ნეოქონდრის გელი 35გ
გააზიარე:
ნეოქონდრი
NEOQONDR
წამლისფორმა: გელი გარეგანი გამოყენებისთვის.
ფარმაკოლოგიურიჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია: ნეოქონდრის სქელი ექსტრაქტი – 3% (წყლის მარწყვაბალახას ფესურა ფესვებით (Rhizomata cum radices Comari)- 3 ნაწილი; ოროვანდის ფესვები (Radices Arctii) – 1 ნაწილი; შავი მოცხარის ფოთლები (Folia Ribes nigri) – 1 ნაწილი).
დამხმარენივთიერებები: დიმექსიდი, ნატრიუმის ბენზოატი, კარბომერი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, პიტნის ზეთი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: გელს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ხსნის სახსრების ტკივილსა და შეშუპებას, აწესრიგებს მინერალურ ცვლას.
წყლის მარწყვაბალახა შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს. მათში მთრიმლავ ნივთიერებებს განსაკუთრებული როლი ეკისრებათ. ისინი განსაზღვრავენ მცენარის ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ, რეგენერაციულ ეფექტს.
ოროვანდის ფესვები შეიცავს ინულინს (45%-მდე), ეთერზეთს (0,17%-მდე), მთრიმლავ ნივთიერებებს, მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს (კოფეინის, ვაშლის, ლიმონის), B ჯგუფის ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას. ოროვანდის ფესვებს აქვს შარდმდენი, ოფლმდენი მოქმედება, აუმჯობესებს მინერალურ ცვლას.
შავი მოცხარის ფოთლები გამოირჩევა ვიტამინ С – ს განსაკუთრებით მაღალი შემცველობით (0,4%-ზე მეტი). გარდა ამისა, შეიცავს ეთერზეთს, პოლიფენოლურ ნაერთებს. შავი მოცხარის ფოთლები ცნობილია, როგორც შარდმდენი, ოფლმდენი მოქმედების მქონე ანტირევმატული საშუალება.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
· ართრიტი;
· რევმატიზმი;
· ოსტეოქონდროზი;
· რადიკულიტი;
· პოდაგრა;
· ძვლებისა და სახსრების დაზიანებები და ტრავმები;
· საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პროფილაქტიკა (მუდმივი ფიზიკური დატვირთვის მქონე პირებში და სპორტსმენებში).
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენებისწესიდადოზირება: გამოიყენება გარეგანად. გელი უნდა დაიტანოთ პრობლემურ უბანზე და შეიზილოთ კანში, დღეში 2-3-ჯერ.
ეფექტის გასაძლიერებლად პრობლემურ უბანზე უნდა შემოიხვიოთ შალის ქსოვილი.
გელის გამოყენება რეკომენდირებულია არა ნაკლებ 2-3 თვის განმავლობაში.
გვერდითიმოვლენები: არ არის გამოვლენილი.
გამოყენებაორსულობისადალაქტაციისპერიოდში: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია.
დოზისგადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია სხვა სახსრების სამკურნალო პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება.
ზემოქმედებაავტოტრანსპორტისადამექანიზმებისმართვისუნარზე: პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვებისფორმა: 35გ გელი ალუმინის ტუბში.
1 ტუბი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
აფთიაქიდანგაცემისწესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისობისვადა: 2 წელი.
შენახვისწესი: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულდაბავშვებისთვისმიუწვდომელადგილას.
ვარგისობისვადისგასვლისშემდეგპრეპარატისგამოყენებადაუშვებელია.
მწარმოებელი: შპს “ნეოფარმი”.
საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქს: +995 (032) 259-64-46; 259-57-90.










