლოგიურ pH-ზე. ორივე კომპონენტი სწრაფად და კარგად შეიწოვება შეყვანის პერორალური გზით. ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის შეწოვა საუკეთესოა საკვების მიღების დაწყებისას. პერორალური მიღების შემდეგ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა დაახლოებით 70% ბიოლოგიურად ხელმისაწვდომია.ორივე კომპონენტის პლაზმური პროფილები მსგავსია და დრო პლაზმაში პიკურ კონცენტრაციამდე (Tmax) თითოეულ შემთხვევაში არის დაახლოებით ერთი საათი.
ქვემოთ მოცემულია ფარმაკოკინეტიკური შედეგები კვლევისთვის, რომელშიც ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა (875 მგ/125 მგ ტაბლეტები, მიცემული ორჯერ დღეში) მიცემული იყო უზმოდ ჯანსაღი მოხალისეების ჯგუფებში.
|
საშუალო (± SD) ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები |
|||||
|
მიცემული აქტიური ნივთიერება(ები) |
დოზა |
Cmax |
Tmax * |
AUC (0-24h) |
T 1/2 |
|
(მგ) |
(µგ/მლ) |
(სთ) |
(µგ.სთ/მლ) |
(სთ) |
|
|
ამოქსიცილინი |
|||||
|
AMX/CA 875 მგ/125 მგ |
875 |
11.64 ± 2.78 |
1.50 (1.0-2.5) |
53.52 ± 12.31 |
1.19 ± 0.21 |
|
კლავულანის მჟავა |
|||||
|
AMX/CA 875 მგ/125 მგ |
125 |
2.18 ± 0.99 |
1.25 (1.0-2.0) |
10.16 ± 3.04 |
0.96 ± 0.12 |
|
AMX - ამოქსიცილინი, CA - კლავულანის მჟავა * მედიანა (დიაპაზონი) |
|||||
ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავას კონცენტრაცია შრატში, მიღწეული ამოქსიცილინის/ კლავულანის მჟავით, მსგავსია იმ კონცენტრაციების, რომლებიც მიღებულია მხოლოდ ამოქსიცილინის ან მხოლოდ კლავულანის მჟავის ექვივალენტური დოზების პერორალური მიღებით.
განაწილება
კლავულანის მჟავას პლაზმაში ჯამური ოდენობის დაახლოებით 25% და ამოქსიცილინის პლაზმაში ჯამური ოდენობის 18% ბმულია ცილასთან. განაწილების თეორიული მოცულობა არის დაახლოებით 0.3-0.4 ლ/კგ ამოქსიცილინისთვის და დაახლოებით 0.2 ლ/კგ კლავულანის მჟავისთვის.
ინტრავენური შეყვანის შემდეგ, როგორც ამოქსიცილინი, აგრეთვე კლავულანის მჟავა, აღმოჩენილი იყო ნაღვლის ბუშტში, მუცლის ქსოვილში, კანში, ცხიმში, კუნთების ქსოვილებში, სინოვიალურ და პერიტონეალურ სითხეებში, ნაღველში და ჩირქში. არ ხდება ამოქსიცილინის სათანადო განაწილება ცერებროსპინალურ სითხეში.
ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში პრეპარატის არცერთი კომპონენტის მნიშვნელოვანი შეკავება ქსოვილებში არ აღნიშნულა. ამოქსიცილინი, ისევე როგორც პენიცილინების უმეტესობა, შეიძლება გამოვლინდეს დედის რძეში. კლავულანის მჟავის იდენტიფიცირებადი ოდენობა შეიძლება გამოვლინდეს დედის რძეში (იხილეთ სექცია 4.6).
ნაჩვენებია როგორც ამოქსიცილინის, ასევე კლავულანის მჟავას მიერ პლაცენტური ბარიერის გადალახვა (იხილეთ სექცია 4.6).
ბიოტრანსფორმაცია
ამოქსიცილინი ნაწილობრივ გამოიყოფა შარდთან ერთად პენიცილოიდური მჟავას არააქტიური ფორმით, საწყისი დოზის 10-25%-მდე ექვივალენტური ოდენობით. კლავულანის მჟავა ადამიანებში ინტენსიურად მეტაბოლიზდება და გამოიყოფა შარდსა და განავალში და როგორც ნახშირორჟანგი ამოსუნთქულ ჰაერში.
გამოყოფა
ამოქსიცილინის გამოყოფის ძირითადი გზა არის თირკმლის საშუალებით, ხოლო კლავულანის მჟავასთვის ეს არის როგორც რენალური, ასევე არარენალური მექანიზმებით.
ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი არის დაახლოებით ერთი საათი, ხოლო საშუალო ჯამური კლირენსი არის დაახლოებით 25 ლ/სთ ჯანმრთელ სუბიექტებში. ამოქსიცილინის დაახლოებით 60 - 70% და კლავულანის მჟავას დაახლოებით 40 - 65% გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით, ერთჯერადი ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას 250 მგ / 125 მგ ან 500 მგ / 125 მგ ტაბლეტების მიღების შემდეგ პირველი 6 საათის განმავლობაში.მრავალმა გამოკვლევებმა დაადგინა, რომ შარდით გამოყოფა არის 50-85% ამოქსიცილინისთვის, ხოლო 27-60% კლავულანის მჟავასთვის, 24 საათის განმავლობაში. კლავულანის მჟავის შემთხვევაში, პრეპარატის ყველაზე დიდი რაოდენობა გამოიყოფა მიღებიდან პირველი 2 საათის განმავლობაში.
პრობენეციდის თანმხლები გამოყენება აფერხებს ამოქსიცილინის გამოყოფას, მაგრამ არ აყოვნებს კლავულანის მჟავის თირკმლებით გამოყოფას (იხილეთ სექცია 4.5).
ასაკი
ამოქსიცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მსგავსია 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში. ძალიან პატარა ბავშვებისთვის (მათ შორის, დღენაკლული ახალშობილები) სიცოცხლის პირველ კვირაში, გამოყენების ინტერვალი უნდა იყოს არაუმეტეს დღეში ორჯერ თირკმლისმიერი გამოყოფის გზის მოუმწიფებლობის გამო. იმის გამო, რომ ხანდაზმულ პაციენტებს უფრო დიდი ალბათობით აქვთ თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, დოზის შერჩევისას უნდა იყოს გამოჩენილი სიფრთხილე. შესაძლოა საჭირო იყოს თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.
სქესი
ჯანმრთელ მამრობითი და მდედრობით სქესის სუბიექტებში ამოქსიცილინის / კლავულანის მჟავას პერორალური მიღების შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, სქესი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას არც ამოქსიცილინის არც კლავულანის მჟავის ფარმაკოკინეტიკაზე.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის საერთო შრატისმიერი კლირენსი მცირდება თირკმელების ფუნქციის შემცირების პროპორციულად. პრეპარატის კლირენსის შემცირება უფრო გამოხატულია ამოქსიცილინისთვის, ვიდრე კლავულანის მჟავასთვის, რადგან ამოქსიცილინის უფრო მეტი წილი გამოიყოფა თირკმელების გზით. მაშასადამე, დოზის შერჩევისას თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს, უნდა იყოს თავიდან აცილებული ამოქსიცილინის არასასურველი დაგროვება, ხოლო შენარჩუნდეს კლავულანის მჟავას სათანადო დონე (იხილეთ სექცია 4.2).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და უნდა მოხდეს ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი თანაბარი ინტერვალებით.
5.3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
არაკლინიკური მონაცემები არ აჩვენებს რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანებისთვის, უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, გენოტოქსიკურობისა და რეპროდუქციულ ფუნქციაზე ზეგავლენის კვლევების საფუძველზე.
ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის კვლევებით, რომლებიც ჩატარებულ იქნა ძაღლებში, გამოვლინდა კუჭის გაღიზიანებას და ღებინებას, და ენის ფერის ცვლილებას.
ამოქსიცილინი/კლაბულანის მჟავის ან მისი კომპონენტების კანცეროგენურობის კვლევები არ იყო ჩატარებული.
6.ფარმაცევტული მახასიათებლები
6.1 შემავსებლების ჩამონათვალი
- მიკროკრისტალინის ცელულოზა 105,
- ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი,
- კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი,
- მაგნიუმის სტეარატი,
- პოლივინილ ალკოჰოლ-ნაწ.ჰიდროლიზებული
- მაკროგოლ 4000,
- ტალკი,
- ლეციტინი,
- ტიტანიუმ დიოქსიდი (E171).
6.2 შეუთავსებლობა
შეუსაბამო.
6.3 შენახვის ვადა
24 თვე.
6.4 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას
შეინახეთ 25oC-ზე ქვემოთ ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან და ნესტისგან დასაცავად.
6.5 შეფუთვის სახე და შემცველობა
4,7,8 ან 10 ტაბლეტის შემცველი ალუმინ-პოლივინილქლორიდ-ალუმინის ტროპიკალიზებული ბლისტერები. ხელმისაწვდომია შეფუთვები 10,14,16,18 ან 20 ტაბლეტების შემცველი კოლოფები საინფორმაციო ჩანართებით. ხელმისაწვდომია ასევე 100, 500 და 1000 ტაბლეტიან ჰოსპიტალური შეფუთვებში.
ყველა გამოშვების ფორმა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.
6.6 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პრეპარატის მოპყრობისას და მოპყრობის სხვა ინსტრუქციები
ყველა გამოუყენებელი სამკურნალწამლო პრეპარატი ან ნარჩენი მასალა უნდა იყოს უტილიზირებული ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
7. მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
MEDOCHEMIE LTD, 1-10 Constantinoupoleos street, 3011 Limassol, კვიპროსი
8.სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი
[შესავსებია რეგისტრაციის ქვეყანაში]
9.პირველი რეგისტრაციის თარიღი/რეგისტრაციის განახლება
[შესავსებია რეგისტრაციის ქვეყანაში]
10. ტექსტის შესწორების თარიღი
07/2019










