პრეგაგამა 300მგ #100კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
პრეგაგამა 150მგ / Pregagamma
1. რას წარმოადგენს პრეგაგამმა და რისთვის გამოიყენება ის?
პრეგაგამმა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პრეგაბალინს და მიეკუთვნება პრეპარატთა იმ ჯგუფს, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიისა და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ.
ეპილეფსიის შემთხვევაში: პრეგაგამმა განკუთვნილია მოზრდილებში გარკვეული ფორმის ეპილეფსიის (პარციალური გულყრების დროს მეორადი გენერალიზაციით ან გენერალიზაციის გარეშე) სამკურნალოდ. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ეს პრეპარატი როგორც ეპილეფსიის სამკურნალო დამხმარე საშუალება, თუ მიმდინარე მკურნალობა არ არის საკმარისი. პრეგაგამმა გათვლილია როგორც მიმდინარე მკურნალობის დამხმარე საშუალება. ის უნდა მიიღოთ სხვა ანტიეპილეპტიკურ საშუალებასთან ერთად კომბინაციაში. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის შემთხვევაში: პრეგაგამმას იყენებენ გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სიმპტომებია ხანგრძლივი დროის განმავლობაში შიშის და შფოთვის შეგრძნება. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა იწვევს აგრეთვე ჰიპერაგზნებადობას, დაძაბულობას, მოუცვენრობას, სისუსტეს, კონცენტრაციის დარღვევას, კუნთების დაჭიმულობას, უძილობას. ეს სიმპტომები განსხვავდება ყოველდღიური სტრესისა და მასთან დაკავშირებული სიმპტომებისგან.
2. რა უნდა გავითვალისწინოთ პრეგაგამმას მიღების წინ?
პრეგაგამმას მიღება არ არის რეკომენდირებული:
• თუ ალერგიული ხართ პრეგაბალინის ან მე-6 თავში ჩამოთვლილი ნივთიერებების მიმართ.
უსაფრთხოება და განსაკუთრებული მითითებები
პრეგაგამმას მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
• ზოგიერთი პაციენტი, რომელიც პრეგაგამმას ირებს, უჩივის ალერგიულ რეაქციებს, როგორიცაა: სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, აგრეთვე კანის სიწითლე. ასეთი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
• პრეგაგამმა იწვევს გულყრას და ძილიანობას, რაც ხანდაზმულ პაციენტებში ტრავმის რისკს ზრდის. აქედან გამომდინარე ვიდრე პრეპარატით გამოწვეულ ყველა სიმპტომს არ შეეჩვევით, ყურადღებით უნდა იყოთ.
• პრეგაგამმამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება. ასეთ შემტხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
• დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც პრეგაბალინით მკურნალობისას წონაში იმატებენ, საჭიროა დიაბეტის სამკურნალო პრეპარატის შესაბამისად შერჩევა. იმ პაციენტებში, რომელთაც მიღებული აქვთ ზურგის ტვინის ტრავმა, შესაძლოა ისეთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა ძილიანობა, ხშირად გამოვლინდეს, რადგან სავარაუდოდ ისინი სხვა ისეთ პრეპარატებს იღებენ, რომელთაც პრეგაბალინის მსგავსი გვერდითი მოვლენები აქვთ. აქედან გამომდინარე შესაძლოა ერთობლივმა მიღებამ მოქმედება გააძლიეროს.
• ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც პრეგაგამმას იღებდნენ, გამოვლინდა გულის უკმარისობა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც გულ- სისხლძარღვთა პრობლემები აქვთ. აცნობეთ ექიმს თუ გულის დაავადება გაქვთ ან გადაგიტანიათ.
• ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც პრეგაგამმას იღებდნენ, გამოვლინდა თირკმელების უკმარისობა. მკურნალობის პრეიოდში თუ შეგიმცირდათ შარდის გამოყოფა, მიმართეთ ექიმს, რომელიც პრეპარატის მიღების შეწყვეტით შეამოწმებს.
• პაციენტებს, რომლებიც ანტიეპილეპტიკური საშუალებით, როგორიცაა პრეგაგამმა, მკურნალობენ, ქონიათ საკუთარი თავის დაშავების ან სუიციდური ფიქრები. თუ ოდესმე მსგავსი რამ გაგიფიქრებიათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
• თუ პრეგაგამმას იღებთ ისეთ პრეპარატთან ერთად, რომელიც იწვევს ყაბზობას, (მაგ.: ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გარკვეული ჯგუფი), შესაძლოა გამოიწვიოს გასტროინტესტინალური პრობლემები (ყაბზობა, საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა). ყაბზობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
• პრეპარატის მირებამდე აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ან იყავით ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული. არ მიიღოთ მეტი წამალი, ვიდრე დანიშნული გაქვთ.
• გამოვლენილია კრუნჩხვითი შეტევები პრეგაგამმას მიღების პერიოდში ან მიღების დასრულების შემდეგ. კრუნჩხვითი შეტევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
• არსებობს თავის ტვინის დაზიანების (ენცეფალოპათია) გამოვლენის შემთხვევები ზოგ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ პრეგაგამმას და სხვა დაავადებებიც აწუხებდათ. აცნობეთ ექიმს თუ თქვენ მძიმე დაავადება გაქვთ ან გადაგიტანიათ, მათ შორის ღვიძლის და თირკმელების დაავადებები.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში პრეპარატის უსაფრთხოება და მოქმედება არ გამოკვლეულა. აქედან გამომდინარე არ არის რეკომენდირებულია ამ ასაკის პაციენტებში პრეგაბალინის გამოყენება.
პრეგაგამმას მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად
გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ/იყენებთ, მიიღეთ/გამოიყენეთ ცოტა ხნის წინ ან აპირებთ მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.
პრეგაგამმამ და სხვა კონკრეტულმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთქმედება, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების გაძლიერება, მაგ.: ჰაერის უკმარისობა (რესპირატორული უკმარისობა) და კომა.
გულყრა, ძილიანობა და კონცენტრაციის დარღვევა შეიძლება გამოვლინდეს, თუ პრეგაგამმას მიიღებთ ისეთ პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა:
• ოქსიკოდონი (ტკივილგამაყუჩებელი საშუალება)
• ლორაზეპამი (დამამშვიდებელი საშუალება) ან
• ალკოჰოლი
პრეგაგამმას მიღება შესაძლებელია ორალურად მისაღებ კონტრაცეპტივებთან ერთად.
პრეგაგამმას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად არ არის რეკომენდირებული პრეგაგამმას მიღების პერიოდში ალკოჰოლის მიღება.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე თუ გეგმავთ ან ვარაუდობთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეგაგამმას მიღება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული, თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდირებული. პრეგაგამმათი მკურნალობის პერიოდში რეკომენდირებულია ქალებმა საიმედოდ დაიცვან თავი.
კონცენტრირების უნარი ავტოსატრანსპორტო და სხვა ტექნიკის მართვისას
პრეგაგამმა იწვევს გულყრას, ძილიანობას და კონცენტრაციის დარღვევას. თავი შეიკავეთ მანქანის და სხვა ტექნიკის მართვისგან, ვიდრე არ გაარკვევთ, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი თქვენზე.
პრეგაგამმა შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ, პრეგაგამმას მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
3. პრეგაგამმას მიღების წესი
მიიღეთ პრეპარატი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმი შეგირჩევთ შესაბამის დოზას.
ეპილეფსია ან გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
• მიიღეთ ექიმის დანიშნულების შესაბამისი რაოდენობის მყარი კაფსულა
• რეკომენდირებული დოზა შეადგენს დღეში 150-600მგ.
• ექიმი აგიხსნით, ორჯერ თუ სამჯერ უნდა მიიღოთ პრეგაგამმა. ორჯერ მიღების შემთხვევაში, მიიღეთ პრეგაგამმა დილით და საღამოს, ყოველ დღე ერთიდაიმავე დროს. სამჯერ მიღების შემთხვევაში, მიიღეთ პრეგაგამმა დილით, ნაშუადღევს და საღამოს, ყოველ დღე ერთიდაიმავე დროს.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის მოქმედება სუსტი ან ძლიერია.
65 წელს გადაცილებულ პაციენტებში პრეგაგამმა ინიშნება ჩვეულებრივად, თუ არ ვლინდება თირკმელების პრობლემა.
თირკმელების პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ექიმი შეგირჩევთ პრეპარატის მიღების სხვა განრიგს და დოზებს.
პრეგაგამმა მიიღება ორალურად. გადაყლაპეთ კაფსულა მთლიანად და მიაყოლეთ წყალი.
პრეგაგამმა მიიღება საკვებთან ან მის გარეშე.
პრეგაგამმას მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
თუ მიიღეთ პრეგაგამმას ჭარბი დოზა
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ახლომდებარე საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის ყუთი. ჭარბი დოზის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ძილიანობა, დაბნეულობა, აღგზნებულობა და მოუსვენრობა.
თუ დაგავიწყდათ პრეგაგამმას მიღება
მნიშვნელოვანია რომ პრეგაგამმა მიიღოთ რეგულარულად ყოველ დღე ერთიდაიმავე დროს. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გააგრძელეთ პრეპარატის მირება დანიშნულებისამებრ.
პრეგაგამმას მიღების შეწყვეტა
დაასრულეთ მკურნალობა ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ თქვენი მკურნალობა დასრულდა, ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად მინიმუმ ერთი კვირის მანძილზე. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ხანგრძლივი თუ ხანმოკლე მკრნალობის დასრულების შემდეგ შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მაგ.: უძილობა, თავის ტკივილი, გულისრევა, შიშის შეგრძნება, დიარეა, გრიპის მსგავსი სიმპტომები, კრუნჩხვითი შეტევა, ნერვოზი, დეპრესია, ტკივილები, ოფლიანობა და გულყრა. ეს სიმპტომები შეიძლება გახშირდეს ან გართულდეს, თუ პრეგაგამმას ხანგრძლივი დროის მანძილზე იღებდით. დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი
ისევე როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, ამ პრეპარატსაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები, რომელიც შესაძლოა არ გამოვლინდეს ყველა პაციენტში.
ძალიან ხშირად: 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
• გულყრა, ძილიანობა, თავის ტკივილი ხშირად: 10-დან 1 პაციენტში
• მომატებული მადა
• ეიფორია, დაბნეულობა, ორიენტაციის დარღვევა, სექსუალური ჟინის დაქვეითება
• ყურადღების მოდუნება, აზროვნების შეფერხება, მეხსიერების დაქვეითება, მეხსიერების დაკარგვა, კანკალი, მეტყველების დაქვეითება, ჟრჟოლა, სმენის დაქვეითება, სიმშვიდე, ლეთარგია, უძილობა, სისუსტე, ავადმყოფობის შეგრძნება.
• მხედველობის დაქვეითება, მხედველობის გაორება
• თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა, ვარდნა
• პირის სიმშრალე, ყაბზობა, დიარეა, ღებინება, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი, გულისრევა.
• ერექციის დაქვეითება
• სხეულის შეშუპება კიდურების ჩათვლით
• სიმთვრალის შეგრძნება, უჩვეულო სიარული
• წონის მატება
• კუნთოვანი სპაზმი, სახსრების, ზურგის და კიდურების ტკივილი
• ყელის ტკივილი
შედარებით იშვიათად: 100-დან 1 პაციენტში
• მადის დაკარგვა, წონაში კლება, სისხლში შაქრის დონის დაქვეითება ან მომატება
• საკუთარ თავისთვის ზიანის მიყენება, მოუსვენრობა, დეპრესია, შფოთვა, ცვალებადი განწყობა, სიტყვების დავიწყება, ჰალუცინაციები, უჩვეულო სიზმრები, პანიკური
შეტევა, ინდეფერენტულობა, აგრესია, ამაღლებული განწყობა, სულიერი აშლლილობა, აზროვნების მოშლასექსუალური ჟინის გაძიერება
• სექსუალური ფუნქციის მოშლა, ორგაზმის მიღწევის დარღვევა, ეაკულაციის დარღვევა
• მხედველობის დარღვევა, თვალის უჩვეულო მოძრაობები, ცვლილებები მხედველობაში მაგ.: გვირაბული ხედვა, სინათლის ნათება, შენელებული მოძრაობა, დაქვეითებული რეფლექსები, ჰიპერაქტიურობა, თავბრუსხვევა წამოდგომისას, კანის ჰიპერმგრძნობელობა, გემოს დაკარგვა, კანკალი მოძრაობისას, გონების დაბინდვა, მოულოდნელი გულყრა, ჰიპერმგრძნობელობა ხმაურზე, დისკომფორტი
• თვალის სიმშრალე, თვალების შეშუპება, თვალების ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, წყლიანი თვალები, გაღიზიანებული თვალები
• არითმია, გულის ამოვარდნა, დაბალი წნევა, მაღალი წნევა, გულის რითმის დარღვევა, გულის უკმარისობა
• სახის სიწითლე, კანის სიწითლე და წვის შეგრძნება
• ჰაერის უკმარისობა, ცხვირის სიმშრალე, ცხვირით სუნთქვის გაძნელება
• ნერწყვის გაძლიერებული დენა, გულძმარვა, მიმიკური კუნთების გაშეშება
• ოფლიანობა, გამონაყარი, ციება, ტემპერატურა
• კუნთების სპაზმი, სახსრების შეშუპება, კუნთების ტრემორიკუნთების ტკივილი, ტკივილი კეფის არეში
• ტკივილი მკერდის არეში
• მტკივნეული ან გაძნელებული შრადის გამოყოფა, შარდის შეუკავებლობა
• სისუსტე, წყურვილი, მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში
• ცვლილებები სისხლის და ღვიძლის ფუნქციებში (მომატებული შრატის კრეატინ ფოსფოკინაზა, მომატებული ალანინ ამინოტრანსფერაზა, მომატებული ასპარტატ ამინოტრანსფერაზა, თრომბოციტების დაქვეითება, ნეიტროპენია, სისხლის კრეატინინის მომატება, სისხლის კალიუმის შემცირება)
• ჰიპერმგრძნობელობა, სახის შეშუპება, ქავილი, ჭინჭრის ციება, ცხვირის სისველე, სისხლდენა ცხვირიდან, ხველება, ხვრინვა
• ტკივილი მენსტრუაციის დროს
• ხელებისა და ფეხების გაციება იშვიათად: 1,000-დან 1 პაციენტში
• უჩვეულო ყნოსვითი გრძნობა, მხედველობის დარღვევა, სიღრმისეული მხედველობის მოშლა, ოპტიკური სიკაშკაშე, მხედველობის დაკარგვა
• გუგების გაგანიერება, სიელმე
• ცივი ოფლი, სივიწროვის შეგრძნება ყელში, ენის შეშუპება, კუჭქვეშა ჟირკვლის ანთება
• ყლაპვის გაძნელება
• სხეულის შენელებული მოძრაობა
• გამართულად წერის პრობლემა
• მუცლის არეში სითხის მომატება
• სითხე ფილტვებში
• კრუნჩხვითი შეტევები
• ცვლილებები ელექტრო კარდიოგრამაში, მაგ. არითმიის საფუძველზე
• კუნთების დაზიანება
• გამონადენი მკერდიდან, მკერდის ანომალიური გაზრდა, კაცებში მკერდის გაზრდა
• პერიოდული სისხლდენა
• თურკმელების გათიშვა, შარდის შემცირება, შარდის შეკავება
• ლეიკოციტების დაქვეითება
• არაადექვატური საქციელი
• ალერგიული რეაქციები (მათ შორის სუნთქვის გაძნელება, კერატიტი, კანზე გამონაყარი, წყლულების წარმოქმნა, კანის აქერცვლა და ტკივილი).
• თუ შენიშნავთ სახის ან ენის შეშუპებას ან კანის სიწითლეს, წყლულების წარმოქმნას ან აქერცვლას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
იმ პაცინტებში, რომელთაც აქვთ ზურგის ტვინის ტრავმა, შეიძლება გამოვლინდეს კონკრეტული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ძილიანობა, უფრო ხშირად, რადგან ასეთი პაციენტები იღებენ სხვა ისეთ პრეპარატებს, რომელთაც პრეგაბალინის მსგავსი გვერდითი მოვლენები ახასიათებთ. ერთობლივად მათი მიღება გამოიწვევს მოქმედების გამძაფრებას. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. პრეგაგამმას შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში.პრეპარატის უტილიზაციის შესახებ იკითხეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ამიტ თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია თუ რას შეიცავს პრეგაგამმა აქტიური ნივთიერებაა პრეგაბალინი
პრეგაგამმა 25მგ: თითო მყარი კაფსულა შეიცავს 25მგ პრეგაბალინს. პრეგაგამმა 50მგ: თითო მყარი კაფსულა შეიცავს 50მგ პრეგაბალინს. პრეგაგამმა 75მგ: თითო მყარი კაფსულა შეიცავს 75მგ პრეგაბალინს. პრეგაგამმა 100მგ: თითო მყარი კაფსულა შეიცავს 100მგ პრეგაბალინს. პრეგაგამმა 150მგ: თითო მყარი კაფსულა შეიცავს 150მგ პრეგაბალინს. პრეგაგამმა 200მგ: თითო მყარი კაფსულა შეიცავს 200მგ პრეგაბალინს. პრეგაგამმა 225მგ: თითო მყარი კაფსულა შეიცავს 225მგ პრეგაბალინს. პრეგაგამმა 300მგ: თითო მყარი კაფსულა შეიცავს 300მგ პრეგაბალინს. დამხმარე ნივთიერებებია:
კაფსულას შიგთავსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი
კაფსულას გარსი: ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი, რკინა (III)-ოქსიდი (E 172) (50მგ.
75მგ. 100მგ. 200მგ. 225მგ. 300მგ მყარი კაფსულა), რკინა (III)-ჰიოდროქსიდი-ოქსიდი xH2O (E
172) (50მგ. 200მგ. 225მგ მყარი კაფსულა)
საბეჭდი მელანი: შილაკი, რკინა (II,III)-ოქსიდი (E 172), პროპილენის გლიკოლი, კალიუმის ჰიდროქსიდი
პრეგაგამმას გარეგნული სახე და შეფუთვა
პრეგაგამმა 25მგ მყარი კაფსულა
მყარი კაფსულას ზომა 4, ზედა-ქვედა ნაწილი აქვს თეთრი, ხოლო ქვედა ნაწილში შავად დაბეჭდილი აქვს „25“. მყარ კაფსულაში ყრია თეთრი მოკრემისფრო ფხვნილი. პრეგაგამმა 50მგ მყარი კაფსულა
მყარი კაფსულას ზომა 3, ზედა ნაწილი აქვს თეთრი, ხოლო ქვედა ნაწილი მოვარდისფრო ფორთოხლისფერი, სადაც შავად დაბეჭდილი აქვს „50“. მყარ კაფსულაში ყრია თეთრი მოკრემისფრო ფხვნილი.
პრეგაგამმა 75მგ მყარი კაფსულა
მყარი კაფსულას ზომა 4, ზედა ნაწილი აქვს მოყავისფერო წითელი, ხოლო ქვედა ნაწილი თეთრი, სადაც შავად დაბეჭდილი აქვს „75“. მყარ კაფსულაში ყრია თეთრი მოკრემისფრო ფხვნილი.
პრეგაგამმა 100მგ მყარი კაფსულა
მყარი კაფსულას ზომა 3, ზედა-ქვედა ნაწილი აქვს მოყავისფერო წითელი, ქვედა ნაწილში შავად დაბეჭდილი აქვს „100“. მყარ კაფსულაში ყრია თეთრი მოკრემისფრო ფხვნილი. პრეგაგამმა 150მგ მყარი კაფსულა
მყარი კაფსულას ზომა 2, ზედა-ქვედა ნაწილი აქვს თეთრი, ხოლო ქვედა ნაწილში შავად დაბეჭდილი აქვს „150“. მყარ კაფსულაში ყრია თეთრი მოკრემისფრო ფხვნილი. პრეგაგამმა 200მგ მყარი კაფსულა
მყარი კაფსულას ზომა 1, ზედა-ქვედა ნაწილი აქვს მოვარდისფრო ფორთოხლისფერი, ხოლო ქვედა ნაწილში შავად დაბეჭდილი აქვს „200“. მყარ კაფსულაში ყრია თეთრი მოკრემისფრო ფხვნილი.
პრეგაგამმა 225მგ მყარი კაფსულა
მყარი კაფსულას ზომა 1, ზედა ნაწილი აქვს მოვარდისფრო ფორთოხლისფერი, ხოლო ქვედა
- თეთრი, სადაც შავად დაბეჭდილი აქვს „225“. მყარ კაფსულაში ყრია თეთრი მოკრემისფრო ფხვნილი.
პრეგაგამმა 300მგ მყარი კაფსულა
მყარი კაფსულას ზომა 0, ზედა ნაწილი აქვს მოყავისფერო წითელი, ქვედა - თეთრი, სადაც შავად დაბეჭდილი აქვს „300“. მყარ კაფსულაში ყრია თეთრი მოკრემისფრო ფხვნილი. PVC/ალუმინის ბლისტერის შეფუთვა 10,14,20,21,28,30,56,60,70 (მხოლოდ პრეგაგამმა 75მგ)
84,90,100 ან შეკვრა 84 (2x42), 112 (2x56), 120 (2x60), 200 (2x100) მყარი კაფსულით. გაყიდვაში არ არის ყველა ზომის შეფუთვა.