ინფორინი 400მგ #20ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ინფორინი 400მგ #20ტ
შემადგენლობა: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: იბუპროფენი 400მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელუცლოზა, დიმეთიკონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი უწყლო, ტალკი. ტალკი, ჰიპრომელოზა 6 სპ, მაკროგოლი, საღებავი პონსო 4R ალუმინის ტბა, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი ალუმინის კარმინატის ლაქი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება (აასს).
ათქ კოდი: M01AE01.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფარმაკოდინამიკა:
იბუპროფენი - ფენილპროპიონის მჟავას წარმოებულია და მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდედო პრეპარატების ჯგუფს. გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მოქმედების მექანიზმი უკავშირდება პროსტაგლანდინების გამოთავისუფლების და/ან სინთეზის ინჰიბირებას.
ფარმაკოდინამიკა:
იბუპროფენი შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან დაახლოებით 80%-ით. საკვები არ მოქმედებს იბუპროფენის შეწოვაზე. პრეპარატის კონცენტრაცია იზრდება დოზის პროპორციულად. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა პერორალურად მიღებიდან 45 წუთის - 1სთ-ის .
იბუპორფენი 99%-ზე მეტად უკავშირდება სისხლის ცილებს, ძირითადად ალბუმინს. განაწილების მოცულობა - 6,65 – 8,88 ლ. სახსრების ჩანთებში პრეპარატი აღწევს შედარებით ნელა, მაქსიმალური კონცენტრაცია შეინიშნება მიღებიდან 5-6 საათში. სახსრების ჩანთებდან იბუპროფენის გამოყოფა ნელია, მათ შორის ალბუმინთან ძლიერი კავშირის გამო. პრეპარატის კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში ნარჩუნდება 80-285 წუთის მანძილზე, რის შემდეგაც ნელა მცირდება.
იბუპროფენი მეტაბოლიზდება ღვიძლში 4 მეტაბოლიტის წარმოქმნით. არააქტიური მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა ორგანიზმიდან ძირითადად თირკმელებით. 24 საათის განმალვობაში მიღებული დოზა გამოიყოფა სრულიად. იბუპროფენის მცირედი რაოდენობა გამოიყოფა ფეკალიებით. იბუპროფენის ნახევარგამოყოფის პერიოდი 200მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ შეადგენს 1,93 სთ, 400მგ - 1,78-2,31 სთ, მრავალჯერადი მიღებისას - 2-2,5 სთ. მიიჩნევა, რომ ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება მოზრდილებში არსებული პერიოდისგან.
ჩვენებები:
• რევმატოიდული ართრიტის, იუვენალური იდიოპათიური ართრიტის ან სტილის დაავადების, პერიფერული სახსრების და ხერხემლის დეგენერაციული რევმატიზმის, ასევე სახსრების და რბილის ქსოვილების სხვა სახის რევმატიული დაავადების სიმპტომების შემსუბუქება;
• პრეპარატი გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელის სახით თავის და კბილის ტკივილის, ცხელების, ეპიზიოტომიის, მენსტრუალური ტკივილის, პოსტოპერაციული ტკივილის, როგორც სპორტული, ისე ლოკომოტორული სისტემის და რბილის ქსოვილების სხვა სახის დაზიანებების დროს.
• სხეულის მომატებული ტემპერატურის დასაწევად.
უკუჩვენებები:
• მომატებული მგრძნობელობა
• კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის წყლული (გამწვავების პერიოდში);
• წყლულოვანი კოლიტი
• მხედველობის ნერვის დაავადება
• სკოტომა, ამბლიოპია
• ფერადი მხედველობის დარღვევა
• ღვიძლის ციროზი პორტალური ჰიპერტენზიით
• „ასპირინული“ ასთმა (პროვოცირებული აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს-ებით)
• გულის უკმარისობა
• შეშუპება
• არტერიული ჰიპერტენზია
• ჰემოფილია, ჰიპოკოაგულაცია
• ლეიკოპენია, ჰემორაგიული დიათეზი
• სმენის დაქვეითება
• ვესტიბულარული აპარატის პათოლოგია
• გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი
• ორსულობა (მე-3 ტრიმესტრი)
სიფრთხილით:
• ჰიპერბილირუბინემია, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი
• კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (ანამნეზში)
• გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი
• ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა
• გაურკვეველი ეტიოლოგიის სისხლის დაავადება
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ:
ინფორინის დოზირება დამოკიდებულია დაავადების სიმწვავეზე, დაავადების სახეობაზე და ტკივილის დონეზე.
მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 3200მგ, გაყოფილი 3-4 მიღებად (400მგ-იანი 2 ტაბლეტი, 4-ჯერ დღეში). დოზებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანეკლებ 4 სთ-ს. ტაბლეტი მიიღება ჭიქა წყლის მიყოლებით (200მლ). სასურველია ჭამის დროს მიღება.
ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 800-1600მგ, 3-4 მიღებაზე (1/2 400მგ ტაბლეტი ან 400მგ 1 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში).
შემანარჩუნებელი დოზაა 600მგ - 1200მგ დღეში, 3-4 მიღებით (400მგ ½ ტაბლეტი ან 400მგ 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში).
თერაპიული დოზა დამოკიდებულია ტკივილის სახეობაზე და პაციენტის ინდივიდუალურ პასუხზე. დოზა ენიშნება პაციენტს და შესაძლებელია მისი გაზრდა ან შემცირება სიმპტომების (ტკივილის) ინტენსივობის მიხედვით.
დაუშვებელია მაქსიმალური დღიური დოზის გადაჭარბება და აუცილებელია დოზებს შორის ინტერვალის დაცვა, რაც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 სთ-ს. მაქსიმალური დოზის მიღებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
დოზის დანიშვნა შესაძლებელია 200მგ და 400მგ ტაბლეტების შესაბამისი კომბინაციით, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია სათანადო დოზის მიღება (აუცილებლობის შემთხვევაში) 600მგ, ან შემცირდეს დოზა 200მგ-დე.
როგორც წესი, სუსტი ტკივილის დროს, რეკომენდებულია დაბალი საწყისი დოზა.
პრეპარატი მიიღება სათანადო რაოდენობის წყლის მიყოლებით, საკვების მიღების შემდეგ.
თუ სიმპტომები გაუარესდება, ანუ თუ ტკივილი არ გაივლის 10 დღიანი თერაპიის შემდეგ იბუპროფენის ადაპტირებული დოზების მიღებისას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
თუ მომატებული ტემპერატურა ნარჩუნდება 3 დღეზე მეტ ხანს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში (ცხელება, კანზე გამონაყარი, თვალის კონიუნქტივიტის ანთება), შეწყვიტეთ თერაპია და მიმართეთ ექიმს. მსგავსი გვერდითი მოვლენები წარმოადგენს სერიოზულს და იშვიათად ვითარდება.
პრეპარატის გამოყენებისას მეტნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები ვითარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. აცნობეთ ექიმს თუ ადგილი ექნება მუცლის ტკივილს, გულისრევას, თვალების შეწებებას, ღებინებას, ასევე თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, დეპრესიულ რეაქციებს, დაბნეულობას, ძილიანობას.
ინფორინს შეუძლია ასთმის შეტევის გამოწვევა მიდრეკილ პაციენტებში.
სხვა სახის გვერდითი მოვლენები იშვიათია: ყურებში ხმაური, ქავილი, მხედველობის დარღვევა, სითხის შეკავება, შეშუპება, ღვიძლის ანალიზების გადახრა.
ჭარბი დოზირება:
რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღებისას, მიმართეთ ექიმს! ჭარბი დოზირების დონის მიხედვით ჩატარდება შესაბამისი ზომები.
სიმპტომები: მუცლის ტკივილი, გულისრევა, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, მეტაბოლური აციდოზი, კომა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული წნევის დაცემა, ბრადიკარდია, ტაქიკარდია.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა (მხოლოდ მიღებიდან 1 საათის განმავლობაში), აქტივირებული ნახშირი, ტუტე სასმელი, ფორსირებული დიურეზი, სიმპტომური თერაპია.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
• ანტიკოაგულანტები (იბუპროფენი აძლიერემს მათ მოქმედებას);
• გლუკოკორტიკოსტეროიდები და აასს-ები (იბუპროფენი ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების განვითარების რისკს);
• ციკლოსპორინები, საგულე გლიკოზიდები, ლითიუმის პრეპარატები, მეთოტრექსატი, ფენიტოინი, ზიდოვუდინი, პენიცილინი (იბუპროფენს შეუძლია გააძლიეროს მოცემული პრეპარატების ტოქსიური ეფექტები);
• შარდმდენები და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (ერთდროულად მიღებისას შესაძლებელია შემცირდეს პრეპარატების ეფექტურობა).
მაგალდრატი (ანტაციდი) უმნიშვნელოდ აჩქარებს იმბუპროფენის შეწოვას და აძლიერებს მის კონცენტრაციას შრატში.
განსაკუთრებული მითითებები:
დაუშვებელია პრეპარატის მიღება სხვა აასს-ებთან ერთად. ხანგრძლივი მკურნალობის დროს აუცილებელია პერიფერული სისხლის სურათის და ღვიძლის და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი. გასტროპათიის სიმპტომების განვითარებისას ნაჩვენებია სათანადო კონტროლი, რომელიც მოიცავს ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის ჩატარებას, სისხლის საერთო ანალიზს (ჰემოგლობინის განსაზღვრა), განავლის ანალიზს და ფარული სისხლის ანალიზს. 17-კეტოსტეროიდების განსაზღვრის აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა მოიხსნას პრეპარატი გამოკვლევამდე 48 საათით ადრე. პაციენტები უნდა მოერიდონ ყველანაირი სახის საქმიანობას, რაც საჭიროებს მომატებულ ყურადღებას, სწრაფ ფსიქიურ და მოტორულ რეაქციებს. მკურნალობის დროს საჭიროა სპირტიანი სასმელების მიღებისგან თავის შეკავება. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი.
გამოშვების ფორმა:
400მგ 10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, კაპლეტი თითოეულ ბლისტერში. 1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტერს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე. დაუშვებელია გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ურეცეპტოდ.