ნორადრენალინი 2მგ/1მლ #5ა

ნორადრენალინი 2მგ/1მლ #5ა

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნორადრენალინიის ტარტრატი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 79140
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

გამოყენების ინსტრუქცია
ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ნორადრენალინის ტარტრატი მონიკო
NORADRENALINA TARTRATO MONICO

2მგ/1მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი
ექვივალენტური პრეპარატი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ანოტაციას, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
- შეინახეთ ეს ანოტაცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.
- ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული პრეპარატი თქვენ დაგინიშნეს. არ მისცეთ სხვა პირებს, თუნდაც აღენიშნებოდეს ისეთივე სიმპტომები როგორც თქვენ, რადგან შესაძლებელია მისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
- თუ განვითარდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, ან გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც წინამდებარე ანოტაციაში არ არის მითითებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.

მოცემული ანოტაციის შინაარსი:
1. რა არის ნორადრენალინის ტარტრატი მონიკო და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ნორადრენალინის ტარტრატი მონიკოს გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ნორადრენალინის ტარტრატი მონიკო
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. ნორადრენალინის ტარტრატი მონიკოს შენახვის წესი
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ნორადრენალინის ტარტრატი მონიკო და რისთვის გამოიყენება
პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ნორადრენალინს, რომელიც მიეკუთვნება ადრენერგიული აგონისტების პრეპარატების ჯგუფს.
გამოიყენება გადაუდებელ სიტუაციებში რეანიმაციის მიზნით გულის გაჩერებისას და არტერიული წნევის ნორმაში დასაბრუნებლად წნევის ძლიერი და მოულოდნელი დაცემის შემთხვევაში (მწვავე ჰიპოტენზია).


2. რა უნდა იცოდეთ ნორადრენალინის ტარტრატი მონიკოს გამოყენებამდე
არასდროს გამოიყენოთ ნორადრენალინის ტარტრატი მონიკო იმ შემთხვევაში, თუ:
- ხართ ალერგიული ნორადრენალინის ტარტრატის მიმართ ან ამავე პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში);
- გაწუხებთ დაბალი წნევა (ჰიპოტენზია), რაც გამოწვეულია სისხლის მიმოქცევაში სისხლის დაბალი მოცულობით;
- ხართ ფეხმძიმედ ან ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ (იხილეთ პუნქტი "ორსულობა და ლაქტაცია").

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ნორადრენალინის ტარტრატი მონიკოს მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვით ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
- ღებულობთ პრეპარატებს დეპრესიაზე სამკურნალოდ (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ან მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორები);
- უნდა ჩაგიტარდეთ ქირურგიული ჩარევა, რისთვისაც გაგიკეთდებათ ანესთეზია ჰალოტანით ან ციკლოპროპანით;
- გაწუხებთ სისხლის მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა თრომბოზი, დაავადება, რომელიც სისხლის მოძრაობის პრობლემებს იწვევს კოლტების (თრომბის) წარმოქმნის კუთხით;
- სისხლში აღგენიშნებათ ჟანგბადის დაბალი მაჩვენებელი ან ნახშიროჟანგის მაღალი მაჩვენებელი;
- ხართ ალერგიული ზოგიერთი საკვები კონსერვანტის (სულფიტები) მიმართ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ასთმა გაწუხებთ;
- თუ ხანდაზმული ბრძანდებით.
აღნიშნული პრეპარატის ინექცია კეთდება ვენაში ექიმის ან ექთნის მიერ. სასურველია ინფუზია გაკეთდეს ხელის ან ბარძაყის დიდი ზომის ვენაში და ყურადღება გაამახვილოთ ინექციის ადგილზე, რათა თავიდან აიცილოთ ინექციის ადგილიდან პრეპარატის დაღვრა (ჩაღვრა) და მინიმუმამდე შეამციროთ ქსოვილების დაზიანება (ქსოვილის ნეკროზი).
თუ ხანდაზმული ბრძანდებით ან სისხლძარღვების ოკლუზიური ტიპის პრობლემები გაქვთ, მაშინ პრეპარატის ინექცია არ კეთდება ბარძაყის ვენაში, ვინაიდან არსებობს ქსოვილის დაზიანების განვითარების რისკი (ქსოვილის ნეკროზი).
ვინც სპორტულ აქტივობას ეწევა: თერაპიული მიზანშეწონილობის გარეშე პრეპარატის გამოყენება განიხილება როგორც დოპინგი და შეიძლება გამოიწვიოს ანტიდოპინგის ტესტებზე დადებითი პასუხი.

ბავშვებში
არ არსებობს ექსპერიმენტი ბავშვებში ნორადრენალინის გამოყენებასთან დაკავშირებით.
სხვა პრეპარატები და ნორადრენალინის ტარტრატი მონიკო
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ უახლოეს პერიოდში ღებულობდით რომელიმე სხვა პრეპარატს, თუნდაც სამედიცინო დანიშნულების გარეშე.
ნორადრენალინის მიღება არ შეიძლება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:
- ანესთეზიის დროს გამოყენებული პრეპარატები, როგორიცაა ციკლოპროპანი და ჰალოტანი;
- დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორები, ვინაიდან მათ შეუძლიათ გაზარდონ ნორადრენალინის ეფექტები, რომელიც იწვევს ჰიპერტენზიას ან გულისცემის შეცვლას (გულის არითმია და ტაქიკარდია); აცნობეთ ექიმს ან სტომატოლოგს, რომ ღებულობდით აღნიშნულ პრეპარატებს ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, მათ შორის კბილებზე; თუ აღგენიშნებათ მაღალი წნევის სიმპტომები, აცნობეთ ექიმს და შეწყვიტეთ მკურნალობა;
- ფსიქიკის დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული პრეპარატები (ნეიროლეფსიური საშუალებები), ვინაიდან მათ შეუძლიათ შეამცირონ ნორადრენალინის ეფექტურობა; თუ ორივე პრეპარატს ერთად ღებულობთ, მაშინ საჭიროა დოზის დარეგულირება სასურველი თერაპიული ეფექტის შენარჩუნებისთვის;
- დიჰიდროერგოტამინი, თავის ტკივილის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი, ვინაიდან შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს არტერიული წნევის მკვეთრად მომატებას;
- ლინეზოლიდი, ინფექციების საწინააღმდეგოდ გამოყენებული ანტიბიოტიკი, ვინაიდან შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი მომატება;
- ენტაკაპონე, პარკინსონის დაავადებისთვის გამოყენებული პრეპარატი, ვინაიდან შესაძლებელია გამოიწვიოს გულის პრობლემები (ტაქიკარდია, ჰიპერტენზია, არითმია);
- გუანეტიდინი, სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო პრეპარატი, ვინაიდან შესაძლებელია გამოიწვიოს გულის პრობლემები (არითმია) და წნევის მომატება.
არ შეიძლება მოცემული პრეპარატის მიღება ინტრავენური გზით შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
- ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი, რომლებსაც ძირითადი ბუფერული ანტიბიოტიკები ეწოდება, ვინაიდან ნორადრენალინს შეუძლია 6-ზე მეტი პH -ის განადგურება;
- ბაქტერიების საწინააღმდეგოდ გამოყენებული პრეპარატები, როგორიცაა ცეფამანდოლი, მოქსალაქტამი, ნიტროფურანტოინი;
- ეპილეფსიის საწინააღმდეგოდ გამოყენებული პრეპარატები, როგორიცაა სეცობარბიტალი, ფენობარბიტალი, ტიოპენტალი.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ ორსულად ხართ, ეჭვი გაქვთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, ან თუ ბავშვს დედის რძით კვებავთ.
აღნიშნული პრეპარატი არ გამოყენება ორსულობის პერიოდში, გარდა აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევისა, როგორიცაა სიცოცხლის გადარჩენის საშუალება გულის პრობლემებით გამოწვეულ გადაუდებელ შემთხვევებში. ნორადრენალინს შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფთან დაკავშირებული პრობლემები.
ლაქტაციის პერიოდში ფრთხილად გამოიყენეთ ეს პრეპარატი, ვინაიდან ცნობილი არ არის ნორადრენალინი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში და მოქმედებს თუ არა ახალშობილზე.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მანქანა-დანადგარების გამოყენებაზე:
არ არის მითითებული.

ნორადრენალინის ტარტრატი მონიკო შეიცავს მეტაბისულფიტს
პრეპარატი შეიცავს ერთ დოზაზე 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმის, ანუ პრაქტიკულად "ნატრიუმის გარეშეა". აღნიშნული პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, რასაც შეუძლია იშვიათ შემთხვევებში გამოიწვიოს მომატებული მგრძნობელობის მწვავე რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

3. როგორ გამოიყენება ნორადრენალინის ტარტრატი მონიკო
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენება ექიმის მითითებების ზედმიწევნით დაცვით. თუ გაქვთ რაიმე ეჭვი, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ექთანს.
დოზის გამოთვლა ხდება ექიმის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.
ეს პრეპარატი მიიღება ვენაში ინფუზიით (ინტრავენური ინფუზია) შესაბამისი გახსნის შემდეგ.
საწყისი დოზებია 8-12 მიკროგრამი წუთში, ვენაში ინფუზიის გზით. ნაკადის სისწრაფე დარეგულირდება იმ ფორმით, რომ შენარჩუნებული იქნას სისხლის წნევა ნორმალური მაჩვენებლებით (მაქსიმალური წნევა 80-100).
შემანარჩუნებული დოზა იქნება წუთში 2-4 მიკროგრამი, დღეში მაქსიმუმ 68 გრ.

ხანდაზმულ პაციენტებში
ხანდაზმულ პაციენტებში ინფუზია იწყება შეძლებისდაგვარად დაბალი დოზით, რათა შესაძლებელი იყოს ეტაპობრივად მომატება პაციენტის მოთხოვნების საფუძველზე. ხანდაზმულები უნდა ერიდონ ბარძაყის ვენაში ინფუზიას.

როგორ უნდა მოიქცეთ ნორადრენალინის ტარტრატი მონიკოს ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში
ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება იყოს თავის ტკივილი, სისხლის წნევის ძლიერი აწევა, გულისცემის შემცირება (რეფლექსური ბრადიკარდია), გულსა და სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები.
თუ აღგენიშნებათY ეს სიმპტომები ან ფიქრობთ, რომ პრეპარატი ჭარბი რაოდენობით მიიღეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ექთანს.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა პრეპარატს, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ეს არ ვლინდება ყველა პაციენტში.
შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
უცნობია (სიხშირის გასაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)
- სისხლის წნევის მომატება (ჰიპერტენზია);
- ფილტვში სითხის დაგროვება (ფილტვის შეშუპება);
- თავის ტვინში სისხლდენა (ცერებრალური ჰემორაგია);
- გულისცემა (ბრადიკარდია) ან გულისცემის დარღვევა (არითმია, ტაქიკარდია);
- ტკივილი გულმკერდის არეში, გულის პრობლემები (ანგინა), გულის გაჩერება, მოულოდნელი სიკვდილი;
- ინექციის იმ ადგილზე ქსოვილების დაზიანება, ინფუზიის დროს, სადაც ვენიდან პრეპარატი გადმოიღვარა (დაღვრა);
- გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა;
- პირღებინება, გულისრევა და ჰიპერსალივაცია;
- სისხლის მიმოქცევის პრობლემები, გამოწვეული თრომბის წარმოქმნით;
- შიში, შფოთვა, აჟიტირება, ტრემორი, უძილობა;
- დაბნეულობა, აღგზნებადობა, სისუსტე და ფსიქოზი;
- თირკმლის პრობლემები, კრეატინინის და ინსულინის გამოყოფის სიჩქარის შემცირებით;
- შარდის გამოყოფის გართულება;
- სუნთქვის გართულება;
- თავის ძლიერი ტკივილები, მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე, გულმკერდის რეტროსტერნალური ტკივილები, სიფერმკრთალე, პირღებინება და ინტენსიური ოფლიანობა, შესაძლებელია გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში, ან ჭარბი დოზირების შედეგად.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც წინამდებარე ანოტაციაში მითითებული არ არის, მაშინ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. აგრეთვე, შესაძლებელია გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ მიუთითოთ საინფორმაციო ეროვნული სისტემის საშუალებით მისამართზე: წწწ.აგენზიაფარმაცო.გოვ.იტ/იტ/რესპონსაბილი. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ხელს შეუწყობს მოცემული პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

5. ნორადრენალინის ტარტრატი მონიკოს შენახვის წესი
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული "შჩAD" ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება არაუმეტეს, 25°ჩ-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე და პირველად შეფუთვაში, სინათლისგან დაცვის მიზნით. არ გაყინოთ. ხსნარი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ აქვს ყავისფერი შეფერილობა ან აღინიშნება ნალექი.
არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან. კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გაანადგუროთ გამოუყენებელი პრეპარატები. ამით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ნორადრენალინის ტარტრატი მონიკო
- აქტიური ნივთიერებაა ნორადრენალინის ტარტრატის მჟავა. ერთი ამპულა შეიცავს ნორადრენალინის ტარტრატის მჟავას 2 მგ-ს.
- სხვა კომპონენტებია: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ინექციის მოსამზადებელი წყალი.

ნორადრენალინის ტარტრატი მონიკოს გარე ასპექტის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
შეფუთვა შეიცავს საინექციო ხსნარის კონცენტრატის 1 მლ-იან 5 ამპულას.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ს/ს მონიკო - პონტე დი პიეტრას ქუჩა #7, 30173 - ვენეცია/მესტრე - იტალია
ანოტაციის განახლების თარიღი: 2016 წლის 22 მარტი
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის მუშაკებისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ნორადრენალინი უნდა გაზავდეს გლუკოზას 5%-იან ხსნარში, წყალში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში (0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდი), რადგან ასეთი ხსნარები იცავენ გადაჭარბებული დაჟანგვისა და მოქმედების შესაბამისი დაკარგვისგან. რეკომენდირებული არ არის გაზავება მარილიან ხსნართან.
ნორადრენალინის მიღებამდე უნდა დარეგულირდეს სისხლის მოცულობის შემცირება, შეძლებისდაგვარად სრულყოფილად.
გადაუდებელი ზომის სახით მოთხოვნის შემთხვევაში, აორტის შიდა წნევა უნდა შენარჩუნდეს არტერიული ცერებრალური ან კორონალური იშემიის განვითარების პრევენციისთვის, ნორადრენალინის მიღება შეიძლება სისხლის მოცულობის აღდგენამდე ან ერთდროულად.
მთლიანი სისხლის ან პლაზმას სავარაუდო გადასხმებისას, რომლებიც ნაჩვენებია სისხლის მოცულობის გაზრდისთვის, ნორადენალინის შემცველი ხსნარის მიღება ხდება ცალკე (მაგალითად, ერთდროულად მიღების დროს, Y მილის და ცალკე კონტეინერების გამოყენებით).
ინექციის ადგილი უნდა გაკონტროლდეს ხშირად. საჭიროა ყურადღების გამახვილება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნორადრენალინის ჩაქცევა ქსოვილებში, რამდენადაც შესაძლებელია ქსოვილის ნეკროზის განვითარება პრეპარატის ვაზოკონსტრიქციული მოქმედებით. აღნიშნული გარემოების გამოვლენის შემთხვევაში, ქსოვილის ნეკროზის და ქსოვილის დაკარგვის პრევენციისთვის უნდა განხორციელდეს ინფილტრაცია 5-10 მგ ფენტოლამინის შემცველი 10-15 მლ მარილიან ხსნართან ერთად.
შეუთავსებლობა
არსებობს საპირისპირო მოსაზრებები ნორადრენალინის 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდთან თავსებადობაზე. რეალურად, ნორადრენალინი ფიზიკურად თავსებადია 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდთან, მაგრამ რეკომენდირებული არის მხოლოდ მარილიან ხსნართან გაზავებული ნორადრენალინის მასის მიღება, რამდენადაც დაჟანგვისგან ვერ იცავს აქტიურ ნივთიერებას.
ნორადრენალინი სტაბილურია პH 3,6 ÷ 6,0 ინტერვალში; აღნიშნული ინტერვალის ზემოთ შეიძლება ადგილი ჰქონდეს პროდუქტის მოქმედების დაკარგვას. ამავდროულად, რეკომენდებული არის ნორადრენალინის გამოყენება პH&გტ; 6 ხსნარში (ნატრიუმის ბიკარბონატის, ბარბიტურატების, ტუტოვანი ანტიბიოტიკების არსებობა).
ნორადრენალინი ფიზიკურად შეუთავსებელია მთლიან სისხლთან, ამავდროულად, იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი იკეთებს გადასხმებს, აუცილებელია ნორადრენალინის ცალკე მიღება. თავსებადობაზე კვლევების არარსებობის გამო, არ შეიძლება მოცემული პრეპარატის შერევა სხვა პრეპარატებთან.
არ შეიძლება ამ პრეპარატის შერევა სხვა პროდუქტებთან, გარდა გლუკოზას ხსნარისა ან ნატრიუმის ქლორიდისა.
აუცილებელია რკინასთან, ალკალოიდებთან ან მჟანგავ ნივთიერებებთან კონტაქტის პრევენცია.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
შესაძლებლობის შემთხვევაში, ნორადრენალინის ინექცია უნდა გაკეთდეს დიდი ზომის ვენაში, განსაკუთრებით ზედაპირულ ვენაში, ვინაიდან ამ ზონაში მიღების დროს ქსოვილის ნეკროზის რისკი სავარაუდოდ მინიმალურია. როგორც ჩანს თეძოს ვენა არის მეორე ადგილი, რომელიც ინექციისთვის დასაშვებია. კათეტერის გამოყენება, თავიდან უნდა იქნას აცილებული შეძლებისდაგვარად, რადგან მილის გარშემო სისხლის ნაკადის ობსტრუქციას შეუძლია გამოიწვიოს პრეპარატის ადგილობრივად კონცენტრაციის შეჩერება და მომატება.
ხანდაზმულ პაციენტებში და იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადებები (ათეროსკლეროზი, არტერიული სკლეროზი, დიაბეტური ენდოარტერიტი, ბიურგერის დაავადება), უნდა ერიდონ ბარძაყის ვენის საინექციო ადგილად გამოყენებას. ასეთ პაციენტებში ფაქტობრივად გამოვლინდა ძალიან მცირე განგრენის შემთხვევები, როდესაც ნორადრენალინის ინექცია გაკეთდა ტერფის ვენების დონეზე.
ინექციის განმავლობაში სიფერმკრთალე გამოწვეულია სისხლძარღვების კონსტრუქციით, ვენის ადგილის შეღწევადობის გაზრდასთან ერთად, რაც გარეთ გამოდევნის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული შეიძლება აგრეთვე გამოვლინდეს ქსოვილის დაკარგვის შემთხვევებში, განსაკუთრებით ბარძაყის ვენებში ინექციის დროს ხანდაზმულ პაციენტებში და სისხლძარღვების ოკლუზიური პათოლოგიებით დაავადებულ პაციენტებში. როდესაც სიფერმკრთალე აღინიშნება, მაშინ გათვალისწინებული უნდა იყოს ინექციის ადგილის შეცვლა.
ს/ს მონიკო
ვენეცია/მესტრე


ს/ს მონიკო
პონტე დი პიეტრას ქუჩა 7
30173 ვენეცია / მესტრე
დღგ-ს ინდივიდუალური #00228550273
ხელმოწერილია