რეაფემი 200მგ #30კაფს
გააზიარე:
1. სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება
რეაფემი 100 მგ რბილი კაფსულები.
რეაფემი 200 მგ რბილი კაფსულები.
2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
რეაფემი 100 მგ: თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს 100 მგ პროგესტერონს.
რეაფემი 200 მგ: თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს 200 მგ პროგესტერონს.
დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით:
რეაფემი 100 მგ შეიცავს 149 მგ არაქისის ზეთს თითოეულ რბილ კაფსულაში
რეაფემი 200 მგ შეიცავს 298 მგ არაქისის ზეთს თითოეულ რბილ კაფსულაში
დამხმარე ნივთიერებები სრულად იხილეთ პუნქტში 6.1
3. ფარმაცევტული ფორმა
რბილი კაფსულა
4. კლინიკური დეტალები
4.1 სამკურნალო ჩვენებები
პერორალურად მიღება:
- პროგესტერონის დეფიციტთან დაკავშირებული დარღვევები
- ოლიგოოვულაციის ან ანოვულაციის შედეგად განპირობებული არარეგულარული მენსტრუალური ციკლი
- პრემენსტრუალური სინდრომი
- პრემენოპაუზა
- მენოპაუზა: დამხმარედ გამოყენება ესტროგენთან ერთად ინტაქტური საშვილოსნოს მქონე ქალებში.
ვაგინალურად მიღება: გამოიყენება კონკრეტულად შემდეგი ჩვენებების დროს:
- პროგესტერონის ჩანაცვლება დეფიციტის დროს რომელიც განპირობებულია საკვერცხეების უფუნქციობით (ოოციტის დონაცია).
- ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ინ ვიტრო განაყოფიერების ციკლში
- ლუთეინური ფაზის შენარჩუნება სპონტანური ან ინდუცირებული ციკლის დროს, ოლიგოოვულაციით განპირობებულ ჰიპოფერტილობის, პირველადი ან მეორადი უნაყოფობის მქონე ქალებში.
- აბორტის საშიშროება ან აბორტის რეციდივის პრევენცია, რომელთაგან ორივე გამოწვეულია ლუთეინური ფაზის უკმარისობით.
4.2 დოზა და მიღების მეთოდი
დოზირება
დოზა უნდა დადგინდეს თითოეული პაციენტის პლაზმური ჰორმონალური დონის მიხედვით.
პერორალური გზით მიღება:
- საშუალო დოზაა 200-300 მგ პროგესტერონი დღე-ღამეში (ე.ი 200 მგ ძილის დროს ან 100 მგ დილით პლიუს 200 მგ ძილის დროს).
- ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს (არარეგულარული ციკლი, პრემენსტრუალური სინდრომი, პრემენოპაუზა), მკურნალობის ხანგრძლივობა ერთ ციკლზე შეადგენს 10 დღეს, ჩვეულებრივ ციკლის მე-17-ე დღიდან 26-ე დღის ჩათვლით, დოზით 200 ან 300 მგ დღეში.
- ესტროგენის დამხმარე თერაპიის სახით მენოპაუზის დროს ინტაქტური საშვილოსნოს მქონე ქალებში, პროგესტერონი მიიღება დოზით 200 მგ დღეში ესტროგენის თერაპიული კურსის უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში. ამას მოჰყვება ერთ კვირიანი შესვენება რომლის დროსაც არ მიიღება ჰორმონალური მკურნალობა და რომლის დროსაც ხშირია ქალებში სისხლდენის მოხსნა. სხვა შესაძლო დაბალი დოზით მკურნალობის რეჟიმი მოიცავს ერთჯერად 100 მგ ღამის დოზას ესტროგენით მკურნალობის პერიოდში (ყოველ თვე 21-ე დღიდან 25-ე დღემდე). პაციენტების უმრავლესობაში ამ მკურნალობით მიიღწევა ამენორეა.
ვაგინალურად მიღება:
ზოგადად გამოიყენება შემდეგი რეჟიმები:
საკვერცხეების უფუნქციობით (ოოციტების დონაცია) გამოწვეული პროგესტერონის ჩანაცვლებითი თერაპია დეფიციტის დროს როგორც შესაბამისი ესტროგენული თერაპიის დამხმარე საშუალება: 100 მგ ციკლის მე-13-ე დღეს და შემდეგი 100 მგ ციკლის მე-14-ე დღეს. მე-15-ე დღიდან 25-ე დღის ჩათვლით 200 მგ დღეში (ერთი დილას და ერთი საღამოს). 26-ე დღიდან, ორსულობის გამოვლენის შემთხვევაში, დოზა ყოველკვირეულად იზრდება 100 მგ დღეში, მაქსიმუმ 600 მგ-მდე დღეში გაყოფილი სამ მიღებად. აღნიშნული დოზირება გრძელდება 60 დღემდე.
- ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) დროს: რეკომენდებული დოზა არის 400-600 მგ დღეში, ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის ინექციის დღიდან გესტაციის 12 კვირამდე.
- ლუთეინური ფაზის შენარჩუნება სპონტანური ან ინდუცირებული ციკლის დროს, ოლიგოოვულაციით განპირობებულ ჰიპოფერტილობის, პირველადი ან მეორადი უნაყოფობის მქონე ქალებში: 200-300 მგ ციკლის მე-17 დღიდან, 10 დღის განმავლობაში და ეს გრაფიკი გრძელდება მენსტრუაციის დაგვიანების და ორსულობის გამოვლენისას.
- აბორტის საშიშროება ან აბორტის რეციდივის პრევენცია, რომელიც გამოწვეულია ლუთეინური ფაზის უკმარისობით: 200-400 მგ დღეში, გადანაწილებული ორ მიღებად.
მიღების მეთოდი
პერორალური: კაფსულები მიიღეთ ჭიქა წყლის მიყოლებით ერთსა და იმავე დროს ყოველ დღე გარდა საჭმლის მიღების დროს.
ვაგინალური: კაფსულა ღრმად შეიყვანეთ ვაგინაში თითის მიჭერით.
4.3 უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პუნქტ 6.1-ში მოცემული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- არადიაგნოზირებული ვაგინალური სისხლდენა.
- პერორალურად მიღება: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
- თრომბოემბოლიური დარღვევები ანამნეზში.
- ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს არაქისის ზეთს. მისი გამოყენება არ შეიძლება თუ პაციენტი ალერგიულია არაქისის ან სოიოს მიმართ.
4.4 განსაკუთრებული გაფრთხილება და გამოყენების სიფრთხილის ზომები
- ძილიანობის შემთხვევაში კაფსულები უნდა მიიღოთ ძილის დროს.
- მიიღება რეკომენდებული დოზების და გამოყენების მდგომარეობის მიხედვით, მკურნალობა არ არის კონტრაცეპტული.
- აბორტის საშიშროების ან აბორტის რეციდივის პრევენციის შემთხვევაში პროგესტერონის გამოყენება უნდა იყოს რეზერვირებული ყვითელი სხეულიდან არასაკმარისი სეკრეციის მქონე პაციენტებისთვის. ადრეული აბორტების ნახევარზე მეტს გენეტიკური დარღვევები განაპირობებს. აბორტი ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა ინფექციებით ან მექანიკური პროცესებით. ამ შემთხვევებში, ერთადერთი გავლენა, რაც შეიძლება ჰქონდეს პროგესტერონის მიღებას არის მკვდარი ემბრიონის გამოდევნის დაგვიანება ან სიცოცხლის უნარმოკლებული ორსულობის შეწყვეტის დაგვიანება.
- ორსულობის დროს, პროგესტერონი გამოიყენება მხოლოდ ვაგინალურად და აკრძალულია პირველ ტრიმესტრში; არსებობს ღვიძლზე არასასურველი ზემოქმედების რისკი მეორე და მესამე ტრიმესტრის განმავლობაში.
4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი კლინიკური ურთიერთქმედებები.
საკვები: ჩატარებული კლინიკური კვლევებიდან დაასკვნეს, რომ კაფსულების მიღების შემდეგ საკვების მიღება ზრდის მიკრონიზებული ბუნებრივი პროგესტერონის ბიოშეღწევადობას. აქედან გამომდინარე რეკომენდებულია, რომ სამკურნალო პროდუქტის მიღება მოხდეს ერთდროულად საკვებთან (მაგ: ყოველ დღე ვახშმობის შემდეგ ძილის წინ), მოერიდეთ ცვლილებებს ერთიდან მეორე დღეს.
4.6 ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
პროგესტერონი არის ჰორმონი რომელიც იზრდება ორსულობის დროს და ამ პერიოდში მისი მიღება არ იწვევს არასასურველ ეფექტებს.
ლაქტაცია
პროგესტერონი გამოიყოფა დედის რძეში. აქედან გამომდინარე, მისი მიღება არ არის რეკომენდებული მეძუძურ ქალებში.
4.7 გავლენა ავტომობილის მართვის და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე
სამკურნალო პროდუქტის პერორალურად მიღებისას აღინიშნა ძილიანობის და/ან თავბრუსხვევის რისკი. ადამიანებს რომლებსაც უწევთ მანქანის მართვა ან მანქანა-დანადგარების გამოყენება გაფრთხილებული უნდა იყვნენ ამის შესახებ.
4.8 არასასურველი მოვლენები
პერორალური მიღება:
- კაფსულების მიღებიდან 1-3 საათში აღინიშნა ძილიანობა ან მომენტალური თავბრუსხვევა. ასეთ შემთხვევაში შეამცირეთ დოზა ან შეცვალეთ რეჟიმი:
200 მგ ძილის დროს ციკლის ბოლო 14 დღის განმავლობაში.
- მენსტრუალური ციკლის შემოკლების ან ლუთეინურ ფაზაში სისხლდენის აღმოჩენის შემთხვევაში, ყოვლ ციკლში დააგვიანეთ მკურნალობის დაწყება (მაგ: მე-17-ე დღის ნაცვლად დაიწყეთ მე-19-ე დღეს).
- ამენორეა.
ეს ეფექტები ზოგადად დაკავშირებულია ჭარბ დოზირებასთან.
ვაგინალური მიღება:
არ არის აღნიშნული ადგილობრივი აუტანლობის შესახებ. გარდა ამისა, არ არის აღნიშნული ზოგადი ეფექტების შესახებ, არ არის აღნიშნული ძილიანობის ან თავბრუსხვევის ეპიზოდების შესახებ რაც შეიძლება მოხდეს პერორალურად მიღებისას.
4.9 ჭარბი დოზა
ქალებში (საშუალოდ: 6 მგ/კგ/დღეში მიკრონიზებული პროგესტერონი 50 კგ მასის მქონე ქალებში) გამოყენებული სამკურნალო დოზა არის 50-ჯერ ნაკლები ვიდრე ტოქსიკური დოზა (მწვავე ტოქსიკაცია). აქედან გამომდინარე, ტოქსიკური დოზის მისაღწევად, ადამიანმა უნდა მიიღოს ან 150 კაფსულა <რეაფემი> ან 75 კაფსულა <რეაფემი>, რომელთაგან არცერთი რაოდენობა არ არის ხელმისაწვდომი ნორმალურ შეფუთვაში.
ჭარბი დოზირება იწვევს ჰორმონისთვის დამახასიათებელ თვისებებთან დაკავშირებულ ეფექტებს, როგორიცაა მენსტრუალური ციკლის დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამენორეა. პერორალურად მიღებისას ასევე შეიძლება აღინიშნოს სედაცია და ღვიძლზე ზემოქმედება. ეს ეფექტები შექცევადია და გაივლის სამკურნალო პროდუქტის შეწყვეტის შემდეგ.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პროგესტოგენი, პრეგნენის (4) წარმოებულები ათქ: G03DA04.
მოქმედების მექანიზმი
პროგესტერონი ბუნებრივი ჰორმონია, რომელიც გამოიყოფა ყვითელი სხეულით და პლაცენტით დიდი რაოდენობით ორსულობის მესამე თვიდან. მას აქვს მრავალი ფიზიოლოგიური ეფექტი, კერძოდ სამიზნე ორგანოებზე რომლებიც მანამდე სენსიტირიზებული იყო ესტროგენებით: გესტაგენური, ანტი-ესტროგენული, ანტი ანდროგენული და ანტი - ალდოსტერონი.
ბუნებრივი პროგესტერონი მოქმედებს პროგესტერონის რეცეპტორებზე სელექციური კავშირით.
მიკრონიზებული ბუნებრივი პროგესტერონით მკურნალობამ აჩვენა კლინიკური ეფექტურობა, მასკულინიზებელი ეფექტების არ გამოწვევის უპირატესობით. ბუნებრივი პროგესტერონი მნიშვნელოვნად არ ცვლის ესტროგენების მიღების შემდეგ მიღებულ ლიპიდურ პროფილს.
5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
პერორალური მიღება:
შეწოვა
პროგესტერონის დონის მატება იწყება ერთი საათის შემდეგ და პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ.
განაწილება
ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც 200 მგ უზმოზე მიიღო მენოპაუზის პერიოდში მყოფმა 18 პაციენტმა, კონცენტრაციის (26 ნმოლ/ლ) პიკი მიაღწეულ იქნა 2.72 სთ-ში. პროგესტერონის დონის ზრდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანია მინიმუმ 10 საათის განმავლობაში. შიდა-ინდივიდუალური ცვლილებები დაფიქსირდა ჰორმონის მიმართ თითოეული ადამიანის მგრძნობელობის შესაბამისად, მიზანშეწონილია დოზის კორექტირება თითოეულ ინდივიდზე მას შემდეგ, რაც შეფასდება მათი გარკვეული რეაქცია მკურნალობაზე პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში.
მეტაბოლიზმი:
პროგესტერონი პირველ მეტაბოლურ გზას გადის ღვიძლში. პლაზმაში ნანახი ძირითადი მეტაბოლიტებია 20α-ჰიდროქსი-დელტა-4α-პრეგნენოლონი, 5α-პრეგნენოლონი და 5ß-პრეგნენოლონი. მეორე ორი პასუხისმგებელია პროგესტერონის ტრანკვილიზირების ეფექტზე.
გამოყოფა
ჰორმონის 95% გამოიყოფა შარდში გლუკორონიდის კონიუგატების სახით, ძირითადად 3α,5ß-პრეგნანედიოლი (პრეგნანდიოლი), პლაზმის მეტაბოლიტები საკვერცხეში ყვითელი სხეულიდან ფიზიოლოგიურად გამოყოფილი ბუნებრივი ჰორმონის იდენტურია.
ვაგინალური მიღება:
შეწოვა
ვაგინალურად აბსორბირებული პროგესტერონი გადის ზოგად ცირკულაციას, ღვიძლში პირველადი მეტაბოლიზმის გვერდის ავლით. კვლევებმა აჩვენა მეტი გავლენა ენდომეტრიუმზე, ვიდრე მოსალოდნელია სისხლში ცირკულირებადი დონისგან. სავარაუდოა, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს საშვილოსნოს მიერ პროგესტერონის მაღალი სელექციურობით და ასევე იმ ფაქტი, რომ ვაგინალურად მიღებული ჰორმონის ნაწილი პირდაპირ წავა საშვილოსნოსკენ (საშვილოსნოს პირველადი მეტაბოლური ეფექტი), ზოგად მიმოქცევაში შესვლის გარეშე.
შეწოვა საშოს ლორწოვანი გარსის მეშვეობით სწრაფია, ერთი საათის შემდეგ პლაზმაში წარმოქმნის პროგესტერონის მაღალ კონცენტრაციას.
განაწილება
პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა გამოყენებიდან 2-6 საათის შემდეგ. დილით 100 მგ-ს და საღამოს 100 მგ-ს მიღების შემდეგ, 9.7 ნგ/მლ -ს (30.9 ნმოლ/ლ) საშუალო პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 24 საათში. დღეში 200 მგ დოზის მიღება იწვევს პროგესტერონის სტაბილურ ფიზიოლოგიურ კონცენტრაციებს პლაზმაში, ნორმალური ოვულაციის მქონე მენსტრუალური ციკლის ლუთეინურ ფაზაში დაფიქსირებულის მსგავსად. ვაგინალურად მიღებისას პროგესტერონემიის შიდა-ინდივიდუალური ვარიაციები ნაკლებია, შესაბამისად, ამ გზით გამოყენებისას შედეგების უკეთ პროგნოზირება შესაძლებელია.
დღეში 200 მგ-ზე მეტი დოზის მიღებისას, პროგესტერონის პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა ორსულობის პირველ ტრიმესტრში აღწერილთან შედარებით.
მეტაბოლიზმი:
ამ გზით მიღებისას არ იზრდება 5ß-პრეგნენოლონის პლაზმური კონცენტრაცია.
გამოყოფა:
შარდით გამოყოფა ძირითადად ხდება 5α, 5ß-პრეგნანედიოლი (პრეგნანდიოლი)
სახით, როგორც ნაჩვენებია მის კონცენტრაციაში ზრდით (142 ნგ/მლ (415.6 ნმოლ/ლ) პიკურ დონეს აღწევს 6 საათში).
5.3 კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები
მდედრ ვითხებში მიკრონიზებული პროგესტერონის LD50 არის 320 და 400 მგ/კგ-ს შორის. ეს დოზა 50-ჯერ მეტია ვიდრე რეკომენდებულია მენოპაუზურ ქალებში კლინიკური გამოყენებისთვის (300 მგ/კგ დღეში, ე.ი 6 მგ/კგ/დღეში 50 კგ მასის მქონე ქალებისთვის).
პერორალური, ვაგინალური, განმეორებით მიღების ტოქსიკურობის ყველა კვლევა ადასტურებს, რომ მიკრონიზებული პროგესტერონი შეიწოვება ორივე გზით მიღებისას. ის იწვევს ჰორმონის შინაგან თვისებებთან დაკავშირებულ ეფექტებს, გარდა ამისა კონკრეტულ არასასურველ ეფექტებს როგორიცაა სედაცია. ყველა პრეპარატის მსგავსად მეტაბოლიზდება ღვიზლში, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ამ ორგანოს ფუნქციის გადატვირთვა ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში. ვაგინალური გზით მიღებისას ეს რეაციები არ დაფიქსირებულა.
6. ფარმაცევტული დეტალები
6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
რეაფემი 100 მგ: არაქისის ზეთი და სოიოს ლეციტინი.
კაფსულის სხეული: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი.
რეაფემი 200 მგ: არაქისის ზეთი და სოიოს ლეციტინი.
კაფსულის სხეული: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი.
6.2 შეუთავსებლობა
უცნობია
6.3 ვარგისიანობის ვადა 3 წელი.
6.4 შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
გაცემის რეჟიმი:
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
6.5 კონტეინერის სახე და შიგთავსი
პროდუქტი შეფუთულია ალუმინის ფოლგაში და პვქ-პე-პვდქ აპკში ბლისტერულ შეფუთვაში. ხელმისაწვდომია შემდეგი შეფუთვის ზომები: რეაფემი 100 მგ და 200 მგ: 15, 30 და 60 კაფსულა.
შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი.
6.6 განკარგვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განკარგოთ ადგილობრივი მოთხოვნების მიხედვით.
7. სავაჭრო ნებართვის მფლობელი
BIH Pharmaceuticals Ltd, ბულგარეთი
8. სავაჭრო ნებართვის ნომრები
DV # 16-00348
9. პირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი
ოქტომბერი, 2016 წ.
10. ტექსტის გადახედვის თარიღი
აპრილი, 2021 წ.










