ცინეკ+სრ #30კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ცინეკი + SR
პრეპარატს გააჩნია თუთიის მაღალი შემცველობა და აგრეთვე შეიცავს ვიტამინ A -ს.
ოქროსფერი შეფერილობის, გამჭვირვალე, მყარი ჟელატინის კაპსულები შეიცავს მიკრო გრანულებს, რომელთაც გააჩნიათ ხანგძლივი მოქმედების ფუნქცია (SR), ქელატური თუთია და ვიტამინი A.
მოქმედების მექანიზმი
თუთია გვხვდება ყველა უჯრედში და ორგანიზმში ყველა სხვა ელემენტზე უფრო ხშირად გვევლინება ფერმენტების კოფაქტორად. იგი ჩართულია
ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ცილების და დნმის
სინთეზში, ძვლის მეტაბოლიზმსა და ანტიოქსიდაციურ სისტემებში
თუთია აუცილებელია ბიომემბრანების და ყველა ქსოვილის სინთეზისთვის. იგი დნმის
ტრანსკლიფციული ფაქტორის შემადგენელი ნაწილია.
თუთია აუცილებელა იმუნური სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობისთვის.
თუთია აუცილებელია სპერმატოზოიდების წარმოქმნასა და მომწიფებაში, ოვულაციასა დაგანაყოფიერებისთვის. თუთია მონაწილეობს ანდროგენული
ჰორმონების, ესტროგენის და პროგესტერონის მეტაბოლიზმში, ასევე პროსტაგლანდინების და ამ ჰორმონების ბირთვული რეცეპტორების სინთეზში.
თუთიის ნაკლებობა ორსულობის დროს ასოცირებულია აბორტის, ნაადრევი მშობიარობის, ტერატოგენობის გაზრდის რისკთან.
ჩვენებები
თმის ცვენა – დიფუზური ან კეროვანი ალოპეცია;
აკნოზური გამონაყარი, ფურუნკულოზი, ეგზემა, ფსორეაზიი;
ფრჩხილების დისტროფია ,ლეიკონიქია;
ჭრილობის შეხორცების დაჩქარება;
შაქრიანი დიაბეტი ლ და ლლ ტიპი;
გაციება, მორეციდივე ვირუსული ინფექციები;
უშვილობა მამაკაცებში;
დიარეა;
იმუნური სისტემის დაქვეითება;
მიღების წესი და დოზირება
ვიტამინი А მონაწილეობს: ჟანგვა-აღდგენის, ცილის სინთეზისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ძვლისა და კბილის ფორმირებაში, ახალი უჯრედების განვითარებასა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში (იცავს ორგანიზმს გაციებისა და გრიპისაგან, სასუნთქი გზების, საყლაპავი ტრაქტისა და საშარდე არხების ინფექციებისაგან). ბავშვის სისხლში А ვიტამინის შემცველობა, წითელასა და ჩუტყვავილას (ბატონების) ადვილად გადატანის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
ვიტამინი А კარგად მოქმედებს ლორწოვან გარსზე, ეპითელიური უჯრედის ფუნქციაზე და, დანამატის სახით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთ (წყლული, კოლიტი) დაავადებაზე.
ვიტამინი А გამოიყენება კანის დაავდებების (აკნე, მუწუკები, ფსორიაზი და სხვ.) სამკურნალოდ. აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, აშუშებს მზით დამწვრობით გამოწვეულ იარებს და ამცირებს ინფექციების საშიშროებას. აგრეთვე, აუცილებელია ემბრიონის განვითარებისათვის.
რეკომენდაციები ყოველდღიური მიღებისათვის:
1 კაპსულა დღეში, ჭამის შემდეგ. წყლის დაყოლებით
აქტიურ ნივთიერებათა შემცველობა ყოველდღიურ პორციაში:
შემადგენლობა |
1 კაპსულაში |
%RWS |
თუთია |
15 მგ თუთია (75 მგ თუთიის ბიგლიცინატი) |
150 |
ვიტამინი A |
800 მკგ ვიტამინი A (11 მგ რეტინილ-პალმიტატი).
|
100 |
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადილას, 15 – 25˚С ტემპერატურაზე.
შეფუთვის შემადგენლობა:
30 კაპსულა. 1 კაპსულა შეიცავს: 15 მგ თუთია (75 მგ თუთიის ბიგლიცინატი) და 800 მკგ ვიტამინი A (11 მგ რეტინილ-პალმიტატი).
ფარმაცევტული კომპანია შპს LEK-AM
პოლონეთი , ვარშავა