
ესანტილი პლუსი150მგ/12.5მგ#28ტ
გააზიარე:
ესანტილი პლუსი
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ირბესარტანი, ჰიდროქლორთიაზიდი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ესანტილ პლუსის აქტიური ინგრედიენტების კომბინაციას დამატებითი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი გააჩნია, ის სისხლის არტერიულ წნევას უფრო ეფექტურად აქვეითებს, ვიდრე მისი შემადგენელი ცალკე აღებული კომპონენტები.
ფარმაკოდინამიკა
ესანტილ-პლუსი ძლიერი, ორალურად აქტიური, ანგიოტენზინ -II რეცეპტორის (AT1 ქვეტიპი) სელექციური ანტაგონისტია. ანგიოტენზინ II ძლიერი ვაზოკონსტრიქტორია, რომელიც ანგიოტენზინ I-გან წარმოიქმნება ანგიოტენზინ მაკონვერტირებელი ფერმენტის (ამფ, ACE კინინაზა II) მიერ კატალიზებულ რეაქციაში. ანგიოტენზინ II რენინ-ანგიოტენზინის სისტემის (RAS) ძირითადი პრესორული საშუალებაა, რომელიც ასევე ალდოსტერონის სინთეზსა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სეკრეციას, გულის კუმშვადობას, თირკმლების მიერ ნატრიუმის შეწოვას, სიმპატიკური ნერვული სისტემის აქტივობასა და გლუვი კუნთების უჯრედების ზრდას ასტიმულირებს. ირბესარტანი აბლოკირებს ვაზოკონსტრიქციას და ანგიოტენზინ II-ის ალდოსტერონის მასეკრეტირებელ ეფექტს AT1 ანგიოტენზინ II რეცეპტორების სელექციურად შეკავშირების გზით.
ირბესარტანი AT1 რეცეპტორების სპეციფიკური კონკურენტული ანტაგონისტია უფრო დიდი აფინიტეტით (800-ჯერ უფრო მეტი) AT1 რეცეპტორებისათვის, ვიდრე AT2 რეცეპტორებისათვის, აგონისტური აქტივობის გარეშე. AT1 რეცეპტორების ბლოკადა ხსნის ანგიოტენზინ II-ის უარყოფით ზეგავლენას რენინის სეკრეციაზე, მაგრამ მომატებული პლაზმური რენინის აქტივობა და მოცირკულირე ანგიოტენზინ II ვერ ფარავს ირბესარტანის ეფექტს სისხლის წნევაზე.
ირბესარტანი ამფ-ს ან რენინს არ აინიჰიბირებს და ზეგავლენას არ ახდენს სხვა ჰორმონალურ რეცეპტორებსა თუ იონთა არხებზე, რომლებიც სისხლის წნევის კარდიოვასკულარულ რეგულაციასა და ნატრიუმის ჰომეოსტაზში მონაწილეობს. ვინაიდან ირბესარტანი არ აინჰიბირებს ამფ-ს, ის ზეგავლენას არ ახდენს ბრადიკინინის პასუხზე.
ჰიდროქლორთიაზიდი არის თიაზიდური შარდმდენი. პერორალური მიღების შემდეგ დიურეზი იწყება 2 საათში, და მაქსიმალური ეფექტი 4 საათში ვითარდება, მაშინ როდესაც აქტივობა გრძელდება დაახლოებით 6-12 საათი. თიაზიდი ზეგავლენას ახდენს ელექტროლიტების რეაბსორბციაზე თირკმლის მილაკოვან ნაწილში, პირდაპირ ზრდის რა ნატრიუმის და ქლორის ექსკრეციას დაახლოებით თანაბარი რაოდენობით. ჰიდროქლორთიაზიდის დიურეზული მოქმედება აქვეითებს პლაზმის მოცულობას, ზრდის პლაზმაში რენინის აქტივობას, ზრდის ალდოსტერონის სეკრეციას, ამის შედეგად ზრდის შარდით კალიუმისა და ბიკარბონატების დაკარგვას, და ამცირებს შრატში კალიუმს. რენინ-ალდოსტერონის კავშირი გაშუალებულია ანგიოტენზინ II-ით, ასე რომ ანგიონტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის ერთდროული მიღება ამ შარდმდენთან იწვევს ასოცირებული კალიუმის დანაკარგის აღდგენას. თიაზიდების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის მექანიზმი არ არის ბოლომდე შესწავლილი.
ფარმაკოკინეტიკა
ორბესარტანი
ირბესარტანი ორალურად აქტური საშუალებაა, რომელიც არ საჭიროებს აქტიურ ფორმად
ბიოტრანსფორმაციას. ირბესარტანის პერორალური აბსორბცია სწრაფი და სრულია საშუალ აბსოლუტური ბიოშეღწევადობით 60-80%. ირბესარტანის პერორალურად მიღების შემდეგ
მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დოზირებიდან 1.5-2 საათში.
ირბესარტანის ბიოშეღწევადობაზე საკვები ზეგავლენას არ ახდენს. თერაპიულ დოზათა
ფარგლებში ირბესარტანი ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას ამჟღავნებს. ირბესარტანის ნახევრად დაშლის პერიოდი აღწევს 11-15 საათს. წონასწორული კონცენტრაციები მიიღწევა 3 დღის
განმავლობაში. ირბესარტანის შეზღუდული აკუმულაცია (<20%) შეინიშნება დღეში ერთხელ დოზირების შემთხვევაში.
ირბესარტანი მეტაბოლიზდება გლუკურონის კონიუგაციის და დაჟანგვის გზით. 14C მარკირებული ირბესარტანის პერორალურად ან ინტრავენურად მიღების შემდეგ, მოცირკულირე პლაზმური რადიოაქტიურობის დაახლოებით 80% შეიძლება, მიეწეროს შეუცვლელ ირბესარტანს. ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტი არის არააქტიური ირბესარტანის გლუკურონის კონიუგატი (დაახლოებით 6%). დანარჩენი ოქსიდაციური მეტაბოლიტები ირბესარტანის ფარმაკოლოგიური აქტივობისთვის უმნიშვნელოა.
ირბესარტანი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა სანაღვლე და საშარდე გზებით. 14C მარკირებული ირბესარტანის პერორალურად ან ინტრავენურად მიღების შემდეგ, რაქდიოაქტივობის დაახლოებით 20% აღდგება შარდში, ხოლო დანარჩენი განავალში, ირბესარტანის ან ირბესარტან გლუკურონის სახით.
ციტოქრომ P450 იზოფერმენტით ირბესარტანის ჟანგვის in vitro კვლევებმა უჩვენა, რომ ირბესარტანი ძირითადად 2C9-თი იჟანგება; 3A4-ით მეტაბოლიზმი უმნიშვნელოა. ირბესარტანი არც მეტაბოლიზდება, არც მნიშვნელოვნად ასტიმულირებს ან აინჰიბირებს წამლის მეტაბოლიზმთან ხშირად ასოცირებულ ფერმენტებს (1A1, 1A2, 2A6, 2B6, 2D6, 2E1). 3A4-ის სტიმულირება ან ინჰიბირება არ აღინიშნებოდა.
ირბესარტანის 90% შეკავშირებულია შრატის ცილებთან (ძირითადად ალბუმინთან და α1მჟავა გლიკოპროტეინთან) სისხლის უჯრედული კომპონენტების უმნიშვნელო შეკავშირებით. განაწილების საშუალო მოცულობა არის 53-93 ლიტრი. საერთო პლაზმური და თირკმლოვანი კლირენსი არის 157-176-სა და 3.0-3.5 მლ/ლ ფარგებლში შესაბამისად. განმეორებითი დოზირებისას, კლინიკურად უმნიშვნელოდ აკუმულირდება.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები უჩვენებს, რომ რადიოლოგიურად მონიშნული ირბესარტანი სუსტად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერსა და პლაცენტაში. ირბესარტანი გამოიყოფა მეძუძური ვირთხების რძეში.
ჰიდროქლორთიაზიდი
პლაზმური დონის 24 საათის განმავლობაში დაკვირვებისას, პლაზმური ნახევრად დაშლის პერიოდი ვარირებს 5.6-სა და 14.8 საათს შორის. ჰიდროქლორთიაზიდი არ მეტაბოლიზდება, თუმცა სწრაფად გამოიყოფა თირკმლების საშუალებით. პერორალური დოზის სულ მცირე 61% გამოიყოფა შეუცვლელი სახით 24 საათის განმავლობაში. ჰიდროქლორთიაზიდი კვეთს პლაცენტას და არა ჰემატოენცეფალურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.
ჩვენებები
ესანტილ-პლუსი ნაჩვენებია ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. ამ ფიქსირებული დოზის
კომბინაცია არ არის ნაჩვენები მკურნალობის დასაწყისისთვის.
უკუჩვენებები
ესანტილ-პლუსი უკუნაჩვენებია პაციენტებში პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი
კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის არსებობისას.
ჰიდროქლორთიაზიდური კომპონენტის გამო, ეს საშუალება უკუნაჩვენებია
პაციენტებში ანურიით ან სხვა სულფანილამიდწარმოებული პრეპარატების მიმართ
ჰიპერმგრძნობელობით.
უსაფრთხოების ზომები
ირბესარტანი
ნაყოფის/ახალშობილთა ავადობა და სიკვდილიანობა
წამლებს, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე, ორსულ ქალებში გამოყენების შემთხვევაში შეუძლიათ, გამოიწვიონ ნაყოფისა და ჩვილის ავადობა და სიკვდილი. მსოფლიო ლიტერატურაში არის ინფორმაცია რამდენიმე ათეული შემთხვევის შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებს.
ორსულობის დადასტურებისას, პრეპარატი სასწრაფოდ უნდა მოიხსნას.
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში წამლების გამოყენება, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე, ასოცირებულია ნაყოფისა და ახალშობილის დაზიანებებთან, ჰიპოტენზიის, ქალას ჰიპოპლაზიის, ანურიის, თირკმლების შექცევადი და შეუქცევადი დეფექტებისა და ლეტალობის ჩათვლით. ასევე აღინიშნებოდა ოლიგოჰიდრამნიონი, რომელიც, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ნაყოფის თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით; ამ შემთხვევაში ოლიგოჰიდრამნიონი დაკავშირებულია ნაყოფის კიდურების კონტრაქტურებთან, ქალა-სახის დეფორმაციასთან და ფილტვების ჰიპოპლაზიურ განვითარებასთან. ასევე აღინიშნებოდა დღენაკლულობა, საშვილოსნოს შიგნით ზრდაში ჩამორჩენა და ductus arteriosus, თუმცა წამალთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის.
ჰიპოტენზია ჰიპოვოლემიურ და მარილის დეფიციტიან პაციენტებში
არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითება იშვიათად აღინიშნებოდა პაციენტებში გაურთულებული ჰიპერტენზიით, რომლებიც მხოლოდ ირბესარტანით (< 0.1 %) ან ირბესარტან-ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციით (დაახლოებით 1%) მკურნალობდნენ. ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დაწყებამ, შეიძლება, გამოიწვიოს სიმპტომური ჰიპოტენზია პაციენტებში ინტრავასკულარული ჰიპოვოლემიით ან მარილოვანი დეფიციტით, მაგ., პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ძლიერი შარდმდენებით ან დიალიზით. ასეთი ჰიპოვოლემია ანჰიპერტენზიული საშუალებების გამოყენებამდე უნდა გამოსწორდეს. ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და თუ საჭიროა, გაუკეთდეს მარილიანი ხსნარის ინტრავენური ინფუზია. გარდამავალი ჰიპოტენზიური ეფექტი მკურნალობის გაგრძელებისათვის უკუჩვენება არ არის, სისხლის წნევის მოწესრიგების შემდეგ ის ყოველგვარის სირთულის გარეშე შეიძლება გაგრძელდეს.
ჰიდროქლორთიაზიდი
ღვიძლი
თიაზიდები სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან
ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებით, ვინაიდან სითხისა და ელექტროლიტების
ბალანსის მცირე ცვლილებამაც კი შეიძლება დააჩქაროს ღვიძლისმიერი კომის განვითარება.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
ჰიდროქლორთიაზიდის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება განვითარდეს
პაციენტებში ანამნეზში ალერგიის ან ბრონქული ასთმის ისტორიით ან ისტორიის გარეშე,
თუმცა უფრო ხშირად ვითარდება პაციენტებში ასეთი ისტორიით.
სისტემური წითელი მგლურა
თიაზიდური შარდმდენები იწვევს სისტემური წითელი მგლურას გამწვავებას.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
მგრძნობიარე პირებში, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათრგუნვის შედეგად, მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციის ცვლილებები. პაციენტებში, რომლებშიც თირკმლის ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე (მაგ. პაციენტები გულის მძიმე შეგუბებითი უკმარისობით), ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტით მკურნალობა დაკავშირებულია ოლიგურია და/ან პროგრესულ აზოტემიასთან და (იშვიათად) თირკმლის მწვავე უკმარისობა და ან სიკვდილთან. ირბესარტანი სავარაუდოდ, ამგვარად მოქმედებს. ამფ ინჰიბიტორების შესწავლისას პაციენტებში თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით, აღინიშნებოდა შრატის კრეატინინის ან BUN-ის მომატება. არ არის ცნობილი ირბესარატნის გამოყენების შესახებ პაციენტებში თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით, თუცმა ისეთივე შედეგია მოსალოდნელი.
ბავშვებში გამოყენება
ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ხანდაზმულებში გამოყენება
ირბესარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის კლინიკური კვლევები არ მოიცავს საკმარის მონაცამებს 65 წლის პირებისათვის და ზემოთ, რათა დადგინდეს მკურნალობის ეფექტი ახალგაზრდებთან შედარებით. სხვა კლინიკური კვლევებით ხანდაზმულებისა და ახალგაზრდების კლინიკური ეფექტს შორის განსხვავება არ აღინიშნება. ზოგადად, ხანდაზმული პაციენტისათვის დოზის შერჩევა საჭიროა სიფრთხილით და უნდა დაიწყოს ჩვეულებრივ ყველაზე დაბალი დოზით.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულთა კატეგორა C (პირველი ტრიმესტრი) და D (მეორე და მესამე ტრიმესტრები).
არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არ ირბესარტანი დედის რძეში, თუმცა ირბესარტანი და მისი ზოგიერთი მეტაბოლიტი სეკრეტირდება მეძუძური ვირთხების რძეში დაბალი კონცენტრაციებით. ჩვილისათვის შესაძლო მავნე ზეგავლენის გამო, მიღებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების ან წამლის მოხსნის შესახებ, დედისათვის წამლის მნიშვნელობის გათვალისწინებით.
ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. მის ფარმაკოდინამიკურ თვისებებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ირბესარტანი ნაკლებად იმოქმედებს ამ უნარზე. ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისას, გასათვალისწინებულია მკურნალობის დროს თავბრუსხვევა და მოთენთილობის შესაძლო განვითარება.
გვერდითი მოვლენები
ჩვეულებრივ, ირბესარტანის და ჰიდროქლოთიაზიდის კომბინაცია კარგად აიტანება.
ძირითადად გვერდითი მოვლენები მსუბუქი და ტრანზიტორული იყო და არ საჭიროებდა
მკურნალობის შეწყვეტას. პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში პაციენტებში
ჰიპერტენზიით, გვერდითი მოვლენების განვითარების სიხიშირე
ირბესარტან/ჰიდროქლოთიაზიდის და პლაცებო ჯგუფებში არ განსხვავდებოდა.
კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, ირბესარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის
კომბინაციური მკურნალობის შეწყვეტა, გვერდითი მოვლენების გამო საჭირო იყო მხოლოდ 3.6%-ში. ეს სიხშირე გაცილებით ნაკლები იყო (p=0.023), ვიდრე პლაცებოთი ნამკურნალევი
პაციენტების 6.8%, რომლებმაც მკურნალობა შეწყვიტეს.
ამ პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში, ირბესარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის
კომბინაციური თერაპიისას შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნებოდა პაციენტებში
>=1%-ში:
ზოგადი: გულმკერდის ტკივილი 2%, სისუსტე 7%, გრიპი 3%.
კარდიოვასკულარული სისტემის მხრივ: შეშუპება 1%, ტაქიკარდია 1%.
საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: მუცლის ტკივილი 2%, დისპეფსია/გულძმარვა 2%,
გულისრევა/ღებინება 3%.
იმუნური სისტემის მხრივ: ალერგია 1%.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი 7%.
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა 8%, ორთოსტატული თავბრუსხვევა 1%.
შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: პათოლოგიური შარდვა 2%.
შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნებოდა 1% სიხშირით ან მეტით, თუმცა უფრო ხშირი იყო პლაცებო ჯგუფში:
თავის ტკივილი, სინუსური დარღვევები, ხველა, ზედა სასუნთქი ინფექციები, ფარინგიტი, ფაღარათი, რინიტი, საშარდე გზების ინფექცია, გამონაყარი, შფოთვა აღგზნებადობა და კუნთოვანი სპაზმები.
შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნებოდა პოსტ-მარკეტინგულ კვლევებში:
ჭინჭრის ციება; ანგიოედემა (სახის, ტუჩების, ხორხის და/ან ენის შეშუპების ჩათვლით).
ჰიპერკალიემია აღინიშნებოდა იშვიათად.
ლაბორატორიული მაჩვენებლები
კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, სტანდარტული ლაბორატორიული პარამეტრების კლინიკური მნიშვნელობის ცვლილებები იშვიათად იყო დაკავშირებული ირბესარტან-ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის გამოყენებასთან.
კრეატინინი, სისხლისშარდოვანასაზოტი (BUN): პაციენტებში ესენციური ჰიპერტენზიით მხოლოდ ირბესარტან-ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციით მკურნალობისას, BUN ისა და შრატის კრეატინინის მცირე მომატება აღინიშნებოდა 2.3% და 1.1 %-ში შესაბამისად.
ჰემოგლობინი: დაახლოებით 0.2 გ/დლ კლინიკურად უმნიშვნელო საშუალო დაქვეითება აღინიშნებოდა პაციენტებში ირბესარტან/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციით მკურნალობისას, შედარებით 0.4 გრ/დლ დაქვეითებისა პაციენტებში, რომლებიც პლაცებოს ღებულობდნენ.
ღვიძლის ფუნქციური სინჯები: აღინიშნებოდა ღვიძლის ფერმენტებისა და/ან შრატის
ბილირუბინის იშვიათი მომატება.
გვერდითი მოვლენის შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს
წამლებთან ურთიერთქმედება
ირბესარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის დიგოქსინთან, ვარფარინთან და ნიფედიპინთან ურთიერთქმედების შესწავლისას ფარმაკოკინეტიკური (ან ფარმაკოდინამიკური) ურთიერთქმედებები არ აღინიშნებოდა.
ჰიდროქლორთიაზიდი
ერთად გამოყენებისას თიაზიდურ შარდმდენებთან ურთიერთქმედება შეუძლია შემდეგ საშუალებებს:
ალკოჰოლი, საძილე საშუალებები ან ნარკოტიკები: შეიძლება განვითარდეს ორთოსტატული ჰიპოტენზიის გაძლიერება.
ანტიდიაბეტური წამლები (პერორალური საშუალებები და ინსულინი): შეიძლება საჭირო
გახდეს ანტიდიაბეტური წამლების დოზების კორექცია.
სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები: დამატებითი ან გამაძლიერებელი ეფექტი.
ქოლესტერამინიდაკოლესტიპოლისრეზინები: ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვა დარღვეულია. ქოლესტერამინის ან კოლესტიპოლის ერთჯერადი დოზა უკავშირდება ჰიდროქლორთიაზიდს და ამცირებს მის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან 85% და 43%-ით შესაბამისად
კორტიკოსტეროიდები, ACTH: ელექტროლიტების გაძლიერებული დაკარგვა, განსაკუთრებით ჰიპოკალიემია.
პრესორული ამინები (მაგ. ნორეპინეფრინი): პრესორული ამინების დაქვეითებული ეფექტი, თუმცა არასაკმარისი მათ მოსახსნელად.
ჩონჩხის კუნთების რელაქსანტები, არამადეპოლარიზებული საშუალებები (მაგ.
ტუბოკურარინი): შესაძლო მომატებული ეფექტი.
ლითიუმი: ჩვეულებრივ არ გამოიყენება შარდმდენებთან. შარდმდენი საშუალებები
ამცირებს ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს და ზრდის ლითიუმის ტოქსიურობის
საშიშროებას.
ანთებისსაწინააღმდეგოარასტეოიდულიპრეპარატები: ზოგიერთ პაციენტში, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მარყუჟოვანი, კალიუმ-შემნახველი და თიაზიდური შარდმდენების დიურეზული, ნატრიურეზული და ანტიჰიპერტენზიული ეფექტები. ამიტომ, ირბესარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ერთად გამოყენებისას, აუცილებელია პაციენტის სათანდო კონტროლი იმის დასადგენად, მიიღწევა თუ არა სასურველი ეფექტი.
დოზირება და გამოყენების მეთოდები
ესანტილ-პლუსის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 150 მგ დღეში. პაციენტებისათვის,
რომლებიც არტერიული წნევის შემდგომ დაქვითებას საჭიროებენ, საჭიროა ტიტრირება
300მგ-მდე დღეში ერთხელ.
ირბესარტანის უფრო დაბალი საწყისი დოზა (75 მგ) რეკომენდებულია პაციენტებში ინტრავასკულარული მოცულობის სიმცირით (მაგ. პაციენტები, რომლებიც ძლიერ შარდმდენებს ღებულობენ ან ჰემოდიალიზზე არიან).
ჭარბი დოზირება
ირბესარტანი
ადამიანებში ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. თუმცა, 900 მგ დღიური დოზები 8 კვირის განმავლობაში კარგად აიტანება. ჭარბი დოზირების ყველაზე სავარაუდო გამოვლინება მოსალოდნელია იყოს ჰიპოტენზია და ტაქიკარდია; ჭარბი დოზირებისას შეიძლება ასევე განვითარდეს ბრადიკარდია. ირბესარტანი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით.
ჰიდროქლორთიაზიდი
ადამიანებში ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი ნიშანი და სიმპტომი გამოწვეულია ელექტროლიტების განლევით (ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია) და დეჰიდრატაციით, რაც ჭარბი დიურეზის შედეგია. დიგიტალისების გამოყენებისას, ჰიპოკალიემიამ შეიძლება გაამწვავოს გულის არითმიები. ჰემოდიალიზით ჰიდროქლორთიაზიდის მოცილების ხარისხი დადგენილი არ არის.
შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-მდე თავის ორიგინალურ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.