ასფამპისიდი 1.5გ+3.5მლ გამხ#1ფ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ასფამპისიდი ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ი/მ ინექციისთვის
Asfampisid™
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: Ampicillin/Sulbactam
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: ყოველი ფლაკონი შეიცავს ამპიცილინ/სულბაქტამს 500მგ/250 მგ ან 1000მგ/500მგ (ამპიცილინი ნატრიუმი/სულბაქტამი ნატრიუმის ფორმით)
აღწერილობა
ფხვნილი თეთრიდან მოთეთრო ფერამდე, საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში, გამხსნელი - ამპულაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბაქტერიული პრეპარატი პენიცილინების ჯგუფიდან, ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორთან ერთად.
ათქ კოდი: J01CR02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ჩატარებულ ბიოქიმიურ კვლევებში ისეთი ბაქტერიული სისტემების გამოყენებით, რომლებიც არ შეიცავდა უჯრედებს, ნაჩვენები იყო, რომ სულბაქტამი წარმოადგენს უმეტესი იმ ძირითადი ბეტა-ლაქტამაზების ინჰიბიტორს, რომლებსაც აწარმოებენ პენიცილინების და ცეფალოსპორინების მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმები. სულბაქტამი ავლენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას მხოლოდ Neisseriaceae-ს მიმართ. სულბაქტამ ნატრიუმის მაინჰიბირებელი ეფექტი ცეფალოსპორინებსა და პენიცილინებზე ნაჩვენები იქნა რეზისტენტული შტამების გამოყენებით ჩატარებულ კვლევებში. ამ კვლევებში პენიცილინებთან და ცეფალოსპორინებთან ერთდროული გამოყენებისას სულბაქტამ ნატრიუმმა აჩვენა სინერგიზმი, რადგან სულბაქტამიც უკავშირდება ზოგიერთ პენიცილინშემბოჭველ ცილებს. კომბინაციაში ის ავლენს უფრო გამოხატულ მოქმედებას მგრძნობიარე შტამებზე, ვიდრე ერთი ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი. ამპიცილინი, როგორც ბაქტერიციდული კომპონენტი ამ კომბინაციაში ბენზილპენიცილინის მსგავსად ახდენს მოქმედებას მგრძნობიარე მიკროორგანიზმებზე აქტიური გამრავლების პერიოდში, უჯრედული კედლის სინთეზის ინჰიბირების გზით. ასფამპისიდი ავლენს ფართო სპექტრის ბაქტერიციდულ მოქმედებას მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, მათ შორის: Staphylococcus aureus და Staphylococcus epidermidis (პენიცილინ-რეზისტენტული და ზოგიერთი მეტიცილინ რეზისტენტული შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae; Streptococcus faecalis და სხვა Streptococcus spp.; Haemophilus influenzae და parainfluenzae (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები); Branhamella catarrhalis; Bacteroides fragilis და სხვა მსგავსი სახეობები, ანაერობების ჩათვლით; Escherichia coli, Klebsiella spp., Proteus spp.(ინდოლ დადებითი და ინდოლ უარყოფითი), Morganella morganii; Citrobacter spp.; Enterobacter spp.; Neisseria meningitidis и Neisseria gonorrhoea.
გასათვალისწინებელია, რომ Pseudomonas, Citrobacter და Enterobacter სახეობები, რომლებიც რეზისტენტულია ამპიცილინის მიმართ, ასევე რეზისტენტულია ამპიცილინ/სულბაქტამის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
საერთო თვისებები
სულბაქტამი ნატრიუმი-პენიცილინის ძირითადი ბირთვის წარმოებულია. ქიმიური სტრუქტურით წარმოადგენს ნატრიუმის პენიცილინატის სულფონს. მოთეთრო კრისტალური ფხვნილია, ადვილად იხსნება წყალში. მოლეკულური მასაა 255,22 D. ამპიცილინ ნატრიუმი-6-ამინოპენიცილინის მჟავის წარმოებული. ქიმიური აგებულებით წარმოადგენს D(-)-α-ამინობენზილპენიცილინ ნატრიუმის მარილს, მოლეკულური მასაა 371,39 D.
განაწილება
ამპიცილინი და სულბაქტამი ხანმოკლე დროის განმავლობაში საკმარისი კონცენტრაციით ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში. გამონაკლისია ტვინის გარსების ანთება, პრეპარატი თავ-ზურგ ტვინის სითხეში აღწევს დაბალი კონცენტრაციით. ინტრავენურად და კუნთებში შეყვანის შემდეგ, პრეპარატი აღწევს მაღალ კონცენტრაციას სისხლში. ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 საათს.
გამოყოფა
ამპიცილინი და სულბაქტამი გამოიყოფა თირკმელებით, ძირითადად შეუცვლელი სახით
გამოყენების ჩვენებები
ასფამპისიდი გამოიყენება ამპიცილინ/სულბაქტამის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის სინუსიტი, შუა ყურის ანთება, ეპიგლოტიტი, ბაქტერიული პნევმონია, საშარდე გზების ინფექციები, მათ შორის პიელონეფრიტი. ინტრააბდომინური ინფექციები, მათ შორის პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ენდომეტრიტი, პარამეტრიტი, ბაქტერიული სეპტიცემია. კანის და რბილი ქსოვილების, ძვლის და სახსრების ინფექციები, გონოკოკური ინფექცია.
უკუჩვენება
პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
პენიცილინის მიმართ ალერგიული რეაქციების მქონე პაციენტებისთვის ასფამპისიდი უკუნაჩვენებია.
გამხსნელი, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი არ გამოიყენება ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ ჰიპერმგრძნობიარე პაციენტებში, აგრეთვე პაციენტებში გულის ატრიოვენტრიკულური ბლოკადით
განსაკუთრებული მითითებები
პენიცილინებით, მათ შორის ამპიცილინ ნატრიუმი/სულბაქტამ ნატრიუმით, მკურნალობისას შესაძლებელია განვითარდეს მძიმე ჰიპერმგრძნობელობის (ანაფილაქსიური) რეაქციები. ასეთი რეაქციები ხშირად აღენიშნებათ პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე და/ან სხვადასხვა ალერგიის მქონე პირებს. არსებობს მონაცემები ცეფალოსპორინებზე სერიოზული ჰიპერმგრძნობიარე რეაქციების შესახებ იმ პირებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პენიცილინებზე. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტის დაწვრილებითი და ყოველმხრივი გამოკითხვა, რათა გამოვლინდეს ანამნეზში ზემოთ აღწერილი რეაქციები პენიცილინებზე, ცეფალოსპორინებზე ან სხვა ალერგენებზე. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება. მძიმე ანაფილაქსიური რეაქციების განვითარებისას შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელი თერაპიის ჩატარება, ადრენალინის გამოყენება, ინტრავენურად კორტიკოსტეროიდების შეყვანა, ოქსიგენოთერაპია და სხვა ზომების მიღება სუნთქვის აღსადგენად (ინტუბაციის ჩათვლით). როგორც სხვა ანტიბიოტიკების მიღებისას, ასფამპისიდით მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია რეზისტენტული მიკროორგანიზმების რაოდენობის გაზრდა (სოკოს ჩათვლით) და სუპერინფექციის განვითარება. სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და/ან შესაბამისი მკურნალობის დაწყება. დიარეის განვითარება, რომელიც ასოცირებულია Clostridium difficile-თან (CDAD), შესალებელია ყველა ანტიბაქტერიული საშუალებების, მათ შორის ამპიცილინ ნატრიუმის/სულბაქტამ ნატრიუმის გამოყენებისას. ის შეიძლება ვარირებდეს მსუბუქი დიარეიდან, მძიმე კოლიტამდე ლეტალური გამოსავლით. ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობა თრგუნავს ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას, რასაც მივყავართ C.difficile-ს ზრდასთან. C.difficile გამოიმუშავებს А და В ტოქსინებს, რომლებსაც შეუძლიათ CDAD-ს განვითარება. С. Difficile შტამების მიერ პროდუცირებულმა ჰიპერტოქსინმა, შეიძლება გამოიწვიოს დაავადების და სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდა, რადგან ამ მიკროორგანიზმებს შეუძლიათ იყვნენ რეფრაქტერულები ანტიმიკრობული თერაპიის მიმართ, რამაც კოლექტომიის ჩატარების აუცილებლობა შეიძლება გამოიწვიოს. CDAD დიაგნოზი საჭიროა განიხილოს დიარეის მქონე ყველა პაციენტთან, რომლებსაც ჩაუტარდათ ანტიბიოტიკებით მკურნალობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწვრილებითი ანამნეზის შეგროვება, რადგან არსებობს მონაცემები ანტიბიოტიკებით მკურნალობიდან 2 თვის შემდეგ დიარეის გამოვლენის შესახებ. CDAD დიაგნოზის დადასტურების ან ეჭვის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება. საჭიროა სითხის დანაკარგის, ელექტროლიტების და პროტეინების შევსება, C. Difficile-ს ანტიბაქტერიული თერაპია, ასევე უნდა იქნას განხილული ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა. როგორც სხვა სისტემური საშუალებებით მკურნალობისას, ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში რეკომენდებულია თირკმლის, ღვიძლის და სისხლმბადი სისტემის ფუნქციის კონტროლი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღენაკლულ და ბუნებრივ კვებაზე მყოფ ახალშობილებში. ასფამპისიდი არ ენიშნებათ ინფექციური მონონუკლეოზის მქონე პაციენტებს: ამპიცილინი ასეთ პაციენტებში ძალიან ხშირად არის კანის გამონაყარის მიზეზი.
ასფამპისიდის ყოველი 750მგ, 1,5გ შესაბამისად შეიცავს დაახლოებით 57,5მგ (2,5მმოლი), 115მგ(5მმოლი) ნატრიუმს, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ალოპურინოლი: ერთდროული მიღებისას მატულობს კანის გამონაყარის განვითარების რისკი, მარტო ამპიცილინის მიღებასთან შედარებით.
ამინოგლიკოზიდები: მოსალოდნელი in vitro ურთიერთ ინაქტივაციის გამო, არ უნდა შეურიოთ ასფამპისიდი და ამინოგლიკოზიდები ერთ გამხსნელში. ერთდროული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ისინი უნდა შევიყვანოთ სხეულის სხვადასხვა ნაწილში არა ნაკლებ 1 საათის ინტერვალით.
ანტიკოაგულანტები: პენიცილინებმა შეიძლება გავლება იქონიონ კოაგულაციურ ტესტებზე და თრომბოციტების აგრეგაციაზე, ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებისას იზრდება ამ ეფექტის რისკი.
ბაქტერიოსტატიკები: ბაქტერიოსტატიკური თვისებების მქონე პრეპარატებმა (ქლორამფენიკოლი, ერითრომიცინი, სულფანილამიდები, ტეტრაციკლინები) შეიძლება გამოიწვიონ უარყოფითი ზემოქმედება პენიცილინების ბაქტერიციდულ ეფექტზე. ამ მიზეზით არ არის რეკომენდებული მათი ერთდროული გამოყენება.
ესტროგენის შემცველი ორალური კონტრაცეპტივები: პენიცილინებთან ერთდროული მიღებისას ადგილი ჰქონია ორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირებას, რამაც გამოიწვია არაგეგმიური ორსულობა. მიუხედავად აღნიშნული პრეპარატების სუსტი ურთიერთქმედებისა, რეკომენდებულია დამატებითი ან ალტერნატიული კონტრაცეპციის მეთოდების გამოყენება.
მეტოტრექსატი: პენიცილინებთან ერთდროული გამოყენებისას ადგილი აქვს მეტოტრექსატის გამოყოფის შემცირებას და ტოქსიური ეფექტის გაძლიერებას. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ექიმის კონტროლის ქვეშ ყოფნა. მეტოტრექსატის ტოქსიური ეფექტის კუპირებისთვის შესაძლებელია საჭირო გახდეს კალციუმის ფოლინატის უფრო დიდი დოზების გამოყენება, ან მისი გამოყენების ხანგრძლივობის გაზრდა.
პრობენეციდი: პრობენეციდი ამცირებს ამპიცილინის და სულბაქტამის მილაკოვან სეკრეციას, შედეგად იზრდება მათი კონცენტრაცია პლაზმაში, იზრდება ნახევრად გამოყოფის პერიოდი და მატულობს ტოქსიკური ეფექტის რისკი.
ლაბორატორულ მაჩვენებლებზე გავლენა: შესაძლებელია ცრუდადებითი რეაქცია შარდში გლუკოზის Clinitest™, Benedict ან Fehling მეთოდებით განსაზღვრისას.
ორსულებში ამპიცილინის გამოყენებისას, აღინიშნებოდა პლაზმაში ცილებთან შეკავშირებული საერთო ესტრიოლის, ესტრიოლ-გლუკურონიდის, ცილებთან შეკავშირებული ესტრიოლის წარმოებულების და ესტრადიოლის კონცენტრაციის დროებითი შემცირება.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა
ორსულობის დროს სულბაქტამის და ამპიცილინის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. სულბაქტამი გაივლის პლაცენტარულ ბარიერს. ორსულ ქალებში გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში
ლაქტაცია
სულბაქტამი და ამპიცილინი მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში. ამის გამო საჭიროა სიფრთხილით იქნას დანიშნული ამპიცილინ/სულბაქტამი ძუძუთი კვების პერიოდში
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
უცნობია
გამოყენების მეთოდი და დოზირება
ხსნარი ასფამპისიდი+ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი შეიყვანება ღრმად კუნთში. ლიდოკაინის ხსნარის ინტრავენურად გამოყენება დაუშვებელია.
ინტრამუსკულარული გამოყენებისას ასფამპისიდი შეიძლება იქნას გახსნილი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდში ქვემოთ მოყვანილი ოდენობით.
ექვივალენტური დოზა ამპიცილინი+სულბაქტამი (მგ) |
საერთო დოზა (მგ) |
შეფუთვა (ფლაკონი) |
ლიდოკაინის რაოდენობა (მლ) |
მაქსიმალური საბოლოო კონცენტრაცია(მგ/მლ) |
250+125 |
375 |
10მლ |
1 |
250+125 |
500+250 |
750 |
10მლ |
2 |
250+125 |
1000+500 |
1500 |
20მლ |
3,5 |
250+125 |
2000+1000 |
3000 |
20 მლ |
7 |
250+125 |
თუ ექიმის მხრიდან არ არის სხვა რეკომენდაციები, პრეპარატი ინიშნება ქვემოთ მოცემული სახით: ჩვეულებრივი დღიური დოზა მოზრდილებისთვის თირკმელების ნორმალური ფუნქციით შეადგენს 1,5გ (1გ ამპიცილინი/0,5გ სულბაქტამი)-დან 12გ(8გ ამპიცილინი/4გ სულბაქტამი). სულბაქტამის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 4გ როგორც წესი პრეპარატის დღიური დოზა შეიყვანება ყოველ 6-8 სთ-ში ერთხელ. მსუბუქი ხარისხის ინფექციების დროს პრეპარატი შეჰყავთ ყოველ 12 სთ-ში ერთხელ.
ინფექციის სიმძიმის ხარისხი |
დღიური დოზა (გ) |
მსუბუქი |
1,5-3გ(1-2გ ამპიცილინი+0,5გ-1გ სულბაქტამი) |
საშუალო |
6გ- მდე (4გ ამპიცილინი+2გ სულბაქტამი) |
მძიმე |
12გ-მდე (8გ ამპიცილინი+4გ სულბაქტამი) |
მისაღები დოზების რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის ავადმყოფობის სიმძიმესა და თირკმელების ფუნქციაზე.
სხეულის ტემპერატურის ნორმაში მოყვანის შემდეგ, როგორც წესი მკურნალობას კიდევ 48 სთ-ის განმავლობაში აგრძელებენ. თერაპიის კურსის ხანგრძლივობა როგორც წესი შეადგენს 5-14 დღეს, თუმცა უფრო მძიმე შემთხვევებში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ან დამატებით დაინიშნოს ამპიცილინი.
ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით, პლაზმასა და ქსოვილებში ეფექტური კონცენტრაციის მისაღებად ასფამპისიდი უნდა იქნას შეყვანილი ანესთეზიის დროს დოზით: 1,5-3გ (1-2 ფლაკონი 1,5გ პრეპარატი) და აუცილებლობის შემთხვევაში განმეორებით ყოველ 6-8 სთ-ში. თუ არ არის მკურნალობის აუცილებლობა, მაშინ პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატის გამოყენება უნდა იქნას შეწყვეტილი 24 სთ-ის შემდეგ.
გაურთულებელი გონორეის მკურნალობისას 1,5გ ასფამპისიდი შეიძლება გამოყენებული იქნას ერთჯერადად. პლაზმაში ამპიცილინის და სულბაქტამის კონცენტრაციის გახანგრძლივების მიზნით ინიშნება 1გ პრობენეციდი.
სპეციალური ჯგუფის ავადმყოფებთან დაკავშირებული დამატებითი მონაცემები
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა
პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის მძიმე დაზიანებით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) ამპიცილინის და სულბაქტამის გამოდევნის კინეტიკის ცვლილება მსგავსია, რის გამოც მათი შეფარდება პლაზმასთან რჩება უცვლელი
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის რეკომენდებულია პრეპარატის შეყვანა ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით :
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ) |
რეკომენდებული დოზა(გ) |
ინექციებს შორის ინტერვალი (სთ) |
ნახევრად გამოყოფის პერიოდი ამპიცილინი/სულბაქტამი (სთ) |
>30 |
1,5-3 |
6-8 |
1 |
15-29 |
1,5-3 |
12 |
5 |
5-14 |
1,5-3 |
24 |
9 |
პედიატრიული ჯგუფი
რეკომენდებული დღეღამური დოზა შეადგენს 150 მგ/კგ (ექვივალენტური 50მგ/კგ სულბაქტამი და 100მგ/კგ ამპიცილინი) ყოველი 6-8 სთ. დღენაკლულ და ახალშობილებილებს დაბადებიდან პირველ კვირაში რეკომენდებულია დაენიშნოთ 75 მგ/კგ/დღე-ღამეში დოზით (ექვივალენტური 25 მგ/კგ სულბაქტამი და 50მგ/კგ ამპიცილინი) ყოველ 12 სთ-ში.
გვერდითი მოვლენები
როგორც სხვა ანტიბიოტიკების პარენტერალური გამოყენებისას ტკივილი ინექციის არეში არის ძირითადი არასასურველი რეაქცია; ლიდოკაინის გამოყენება გამხსნელის ფუნქციით ამცირებს ტკივილს.
სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ
ცნობილია ანემიის, ჰემოლიზური ანემიის, თრომბოციტოპენიის, ეოზინოფილიის, ლეიკოპენიის შესახებ. ეს ცვლილებები ატარებენ გარდამავალ ხასიათს და პრეპარატის მოხმარების შეწყვეტის შემდეგ სისხლის მაჩვენებლები ნორმაში დგება
იმუნური სისტემის მხრივ
შესაძლებელია ანაფილაქტოიდური რეაქციები და ანაფილაქსიური შოკი
ნერვული სისტემის მხრივ
იშვიათად: კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ
ხშირად: გულისრევა, ღებინება, დიარეა. შესაძლებელია ენტეროკოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ:
ბილირუბინემია, ღვიძლის ფუნქციის მოშლა, სიყვითლე
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ :
ხშირად: გამონაყარი, ქავილი და კანის სხვა რეაქციები
თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ:
იშვიათად: ინტერსტიციური ნეფრიტი
ლაბორატორიული მაჩვენებლები:
ალტ და ასტ მაჩვენებლების გარდამავალი ზრდა.
არასასურველი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.
დოზის გადაჭარბება
შეზღუდულია ინფორმაცია ადამიანის სულბაქტამ ნატრიუმით და ამპიცილინ ნატრიუმით მწვავე ინტოქსიკაციის შესახებ. პრეპარატის ჰიპერდოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ძირითადად მისი გვერდითი მოვლენების გაძლიერება. გასათვალისწინებელია, რომ ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მაღალმა კონცენტრაციამ ზურგის ტვინის სითხეში შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური რეაქციები, კერძოდ, კრუნჩხვები. რადგანაც ამპიცილინი და სულბაქტამი გამოიყოფა სისხლის მიმოქცევის სისტემიდან ჰემოდიალიზის საშუალებით, ამ პროცედურამ შესაძლებელია გააძლიეროს პრეპარატის გამოდევნა ორგანიზმიდან ჰიპერდოზირებისას იმ პაციენტებში ვისაც დარღვეული აქვს თირკმლის ფუნქცია.
გამოშვების ფორმა
ასფამპისიდი, ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ი/მ ინექციისთვის 750მგ ან 1,5გ ფლაკონებში. 1 ფლაკონი ფხვნილით და 1 ამპულა, შესაბამისად 2მლ ან 3,5მლ გამხსნელის შემცველი (ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 0,5% -იანი გამხსნელი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25 ºC ტემბერატურაზე, ორგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. ინექციისთვის მომზადებული ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას 1 სთ-ის განმავლობაში
ვარგისობის ვადა
3 წელი
არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ
აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი
თუმ ექიფ ილაჩ ა.შ
ქიმია ორგანიზე სანაი ბელგესი
არომატიქ. ჯად №55
34956 თუზლა/სტამბული/თურქეთი
მარკეტინგული უფლებების მფლობელი
ფირმა“ ასფარმა“