მელაქსამინი #30კაფს
გააზიარე:
მელაქსამინი
Melaxamin
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
აქტიურინივთიერება: მელატონინი 3 მგ, L-გლიცინი 400 მგ;
დამხმარენივთიერება: მაგნიუმის სტეარატი
გამოყენების ჩვენება:
მელატონინის ძირითადი თვისებაა ძილის რეგულაცია. იგი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ცირკადულ რითმებს.მელატონინს შეუძლია შეცვალოს უარყოფითი ემოციური მდგომარეობა, შეამციროს სხვადასხვა სტრესით გამოწვეული შფოთვა. ჰორმონი ასტაბილურებს ენდოკრინული სისტემის მოქმედებას და ხელს უშლის ადრენალური ჰიპერკორტიციზმის განვითარებას სტრესის დროს; ხელს უწყობს იმუნოლოგიური მაჩვენებლების ნორმალიზებას სტრესული იმუნოდეფიციტის შემთხვევაში. მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ანტიოქსიდანტური აქტივობა, რომელიც ვლინდება თავისუფალი რადიკალების, მათ შორის ეგზოგენური კანცეროგენების შებოჭვაში. მელატონინს შეუძლია გაააქტიუროს გლუტატიონპეროქსიდაზა - ორგანიზმის დაცვის ფაქტორი თავისუფალ-რადიკალური დაზიანებისგან. მელატონინის ანტიოქსიდანტური მოქმედება ძირითადად მიმართულია დნმ-ის დაცვისკენ.
გლიცინი წარმოადგენს დამამუხრუჭებელ ნეიროტრანსმიტერს, აქვს უნარი შებოჭოს იშემიის პროცესში წარმოქმნილი დაბალმოლეკულური ტოქსიური პროდუქტები (ალდეჰიდები, კეტონები), უზრუნველყოფს ცნს-ის დამცველობით ფუნქციას, ამცირებს ნერვულ დაძაბულობას და გაღიზიანებადობას, ზრდის გონებრივ შრომისუნარიანობას, წმენდს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან, აუმჯობესებს გუნება-განწყობსა და შრომისუნარიანობას, რაც დადებითად აისახება ადაპტაციაზე ოჯახსა და სამსახურში; აადვილებს ჩაძინების პროცესს და აუმჯობესებს ძილს; ნევროზების დროს ამცირებს არტერიული წნევის ცვალებადობას, კარდიონევროზებისას-ტკივილს გულის არეში,კლიმაქსისას-სახეზე სისხლის მიდინებას.
მელაქსამინის გამოყენება რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობებისას:
- გაძნელებული ჩაძინება
- ღამით ხშირი გაღვიძება და ძილის ცირკადული რითმის დარღვევა
- საათობრივი სარტყლის ცვლილებები- ადაპტაციის მიზნით
- სტრესული მდგომარეობები
- ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დარღვევები, მათ შორის კლიმაქტერული პერიოდი
უკუჩვენება:
პრეპარატის შემადგენელი კომპონენეტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
ორსულობა და ძუძუთი კვება.
გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:
1-2 კაფსულა დღეში, დაძინებამდე 30 წუთით ადრე. კაფსულა მიიღება მთლიანად ½ ჭიქა წყლის მიყოლებით. გამოყენების წინ აუცილებელია ექიმის რეკომენდაცია.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა ალერგიული რეაქციები.
შენახვის პირობები:
ინახება ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 25 °С ტემპერატურაზე, არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ბიოლოგიურად აქტიური დანამატია, არ მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ელემენტებს.
შენახვის ვადა: 3 წელი
კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება (კალორიულობა) 100 გრ-ზე:
ცილები-0,25გრ; ნახშირწყლები-0,41გრ; ცხიმები-0,25გრ; 7,2 კკალ/30,0კჯ
1 კაფსულის წონა: 504მგ ± 7,5%
გამოშვების ფორმა:
15 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს შეფუთვაში
მწარმოებელი:
Grand Medical Poland Sp. Zo.o. Michaela Faradaya 2,
03-233 Warsaw, Poland Tel.: +48 22 675 24 18
Grand Medical Group AG -ისთვის, Switzerland.