დიროსატი 10მგ #28ტ
გააზიარე:
დიროსატი 10მგ 28 ტაბლეტი
საერთაშორისო დასახელება: როზუვასტატინი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიროსატი ინიშნება ქოლესტერინის მაღალი დონის დროს, რაც ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკს წარმოადგენს.
სტატინების დანიშვნა ხდება იმ დროს, როდესაც დიეტის ცვლილება და ფიზიკური ვარჯიში არ არის საკმარისი ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად. დიროსატის მიღებასთან ერთად შესაძლებელია ქოლესტერინის დამწევი დიეტის და ვარჯიშის გაგრძელებაც.
ასევე არსებობს სხვა ფაქტორებიც, რაც ზრდის ინფარქტის ან ინსულტის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვა პრობლემების განვითარების რისკს. ინფარქტი, ინსულტი ან სხვა სახის პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს ათეროსკლეროზით. ათეროსკლეროზის წარმოქმნის მიზეზია ცხიმების დაგროვება სისხლძარღვებში.
დიროსატი ინიშნება სისხლში ცხიმოვანი ნივთიერებების - ლიპიდების დონის კორექციისათვის, რომელთა შორის ძირითადია ქოლესტერინი. სისხლში არსებობს ქოლესტერინის სხვადასხვა ტიპები - „ცუდი“ ქოლესტერინი (LDL-C) და „კარგი“ ქოლესტერინი (HDL-C).
დიროსატს შეუძლია შეამციროს „ცუდი“ ქოლესტერინის და გაზარდოს „კარგი“ ქოლესტერინის დონე.
იგი ხელს უშლის „ცუდი“ ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზმში და ზრდის ორგანიზმის უნარს გამოდევნოს იგი სისხლიდან.
ადამიანების უმეტესობაში ქოლესტერინის მაღალი დონე არ ახდენს ზემოქმედებას მათ ზოგად მდგომარეობაზე, რადგან მას არ გააჩნია რაიმე სახის სიმპტომი. იმის გამო, რომ ხშირად არ მიმართავენ მკურნალობას, ცხიმოვანი ნარჩენები გროვდება სისხლძარღვების კედლებზე და ავიწროებს მათ. ზოგჯერ ხდება შევიწროებული სისხლძაღვების დახშობა, რის გამოც სისხლძარღვები სისხლს ვეღარ აწვდიან გულსა და ტვინს, რაც იწვევს ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევით, მცირდება ინფარქტის, ინსულტის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვა პრობლემების განვითრების რისკი.
დიროსატის გამოყენება უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, შემცირდა თუ არა ქოლესტერინი საჭირო დონემდე, რადგან იგი ინარჩუნებს ქოლესტერინის სათანადო დონეს და იცავს სისხლძარღვების კედლებს ცხიმების დაგროვებისგან.
თუმცა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ორსულობის დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
ჩვენებები
დიროსატი გამოიყენება სისხლში ცხიმების (ლიპიდების) შემცველობის რეგულირებისათვის.
დოზირების რეჟიმი
დიროსატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
საწყისიდოზა
დიროსატის საწყისი დოზა, იმ შემთხვევაში თუ არ მიგიღიათ რომელიმე სტატინი, შეადგენს 5 მგ-ს, ხოლო თუ მიგიღიათ - 5 მგ ან 10 მგ. საწყისი დოზის შერჩევა დამოკიდებულია:
- ქოლესტერინის დონეზე;
- ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკის დონეზე;
- ისეთი ფაქტორის არსებობაზე, რაც ხელს შეუწყობს გვერდითი მოვლენების განვითარებას.
გაარკვიეთ ექიმთან დიროსატის რა საწყისი დოზაა თქვენთვის შესაფერისი.
შესაძლებელია ექიმმა დანიშნოს მინიმალური დოზა (5 მგ), თუ:
- ხართ 70 წელზე ასაკის ზემოთ;
- გაწუხებთ თირკმელების ზომიერი სიმძიმის პრობლემები;
- იმყოფებით კუნთების ტკივილის განვითარების რისკის ქვეშ (მიოპათია).
დიროსატის მაქსიმალური დღიური დოზაა 40 მგ. იგი განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ქოლესტერინის მაღალი დონე და ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკი და იმ შემთხვევაში, თუ ქოლესტერინის დონე არ იწევს ქვემოთ 20 მგ-ის მიღების შედეგად.
მიღების წესი
პრეპარატი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით.
მიიღეთ დიროსატი დღეში ერთხელ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. არ დაგავიწყდეთ ტაბლეტის მიღება. ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ერთი და იგივე დროს.
რეკომენდებულია ქოლესტერინის დონის რეგულარული შემოწმება, იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ მისი დონე დაუბრუნდა სათანადო ნიშნულს. შესაძლებელია ექიმმა გაზარდოს დოზები, იმისათვის, რომ მიიღოთ პრეპარატის შესაფერისი დოზა.
დიროსატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მიიღეთ შემდეგი დოზა დაგეგმილ დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
დიროსატის მიღების შეწყვეტის გადაწყვეტილების შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს.
პრეპარატის შეწყვეტის გამო შესაძლებელია თქვენი ქოლესტერინის დონემ კვლავ მოიმატოს.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, დიროსატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი
მოვლენები ისეთ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
მნიშვნელოვანია იცოდეთ რა სახის გვერდითი მოვლენებია დამახასიათებელი. ეს გვერდითი მოვლენები ძირითადად საშუალო სიმძიმისაა და ქრება მოკლე ხანში.
შეწყვიტეთ დიროსატის მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოეს სასწრაფო დახმარების პუნქტს, შემდეგი სახის გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში:
- სუნთქვის გართულება, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებით ან მის გარეშე;
- სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რომლის შედეგადაც რთულდება ყლაპვის უნარი;
- კანის ძლიერი ქავილი.
შეწყვიტეთ დიროსატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კუნთების უჩვეულო ხანგრძლივი ტკივილის შემთხვევაში.
როგორც სხვა სტატინების შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა კუნთებში უსიამოვნო ეფექტების განვითარების რამდენიმე შემთხვევას და იშვიათად მათი გამწვავება ხდებოდა სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ კუნთების დაზიანებამდე, ცნობილი როგორც რაბდომიოლიზი. მიმართეთ ექიმს შემდეგი ტიპის გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში. ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათია.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძლიან ხშირი: შეინიშნება 10-დან 1 პაციენტში. ხშირი: შეინიშნება 10-დან 1-ში, მაგრამ >1/1000. იშვიათი: შეინიშნება 1000-დან 1-ში, მაგრამ არაუმეტეს 10000-დან 1-ში. ძალიან იშვიათი: შეინიშნება <1/10000.
ხშირი გვერდითი მოვლენები:
- თავის ტკივილი;
- მუცლის ტკივილი;
- ყაბზობა;
- შეუძლოდ ყოფნა;
- კუნთების ტკივილი;
- სისუსტე;
- თავბრუსხვევა;
- შარდში ცილების რაოდენობის მომატება;
- დიაბეტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სისხლში შაქრის დონე ნორმალურთან შედარებით მომატებულია.
არახშირი გვერდითი მოვლენები:
- გამონაყარი, ქავილი ან სხვა სახის რეაქციები კანზე;
- შარდში ცილების რაოდენობის მომატება - იგი უბრუნდება ნორმალურ ნიშნულს თავისთავად და არ საჭიროებს დიროსატის ტაბლეტების მიღების შეწყვეტას (მხოლოდ დიროსატის 5 მგ, 10 მგ და 20 მგ).
იშვიათი:
- მწვავე ალერგიული რეაქციები - სახის, ენის, ტუჩების, ყელის შეშუპება, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, კანის ძლიერი ქავილი. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ დიროსატის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ;
- კუნთების დაზიანების დროს - სიფრთხილის გამო შეწყვიტეთ დიროსატის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ იგრძნობთ უჩვეულო ხანგრძლივ ტკივილს კუნთებში;
- მუცლის მწვავე ტკივილი (ანთებითი პანკრეასი);
- სისხლში ღვიძლის ენზიმების მომატება.
ძალიან იშვიათი:
- სიყვითლე (თვალების და კანის გაყვითლება);
- ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება);
- სისხლიანი შარდი;
- ფეხის და ხელების ნერვის დაზიანება (როგორიცაა დაბუჟება);
- სახსრების ტკივილი;
- მეხსიერების დაკარგვა.
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები:
- დიარეა;
- სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანზე, პირზე და თვალებზე, ასევე გენიტალიებზე ბუშტუკების წარმოქმნა);
- ხველა;
- სუნთქვის გაძნელება;
- ედემა (შეშუპება);
- ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები;
- სექსუალური გართულებები;
- დეპრესია;
- სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან სუნთქვის დათრგუნვა ან ცხელება.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამწვავების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
სიფრთხილის ზომები
- თუ გაქვთ ალერგია დიროსატის, ან მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ;
- თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში;
- თუ დაორსულდით პრეპარატის მიღების დროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ ექიმს. პრეპარატის მიღებისას დაიცავით თავი ორსულობისგან სათანადო კონტრაცეფციის გამოყენებით;
- ღვიძლის დაავადებებისას;
- თირკმლის მწვავე დაავადებებისას;
- თუ იღებთ ციკლოსპორინს (მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ).
ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს არსებობისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ასევე, არ მიიღოთ პრეპარატის 40 მგ (მაქსიმალური დოზა):
- თირკმლის ზომიერი სიმძიმის დაავადებებისას (ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს);
- ფარისებრი ჯირკვლის არასათანადო ფუქნციონირებისას;
- კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი წარმოშობის ტკივილის დროს, კუნთების გენეტიკური პრობლემების დროს, ან ანამნეზში არსებული კუნთების პრობლემებისას, ქოლესტერინის დამწევი სხვა საშუალებების მიღების დროს;
- დიდი რაოდენობით ალკოჰოლის რეგულარულად მიღებისას;
- თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი);
- თუ იღებთ ფიბრატებს ქოლესტერინის დონის დასაწევად;
- თუ ხართ 18 წლამდე ასაკის.
ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს არსებობისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დიროსატის გამოყენება დაუშვებელია ორსულობის პერიოდში. დიროსატის მიღებისას დაიცავით თავი ორსულობისგან სათანადო კონტრაცეფციის გამოყენებით. დიროსატის მიღებისას დაორსულების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დაუშვებელია დიროსატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
დიროსატის მიღებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება და აცნობეთ ექიმს, თუ
- გაქვთ თირკმელების პრობლემები;
- გაქვთ ღვიძლის პრობლემები;
- კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი წარმოშობის ტკივილის დროს, კუნთების გენეტიკური პრობლემების დროს, ან ანამნეზში არსებული კუნთების პრობლემებისას, ქოლესტერინის დამწევი სხვა საშუალებების მიღების დროს. აცნობეთ ექიმს თუ გაწუხებთ კუნთების გაურკვეველი წარმოშობის ტკივილი, განსაკუთრებით თუ ხართ შეუძლოდ ან გაქვთ ცხელება;
- თუ რეგულარულად იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;
- ფარისებრი ჯირკვლის არასათანადო ფუნქციონირებისას;
- თუ იღებთ ფიბრატებს ქოლესტერინის დონის დასაწევად.
ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, მაშინაც კი, თუ იღებდით სხვა პრეპარატებს ქოლესტერინის მაღალი დონის დასაწევად:
- თუ პაციენტი არის ბავშვი,
- 70 წელზე მეტი ასაკის დროს (რადგან ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი საწყისი დოზა);
- მწვავე რესპირატორული პრობლემების დროს;
- თუ გაქვთ დიაბეტი ან მიეკუთვნებით დიაბეტის განვითარების რისკ-ჯგუფს;
- თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი). ექიმი შეგირჩევთ პრეპარატის თქვენთვის შესაფერის საწყის დოზას.
ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს არსებობისას (თუ არ ხართ დარწმუნებული), არ მიიღოთ დიროსატის 40 მგ (მაქსიმალური დოზა) და გადაამოწმეთ დოზა თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან გამოყენებამდე.
ზოგჯერ სტატინებს შეუძლიათ გამოიწვიონ ღვიძლის პრობლემები. ამის გაგება შესაძლებელია მარტივი ანალიზის მეშვეობით სისხლში ღვიძლის ენზიმების მომატების შემოწმებით. ამის გამო, ექიმი გაგიკეთებთ სისხლის ანალიზს (ღვიძლის ფუნქციის) დიროსატით მკურნალობამდე და მკურნალობის დროს. ზემოთ ჩამოთვლილთაგან წარსულში რომელიმეს არსებობისას, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
დიროსატის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
დიროსატის მიღება დაშვებულია უზმოზე ან ჭამის შემდეგ.
დიროსატის შემადგენელი ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
შაქრის (ლაქტოზას) აუტანლობის შემთხვევაში დიროსატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
დიროსატის მიღებისას შესაძლებელია ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა, რადგან იგი არ ზემოქმედებს მართვის უნარზე. თუმცა, ზოგჯერ დიროსატის მიღებისას აღინიშნება თავბრუსხვევა. თავბრუსხვევის შემთხვევაში ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზირება
დიროსატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს.
ჰოსპიტალში მიმართვისას, ან თუ გადიხართ მკურნალობას სხვა დაავადების გამო, აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რომ დიროსატს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ააცნობეთ ექიმს თუ იღებთ შემდეგი სახის პრეპარატებს: ციკლოსპორინი (მაგ. ორგანოს ტრანპლანტაციის გამო), ვარფარინი (ან სხვა რომელიმე სისხლის გამათხელებელი პრეპარატი), ფიბრატები (როგორიცაა გემფიბროზილი, ფენოფიბრატი) ან სხვა რომელიმე პრეპარატს ქოლესტერინის დონის დასაწევად (როგორიცაა ეზეტიმიბი), კუჭ-ნაწლავის პრეპარატებს (კუჭის მჟავიანობის ნეიტრალიზებისთვის), ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი), ორალური კონტრაცეპტივი, ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპია ან ლოპინოვირი/რიტონავირი (აივ ინფექციის საწინააღმდეგო). ამ პრეპარატების ეფექტურობა შესაძლებელია შეიცვალოს როზუვინის მიღებისას ან პირიქით, ამ პრეპარატებმა შეცვალონ როზუვინის ეფექტურობა.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა - 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.