ტუსიფლუიდი 120მლ სიროფი

ტუსიფლუიდი 120მლ სიროფი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: აცეტილცისტეინი+დროზერა
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 77649
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ტუსიფლუიდი 120 მლ სიროფი

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ფლაკონი -120 მლ
სიროფი  10 მლ შეიცავს:
აცეტილცისტეინი -  200 მგ
დროზერა (ცვრიანა)-300 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მუკოლიზური  საშუალება

ფარმაკოლოგიური  თვისებები:
აცეტილცისტეინი
წარმოადგენს ბუნებრივი ამინომჟავის L-ცისტეინის N-აცეტირილებულ წარმოებულს .აცეტილცისტეინი არის მუკოლიზური ნივთიერება. ის არღვევს დისულფიდურ კავშირს ლორწოს გლიკოპროტეინებში და იწვევს მუკოლიზურ ეფექტს. აცეტილცისტეინი ამცირებს რესპირატორულ ტრაქტში დაგროვილ ლორწოს სიმკრივეს და წებოვნებას. აცეტილცისტეინს აგრეთვე გააჩნია პირდაპირი ანტიოქსიდანტური მოქმედება. ეს ეფექტი განპირობებულია აცეტილცისტეინის თავისუფალი ნუკლეოფილური თიოლის (-SH) ჯგუფის და ჟანგვითი რადიკალების ელექტროფილური ჯგუფების ურთიერთქმედებით.

დროზერა (ცვრიანა)-Drosera Rotundifolia L.

შეიცავს ნაფთაქინონებს: პლუმბაგინი,რამენტონი,რამენაზონი,ბირამენტაზონი,რომელთაც აქვთ სასუნთქი გზების ფარმაკოლოგიურად დამტკიცებული სპაზმოლიზური ეფექტი. თავისი სპაზმოლიzური მოქმედების გამო ფართოდ გამოიყენება ჰომეოპათიაში და ხალხურ მედიცინაში ყივანახველას და ტუბერკულოზის დროს.

ჩვენებები:
· ზედა სასუნთქი გზების დაავადებები
· ტრაქეიტი,ბაქტერიული ან ვირუსული გენეზის პნეევმონია
· ემფიზემა
· მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი
· ბრონქოექტაზია
· ბრონქული ასთმა
· ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების დაავადებები
· მუკოვისციდოზი

დოზირების რეჟიმი:
მოზრდილთათვის:
2 ჩაის კოვზი (10 მლ) 2-ჯერ დღეში 

ბავშვებში 3 წლიდან:
2 ჩაის კოვზი (10მლ) 1-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 6 დღე.

შენახვის პირობები და ვადები:
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისია ბოთლის გახსნიდან 15 დღის მანძილზე.