კაფეტინი #10ტ

კაფეტინი #10ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კოდეინი+პარაცეტამოლი+პროპიფენაზონი+კოფეინი
გაცემის ფორმა: I ჯგუფი სპეც-რეცეპტული
კოდი: 7638
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კაფეტინი სკ 
ტაბლეტი

შემცველობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს: 210 მგ პროპიფენაზონს, 250 მგ პარაცეტამოლს და 50 მგ კოფეინს.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ნატრიუმის გლიკოკოლი სახამებლის A ტიპის, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, პოვიდონი, კალციუმის დიჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, გლიცერილ ბეგენატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
კაფეტინი სკ წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს. პარაცეტამოლსა და პროპიფენაზონს გააჩნიათ ანალგიზიური, სიცხის დამწევი მოქმედებები, ხოლო კოფეინი თავის მხრივ წარმოადგენს დამხმარე ნივთიერებად, რომელიც აძლიერებს სხვა კომპონენტების მოქმედებას.

მიღების ჩვენებები.
სხვადასხვა გენეზის მცირე და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომი: თავისა და კბილის ტკივილი, შაკიკი, ოპერაციის შემდგომი და პოსტტრავმული მდგომარეობები, ნევრალგია, მიალგია, იშიალგია, ართრალგია, ტკივილები დისმენორეის დროს და ციებ-ცხელება გრიპოზური ინფექციებისას.

უკუჩვენებები
აბსოლუტურ უკუჩვენებებს წარმოადგენს მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ და ზოგიერთი იშვიათი თანდაყოლილი დარღვევები, როგორიცაა: მწვავე პორფირია და გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზის დეფიციტი.
შედარებით უკუჩვენებებს წარმოადგენს ღვიძლისა და თირკმლის დარღვევები, ბავშვთა ასაკი (7 წლამდე), ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები.
სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებში ძვლის ტვინის სუპრესიით და 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან.
რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ახდენს ცნს-ს სტიმულირებას, და ალკოჰოლისა და კოფეინის შემცველ სამკურნალო პრეპარატებთან და სასმელებთან.
ორალურ ანტიკოაგულანტებთან ან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან გამოყენებისას შესაძლებელია გვერდითი მოქმედებების განვითარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

სიფრთხილით.
სიმპტომების გამოვლენისას (მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, პირის აბსცესები, პერიანალური აბსცესები) აუცილებელია პრეპარატის მიღების სასწრაფოდ შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
გულისცემის ან ტაქიკარდიის გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
პრეპარატის გამოყენების დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.

გვერდითი მოქმედება.
შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოქმედებების გამოვლენა: ღებინება, გულისრევა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, ალერგიული რეაქციები, უძილობა, ნევროზულობა, გულისცემის გახშირება, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.

მიღების წესი და დოზები.
კაფეტინი სკ ტაბლეტების, როგორც წამლის ხანგრძლივი თერაპიის გამოყენება არ შეიძლება. უფროსებში ნიშნავენ თითო ტაბლეტს 3-4-ჯერ დღეში. მწვავე ტკივილებისას რეკომენდებულია 2 ტაბლეტის ერთდროულად მიღება. მაქსიმალური დღე-ღამის დოზა შეადგენს 6  ტაბლეტს.
7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ნიშნავენ 1/4 – 1/2 ტაბლეტს 1-4-ჯერ დღეში.

ჭარბი დოზა.
სიმპტომები: ღებინება, გულისრევა, ხმაური ყურებში, კუჭის ტკივილი, ოფლიანობა, კანის საფარის სიფერმკთალე, ტაქიკარდია. მოწამვლაზე ეჭვისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
მკურნალობა: პაციენტებს საჭიროა  ჩაუტარდეთ კუჭის გამორეცხვა და ადსორბენტების დანიშვნა (აქტივირებული ნახშირი).

შენახვის პირობები.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა.
3 წელი. პრეპარატი არ გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები.
რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა.
ტაბლეტები N6; 10; 12 და 500

6 ან 10 ტაბლეტი ალუმინის ფოლგის სტრიპში (ალ/პე).
- 6 ტაბლეტი (ერთი სტრიპი)
- 10 ტაბლეტი (ერთი სტრიპი)
- 12 ტაბლეტი (ორი სტრიპი)

1 სტრიპს (6 ან 10 ტაბლეტი); 2 სტრიპს (6-6 ტაბლეტი) ან 50 სტრიპს (10-10 ტაბლეტი) ათავსებენ მუყაოს კოლოფში პრეპარატის მიღების ინსტრუქციასთან ერთად.

მწარმოებელი.
“ალკალოიდი” სს-სკოპიე,
ალექსანდრე მაკედონელის ხეივანი, 12, 1000, სკოპიე, მაკედონიის რესპუბლიკა (მკ).