პაიდოტერინი დეკონგესტანტი100მლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
პაიდოტერინი დეკონგესტივო
სიროფი
მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით სრულად ბროშურას
- შეინახეთ ეს ბროშურა ვინაიდან შესაძლოა მისი თავიდან წაკითხვა დაგჭირდეთ.
- თუ გექნებათ რაიმე სახის ეჭვი მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი გამოწერილია თქვენთვის და არ უნდა გადასცეთ სხვა პიროვნებას, თუნდაც იგივე სიმპტომები ჰქონდეს, ვინაიდან შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მისთვის.
- თუ კი შეამჩნევთ რომ მის მიერ გამოწვეული რაიმე გვერდითი ჩვენება მძიმეა ან გამომჟღავნდა ისეთი გვერდითი ჩვენება რაც არ არის მოხსენიებული ამ ბროშურაში , შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბროშურას შემადგენლობა:
1. რა არის პაიდოტერინი - დეკონგესტანტი სიროფი და რისთვის გამოიყენება იგი.
2. პაიდოტერინი - დეკონგესტანტი სიროფის მიღებამდე.
3. როგორ მივიღოთ პაიდოტერინი - დეკონგესტანტი სიროფი.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.
5. პაიდოტერინი - დეკონგესტანტი სიროფის შენახვა.
6. დამატებითი ინფორმაცია.
1. რა არის პაიდოტერინი - დეკონგესტანტი სიროფი და რისთვის გამოიყენება იგი.
პაიდოტერინი - დეკონგესტანტი სიროფი არის ფენილეფრინის, დიფენჰიდრამინისა და ქლორფენირამინის ნაერთი.
ფენილეფრინი არის სიმპატომიმეტიური ამინი, რომელიც მოქმედებს სასუნთქი გზების ლორწოვან ალფა-ადრენერგიულ რეცეპტორებზე ვაზოკონტრიქციის გამოსაწვევად რომელიც დროებით ამცირებს ლორწოვანი გარსის ანთებასთან დაკავშირებულ შეშუპებას, რაც ფარავს ნაზალურ გზებს, მოქმედებს როგორც შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება.
დიფენჰიდრამინი და ქლორფენირამინი არის ორი ანტიჰისტამინი, რომლებიც ხელს უშლის, მაგრამ არ აუმჯობესებს ჰისტამინისგან გამოწვეულ რეაქციებს. ანტიჰისტამინური საშუალებების ანტიმიკარქიული მოქმედება უზრუნველყოფს ცხვირის ლორწოვანზე დამამშვიდებელ ეფექტს.
ამსუბუქებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის შეშუპებას, რომელიც თან ახლავს ალერგიულ რინიტს, მრავალი წლის ან სეზონური პერიოდის განმავლობაში.
2. პაიდოტერინი - დეკონგესტანტი სიროფის მიღებამდე.
არ მიიღოთ პაიდოტერინი შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
განსაკუთრებული სიფრთხილე იქონიეთ პაიდოტერინი - დეკონგესტანტი სიროფთან:
დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ ჰიპერტენზიის, მძიმე კარდიოვასკულარული დაავადების, გლაუკომის, პროსტატის ჰიპერტროფიის მქონე პაციენტებმა , აგრეთვე შარდის ბუშტისა და შარდის შეკავებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პაციენტებმა.
ანტიჰისტამინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტები შეიძლება იყვნენ მგრძნობიარე სხვა საშუალებების მიმართაც.
სხვა მედიკამენტების გამოყენება:
ანტიჰისტამინებმა შეიძლება გააძლიეროს ცნს-ზე ჩამხშობი ეფექტი, ცნს- დეპრესანტებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან მაო-ს ინჰიბიტორებთან და ალკოჰოლოთან ერთად მიღების შემთხვევაში. მათ ასევე შეიძლება გააძლიერონ ანტიქოლინერგული პრეპარატების ანტიქოლინერგული ეფექტები. ფენილეფრინის გამოყენებამ დოქსაპრამთან, მეთილდოპასთან ან ტრიმფართან ერთად შესაძლოა გააძლიეროს სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტები. ფენილეფრინმა, რომელიც გამოიყენება დიგიტალურ გლიკოზიდებთან ერთად, შეიძლება გაზარდოს გულის არითმიის რისკი და ადგილი ჰქონდეს ერკოტ ალკალოიდებით ან მეთიზერგიდით გამოწვეული ვაზოკონსტრიქციას. ამან ასევე შესაძლებელია გაახანგრძლივოს და გააძლიეროს გულის მასტიმულირებელი ეფექტები.
პრესორული რეაქცია ფენილეფრინზე შესაძლოა დაიბლოკოს ალფა-ადრენო ბლოკატორების წინასწარი მიღებით და ფენილეფრინმა შესაძლოა დაახშოს ბეტა-ადრენობლოკატორების თერაპიული ეფექტები.
მწვავე ვენტრიკულური არითმიის რისკი შეიძლება გაიზარდოს, როდესაც ერთდროულად მიიღება ფენილეფრინი და ანესთეზიური საშუალებები, ჰალოგენირებული ნახშირწყლები ინჰალაციის მეშვეობით.
პაიდოტერინი - დეკონგესტანტი შესაფერისია ნებისმიერი სულფამიდური ან ანტიბიოტიკური თერაპიისთვის. შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ კი იღებთ ან ბოლო პერიოდში გაქვთ მიღებული რაიმე სახის მედიკამენტი, ისინიც კი რომელებიც შეიძინეთ რეცეპტის გარეშე.
ბავშვებში გამოყენება:
1 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2,5 მლ 6-8 სთ-ში
2-6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 5მლ 6-8 სთ-ში
6-12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 10-15მლ 6-8 სთ-ში
12 წლის ზემოთ: 15-20მლ 6-8 სთ-ში
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულებში შესაძლოა წარმოიშვას ცნს-ის მასტიმულირებელი ანტიქოლინერგული ეფექტები და არსებობს დაუდგენელი გლაუკომის დაჩქარების საფრთხე.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის დადგენილი პაიდოტერინი - დეკონგესტანტი უვნებლობა ორსულებში.
არ არის რეკომენდირებული ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში გამოყენება, ვინაიდან შესაძლოა უკავშირდებოდეს ჩანასახზე გვერდითი მოვლენების წარმოქმნას. როგორიცაა უჩვეულო გაღიზიანებადობა და აღგზნებულობა, რადგანაც შემდეგ რძეში გამოიყოფა მცირე რაოდენობის ანტიჰისტამინები.
მართვისა და დანადგარების გამოყენებისას:
იმის გამო, რომ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, შესაძლოა საზიანო და საშიში აღმოჩნდეს ავტობილის მართვისას.
სპორტსმენებში გამოყენება:
ეს მედიკამენტი შეიცავს ფენილეფრინს რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დოპინგის ტესტის ჩატარებისას დადებითი პასუხი.
მნიშვნელოვანი ინოფრმაცია პაიდოტერინი - დეკონგესტანტი ზოგიერთ კომპონენტზე :
- ეს მედიკამენტი შეიცავს საქაროზას. თუკი თქვენმა ექიმმა გაცნობათ რომ გაქვთ შეუთავსებლობა გარკვეული სახის შაქარზე, მიმართეთ მას პრეპარატის მიღებამდე.
- შესაძლოა გამოიწვიოს კარიესის წარმოქმნა კბილებზე.
- შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული პროცესები (სავარაუდოდ მოგვიანებით), ვინაიდან შეიცავს მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატს, სოდიუმის მარილს (E-219).
3. როგორ მივიღოთ პაიდოტერინი - დეკონგესტანტი, სიროფი
მითითებები შესაბამისი გამოყენებისათვის:
მკაცრად დაიცავით თქვენი ექიმის მიერ მითითებული პაიდოტერინი დეკონგესტივოს მიღების წესები.
კითხვებისა და ეჭვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდირებული დოზა არის:
1 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2,5 მლ 6-8 სთ-ში
2-6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 5მლ 6-8 სთ-ში
6-12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 10-15მლ 6-8 სთ-ში
12 წლის ზემოთ: 15-20მლ 6-8 სთ-ში
სრულყოფილად მოქმედებს ჭამის შემდეგ მიღებისას.
დოზიფიკაციის განხორციელება ხდება საზომი ჭიქის გამოყენებით (2.5, 5, 15 და 20 მლ. გრამიანი საზომი ხაზებით) რომელიც მოთავსებულია შიგნით ან პატარა კოვზის გამოყენებით (5 მილიგრამი მოცულობით)
არ უნდა გადააჭარბოთ დოზას, მაქსიმიმ მითითებულის ორმაგი დოზა ყოველ მიღებაზე.
საჭიროზე მეტი პაიდოტერინი - დეკონგესტანტი სიროფის მიღებისას:
დოზის გადაჭარბებით გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში, მკურნალობა ითვალისწინებას ღებინებას ან კუჭის ამორეცხვას ნატრიუმის ბიკარბონატის 5% ხსნარით, აქტივირებული ნახშირით და გასუფთავებით. თუ გამოვლინდა ვენტრიკულური ტაქიკარდია, მიიღება - ლიდოკაინი და თუ არ არსებობს რეაქცია მასზე, პროპრანოლოლი. კრუნჩხვების შემთხვევაში კი დიაზეპამი. მწვავე ჰიპერტენზიის შემთხვევაში - ნიტროპროუსიდი ან ფენტოლამინი. თუ ანტიკოლინერგული ეფექტი არ შეწყდება, მიიღება ფისოსტიგმინი, ჩატარდება ელექტროკარდიოგრაფია და სიმპტომატურ პაციენტებში განხორციელდება შარდის და ელექტროლიტების კონტროლი სისხლში.
ჭარბი დოზის ან შემთხვევითი ჩაყლაპვისას დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიური მომსახურეობის საინფორმაციო ხაზზე : ტელ- 91 562 04 20, მიუთითეთ მედიკამენტის დასახელება და მიღებული დოზა.
თუ დაგავიწყდათ პაიდოტერინი - დეკონგესტანტი სიროფის მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა, დავიწყებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ გაგაჩნიათ ნებისმიერი სხვა სახის ეჭვი ამ მედიკამენტთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ისევე როგორც ყველა მედიკამენტს პაიდოტერინი - დეკონგესტანტი სიროფსაც შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი ეფექტები თუმცა ისინი შესაძლოა არ გამოვლინდეს ყველა ადამიანში.
განსაკუთრებით გამოიკვეთება, ძილიანობა. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს სისხლის პათოლოგიური ცვლილება, მზეზე მგრძნობელობის მომატება, გაძლიერებული ოფლიანობა და მადის დაკარგვა. აგრეთვე იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს (ცუდი ძილი-კოშმარები, აღგზნებულობა, ნერვიულობა და ა.შ) უფრო დიდი შანსი ამ გვერდითი ჩვენებების გამოვლენისა არის ბავშვებში და მოხუცებში. მათში უფრო დიდია ალბათობა დაღვევისა, გართულებისა ან ტკივილისა და ძილიანობისა.
თუ მიიჩნევთ რომ რომელიმე გვერდითი ჩვენება რომლიც გაქვთ არის მძიმე, ან თუ გამოვლინდება რაიმე ისეტთ გვერდითი ჩვენება რაც ამ ბროშურაში არ არის მითითებული, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. პაიდოტერინი - დეკონგესტანტი სიროფის შენახვა
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
შუშა შენახული უნდა იყოს ორიგინალ შეფუთვაში, დაცული შუქისაგან და ზედმეტად დაბალი ტემპერატურისაგან.
არ გამოიყენოთ პაიდოტერინი - დეკონგესტანტი სიროფი, შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს თვის ბოლო დღეს, რომელიც მასზეა დატანილი.
მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ სადრენაჟო სისტემაში ან ნაგავში. ჩაუშვით იგი აფთიაქთან განთავსებულ სპეციალურ წერტილში. იმ მედიკამენტის გადაგდებასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე არ გჭირდებათ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, ამგვარად დაეხმარებით გარემოს დაცვას.
6. დამატებითი ინფორმაცია
პაიდოტერინი - დეკონგესტანტი სიროფის შემადგენლობა:
5 მლ სიროფი შეიცავს: ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 5მგ; დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი 5 მგ, ქლორფენირამინის მალეატი 0,75 მგ; ( ნატრიუმის საქარინი 5 მგ; საქაროზა 1,665 მგ, მარწყვის წითელი საღებავი, მეთილიპარაჰიდროქსიბენზოატი,
ნატრიუმის მარილი (E – 219), გლიცერინი, ნატრიუმის ციტრატი, მარწყვის არმომატიზატორი, დეიონიზირებული წყალი).
პროდუქტის ფორმა და შეფუთვის შემცველობა:
პაიდოტერინი - დეკონგესტანტი სიროფი არის წითელი სითხე, მარწყვის არომატით, რომელიც გამოშვებულია 100 მლ-იან კონტეინერში დოზირების ჭიქასთან ერთად.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შ.პ.ს ალდო უნიონ -ის ლაბორატორია (Laboratorio ALDO-UNION, S.L.)
ბარონესა დე მალდას ქუჩა,#73
08950 ესპუგეს დე იობრეგატ (ბარსელონა)
ესპანეთი