ბერბექსინი 500მგ #30ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ბერბექსინი
საერთაშორისო დასახელება: ბერბერინის HCL
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაღვლმდენი საშუალება; ჰიპოლიპიდემიური საშუალება; ჰიპოგლიკემიური საშუალება
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატს გააჩნია ნაღვლმდენი და სპაზმოლიზური მოქმედება. ამცირებს ნაღვლის ბუშტის ტონუსს, ამცირებს შეკუმშვათა ამპლიტუდას, ხელს უწყობს ნაღვლის გამოყოფას. მიღების დროს ბერბექსინი ათხიერებს ნაღველს და აუმჯობესებს მის ბიოქიმიურ შემადგენლობას.
ბერბექსინი ამცირებს სისხლში ტრიგლიცერიდებისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას.
ბერბექსინი თავისი ჰიპოგლიკემიური აქტივობით არ ჩამოუვარდება სხვა ნორმოგლიკემიურ პრეპარატებს. ბერბერინის მიღება 12 კვირის განმავლობაში ამცირებს გლუკოზის დონეს უზმოდ 20%-ით, ჭამის შემდეგ -25,8%, გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონეს - 21%, ტრიგლიცერიდები - 18,7%, საერთო ქოლესტერინი - 18%, ხოლო დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს - 21%-ით. პრეპარატის მიღება ამცირებს ინსულინრეზისტენტობასა და აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას.
ჩვენება:
ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2;
დისლიპიდემია; წონის კორექცია;
ნევროლოგია: სხვადასხვა ეტიოლოგიის დეპრესია ცნს-ის ორგანული დაზიანების გარეშე;
ყურადღების დეფიციტის სინდრომი;
გასტროენტეროლოგია: ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებები;
მიღებისწესიდადოზირება: 1 აბი 3-ჯერ დღეში საკვების მიღების წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-4 კვირა.
გვერდითიეფექტი: არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია
უკუჩვენება: პრეპარატის შემადგენელი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ორსულობა
გამოშვებისფორმა: შემოგარსული აბები 500 მგ №30
შენახვის პირობები ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25˚C.
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .
ვარგისიანობისვადა: 3 წელი .
კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული .
აფთიაქიდან გაცემის წესი ურეცეპტო
მწარმოებელი: HL USA










