ლაროგრიპი #30ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ლაროგრიპი ტაბ.N30
საკვები დანამატი
გარსით დაფარული 30 ტაბლეტი
ინგრედიენტები: ექინაცეის ჰიდროალკოჰოლური ექსტრაქტი(Echinacea purpurea), , სტანდარტიზირებული 4% პოლიფენოლამდე; სტაბილიზატორები: მიკროკრისტალური ცელულოზა და სიმინდის სახამებელი; თეთრი ტირიფის ქერქის ჰიდროალკოჰოლური ექსტრაქტი (Salix alba), , სტანდარტიზირებული 15% სალიცილამდე; შემასქელებლები: პოლივინილპიროლიდონი და ნატრიუმის კროსკარმელოზა; შემავსებელი: ლაქტოზას მონოჰიდრატი; ასკორბინის მჟავა; აგენტები, რომლებიც ახდენენ შეწეპების პრევენციას: ტალკი, მცენარეული წარმოშობის მაგნიუმის სტეარატი და კრემნიუმის კოლოიდური დიოქსიდი; გარსის მწვანე აგენტი (პოლივინილის სპირტი, პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, რიბოფლავინი, საღებავი FD&C ლურჯი #1); თუთიის ოქსიდი.
დახასიათება:
ექინაცეა საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელების ტრადიციულ მედიცინაში. ამ მცენარის ბიოაქტიური ნივთიერებები ხელს უწყობენ ორგანიზმის დამცავი ძალების მობილიზებას.
თეთრი ტირიფის ქერქის ექსტრაქტი (Salix alba),შეიცავს გლიკოზიდურ ნივთიერებას (სალიცინს), რომელიც ქიმიური სტრუქტურითა და თვისებებით აცეტილსალიცილის მჟავას მსგავსია.
ვიტამინი C უზრუნველყოფს იმუნური სისტემის, მეტაბოლიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას და იცავს ნერვულ სისტემას.
ცინკი ახდენს იმუნური სისტემის, მჟავური მეტაბოლიზმის და მაკროელემენტების მეტაბოლიზმის ნორმალიზებას, იცავს უჯრედებს დაჟანგვისაგან.
დოზირება:
მიიღება 1-2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
აღწერა შემადგენლობა/ტაბლეტი
(0.9 გ) *%NRV
ექინაცეის ექსტრაქტი
პოლიფენოლები 200 მგ
8 მგ **
თეთრი ტირიფის ქერქის ექსტრაქტი
სალიცინი 150 მგ
22.5 მგ **
ჩ ვიტამინი 50 მგ 62.5
თუთია 4 მგ 40
*%NღV= საკვები ნივთიერებების პროცენტურლი შემცველობის მაჩვენებელი
** NღV მაჩვენებლები არ არის გამოვლენილი.
გაფრთხილებები
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას!
ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ მიიღოთ რეკომენდირებულზე მეტი დოზა.
არ არის რეკომენდირებული საკვები დანამატის მიღება 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
საკვები დანამატი არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ რაციონს და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
პრეპარატი არ არის რეკომენდირებული პირებისათვის, რომლებიც მგრძნობიარენი არიან აცეტილსალიცილის მჟავას/სალიცილატების ან მოცემული პროდუქტის სხვა ინგრედიენტების მიმართ.
ქრონიკული დაავადების ან ხანგრძლივი მკურნალობის შეთხვევაში, ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან საკვები დანამატის მიღების შესახებ.
თეთრი ტირიფის ქერქის ექსტრაქტის შემცველი საკვები დანამატის მიღება უკუნაჩვენებია ბავშვებისათვის და 18 წელზე ახალგაზრდა მოზარდებისათვის.
პრეპარატი არ არის რეკომენდირებული პირებისათვის აუტოიმუნური სისტემის დარღვევებით ან ალერგიით.
მოცემული საკვები დანამატი ურთიერთქმედებს კორტიკოსტეროიდებთან ან იმუნოსუპრესანტებთან.
პრეპარატი მიიღება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს მხოლოდ ექიმის რჩევით.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე (EXP).
შეფუთვა:
მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს 3 ბლისტერს 10 ტაბლეტით თითოეულზე.
დამტკიცებულია რუმინეთის საკვები ბიორესურსების ინსტიტუტის მიერ: სერია AA, ნო. 4953/08.07.2011
AA
ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი სერტიფიცირებულია EU-GMP, ISO 9001, ISO 14001, ISO 22000, ISO 22716 ნორმების შესაბამისად:
S.C. Laropharm S.R.L.
145A Alexandriei Street, Bragadiru, Ilfov, Romania








