ინფეზოლი 40 500მლ ფლ

ინფეზოლი 40 500მლ ფლ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ამინომჟავები
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 7635
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ინფეზოლი 40
Infesol 400


საერთაშორისო დასახელება
- Comb. drug. aminoacid solution
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - B05BA01

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - საშუალებები პარენტერალური კვებისათვის;  ამინომჟავებისა და ელექტროლიტების ხსნარები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
საინფ. ხსნ. 4%: 500 მლ ფლაკ.

ერთი ლიტრი შეიცავს:
მოქმედი სამკურნალო კომპონენტები
ალანინი 4.00 გ
გლიცინი 7.00 გ
არგინინი 4.55 გ
ასპარაგინის მჟავა 2.00 გ
გლუტამინის მჟავა 5.00 გ
ჰისტიდინი 1.35 გ
იზოლეიცინი 2.10 გ
ლიზინი 2.00 გ
მეთიონინი 1.75 გ
ლეიცინი 2.75 გ
ფენილალანინი 3.15 გ
ტრეონინი 1.60 გ
ტრიპტოფანი 0.50 გ
ვალინი 2.25 გ
ქსილიტი 50.00 გ

ნატრიუმი-იონები 40.2 მოლი
კალიუმი-იონები 25 მოლი
მაგნიუმი-იონები 2.5 მოლი
ქლორიდი-იონები 43.6 მოლი
აცეტატი-იონები 25 მოლი
თეორიული ოსმოლარობა: 801.8 მოსმ/ლ
PH მნიშვნელობა 5.7-7.0
ტიტრირებული მჟავიანობა

(სისხლის pH მნიშვნელობაზე გადაანგარიშებით): მაქს. + 11.6 მოლი/ლ
ენერგიის შემცველობა (საერთო): 1551.0 კჯ/ლ
საერთო აზოტი: 6.3 გ/ლ

სხვა კომპონენტები
ნატრიუმის დისულფიტი (შეესაბამება 12.5 მგ SO2) 0.02 გ
საინექციო წყალი 931.00 გ

ჩვენებები
- პარენტერალური კვება ორგანიზმის მიერ ცილების დანაკარგის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის და სითხით მომარაგებისათვის (მაგალითად, ოპერაციების, სისხლდენების, დამწვრობების შემდეგ).
- ცილების უკმარისობის შევსება ან პრევენცია, რომელიც ვითარდება მასზე გაზრდილი მოთხოვნილებით, მისი ჭარბი ხარჯვით ან საჭმლის მონელების დროს ცილის მიწოდების, შეწოვის და გამოყოფის დარღვევებით.
- შესაძლო გამოყენება თირკმელების ფუნქციის შეზღუდვისას.

მიღების წესები და დოზები

მოზრდილები: 0.6-1.0 გ ამინომჟავები (25 მლ-მდე ინფეზოლი® 40 სხეულის წონის კგ-ზე დღეში).
იმ მდგომარეობებში, როდესაც ნივთიერებების დაშლა აღემატება მათ სინთეზს: 1.3-2.0 გ ამინომჟავები (50 მლ-მდე ინფეზოლი® 40 სხეულის წონის კგ-ზე დღეში).
ახალშობილები და ბავშვები: 1.5-2.5 გ ამინომჟავები (60 მლ-მდე ინფეზოლი® 40 სხეულის წონის კგ-ზე დღეში).
სითხესა და კალორიებზე ორგანიზმის უფრო მაღალი მოთხოვნილებისას ინფეზოლი® 40-ის გაანგარიშებულ რაოდენობას შეიძლება დაემატოს ელექტროლიტების, გლუკოზისა და სხვ. ხსნარების ერთდროული ან რიგრიგობით შეყვანა.
პერორალურად ნაწილობრივი კვების შესაძლებლობის არსებობისას ინფეზოლი® 40-ის პარენტერალურად მიწოდებული რაოდენობა შესაბამისად შემცირდება პერორალურად მიწოდებული სითხისა და კალორიების რაოდენობით.

გვერდითი მოვლენები

ჩვეულებრივ პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება. ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ღებინება, გულისრევა, კანკალი, ვენების კედლების გაღიზიანება, კერძოდ ძალიან სწრაფად შეყვანისას.
ახალშობილებში პრეპარატის ძალიან სწრაფად შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია და ამიაკით მოწამვლა.

უკუჩვენება

ღვიძლის მძიმე დაზიანებები, ამინომჟავების ცვლის დარღვევები, აციდოზი (რძემჟავა აციდოზი), ქალა-ტვინის ტრავმა, ორგანიზმში სითხის რაოდენობის მომატება, მეთილის სპირტით მოწამვლა, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნატრიუმის დისულფიტის მიმართ.
სისხლში დიდი რაოდენობით კალიუმის შემცველობის, შოკის, სისხლის აციდოზისდა იმ პათოლოგიური მდგომარეობების დროს, რომლებსაც თან ახლავს სავარაუდო ან დადგენილი მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა, პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ან მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მოხდება საკმარისი შარდის გამოყოფის მიღწევა.
ფარდობითი უკუჩვენება: გულის უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

შესაბამისი ჩვენების დროს ორსულებსა და მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება.
ზეგავლენა ავტომანქანების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მონაცემები არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები
ინფეზოლი® 40 შეჰყავთ ვენაში ხანგრძლივი წვეთოვანი ინფუზიის გზით. ნელი შეყვანისას პრეპარატის კომპონენტების ათვისება უკეთესად ხდება, ვიდრე მისი სწრაფად შეყვანისას.
ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია ცენტრალური ვენის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
საჭიროა შრატში ელეტროლიტების, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის, მჟავა-ტუტე შემცველობისა და წყლის ბალანსის კონტროლი.
ძალიან სწრაფი შეყვანისას შეიძლება განვითარდეს აუტანლობის რეაქციები, ასევე ამინომჟავების დაკარგვა თირკმელებით ამინომჟავების ბალანსის დარღვევით. აუცილებელია სიფრთხილე შრატის მაღალი ოსმოლარობის დროს.
თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის დროს აუცილებელია ინდივიდუალური დოზირება. გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები დაუზიანებელ ფლაკონებში.
იმის გამო, რომ ინფეზოლი® 40 შეიცავს ნატრიუმის დისულფიტს, მისი გამოყენება არ შეიძლება ასთმით დაავადებულებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა სულფიტების მიმართ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არსებობს მონაცემები არა ურთიერთქმედების, არამედ შეუთავსებლობის შესახებ (აუტანლობა სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას).
მიკრობული დაბინძურებისა და შეუთავსებლობის დიდი რისკის გამო, ამინომჟავების შემცველი ხსნარების შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ შეიძლება. ინფეზოლი® 40-თან ერთად შეყვანილი თიამინი (ვიტამინი B1) იშლება.

შენახვის პირობები და ვადები

2 წელი, ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ სამკურნალო საშუალების გამოყენება არ შეიძლება.
ინფეზოლი® 40-ის ფლაკონის გახსნის შემდეგ იგი სასწრაფოდ უნდა იქნას გამოყენებული.
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვომელ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტით

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
BERLIN-CHEMIE AG
გერმანია