ცერვუჟიდი #12სუპ. ვაგინ

ცერვუჟიდი #12სუპ. ვაგინ

84.69 ლარი 71.99 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: რუმინეთი
მწარმოებელი: ირკონ
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 77103
გააზიარე:

სარეკომენდაციო ვერსია

ცერვუჟიდის სანთლები

ქლორამფენიკოლი/მეტრონიდაზოლი/ნისტატინი/ჰიდროკორტიზონის აცეტატი

ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

- ეს მედიკამენტი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვა ადამიანებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.

- თუ რაიმე გვერდითი მოვლენა შენიშნეთ, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 ნაწილი.

რა შედის ამ ინსტრუქციაში

1. რა არის ცერვუჟიდი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ ცერვუჟიდის გამოყენებამდე

3. როგორ გამოვიყენოთ ცერვუჟიდი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ შევინახოთ ცერვუჟიდი

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ცერვუჟიდი და რისთვის გამოიყენება

ეს წამალი გამოიყენება გარკვეული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ვაგინალური და საშვილოსნოს ყელის ინფექციების სამკურნალოდ.

ჩვენებები:

- აერობული და ანაერობული ბაქტერიებით (მათ შორის კლოსტრიდიუმის სახეობებით), გრამდადებითი ან გრამუარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული ვაგინიტებისა და ცერვიციტების მკურნალობა

- ვაგინალური ტრიქომონით (ტრიქომონა ვაგინალისი) გამოწვეული სხვა ტიპის მიკროორგანიზმებთან ასოცირებული ვაგინიტის და ცერვიციტის მკურნალობა;

-მიკოპლაზმის სახეობით ან ქლამიდიის სახეობით გამოწვეული ვაგინიტის და ცერვიციტის მკურნალობა სხვა ტიპის მიკროორგანიზმებთან ერთად;

-კანდიდას სახეობით გამოწვეული მიკოზური ვაგინიტის მკურნალობა სხვა ტიპის მიკროორგანიზმებთან ერთად;

- შერეული ვაგინიტების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიების, ვაგინალური ტრიქომონის, კანდიდას სახეობების, მიკოპლაზმის სახეობის, ან ქლამიდიის სახეობის ერთობლიობით;

-ვაგინიტებისა და ცერვიციტების პროფილაქტიკა იმ პაციენტებში, რომლებიც გადიან სისტემურ მკურნალობას იმუნოსუპრესანტებით, ციტოსტატიკებით ან კორტიკოსტეროიდებით, ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც გადიან რადიოთერაპიას;

-ვაგინიტებისა და ცერვიციტების პროფილაქტიკა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტებს უტარდებათ ქირურგიული ჩარევა ან კვლევითი მანიპულაციები გენიტალურ არეში (ჰისტეროსალპინგოგრაფია, ჰიდროტუბაცია, ენდომეტრიუმის ბიოფსია და ა.შ.);

-პათოგენური ფლორის მკურნალობა პაპ-ტესტის ციტოლოგიური კვლევისთვის ნაცხის აღებამდე, მიკროსკოპული არეალის გასუფთავებისა და ციტოლოგიური ტესტის ინტერპრეტაციის გაუმჯობესების მიზნით;

ცერვუჟიდის ვაგინალური სუპოზიტორიები (სანთლები) განკუთვნილია ზრდასრული ქალებისთვის. აუცილებლობის შემთხვევაში, მისი გამოყენება შესაძლებელია მოზარდებშიც;

2. რა უნდა იცოდეთ ცერვუჟიდის გამოყენებამდე

-თუ გაქვთ ალერგია მოქმედი ნივთიერებების ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).

-თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის მძიმე უკმარისობა.

-თუ გაწუხებთ ჰემატოლოგიური დარღვევები.

-თუ ხართ ორსულად ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

-იმ შემთხვევაში, თუ ანამნეზში გაქვთ სისხლის მხრივ დარღვევები, ჰემატოლოგიური ანამნეზი, ან მკურნალობის კურსი ხანგრძლივია, რეკომენდებულია სისხლის პერიოდული ანალიზების ჩატარება, განსაკუთრებით სისხლის საერთო ანალიზის, ჰემოლეიკოგრამის, კონტროლი.

-მიუხედავად იმისა, რომ მოცემული მედიკამენტის გამოყენებისას მსგავსი რეაქციები არ დაფიქსირებულა, ერითროციტების, ლეიკოციტების ან/და თრომბოციტების რაოდენობის ნებისმიერი შესაძლო შემცირება მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას.

-ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, საჭიროა დაკვირვება ცენტრალური ან პერიფერიული ნეიროპათიის ტიპის გვერდითი მოვლენების გამოვლენაზე, როგორიცაა: პარესთეზია, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, დაბუჟება, ატაქსია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა ზურგის ტვინის ან ნათხემის მხრივ, თავბრუსხვევა, ვერტიგო და კრუნჩხვები. მიუხედავად იმისა, რომ მოცემული მედიკამენტის გამოყენებისას მსგავსი რეაქციები არ დაფიქსირებულა, ატაქსიის, თავბრუსხვევის ან ცნობიერების არევის ნიშნების გამოვლენისთანავე მკურნალობა უნდა შეწყდეს.

-თუ გაწუხებთ ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მძიმე, ქრონიკული ან პროგრესირებადი დაავადებები, ეს მედიკამენტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, ნევროლოგიური დარღვევების გაუარესების რისკის გამო.

-მკურნალობის დროს, ისევე როგორც მისი შეწყვეტიდან 48 საათის განმავლობაში, ნუ მიიღებთ ალკოჰოლს და ნუ გამოიყენებთ ეთილის სპირტის შემცველ მედიკამენტებს. ეს აუცილებელია დისულფირამის მსგავსი (ანტაბუსის ეფექტი) რეაქციების თავიდან ასაცილებლად, რაც შეიძლება გამოიხატოს სიცხის შეგრძნებით, სახის გაწითლებით, ღებინებით, ტაქიკარდიით და სხვა სიმპტომებით.

-არ არის რეკომენდებული წელიწადში 2-3 მკურნალობის კურსზე მეტის ჩატარება.

-ცერვუჟიდის სანთლების გამოყენებამ პრეზერვატივთან ერთად, შესაძლოა გაზარდოს კონტრაცეფციის საშუალებების დაზიანების რისკი.

ცერვუჟიდი სხვა მედიკამენტებთან ერთად

-აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლახან იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ცერვუჟიდის სანთლების გამოყენება ორსულობის დროს არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თქვენი ექიმი მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია.

ცერვუჟიდის სანთლების გამოყენება არ შეიძლება, ლაქტაციის პერიოდში

თუ თქვენი ექიმი მიიჩნევს, რომ მკურნალობის დაწყება აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ცერვუჟიდი არანაირ გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

3. როგორ გამოვიყენოთ ცერვუჟიდი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ.

თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართოთ, თუ არა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ მიიჩნევთ, რომ ცერვუჟიდით მკურნალობის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ცერვუჟიდი გამოიყენება ვაგინალურად სანთელი უნდა შეიყვანოთ ღრმად საშოს შიგნით, მოდუნებულ, მწოლიარე მდგომარეობაში.

ჩვეულებრივი დოზაა ცერვუჟიდის ერთი სანთელი დღეში, საღამოს, დაძინებამდე. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 12 დღეს.

წყლულოვანი ცერვიციტის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა განმეორდეს 1-2-ჯერ მათ სრულ შეხორცებამდე (ეპითელიზაციამდე), მკურნალობის კურსებს შორის 7-დღიანი შესვენებით.

ცერვიციტისა და ვაგინიტის შემთხვევაში, რომელთაც თან ახლავს ინფექციური წარმოშობის მძიმე ანთებითი დაავადებები (მცირე მენჯის ღრუს ორგანოების სისხლსავსეობა, მეტროანექსიტი, პელვიოპერიტონიტი), შესაძლებელია თქვენმა ექიმმა გირჩიოთ ცერვუჟიდის კომბინირება სისტემურ ანტიბიოტიკებთან (აბებთან ან ნემსებთან).

ცერვუჟიდი არ გამოიყენება ბავშვებში

თუ აუცილებელია პრეპარატის გამოყენება მოზარდებში, დოზირება იგივეა, რაც ზრდასრული ქალების შემთხვევაში

ცერვუჟიდით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი, სამკურნალო მდგომარეობის გაუმჯობესების პერიოდული შეფასების საფუძველზე.

თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი ცერვუჟიდი, ვიდრე საჭიროა

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

თუ დაგავიწყდათ ცერვუჟიდის გამოყენება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად

თუ შეწყვეტთ ცერვუჟიდის გამოყენებას

გააგრძელეთ ცერვუჟიდის გამოყენება მკურნალობის დასრულებამდე, იმ ვადით, რაც თქვენმა ექიმმა გირჩიათ. თქვენ გჭირდებათ თითოეული დოზა, რათა ხელი შეუწყოთ დაავადების შემსუბუქებას ან განკურნებას. მკურნალობის მოულოდნელი შეწყვეტის შემთხვევაში სპეციფიკური გამოვლინებები არ დაფიქსირებულა. თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.

გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი უმნიშვნელოა, მოქმედი ნივთიერებების დაბალი სისტემური აბსორბციის გამო.

განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, თუმცა ასევე პირველი დოზის მიღების შემდეგაც, შესაძლოა გამოვლინდეს ერითემა (კანის სიწითლე), ადგილობრივი წვის შეგრძნება და ერითემა.

ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. ასევე, თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ ეროვნული საინფორმაციო სისტემის მეშვეობით, რომლის დეტალებიც გამოქვეყნებულია რუმინეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე — https://www.anm.ro/. გვერდითი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაში.

5. როგორ შევინახოთ ცერვუჟიდი

შეინახეთ სამედიცინო საშუალება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ ცერვუჟიდი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვადაგასული და/ან გამოუყენებელი მედიკამენტები უნდა დაბრუნდეს სახელმწიფო ან კერძო საავადმყოფოებში.

არ გადააგდოთ არცერთი მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ცერვუჟიდი

-აქტიური ნივთიერებებია: ქლორამფენიკოლი, მეტრონიდაზოლი, ნისტატინი, ჰიდროკორტიზონის აცეტატი. თითოეული ოვულა (სანთელი) შეიცავს 200 მგ ქლორამფენიკოლს, 500 მგ მეტრონიდაზოლს, 660 000 ს.ე. (საერთაშორისო ერთეული) ნისტატინს და 15 მგ ჰიდროკორტიზონის აცეტატს.

-მეორე კომპონენტია (ან სხვა კომპონენტია) ვიტეფსოლი H15.

-როგორ გამოიყურება ცერვუჟიდი და შეფუთვის შიგთავსი

-წარმოდგენილია ყვითელი ფერის, გლუვზედაპირიანი, კვერცხისებრი ფორმის სანთლების სახით.

-ხელმისაწვდომია კოლოფებში, რომლებშიც მოთავსებულია PVC-PE-ს 2 თერმოშემდუღებელი ფირფიტა, თითოეულში 6 სანთლით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

-შპს ირკონი (IRCON SRL), კილეა კიშინეულუის ქ. №6, სარეგისტრაციო №124540, კოდი 700181, იასი, რუმინეთი.

ტელეფონი/ფაქსი: 0332 409 746, ელ. ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი

-შპს ირკონი (IRCON SRL), კილეა კიშინეულუის ქ. №6, სარეგისტრაციო №124540, იასი, რუმინეთი.

ეს ინსტრუქცია განახლდა 2025 წლის მაისში.

დეტალური ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია რუმინეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე — https://www.anm.ro/.