
ვიტ D3 ლაიფი 1000სე#60ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ვიტ D3 ლაიფი 1000სე#60ტ
სავაჭროდასახელება
ვიტ D3-ლაიფ, Vit D3-Life.
წამლის ფორმა
ტაბლეტები.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს 1000 ს.ე. (25 მკგ) D3ვიტამინს (ქოლეკალციფეროლი).
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი
ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები
ფარმაკოლოგიური თვისებები
D3 ვიტამინი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია კალციუმისა და ფოსფატების ასათვისებლად, განსაზღვრავს ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობას. D3 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ძვლის მინერალიზაციის შემცირებას (ოსტეოპოროზი), ძვლის მოტეხილობას. D3 უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს.
D3 ვიტამინი ორგანიზმში არეგულირებს ორასამდე გენის ფუნქციას, აუცილებელია ზრდის და განვითარებისთვის. მისი ნაკლებობისას შეიძლება განვითარდეს სიმსუქნე, დიაბეტი, ჰიპერტენზია, დეპრესია, ფიბრომიალგია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ოსტეოპოროზი და ნეიროდეგენერაციული დაავადებები, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადება.
ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს მზის სხივების D3 ვიტამინად გარდაქმნის უნარს. ამიტომაც აუცილებელია მისი დამატებით მიღება
ჩვენებები
- D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- ოსტეომალაციის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა კომპლექსურ თერაპიაში;
- ჰიპოკალცემიური ტეტანია;
- ენდოკრინოლოგიური დაავადებებით გამოწვეული ძვლის პათოლოგიების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოპარათირეოზი);
- მენოპაუზის პერიოდი (ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა);
- ხანდაზმული ასაკი.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ორსულობალაქტაციისპერიოდი
ორსულებში, ან ქალებში, ვინც გეგმავს ორსულობას, ვიტ D3-ლაიფის მიღების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
მიღებისწესიდადოზირებისრეჟიმი
მიიღება წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით, სადილის დროს. 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. დოზირება შესაძლებელია შეიცვალოს ექიმის დანიშნულების მიხედვით.
აფთიაქიდანგაცემისწესი
გაიცემა ურეცეპტოდ.
შენახვისწესი
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ, მშრალ, ბნელ ადგილას, 30°C ტემპერატურამდე პირობებში.
გამოშვებისფორმა
60 ტაბლეტი შეფუთვაში.
მწარმოებელი
Life on Healthcare LTD. London, Great Britain.
ლაიფ ონ ჰელსქეა ლტდ. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.