ველთინი პლუს ბიჭი(28წ)#56ტ/კ

ველთინი პლუს ბიჭი(28წ)#56ტ/კ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მწვანე ჩაი+შტოში+ომეგა-3
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 77828
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

WellTeen Plus®  HIM


ველთინი პლუსი არის ბრიტანული ხარისხის 100% -ით ნატურალური

ველთინი პლუსი სპეციალურად არის შექმნილი 13-19 წლის ასაკის თინეიჯერი ბიჭებისთვის და წარმოადგენს უნიკალურ ფორმულას, რომელიც ვიტამინებისა და მინერალების ფართო სპექტრთან ერთად  შეიცავს კოენზიმ Q-10-ს, L-კარნიტინსა და ომეგა-3-ს (ველთინში შემავალი თევზის ქონი წარმოადგენს უმაღლესი ფარმაცევტული სტანდარტების მქონე ნორვეგიულ თევზის ქონს).
 
მოზარდების დღევანდელი ძალზედ აქტიური ცხოვრების წესიდან გამომდინარე: დატვირთული სოციალური გარემო, გამოცდები, სპორტი, ემოციური სტრესი, ორგანიზმში მიმდინარე აქტიური ფიზიოლოგიური და ჰორმონალური ცვლილებები, გასაკვირი არ უნდა იყოს ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილება ნუტრიენტებზე. 
ველთინი პლუსი შექმნილია სწორედ ამ გაზრდილი მოთხოვნილების შესაბამისად. 

ვიტამინებისა და მინერალების ფართო სპექტრთან ერთად ველთინ პლუსს დამატებული აქვს ომეგა-3 თევზის ქონი, კოენზიმ Q-10, L- კარნიტინი და ტომატის ექსტრაქტი - ლიკოპენის წყარო.

ომეგა-3 თევზის ქონი, EPA და DHA, Zn, Fe, I, პანთოტენის მჟავა ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას, ყურადღებისა და კონცენტრაციის  უნარის გაზრდას, თავის ტვინის ჟანგბადით უკეთ მომარაგებას.

ლიკოპენი - უდიდესი როლი ენიჭება მამაკაცის მომწიფების პროცესში.

თუთია და სელენი B კომპლექსთან ერთად ხელს უწყობს ძლიერი იმუნური სისტემის შენარჩუნებას და ენერგიის გამომუშავებას. 

რკინა და თუთია ასევე მნიშვნელოვანია თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, განსაკუთრებით დასწავლის და მახსოვრობისთვის. რკინას უდიდესი როლი ენიჭება ჰემოგლობინის სინთეზის პროცესში, რაც უზრუნველყოფს ჟანგბადის უჯრედებამდე და ქსოვილებამდე მიტანას. რკინა ასევე წარმოადგენს კოფაქტორს ზოგიერთი ენზიმებისთვის, რომლებიც ენერგიის გამომუშავებაში მონაწილეობს.

თუთია ჩართულია დნმ–ის და რნმ–ის სინთეზში, ძვლის ზრდის და უჯრედების განახლების პროცესში, ასევე საჭიროა იმუნური სისტემის და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელი მუშაობისთვის. 
საკვებიდან კალციუმის და ფოსფორის ათვისებას ხელს უწყობს ვიტამინი D3-ის, მაგნიუმის და თუთიის არსებობა. 

Co-Q10 -  ანტიოქსიდანტია, ასევე ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას, კუნთების შეკუმშვის პროცესს და ასევე მონაწილეობს სხვადასხვა პროტეინების პროდუქციაში. რაც ძალძე მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ორგანიზმის განვითარებისა და აქტივობისთვის.
ნატურალური შერეული კაროტინოიდები –  ხელს უწყობს ჯანმრთელი კარდიოვასკულარული სისტემის შენარჩუნებას და ასევე ძლიერი ანტიოქსიდანტია.

სპილენძი – წარმოადგენს სხვადასხვა პროტეინების წარმოქმნისთვის მნიშვნელოვან ნივთიერებას. მათ შორის არის კოლაგენი, ძვლების და შემაერთებელი ქსოვილის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ცილა. სპილენძი თუთიასთან და ვიტამინ C-სთან ერთად მონაწილეობს ელასტინის ჩამოყალიბების პროცესში და ასევე ხელს უწყობს ჰემოგლობინის წარმოქმნას. სპილენძი მონაწილეობს ენერგიის გამომუშავების პროცესში და ჯანმრთელი ნერვული სისტემის შენარჩუნებაში.

ბიოტინი – საჭიროა ცხიმების და ენერგიის წარმოსაქმნელად. ხელს უწყობს დნმ–ის და რნმ–ის წარმოქმნას. ასევე ჯანსაღი თმის და კანის შენარჩუნებას.

ველთინი პლუსი ბიჭისთვის

Nutritional Information

Av. per Tablet

შემადგენლობა                  თითო ტაბლეტი

L-Carnitine Tartrate

50 mg

— L-კარნიტინის ტარტრატი 50 მგ

Tomato Extract

20 mg

—ტომატის ექსტრაქტი 20 მგ

Providing pure Lycopene

1 mg

—   წარმოქმნის წმინდა ლიკოპენს 1 მგ

Co-enzyme Q10

2 mg

— კოენზიმ  Q10 2 მგ

Natural Mixed Carotenoids

2 mg

— ბუნებრივი შერეული კაროტინოიდები 2მგ

 

 

 

Vitamin A (1333 IU)

400 µg RE

ვიტამინი A (1333 სე) 400 მკგ

Vitamin D (as D3 800 IU)

20 µg

ვიტამინი D ( D3 სახით 800 სე) 20 მკგ

Vitamin E (Natural Source)

8 mg α-TE

ვიტამინი E (ბუნებრივი წყარო) 8 მგ α-TE

Vitamin C

80 mg

ვიტამინი C 80 მგ

Thiamin (Vitamin B1)

6 mg

თიამინი (ვიტამინიB1) 6 მგ

Riboflavin (Vitamin B2)

3 mg

რიბოფლავინი (ვიტამინი B2) 3 მგ

Niacin (Vitamin B3)

18 mg NE

ნიაცინი (ვიტამინიB3) 18 მგ

Vitamin B6

8 mg

ვიტამინი B6 8 მგ

Folic Acid

400 µg

ფოლის მჟავა 400 მკგ

Vitamin B12

15 µg

ვიტამინი B12 15 მკგ

Biotin

75 µg

ბიოტინი 75 მკგ

Pantothenic Acid

6 mg

პანთოტენის მჟვა 6 მგ

Magnesium

94 mg

მაგნიუმი 94 მგ

Iron

11 mg

რკინა 11 მგ

Zinc

15 mg

თუთია 15 მგ

Copper

1000 µg

სპილენძი 1000 მკგ

Manganese

2 mg

მანგანუმი 2 მგ

Selenium

55 µg

სელენიუმი 55 მკგ

Chromium

50 µg

ქრომი  50 მკგ

Iodine

130 µg

იოდი  130 მკგ

 

Nutritional Information

Av. per Capsule

% EC NRV*

Omega-3 Fish Oil

540 mg

ომეგა-3 თევზის ქონი 540 მგ

Providing:

 

უზრუნველყოფს:

EPA (Eicosapentaenoic acid)

180 mg

EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა) 180მგ

DHA (Docosahexaenoic acid)

120 mg

DHA (დეკოზაჰექსანის მჟავა)     120 მგ

Vitamin E

5.5 mg a-TE

ვიტამინი E   5.5 მგ a-TE


არ შეიცავს:

ხელოვნურ საღებავებს, გლუტეინს, კონსერვანტებს, მარილსა და საფუარს

ჩვენებები: 

  • * ჰიპო და ავიტამინოზების, ასევე მინერალებისა და მიკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
  • * უმადობა.
  • * დიეტის დროს საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით ორგანიზმის უზრუნველსაყოფად.
  • * მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა.
  • * რეკონვალესცენციის პერიოდი.


მიღების წესი

დღეში ერთი კაფსულა პოლივიტამინების კომპლექსს დამატებული 1 კაფსულა ომეგა3 საკვებთან ერთად ან ჭამის შემდეგ ერთი სავსე ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით. ველთინის მიღება არ შეიძლება უზმოზე. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება.