კუკა 20% 100მლ სიროფი *
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
კუკა 20% სიროფი
(Ficus Carica - ლეღვი)
შემადგენლობა: ყოველი 5 მლ შეიცავს 1000 მგ ლეღვის ნაყოფის ექსტრაქტს.
შაქარი, დეიონიზირებული წყალი ლეღვის ნაყოფის (Ficus Carica) თხევადი ექსტრაქტი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, შემასქელებელი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატის ფარმაკოლოგიური ეფექტი განპირობებულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსით.
კუკა 20% სიროფი - არეგულირებს ნაწლავთა მოქმედებას, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტისპაზმური ეფექტი.
კუკა 20% სიროფი უზრუნველყოფს საჭმლის მონელების პროცესის და კუჭნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ლეღვის ექსტრაქტი არის მდიდარი ვიტამინებით , მინერალებით და უჯრედისით. ლეღვის ნაყოფი ხსნადი და უხსნადი უჯრედისის შემცველობის გამო გამოიყენება როგორც ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალება. ხსნადი უჯრედისი უკავშირდება ცხიმოვან მჟავეებს, წარმოქმნის გელს და არბილებს განავალს, ხელს უწყობს დანაყრების შეგრძნებას, უხსნადი უჯრედისი იწვევს განავლოვანი მასის სწრაფ გადაადგილებას და ყაბზობისგან გათავისუფლებას.
ჩვენება:
- ყაბზობა (შეკრულობა )
- ნაწლავთა მოქმედების რეგულაცია
მიღების წესი და დოზა: 6 თვიდან 1 წლამდე ½ ჩ.კ; 1-5 წლამდე - 1 ჩ.კ.
ბავშვებში 5წლის ზევით და მოზარდებში - 2 ჩ.კ.
მოზრდილებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში -1 ს.კ.
კუკა მიიღება დღეში 1-ჯერ , კვების დროს.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა: 5-10 დღე, შესაძლოა ხანგრძლივადაც, რადგან არ იწვევს შეჩვევას.
გამოშვების ფორმა: 100 მლ. სიროფი მუქი ფერის ბოთლში.
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, გაიცემა ურეცეპტოდ.
საავტორო უფლებების მფლობელი: Berko Pharmaceuticals and Chemicals Ind. Inc.
İstanbul, Turkey
მწარმოებელიr:
Berko Pharmaceuticals and Chemicals Ind. Inc.
İstanbul, Turkey
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს ,,ალტა ფარმა“.