ლ-თიროქსინი 125მკგ #100ტ
გააზიარე:
პროდუქტის ზოგადი დახასიათება
1 სამკურნალო საშუალების დასახელება
L-თიროქსინი 125 ბერლინ-ჰემი
125 მიკროგრამი, ტაბლეტები
2 თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
პრეპარატ L-თიროქსინი 125 ბერლინ-ჰემის ერთი ტაბლეტი შეიცავს 133-142 მკგ ლევოთიროქსინ-ნატრიუმს x H2O (შეესაბამება 125 მკგ ლევოთიროქსინ-ნატრიუმს).
დამხმარენივთიერება(ები) ცნობილიმოქმედებით:
ერთი ტაბლეტი შეიცავს 2.2 მგ ნატრიუმს.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პარაგრაფში 6.1.
3 სამკურნალწამლოფორმა
ტაბლეტები
მრგვალი, ოდნავ ამოზნექილი, თითქმის თეთრიდან ღია ჩალისფერამდე შეფერილობის ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს და წარწერით “125“ მეორე მხარეს.
ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ნაწილებად თანაბარი დოზირებით.
4 კლინიკური მახასიათებლები
4.1 გამოყენების ჩვენება
- თირეოიდული ჰორმონების ჩანაცვლება ნებისმიერი ეტიოლოგიის ჰიპოთირეოზის დროს.
- ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა ეუთირეოიდული ჩიყვის რეზექციის შემდეგ.
- ეუთირეოიდული კეთილთვისებიანი ჩიყვი.
- სუპრესიული და ჩანაცვლებითი თერაპია ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების დროს, ძირითადად თირეოიდექტომიის შემდეგ.
პრეპარატი L-თიროქსინი 125 ბერლინ-ჰემი გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
4.2 დოზირება და გამოყენებისწესი
თერაპიათირეოიდულიჰორმონებით/ჩანაცვლებითითერაპია
დოზირება
ინფორმაცია დოზირების შესახებ წარმოდგენილია გაიდლაინის სახით. ინდივიდუალური დღიური დოზა განისაზღვრება ლაბორატორიული და კლინიკური გამოკვლევების შედეგების მიხედვით.
თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ნაწილობრივ შენარჩუნებულია, ჩანაცვლებითი თერაპიისთვის შეიძლება საკმარისი იყოს უფრო მცირე დოზა.
ხანდაზმულ პაციენტებში, გულის კორონარული დაავადების მქონე პაციენტებში და გამოხატული ან ხანგრძლივი ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით მკურნალობის დაწყება საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით, მაგალითად, მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია მცირე დოზით, მისი თანდათანობით გაზრდით, დროის დიდი ინტერვალებით; ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის ხშირი კონტროლით. გამოცდილების თანახმად, როგორც სხეულის დაბალი წონის მქონე პაციენტებში, ისე პაციენტებში დიდი ზომის კვანძოვანი ჩიყვით, პრეპარატის უფრო დაბალი დოზებიც საკმარისია.
რადგან ზოგ პაციენტში T4 ან თავისუფალი T4-ის დონე შეიძლება მომატებული იყოს, მკურნალობის რეჟიმზე დაკვირვებისთვის ყველაზე შესაფერისია სისხლის შრატში თტჰ-ის კონცენტრაციის განსაზღვრა.
|
გამოყენების ჩვენება |
დოზა (მიკროგრამილევოთიროქსინ-ნატრიუმიდღე-ღამეში) |
|
|
ჰიპოთირეოზი: მოზრდილები (დოზის გაზრდა 25-50 მკგ-ით 2-4 კვირის ინტერვალით) |
საწყისი შემდეგ |
25-50 100-200 |
|
ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა: |
75-200 |
|
|
ეუთირეოიდული კეთილთვისებიანი ჩიყვი: |
75-200 |
|
|
ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით განპირობებული თირეოიდექტომიის შემდეგ: |
150-300 |
|
ხანდაზმულიპირები
ხანდაზმული პაციენტების ცალკეულ შემთხვევებში, მაგალითად გულის დაავადებების მქონე პაციენტებში, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ლევოთიროქსინ-ნატრიუმის დოზის თანდათანობით შემცირებას, თტჰ-ის დონის რეგულარული მონიტორინგით.
პედიატრიული პროფილის პაციენტები
თანდაყოლილი და შეძენილი ჰიპოთირეოზის დროს შემანარჩუნებელი დოზა დღე-ღამეში ჩვეულებრივ შეადგენს 100-150 მკგ ლევოთიროქსინ-ნატრიუმს სხეულის ზედაპირის ფართობის კვადრატულ მეტრზე.
ახალშობილებისთვის და ჩვილებისთვის თანდაყოლილი ჰიპოთირეოზით, რომლებისთვისაც საჭიროა არასაკმარისი ჰორმონების სწრაფი ჩანაცვლება ლევოთიროქსინით, რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს დღე-ღამეში 10-15 მკგ ლევოთიროქსინ-ნატრიუმს სხეულის მასის კგ-ზე პირველი 3 თვის განმავლობაში. შემდეგ დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, კლინიკური მონაცემების და თირეოიდული ჰორმონების და თტჰ-ის დონის მიხედვით.
შეძენილი ჰიპოთირეოზის მქონე ბავშვებისათვის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 12.5-50 მკგ ლევოთიროქსინ-ნატრიუმს დღე-ღამეში. კლინიკური მონაცემების და თირეოიდული ჰორმონების და თტჰ-ის დონის მიხედვით, დოზის გაზრდა საჭიროა თანდათანობით 2-4 კვირის ინტერვალით სრული დოზის მიღწევამდე, რომელიც საჭიროა ჩანაცვლებითი თერაპიისთვის.
გამოყენებისწესი
პრეპარატის სრული სადღეღამისო დოზა მიიღება პერორალურად, უზმოზე, სითხესთან ერთად; პრეპარატი მიიღება დილით, საუზმემდე არანაკლებ ნახევარი საათით ადრე.
ბავშვებში პრეპარატის სრული სადღეღამისო დოზა უნდა დაინიშნოს საკვების პირველ მიღებამდე არანაკლებ ნახევარი საათით ადრე. ტაბლეტების მიღება შეიძლება სუსპენზიის სახით. ამისათვის, ტაბლეტები გახსენით მცირე რაოდენობის წყალში (10-15 მლ) და მიღებულ სუსპენზიაში, რომელიც ყოველ მიღებაზე მზადდება ახალი (ამზადებენ საჭიროებისამებრ) დაამატეთ მცირე რაოდენობის სითხე და მიეცით პაციენტს (5-10 მლ).
მიღებისხანგრძლივობა
ჰიპოთირეოზის დროს და ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის დროს თირეოიდექტომიის შემდეგ, ჩვეულებრივ მიიღება მთელი ცხოვრების მანძილზე; ეუთირეოიდული ჩიყვის დროს და ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკისთვის - რამოდენიმე თვიდან ან წლიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ეუთირეოიდული ჩიყვის მკურნალობისათვის საჭიროა 6 თვიდან ორ წლამდე დრო. თუ პრეპარატ L-თიროქსინი 125 ბერლინ-ჰემით მკურნალობისას არ იქნა მიღებული სასურველი შედეგი ამ დროის განმავლობაში, საჭიროა მკურნალობის სხვა მეთოდების განხილვა.
4.3 უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.1.
- არანამკურნალები ჰიპერთირეოზი.
- თირკმელზედა ჯირკვლის არანამკურნალები უკმარისობა.
- ჰიპოფიზის არანამკურნალები უკმარისობა (ეს იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობას, რომელიც საჭიროებს მკურნალობას).
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.
- მწვავე მიოკარდიტი.
- მწვავე პანკარდიტი.
ორსულობის დროს ლევოთიროქსინის მიღება თირეოსტატულ პრეპარატებთან ერთად უკუნაჩვენებია.
ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხ. პარაგრაფში 4.6.
4.4 განსაკუთრებულიგაფრთხილებადასიფრთხილისზომებიგამოყენებისას
თირეოიდული ჰორმონებით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს შემდეგი დაავადებების ან მდგომარეობების არსებობა ან ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა:
- გულის კორონარული დაავადება
- სტენოკარდია
- არტერიული ჰიპერტენზია
- ჰიპოფიზის ან/და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა
- ფარისებრი ჯირკვლის ავტონომია
თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქციის შემთხვევაში შესაბამისი ჩანაცვლებითი თერაპია, თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობის პროფილაქტიკის მიზნით, უნდა ჩატარდეს ლევოთიროქსინის მიღების დაწყებამდე (იხ. პარაგრაფი 4.3).
გულის კორონარული დაავადების, გულის უკმარისობის, ტაქიარითმიის, გამწვავების გარეშე მიოკარდიტის, ხანგრძლივად შენარჩუნებული ჰიპოთირეოზის დროს ან პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი, საჭიროა ფარმაკოლოგიურად ინდუცირებული ჰიპერთირეოზისგან თავის არიდება, მისი მსუბუქი ფორმის შემთხვევაშიც კი. თირეოიდული ჰორმონებით მკურნალობისას პაციენტებში უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მაჩვენებლების კონტროლი (იხ. პარაგრაფი 4.2).
მეორადი ჰიპოთირეოზის დროს უნდა შემოწმდეს თანმხლები ადრენოკორტიკალური უკმარისობის არსებობა. ამ დაავადების არსებობის შემთხვევაში პირველ რიგში უნდა ჩატარდეს ჩანაცვლებითი თერაპია (ჰიდროკორტიზონი). თუ ორგანიზმი სათანადოდ არ იქნება უზრუნველყოფილი კორტიკოსტეროიდებით, ადრენოკორტიკალური ან ჰიპოფიზური უკმარისობის მქონე პაციენტებში თირეოიდული ჰორმონებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ადისონური კრიზი.
დაბადებისას სხეულის ძალიან დაბალი წონის მქონე დღენაკლულ ახალშობილებში ლევოთიროქსინით მკურნალობის დასაწყისში საჭიროა ჰემოდინამიური პარამეტრების კონტროლი, რადგან თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის მოუმწიფებლობის გამო მათ შეიძლება განუვითარდეთ სისხლძარღვოვანი კოლაფსი (ასევე, იხ. პარაგრაფი 4.8).
საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ლევოთიროქსინის დანიშვნისას ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, რადგან ამ ჯგუფში მომატებულია კრუნჩხვითი შეტევის განვითარების რისკი.
ფარისებრი ჯირკვლის ავტონომიაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია თირეოტროპინ-რილიზინგ-ჰორმონის სტიმულაციით ანალიზის ან ფარისებრი ჯირკვლის სუპრესიული სცინტიგრაფიის ჩატარება.
ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში მომატებულია ოსტეოპოროზის განვითარების რისკი; ამიტომ, მათთვის საჭიროა ლევოთიროქსინ-ნატრიუმის დოზის შერჩევა (ტიტრაცია) მინიმალურ ეფექტიან დოზამდე, ასევე, სისხლში ლევოთიროქსინის ფიზიოლოგიურზე მაღალ კონცენტრაციამდე გაზრდის თავიდან აცილების მიზნით, მათ უფრო ხშირად უნდა ჩაუტარდეთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემოწმება (იხ. პარაგრაფი 4.8).
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არ უნდა მიიღოთ სხეულის წონის დაკლების მიზნით. ეუთირეოიდული ცვლის მქონე პაციენტებში პრეპარატის ნორმალური დოზები არ იწვევს წონის დაკლებას. პრეპარატის უფრო მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან სიცოცხლისთვისაც კი საშიში არასასურველი მოვლენები, განსაკუთრებით წონის შესამცირებელ ზოგიერთ პრეპარატთან და ამინებთან კომბინაციაში, რომლებსაც აქვთ სიმპათომიმეტური მოქმედება.
პრეპარატ L-თიროქსინი 125 ბერლინ-ჰემის გამოყენებისას ცნობილია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შესახებ (ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით), რომლებიც ზოგჯერ ატარებდა სერიოზულ ხასიათს. ალერგიული რეაქციების სიმპტომების გამოვლენისას (სუბიექტური და ობიექტური) პრეპარატ L-თიროქსინი 125 ბერლინ-ჰემით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.8).
თუ საჭიროა ლევოთიროქსინის სხვა პრეპარატზე გადასვლა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დისბალანსის პოტენციური რისკის არსებობის გამო, გარდამავალ პერიოდში საჭიროა გულდასმითი კონტროლის ჩატარება, კლინიკური და ბიოქიმიური კონტროლის ჩათვლით.
ზოგიერთ პაციენტში შეიძლება საჭირო იყოს დოზის კორექცია.
პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ლევოთიროქსინს და ფარისებრ ჯირკვალზე გავლენის მქონე სხვა სამკურნალო საშუალებებს (მაგალითად, ამიოდარონი, თიროზინკინაზას ინჰიბიტორები, სალიცილატები და ფუროსემიდის მაღალი დოზები), საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე დაკვირვება (ასევე, იხ. პარაგრაფი 4.5).
ინფორმაცია დიაბეტის მქონე პაციენტებთან დაკავშირებით, ასევე, იმ პაციენტებთან დაკავშირებით, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს, იხილეთ პარაგრაფში 4.5.
მიღებულია ძალიან იშვიათი შეტყობინებები ჰიპოთირეოზის შესახებ, რომელიც განვითარდა სეველამერის და ლევოთიროქსინის ერთდროულად მიღების ფონზე. ამიტომ, პაციენტებში, რომლებიც ორივე პრეპარატს იღებენ, რეკომენდებულია სისხლში თტჰ-ის დონის გულდასმით კონტროლი (ასევე, იხ. პარაგრაფი 4.5).
მოცემული სამკურნალო საშუალების ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ესე იგი შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პრაქტიკულად “არ შეიცავს ნატრიუმს“.
4.5 ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთანდაურთიერთქმედებისსხვაფორმები
დიაბეტისსაწინააღმდეგოსაშუალებები:
ლევოთიროქსინს შეუძლია შეამციროს დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების (მაგალითად, მეტფორმინის, გლიმეპირიდის, გლიბენკლამიდის და ინსულინის) მოქმედება, რომლებიც აქვეითებს სისხლში გლუკოზის დონეს. ამიტომ, შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის რეგულარულად შემოწმება, განსაკუთრებით თირეოიდული ჰორმონებით მკურნალობის დასაწყისში და დასრულებისას. აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის დამწევი პრეპარატის დოზის კორექტირება.
კუმარინისწარმოებულები:
ლევოთიროქსინს შეუძლია გააძლიეროს კუმარინის წარმოებულების მოქმედება პლაზმის ცილებთან შეკავშირების უბნებიდან მათი განდევნის გზით. ამიტომ, ლევოთიროქსინის და კუმარინის წარმოებულების ერთდროულად მიღების შემთხვევაში საჭიროა რეგულარულად შემოწმდეს სისხლის შედედების მაჩვენებლები და, აუცილებლობის შემთხვევაში, ანტიკოაგულანტის დოზის კორექტირება (დოზის შემცირება).
იონმიმოცვლითიფისები:
იონმიმოცვლითი ფისები, როგორიცაა კოლესტირამინი, კოლესტიპოლი ან პოლისტირენის სულფონის მჟავას კალციუმისა და ნატრიუმის მარილები, თრგუნავს ლევოთიროქსინის შეწოვას თირეოიდული ჰორმონების შეკავშირების გზით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში; ამიტომ, მათი მიღება საჭიროა L-თიროქსინი 125 ბერლინ-ჰემის მიღებიდან 4-5 საათის შემდეგ.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები:
ლევოთიროქსინის შეწოვა, სავარაუდოდ, მცირდება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ზემოქმედებით (ამ პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 4-5 საათს).
ნაღვლისმჟავებისშემბოჭავისაშუალებები:
კოლესეველამი ბოჭავს ლევოთიროქსინს და შესაბამისად ამცირებს ლევოთიროქსინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. კოლესეველამის მიღებამდე არანაკლებ 4 საათით ადრე ლევოთიროქსინის მიღებისას რაიმე ურთიერთქმედება არ აღინიშნა. ამიტომ, L-თიროქსინი 125 ბერლინ-ჰემი უნდა მიიღოთ კოლესეველამის მიღებამდე სულ მცირე 4 საათით ადრე.
კუჭის წვენის მჟავას შემბოჭავი ალუმინისშემცველისამკურნალო საშუალებები, ასევე რკინისადაკალციუმისშემცველიპრეპარატები:
ლევოთიროქსინის შეწოვა შეიძლება შემცირდეს ალუმინის შემცველი ანტაციდური საშუალებების (ანტაციდები, სუკრალფატი), რკინისა და კალციუმის შემცველი სამკურნალო საშუალებებისერთდროულად გამოყენებისას. ამიტომ, L-თიროქსინი 125 ბერლინ-ჰემის მიღება საჭიროა ამ პრეპარატების მიღებამდე არანაკლებ ორი საათით ადრე.
სეველამერიდალანტანისკარბონატი:
სეველამერს და ლანტანის კარბონატს, სავარაუდოდ, შეუძლია დააქვეითოს ლევოთიროქსინის ბიოშეღწევადობა (ასევე, იხ. პარაგრაფი 4.4).
პროპილთიოურაცილი, გლუკოკორტიკოიდებიდაბეტა-ბლოკერები (განსაკუთრებით, პროპრანოლოლი):
ეს ნივთიერებები თრგუნავს T4-ის გადასვლას T3-ში და შეუძლია გამოიწვიოს პლაზმაში T3-ის კონცენტრაციის დაქვეითება.
ამიოდარონიდაიოდისშემცველირენტგენოკონტრასტულინივთიერებები:
ამიოდარონს და იოდის შემცველ კონტრასტულ ნივთიერებებს, იოდის მაღალი შემცველობის გამო, შეუძლია ხელი შეუწყოს როგორც ჰიპერთირეოზს, ასევე ჰიპოთირეოზს. განსაკუთრებით საყურადღებოა კვანძოვანი ჩიყვი შესაძლო, მაგრამ არადიაგნოსტირებული ავტონომიით. ამიოდარონი აინჰიბირებს T4-ის გადასვლას T3-ში, შედეგად კი ვლინდება T3-ის კონცენტრაციის დაქვეითება და პლაზმაში თტჰ-ის დონის გაზრდა. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე ამიოდარონის ზემოქმედების გამო შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატ L-თიროქსინი 125 ბერლინ-ჰემის დოზის კორექტირება.
სალიცილატები, დიკუმაროლი, ფუროსემიდი, კლოფიბრატი:
სალიცილატებს (განსაკუთრებით, დღე-ღამეში 2.0 გ-ზე მაღალი დოზებით), დიკუმაროლს, ფუროსემიდს მაღალი დოზებით (250 მგ), კლოფიბრატს და სხვა ნივთიერებებს შეუძლია გამოდევნოს ლევოთიროქსინი პლაზმის ცილებთან შეკავშირების უბნებიდან. ეს შეიძლება, იწვევდეს ფარისებრი ჯირკვლის თავისუფალი ჰორმონების საწყის დროებით მომატებას, რასაც თან სდევს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების საერთო დონის დაქვეითება.
ესტროგენისშემცველიკონტრაცეპტივები, პრეპარატები, რომლებიცგამოიყენებაჩანაცვლებითიჰორმონალურითერაპიისთვისპოსტმენოპაუზისპერიოდში:
ლევოთიროქსინის მოთხოვნილება შეიძლება გაიზარდოს ესტროგენის შემცველი კონტრაცეპტივების ან ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დროს პოსტმენოპაუზის პერიოდში. შესაძლებელია, ლევოთიროქსინის შეკავშირების გაძლიერება, რაც შეიძლება იწვევდეს არასწორ დიაგნოსტიკას და მკურნალობას.
სერტრალინი, ქლოროკინი/პროგუანილი:
ეს ნივთიერებები ამცირებს ლევოთიროქსინის ეფექტიანობას და ზრდის სისხლის პლაზმაში თტჰ-ის დონეს.
ციტოქრომ P-450ინდუქტორების მოქმედება:
პრეპარატებს, რომლებიც ააქტიურებს ფერმენტებს, როგორიცაა რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ბარბიტურატები და კრაზანას პრეპარატები (Hypericum perforatum) - შეუძლია გააძლიეროს ლევოთიროქსინის ღვიძლისმიერი კლირენსი და გამოიწვიოს სისხლის შრატში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციის დაქვეითება. ამიტომ, პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპია, ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დოზის გაზრდა.
პროტეაზასინჰიბიტორები:
ცნობილია ლევოთიროქსინის თერაპიული მოქმედების შემცირება ლოპინავირთან/ რიტონავირთან ერთდროულად გამოყენებისას. ამიტომ, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ლევოთიროქსინს და პროტეაზას ინჰიბიტორებს, უნდა განხორციელდეს კლინიკური სიმპტომების და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მკაცრი კონტროლი. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლევოთიროქსინს, რიტონავირით მკურნალობის დაწყებიდან პირველ თვეში მაინც ან/და მკურნალობის დასრულებისას საჭიროა თირეოტროპული ჰორმონის (თტჰ) დონის კონტროლი.
თიროზინკინაზასინჰიბიტორები:
თიროზინკინაზას ინჰიბიტორებს (მაგალითად, იმატინიბი, სუნიტინიბი, სორაფენიბი, მოტესანიბი) შეუძლია შეამციროს ლევოთიროქსინის ეფექტიანობა. ამიტომ, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ლევოთიროქსინს და თიროზინკინაზას ინჰიბიტორებს, საჭიროა კლინიკურ სიმპტომებზე და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მაჩვენებლებზე მკაცრი დაკვირვება. შეიძლება საჭირო გახდეს ლევოთიროქსინის დოზის კორექტირება.
სოიოსშემცველიპროდუქტები:
სოიოს შემცველ პროდუქტებს შეუძლია შეამციროს ლევოთიროქსინის შეწოვა ნაწლავიდან. ცნობილია პლაზმაში თტჰ-ის დონის მომატების შესახებ ბავშვებში, რომლებიც იცავდნენ სოიოს შემცველი პროდუქტების დიეტას და იღებდნენ ლევოთიროქსინს თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის გამო. პლაზმაში T4-ის და თტჰ-ის ნორმალური დონის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს ლევოთიროქსინის უჩვეულოდ მაღალი დოზები. სოიოს შემცველი პროდუქტების დიეტის დაცვის დროს და მისი შეწყვეტისას საჭიროა პლაზმაში T4-ის და თტჰ-ის დონის გულდასმით კონტროლი; შეიძლება საჭირო გახდეს ლევოთიროქსინის დოზის კორექტირება.
4.6 ფერტილობა, ორსულობადალაქტაცია
ორსულობადალაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით თერაპიის შეწყვეტა საჭირო არ არის. დედისა და ნაყოფის ოპტიმალური ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე დარჩეს ნორმის ფარგლებში. ორსულობის პერიოდში ფართო გამოყენების მიუხედავად, დღემდე არ არის მონაცემები ლევოთიროქსინის არასასურველი ზემოქმედების არსებობის შესახებ ორსულობის მიმდინარეობაზე ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე. ლევოთიროქსინის მაღალი დოზის მიღების შემთხვევაშიც კი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ხვდება დედის რძეში იმ რაოდენობით, რაც არასაკმარისია ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილში ჰიპერთირეოზის განვითარებისთვის ან თტჰ-ის სეკრეციის დათრგუნვისთვის.
ესტროგენის გამო ორსულობის პერიოდში ლევოთიროქსინზე მოთხოვნილება შეიძლება გაიზარდოს. ამიტომ, ორსულობის დროს და მის შემდეგ საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დოზის კორექტირება.
ორსულობის დროს თირეოსტატული საშუალებებით ჰიპერთირეოზის სამკურნალოდ დამხმარე თერაპიის სახით ლევოთიროქსინის გამოყენება უკუნაჩვენებია. დამატებით ლევოთიროქსინის მიღებისას შეიძლება საჭირო გახდეს თირეოსტატული საშუალებების დოზის გაზრდა. ლევოთიროქსინისგან განსხვავებით, თირეოსტატულმა საშუალებებმა შეიძლება გადაკვეთონ პლაცენტური ბარიერი ეფექტიანი დოზით მიღების დროსაც კი. ეს შეიძლება იწვევდეს ჰიპოთირეოზს ნაყოფში. ამიტომ, ჰიპერთირეოზის მქონე ორსულებში თირეოსტატული საშუალებები ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული მონოთერაპიის სახით და დაბალი დოზებით.
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში არ უნდა ჩატარდეს ტესტი ფარისებრი ჯირკვლის სუპრესიით.
ფერტილობა
ჰიპოთირეოზი ან ჰიპერთირეოზი, სავარაუდოდ, გავლენას ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
პრეპარატ L-თიროქსინი 125 ბერლინ-ჰემით ჰიპოთირეოზის მკურნალობა უნდა შეირჩეს ლაბორატორიული მაჩვენებლების საფუძველზე, რადგან პრეპარატის არასაკმარისი დოზის მიღება არ უზრუნველყოფს ჰიპოთირეოზის დადებით დინამიკას, ხოლო მისი ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერთირეოზი.
4.7 ზემოქმედებასატრანსპორტოსაშუალებებისმართვისდამექანიზმებთანმუშაობისუნარზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა.
4.8 გვერდითიმოქმედება
თუ ცალკეულ შემთხვევებში პრეპარატის განსაზღვრული დოზა ვერ აიტანება პაციენტის მიერ ან განვითარდა დოზის გადაჭარბება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში დოზის ძალიან სწრაფად გაზრდის შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ჰიპერთირეოზის ტიპიური სიმპტომები. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ან პრეპარატის დღიური დოზის შემცირება, ან მისი მოხსნა რამდენიმე დღით. არასასურველი მოვლენის გაქრობისთანავე მკურნალობა შეიძლება განახლდეს დოზის ფრთხილად შერჩევით.
ლევოთიროქსინის ან პრეპარატ L-თიროქსინი 125 ბერლინ-ჰემის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები კანის (მაგალითად, ანგიონევროზული შეშუპება, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება) და სასუნთქი გზების მხრივ. არსებობს ერთეული შეტყობინებები ანაფილაქსიური შოკის განვითარების შესახებ. ამ შემთხვევაში ტაბლეტების მიღება უნდა შეწყდეს.
გვერდითი მოქმედება მოცემულია გამოვლენის სიხშირის კლასიფიკაციის მიხედვით შემდეგი სახით:
|
ძალიან ხშირად (>1/10) ხშირად (>1/100, <1/10) ზოგჯერ (>1/1000, <1/100) იშვიათად (>1/10000, <1/1000) ძალიან იშვიათად (<1/10 000) უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება) |
დარღვევებიიმუნურისისტემისმხრივ
უცნობია: ჰიპერმგრძნობელობა
ენდოკრინული დარღვევები
ხშირად: ჰიპერთირეოზი
დარღვევებიგულისმხრივ
ძალიან ხშირად: გულისცემის შეგრძნება
ხშირად: ტაქიკარდია
უცნობია: არითმია, სტენოკარდია
დარღვევებიკანისადაკანქვეშაუჯრედისისმხრივ
უცნობია: ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ჰიპერჰიდროზი
ფსიქიკურიაშლილობა
ძალიან ხშირად: უძილობა
ხშირად: ნევროზულობა
უცნობია: მოუსვენრობა
დარღვევებიჩონჩხის მუსკულატურის, ძვლებისადაშემაერთებელიქსოვილისმხრივ
უცნობია: კუნთების სისუსტე, კუნთების კრუნჩხვა, ოსტეოპოროზი ლევოთიროქსინის სუპრესიული თერაპიის ფონზე, განსაკუთრებით ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში, ძირითადად ხანგრძლივი მკურნალობის დროს
დარღვევებისისხლძარღვების მხრივ
უცნობია: წამოხურება, სისხლძარღვოვანი კოლაფსი სხეულის დაბალი წონის მქონე დღენაკლულ ახალშობილებში (იხ. პარაგრაფი 4.4)
დარღვევებირეპროდუქციულისისტემისა დასარძევეჯირკვლისმხრივ
უცნობია: მენსტრუალური ციკლის დარღვევები
დარღვევებიკუჭ-ნაწლავისტრაქტისმხრივ
უცნობია: დიარეა, ღებინება და გულისრევა
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის შედეგები
უცნობია: წონის დაკლება
დარღვევებინერვულისისტემისმხრივ
ძალიან ხშირად: თავის ტკივილი
იშვიათად: ნათხემის ფსევდოსიმსივნე (განსაკუთრებით, ბავშვებში)
უცნობია: ტრემორი
ზოგადისახისდარღვევებიდარეაქციებიპრეპარატისშეყვანისადგილზე
უცნობია: სიცხის ცუდი ამტანობა, ცხელება
შეტყობინებაშესაძლოარასასურველირეაქციებისშესახებ
პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ შესაძლო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება ასრულებს მნიშვნელოვან როლს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ დაკვირვება “სარგებელი/რისკის“ თანაფარდობაზე ამ სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სისტემის მუშაკებს მოეთხოვებათ შეტყობინების გაგზავნა ნებისმიერი შესაძლო არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით.
4.9 დოზისგადაჭარბება
დოზის გადაჭარბების მაჩვენებლის სახით უფრო სარწმუნოა T3-ის დონის მომატება, ვიდრე T4-ის ან თავისუფალი T4-ის დონის მომატება.
დოზის გადაჭარბების და ინტოქსიკაციის შემთხვევაში ვლინდება მეტაბოლიზმის ზომიერი ან მნიშვნელოვანი დაჩქარებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (იხ. პარაგრაფი 4.8). დოზის გადაჭარბების ხარისხის მიხედვით რეკომენდებულია შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და გაიაროთ საკონტროლო გამოკვლევა.
ადამიანში ინტოქსიკაციის შემთხვევაში (სუიციდის მცდელობა) ლევოთიროქსინის 10 მგ-მდე დოზა აიტანება გართულებების გარეშე. ნაკლებსავარაუდოა ისეთი სერიოზული გართულებების განვითარება, როგორიცაა სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციების დარღვევა (სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა), იმ შემთხვევაში, თუ ანამნეზში არ არის გულის კორონარული დაავადება. მიუხედავად ამისა, ცნობილია თირეოტოქსიური კრიზის, კრუნჩხვის, გულის უკმარისობის და კომის განვითარების შესახებ. არსებობს ცალკეული შეტყობინებები უეცარი კარდიული სიკვდილის შესახებ პაციენტებში ლევოთიროქსინის მრავალწლიანი მავნედ მოხმარების ანამნეზით.
დოზის მწვავე გადაჭარბების შემთხვევაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პრეპარატის შეწოვის შემცირება შეიძლება აქტივირებული ნახშირის მიღებით. ჩვეულებრივ, მკურნალობა სიმპტომური და შემანარჩუნებელია. მძიმე ბეტა-სიმპათომიმეტური სიმპტომები, მაგალითად, ტაქიკარდია, შფოთვა, აგზნება ან ჰიპერკინეზია, შეიძლება შესუსტდეს ბეტა-ბლოკერების გამოყენების ხარჯზე. თირეოსტატული საშუალებების გამოყენება არ არის ნაჩვენები, რადგან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია უკვე სრულად დათრგუნულია.
პრეპარატის ძალიან მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში (სუიციდის მცდელობა) მიზანშეწონილია პლაზმაფერეზის ჩატარება.
ლევოთიროქსინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა ხანგრძლივი დაკვირვება. ლევოთიროქსინის ლიოთირონინში თანდათანობით გადასვლასთან დაკავშირებით სიმპტომები შეიძლება განვითარდეს 6 დღემდე დაგვიანებით.
5 ფარმაკოლოგიურითვისებები
5.1 ფარმაკოდინამიკურითვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, ათქ კოდი: H03AA01
მოქმედებისმექანიზმი
პრეპარატ L-თიროქსინი 125 ბერლინ-ჰემის შემადგენლობაში შემავალი სინთეზური ლევოთიროქსინი მისი მოქმედებით ბუნებრივი თირეოიდული ჰორმონის იდენტურია, რომელსაც ძირითადად ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს. განსხვავება ენდოგენურ და ეგზოგენურ ლევოთიროქსინს შორის ორგანიზმისთვის არ არსებობს.
ფარმაკოდინამიკურიეფექტები
ლიოთირონინში (T3) ნაწილობრივ გადასვლის შემდეგ, ძირითადად ღვიძლსა და თირკმელებში, და ორგანიზმის უჯრედებში მოხვედრის შემდეგ, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს აქვთ სპეციფიკური მოქმედება, რომელიც T3-რეცეპტორების აქტივაციის საშუალებით გავლენას ახდენს განვითარებაზე, ზრდასა და მეტაბოლიზმზე.
კლინიკურიეფექტიანობადაუსაფრთხოება
თირეოიდული ჰორმონების ჩანაცვლება იწვევს მეტაბოლიზმის პროცესების ნორმალიზებას. მაგალითად, ლევოთიროქსინის მიღება იწვევს ჰიპოთირეოზით განპირობებული ქოლესტერინის დონის მნიშვნელოვან დაქვეითებას.
5.2 ფარმაკოკინეტიკურითვისებები
შეწოვა
ლევოთიროქსინის უზმოზე პერორალურად მიღების შემთხვევაში პრეპარატი ძირითადად შეიწოვება წვრილი ნაწლავის ზედა არედან, ამასთან, შეწოვის ხარისხი, ძირითადად, დამოკიდებულია სამკურნალწამლო ფორმაზე და შეიძლება შეადგენდეს 80%-მდე. ლევოთიროქსინის საკვებთან ერთად მიღებისას შეწოვა მნიშვნელოვნად მცირდება.
პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 2-3 საათში.
შიგნით პირველად მიღების შემდეგ, მოქმედება, როგორც წესი, იწყება 3-5 დღეში.
განაწილება
განაწილების გაანგარიშებული მოცულობა შეადგენს დაახლოებით 10-12 ლ-ს. ლევოთიროქსინი დაახლოებით 99.97%-ით უკავშირდება სპეციფიკურ სატრანსპორტო ცილებს. ჰორმონთან ცილების კავშირი არ არის კოვალენტური, ამიტომ ადგილი აქვს მუდმივ და ძალიან სწრაფ ცვლას თავისუფალ და შეკავშირებულ ჰორმონს შორის.
გამოყოფა
ლევოთიროქსინის მეტაბოლური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 1.2 ლ პლაზმას/დღე-ღამეში. გახლეჩა ხდება, ძირითადად, ღვიძლში, თირკმელებში, თავის ტვინში და კუნთებში. მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად.
ლევოთიროქსინის ნახევარგამოყოფის დრო შეადგენს დაახლოებით 7 დღეს; ჰიპერთირეოზის დროს ის შეიძლება შემცირდეს (3-4 დღემდე), ხოლო ჰიპოთირეოზის დროს - გახანგრძლივდეს (დაახლოებით 9-10 დღემდე).
ორსულობადალაქტაცია
ლევოთიროქსინი მცირე რაოდენობით აღწევს პლაცენტაში. პრეპარატის მიღებისას ჩვეულებრივი დოზით ლევოთიროქსინი მცირე რაოდენობით ხვდება დედის რძეში.
თირკმელებისფუნქციისდარღვევა
ცილებთან მაღალი ხარისხის შეკავშირების გამო არც ჰემოდიალიზი, და არც ჰემოპერფუზია არ ახდენს გავლენას ლევოთიროქსინის დონეზე.
5.3 უსაფრთხოებისწინაკლინიკურიმონაცემები
მწვავეტოქსიკურობა
ლევოთიროქსინს გააჩნია ძალიან დაბალი მწვავე ტოქსიკურობა.
ქრონიკულიტოქსიკურობა
ქრონიკული ტოქსიკურობის კვლევები ჩატარდა სხვადასხვა ჯიშის ცხოველებზე (ვირთაგვები, ძაღლები). ვირთაგვებში პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენების ფონზე აღინიშნა ღვიძლზე ტოქსიკური ზემოქმედების ნიშნები, სპონტანური ნეფროზების მომატებული სიხშირე, ასევე ორგანოების წონის შეცვლა. ძაღლებში მნიშვნელოვანი გვერდითი მოქმედება არ აღინიშნა.
მუტაგენობა
ლევოთიროქსინის მუტაგენური პოტენციალის კვლევების მონაცემები არ არსებობს. დღემდე მიღებული არ არის რაიმე მონაცემი, რომელიც მიუთითებდა შთამომავლობაში დარღვევების განვითარებაზე, რომელიც გამოწვეულია გენომის ცვლილებებით თირეოიდული ჰორმონების გავლენით.
კანცეროგენულობა
ცხოველებში ლევოთიროქსინის კანცეროგენული მოქმედების ხანგრძლივი კვლევები არ არის ჩატარებული.
ტოქსიკურობარეპროდუქციულისისტემისმიმართ
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ძალიან მცირე რაოდენობით აღწევს პლაცენტაში.
მამაკაცებში ან ქალებში ფერტილობაზე მავნე ზემოქმედების კვლევითი მასალა არ არსებობს. ამ საკითხზე რაიმე ვარაუდი ან მითითება არ არსებობს.
6 ფარმაცევტულიმახასიათებლები
6.1 დამხმარენივთიერებებისჩამონათვალი
კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი
მიკროკრისტალური ცელულოზა
სახამებლის გლიკოლატის ნატრიუმის მარილი (ტიპი A) (Ph. Eur.)
დექსტრინი (სიმინდის სახამებლის)
გრძელჯაჭვიანი პარციალური გლიცერიდები
6.2 შეუთავსებლობა
ხელმისაწვდომი არ არის
6.3 ვარგისობისვადა
24 თვე.
6.4 შენახვისასსიფრთხილისგანსაკუთრებულიზომები
პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
6.5 შეფუთვისსახედაშიგთავსი
პირველადი შეფუთვა შედგება ალუმინის ლამინირებული ფოლგისგან (ოპა-ალუმინი-პვქ) და მასთან შედუღებული მყარი ალუმინის ფოლგისგან (“ალუმინი-ალუმინის“ ბლისტერი).
ორიგინალი შეფუთვა 25 ტაბლეტით.
ორიგინალი შეფუთვა 50 ტაბლეტით.
ორიგინალი შეფუთვა 100 ტაბლეტით.
შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
6.6 სიფრთხილისგანსაკუთრებულიზომებიპრეპარატისუტილიზაციისასდამისგამოყენებასთანდაკავშირებულისხვამითითებები
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალების ან ნარჩენების უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
7 სარეგისტრაციომოწმობისმფლობელი
ბერლინ-ჰემი აგ (მენარინი გრუპ)
გლინიკერ ვეგ 125
12489 ბერლინი
გერმანია
8 სარეგისტრაციომოწმობისნომერი(ნომრები)
9 პირველირეგისტრაციის/ხელახალირეგისტრაციისთარიღი
10 ტექსტისრედაქტირებისთარიღი
05.2021
11 გაცემისპირობებისზოგადიკლასიფიკაცია
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.









