მირამისტინი 0.01% 100მლ ხს.ფლ

მირამისტინი 0.01% 100მლ ხს.ფლ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 7790
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

მირამისტინი
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის 0.01%


სამკურნალო საშუალების შემცველობა:
მოქმედი ნივთიერება: 1 მლ სხნარი შეიცავს მირამისტინს (უწყლო ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) 0.0001გ;
დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტისეპტიკური და მადეზინფიცირებელი საშუალებები.
მირამისტინი ანტიმიკრობული პრეპარატია (ანტისეპტიკი). პრეპარატს გააჩნია მოქმედების მაღალი შერჩევითობა მიკროორგანიზმების მიმართ, ვინაიდან ადამიანზე პრაქტიკულად არ მოქმედებს. პრეპარატი აქტიურია ბევრი მიკროორგანიზმების მიმართ, ბაქტერიების, ტკივილის წარმომქმნელი სოკოების ჩათვლით. მირამისტინის მოქმედებით მცირდება მიკროორგანიზმების მდგრადობა ანტიბიოტიკების მიმართ. მირამისტინი აწესრიგებს ადგილობრივ იმუნიტეტს.
ჩვენებები
მეანობა-გინეკოლოგია
მშობიარობის შემდგომი ტრავმები, შორისისა და საშოს დაჩირქებების, სამშობიარო გზების ინფიცირების, გარე სასქესო ორგანოებისა და საშოს ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
ვენეროლოგია
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სიფილისი, გონორეა, ტრიქომინოზი, ქლამიდიოზი, გენიტალური ჰერპესი, გენიტალური კანდიდოზი) პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა.
უროლოგია
სპეციფიური (გონორეა, ტრიქომინოზი, ქლამიდიოზი) და არასპეციფიური ბუნების მწვავე და ქრონიკული ურეთრიტების კომპლექსური მკურნალობა.
დერმატოლოგია
კანისა და ლორწოვანების კანდიდომიკოზების, ტერფებისა და მსხვილი ნაკეცების მიკოზების კომპლექსურ მკურნალობა.
კომბუსტოლოგია
ზედაპირული და ღრმა II-IIIA ხარისხის დამწვრობებისა და მოყინვების სამკურნალოდ, დამწვრობის ჭრილობათა მოსამზადებლად აუტოდერმოპლასტიკისათვის.
ქირურგია, ტრავმატოლოგია
სხვადასხა ლოკალიზაციისა და ეთიოლოგიის გართულებული ინფიცირებული ჭრილობების ადგილობრივი მკურნალობა. გრანულირებადი ჭრილობების მეორადი ინფექციის პროფილაქტიკა.
ოტოლარინგოლოგია
მწვავე და ქრონიკული ოტიტების, ჰაიმორიტების, ტონზილიტების, ფარინგოლარინგიტების კომპლექსური მკურნალობა.
სტომატოლოგია
პარადონტიტების, სტომატიტების კომპლექსური მკურნალობა, მოსახსნელი პროთეზების ჰიგიენური დამუშავება.


უკუჩვენებები
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას.
პრეპარატი არ ახდენს ადგილობრივგამაღიზიანებელ მოქმედებას და არ გააჩნია ალერგიული თვისებები. შეიძლება გამოყენება ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან.
მირამისტინის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენების შესახებ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ადგილობრივი გამოყენებისას მირამისტინი ზრდის ადგილობრივი მოქმედების ანტიბიოტიკების ეფექტურობას.

გამოყენების წესი და დოზები.
მეანობა და გინეკოლოგია
მირამისტინი გამოიყენება მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდში სამშობიარო გზების ინფიცირების პროფილაქტიკის მიზნით, 50 მლ პრეპარატით გაჟღენთილი საშოს სამკურნალო ტამპონების სახით, 2 სთ ექსპოზიციით 5 დღის განმავლობაში. საკეისრო კვეთითის შემთხვევაში საშო მუშავდება უშუალოდ ოპერაციის წინ, ხოლო ოპერაციის შემდგომ პერიოდში გამოიყენება 50 მლ პრეპარატით გაჟღენთილი საშოს სამკურნალო ტამპონების სახით, 2 სთ. ექსპოზიციით 7 დღის განმავლობაში. ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების მკურნალობა ტარდება 2 კვირის განმავლობაში პრეპარატით გაჟღენთილი საშოს ტამპონების, ასევე პრეპარატის ელექტროფორეზის  სახით.
ვენეროლოგია
ვენერიული დაავადებების პროფილაქტიკისათვის მირამისტინი ეფექტურია, თუ იგი გამოყენებულია არაუგვიანეს 2 სააათში სქესობრივი აქტის შემდეგ. ფლაკონის შიგთავსი ჩამისაცმელის მეშვეობით შეიყვანება შარდსადენ არხში მამაკაცებისათვის (2-3 მლ), ქალებისათვის (1-2 მლ) და საშოში (5-10 მლ) 2-3 წუთით. მუშავდება მენჯების შიდა ზედაპირების, ბოქვენის, სასქესო ორგანოების კანი. ვაგინიტებისა და ვაგინოზების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში – სამკურნალო ტამპონების სახით.
უროლოგია
მირამისტინის ენდოურეტრალური ინსტალაციების გზით ურეთრიტების კომპლექსური მკურნალობა 2-3 მლ 1-2-ჯერ დღეში, კურსი 10 დღე, პროცედურები დღეგამოსვებით.
ქირურგია, ტრავმატოლოგია, კომბუსტიოლოგია.
პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით მირამისტინი წაისმევა ჭროლობებისა და დამწვრობების ზედაპირზე, ტამპონირდება ჭროლობები და ფისტულების არხები, ფიქსირდება მარლის ტამპონები, გაჟღენთილი ანტისეპტიკით. სამკურნალო პროცედურა მეორდება 2-3-ჯერ დღე-ღამესი 3-5 დღის განმავლობაში. მაღალეფექტურია ჭროლობებისა და ღრუების აქტიური დრენირების მეთოდი დღე-ღამეში პრეპარატის დაახლოებით 1 ლ ხარჯით.
ოტოლარინგოლოგია
მწვავე და ქრონიკული ოტიტების კომპლექსური მკურნალობა სმენის გარე გზებში მირამისტინის შეყვანის გზით. ტონზილიტები, ფარინგოლარინგიტები ინკურნება მირამისტინის ყელში მრავალჯერადი გამოვლებით.
სტომატოლოგია
პარადონტიტების მკურნალობა პარადონტალურ ჯიბეებში შეყვანის გზით ტურუნდებზე ღრძილების აპლიკაციით 15 წთ განმავლობაში. გამწვავებების დროს ხდება პარადონტალური ჯიბეების მირამისტინით შპრიცით გამორეცხვა და აბსცესის ღრუში პრეპარატიანი ტურუნდების შეყვანა. ვესტიბულოპლასტიკისა და ფრენულექტომიის ჩატარების შემდეგ მირამისტინი გამოიყენება აბაზანების სახით ამბოლატორულ პირობებში. მირამისტინით ტარდება კარიოზული ღრუების, პულპის ექსტირპაციის შემდეგ კბილების არხების მედიკამენტოზური დამუშავება, მოსახსნელი პროთეზების ჰიგიენური დამუშავება.
გვერდითი ეფექტები. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც თავისთავად გაივლის 15-20 წამში, და არ მოითხოვს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას.

ვარგისიანობის ვადა. 3 წელი. პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ რეკომენდებული არ არის.

შენახვის პირობები. ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას,
ტემპერატურაზე 0-დან +40°C-მდე.

შეფუთვა. 100 მლ 0.01% ხსნარი ბრტყელ პოლიეთილენის ფლაკონში ურეტრალური საცმით, თითო ფლაკონი კოლოფში.
200 მლ 0.01% ხსნარი ბრტყელ პოლიეთილენის ფლაკონში ურეტრალური საცმით, თითო ფლაკონი კოლოფში.
500 მლ 0.01% ხსნარი ბრტყელ პოლიეთილენის ფლაკონში ურეტრალური საცმით, თითო ფლაკონი კოლოფში.

გაცემის პირობები. რეცეპტის გარეშე.

მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი. დსს “ინფამედი”.
123056, ქ. მოსკოვი, ა/ყ 46. რუსეთი.
შეფუთულია: დსს “ფარმაცევტული ფირმა “დარნიცა”.
02093, უკრაინა, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13.