ქამელეო-შამპუნ/საღებავი 40მლ 10.1

ქამელეო-შამპუნ/საღებავი 40მლ 10.1

4.50 ლარი
კატეგორია: თმის საღებავი
კოდი: 76189
გააზიარე:

დამატენიანებელი  შამპუნ- საღებავი  10.1  40მლ

შამპუნ საღებავი განკუთვნილია ფერის დროებით შესაცვლელად ან განახლებისთვის.

გამოყენების წესი:

ჩაიცვით დამცავი ხელთათმანები და წაისვით შამპუნი დაბანილ და მშრალ თმაზე. თანაბრად გაანაწილეთ შამპუნი და შეიზილეთ სანამ არ აქაფდება. გაიჩერეთ 20-30 წუთი, კარგად ჩამოიბანეთ. უფრო ინტენსიური ფერის მისაღწევად, შეგიძლიათ გაიჩეროთ  45 წუთამდე. ფერის ინტენსიურობა და გამძლეობა დამოკიდებულია თქვენი თმის მდგომარეობასა და ძირითად ფერზე.

ეს პროდუქტი არ არის განკუთვნილი 16 წლამდე ასაკის პირებისთვის.

არ შეიღებოთ თმა, თუ:

- გაქვთ გამონაყარი ან მგრძნობიარე, გაღიზიანებული და დაზიანებული სკალპი;

– თუ მანამდე გქონიათ რაიმე რეაქცია თმის შეღებვის შემდეგ,

 არ გამოიყენოთ წამწამების ან წარბების შესაღებად.  შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ალერგიის ტესტი:

 ჩაატარეთ ალერგიის ტესტი ყოველ გამოყენებამდე 48 საათით ადრე. ალერგიის ტესტის ჩასატარებლად წაისვით  მცირე რაოდენობა კანის მიდამოზე იდაყვის მოსახვევში. დატოვეთ 45 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ. თუ სიწითლე ან გაღიზიანება არ გამოჩნდება 48 საათის განმავლობაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ პროდუქტი.

კოდი-0203

მწარმოებელი ქვეყანა პოლონეთი, Delia Cosmetics, ul. Nasienna 15, 95-030 Rzgów, Poland. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში „ავერსი-ფარმა“.

რეგიონი (12 აფთიაქი)