ილ სალონე-თმის საღებავი 9.1ღია ყინულოვანი ქერა

ილ სალონე-თმის საღებავი 9.1ღია ყინულოვანი ქერა

0.00 ლარი
კატეგორია: თმის საღებავი
კოდი: 78830
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

თმის საღებავი ილ სალონე – 9.1  ღია ყინულოვანი ქერა

ილ სალონე არის თმის მოვლის პროფესიონალური საშუალებები იტალიიდან.
საღებავი 100% ღებავს ჭაღარას, არ შეიცავს პარაბენს, პარაფინს, ალკოჰოლს, შეიცავს ამიაკს. თმის შეღებვამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
არ გამოიყენოთ თმის საღებავი თუ:
• ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია თმის საღებავზე
• თუ თავის კანი დაზიანებული, გაღიზიანებული, ან მგრძნობიარეა
• გაიკეთეთ ალერგიული ტესტი შეღებვამდე 48 საათით ადრე, იმ შემთხვევაშიც თუ პირველად არ იყენებთ თმის საღებავს
• შეღებვის დროს თუ გაგიჩნდათ წვის შეგრძნება, სიწითლე ან რაიმე სახის სხვა გაღიზიანება სასწრაფოდ ჩამოიბანეთ საღებავი თბილი წყლით და აღარ გამოიყენოთ იგი
მომზადების წესი:
• ჩაიცვით ხელთათმანები, მოათავსეთ ტუბის შიგთავსი გამხსნელის ბოთლში, დაახურეთ თავი და შეანჯღრიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
• მიღებული ნარევი წაისვით ჯერ თმის ძირებზე, შემდეგ ბოლოებზე ფენა–ფენა. გაანაწილეთ საღებავი მთელ თმაზე მასაჟისებური მოძრაობით. გააჩერეთ საღებავი თმაზე 30 წუთი და დამატებით კიდევ 5 წუთი, თუ თქვენი თმა ძალიან მუქია. საღებავი ამ პერიოდის განმავლობაში შეიცვლის ფერს. 30-35 წუთის შემდეგ საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ თმა გამდინარე წყლით. წაისვით თმაზე მკვებავი ნიღაბი გაიჩერეთ 3 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კოლოფის შიგთავსი:
ხელთათმანები, დამცავი ნიღაბი შეღებვის წინ 15მლ, საღებავის ტუბი 50მლ, გამხსნელი (გამამჟღავნებელი) 70მლ, მკვებავი ნიღაბი შეღებვის შემდეგ 20მლ.