ჰეპარეალი #30კაფს
გააზიარე:
ჰეპარეალი კაფსულა N30
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საკვები ნარევები და საკვების მაკორეგირებელი დანამატები
მწარმოებელიქვეყანა: ინდოეთი
მწარმოებელიკომპანია: BioMylz Pvt. Ltd.
ჯენერიკი: Curcuma longa, Silymarin, petiveria, piperin
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი ურეცეპტო
საკვები დანამატი. არ არის მედიკამენტი.
მიღებამდე გთხოვთ ყურადღებით გაეცანოთ ინსტრუქციას.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
ანამუს ექსტრაქტი (Petiveria alliacea)-200მგ, კურკუმას ექსტრაქტი (Curcuma Longa), რომელიც შეიცავს 95% კურკუმინოიდებს-150მგ, სილიმარინი (Silybum marianum)-90მგ, შავი წიწაკის ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს 95% პიპერინს-2,63მგ.
ჰეპარეალის თერაპიული ეფექტები:
ჰეპარეალის თერაპიული ეფექტი განპირობებულია აქტიურ ნივთიერებების (ანამუს ექსტრაქტი, კურკუმას ექსტრაქტი, სილიმარინი და პიპერინი) სინერგიული მოქმედებით.
ანამუექსტრაქტს (Petiveria alliacea) -გამოხატული აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება; ამაღლებს იმუნიტეტს და ამცირებს მგრძნობელობას ვირუსებისა და მიკრობების მიმართ.
კურკუმას ექსტრაქტი (Curcuma longa)- გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება; აქვს გამოხატული იმუნომოდულატორული ეფექტი (არეგულირებს T- და B-უჯრედების, დენდრიტული უჯრედების, მონოციტების, მაკროფაგების და ნეიტროფილების ფუნქციებს); ამცირებს „ცუდი“ ქოლესტერინის შემცველობას ორგანიზმში და ათეროსკლეროზის რისკს.
სილიმარინის ბიოაქტიური კომპონენტები ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს ღვიძლში, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ხელს უშლის უჯრედული სტრუქტურების განადგურებას, კერძოდ, ასტაბილურებს ჰეპატოციტების მემბრანებს და აჩქარებს ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას; სილიმარინის ანტიჰეპატოტოქსიური მოქმედება განპირობებულია მისი კონკურენტული ურთიერთქმედებით ჰეპატოციტების მემბრანაზე შესაბამისი ტოქსინების რეცეპტორებთან, რაც იწვევს სტეატოზის და ღვიძლის ფიბროზის განვითარების შენელებას.
პიპერინი შავი წიწაკის ექსტრაქტია, რომელიც ზრდის კურკუმინის ბიოშეღწევადობას; გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება და შლის თავისუფალ რადიკალებს, რითაც იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისგან; აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
ჩვენებები:
- ღვიძლის დაავადებები, რომელთაც თან სდევს მისი ფუნქციის დარღვევა (ჰეპატიტები,ცხიმოვანი ჰეპატოზი, ღვიძლის ტოქსიური დაზიანება, მათ შორის წამლისმიერი, ალკოჰოლური, მძიმე მეტალების შენაერთები და ა.შ.)
- ღვიძლის ციროზი (კომპლექსური თერაპიაში);
- ჰიპერქოლესტერინემია;
- ათეროსლეროზი;
- კუჭ-ნაჭლავის ტრაქტის დაავადებები, რომელთაც თან სდევს ნაღვლის უკმარისობა.
უკუჩვენება.
- ინდივიდუალური მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
- 18 წლამდე ასაკი, ორსულება და ლაქტაციის პერიოდი.
- მწვავე ქოლეცისტიტი, დადგენილი ან საეჭვო ესტროგენდამოკიდებული სიმსივნე.
თუ იღებთ რაიმე სხვა პროდუქტს ან მედიკამენტს, ჰეპარეალის კაფსულების მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილები 18 წლიდან, 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში, რეკომენდებულია ჭამის დროს.
მიღება რეკომენდირებულია 1-2 თვის განმავლობაში.
ხანგრძლივი მოხმარების პერიოდი და განმეორებითი მიღება ექიმთან შეთანხმებით.
არ შეიცავს ლაქტოზას.
შენახვის პირობები:
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
გამოშვების ფორმა: 767 მგ კაფსულა N 30.
გაცემის რეჟიმი:III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: BioMylz Pvt,ინდოეთი
დამზადებულია კომპანია: Zandra Lifescienes-თვის.










