ინდონალი კაცი #60კაფს

ინდონალი კაცი #60კაფს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ინდოლ 3 კარბინოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 76110
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ინდონალი N60კაფს კაცის

შემადგენლობა (1 კაფსულა): აქტიური ნივთიერება: ინდოლ-3-კარბინოლი 150 მგ,  ჯუჯა პალმა 100 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.

თვისებები: მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ გაიზარდა პროსტატის, სათესლე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის, კუჭის სიმსივნური დაავადებები.  აქედან გამომდინარე, აუცილებელია ყველა იმ უარყოფითი ფაქტორის გავლენის შემცირება, რომელთაც დიდი როლი აქვთ სიმსივნური დაავადების გენეზში. ასევე კვლევებმა აჩვენა, რომ ერთ-ერთი ნივთიერება, რომელსაც ადამიანის ორგანიზმზე სიმსივნური პროცესებისგან დაცვა შეუძლია, არის ინდოლ-3-კარბინოლი. იგი შედის პრეპარატ ინდონალ კაცის შემადგენლობაში და წარმოადგენს ბუნებრივ საშუალებას, რომელიც მიღებულია მცენარეებისაგან: კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი. ინდოლ-3-კარბინოლი  აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდას და ხელს უწყობს ადამიანის პაპილომავირუსისაგან დაზიანებული უჯრედების აპოპტოზს.

ჯუჯა პალმა დადებითად მოქმედებს პროსტატის ფუნქციონირებაზე. გააჩნია შარდმდენი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება და ამცირებს ტკივილს შარდვის დროს.

 

ჩვენება:

·         პაპილომავირუსით გამოწვეული ინფექციები

·         პროსტატის ჰიპერპლაზია

·         პროსტატისა და სათესლე ჯირკვლის კიბო

·         მსხვილი ნაწლავის და კუჭის კიბო და პოლიპი

·         სწორი ნაწლავის კიბო

·         პენისის კარცინომა

·         გენიტალური მეჭეჭები

·         ხორხის ლორწოვანი გარსის სიმსივნეები

 

დოზირებაინდონალი კაცი მიიღება კვებამდე 5-10 წუთით ადრე წყლის მიყოლებით.

საპროფილაქტიკოდ: 2 კაფს დღიურად 1-2 თვე. სამკურნალოდ: 2 კაფს დღიურად 3 თვე (კაცებში 70 კგ-ზე მეტი წონით 3 კაფს დღიურად 3 თვე)

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.

მკურნალობის კურსის განმეორება დამოკიდებულია უროლოგიური გამოკვლევის მონაცემებზე. კურსებს შორის შუალედი უნდა იყოს 2 თვე. მკურნალობის განმეორებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს უროლოგთან.

 

ინდონალ კაცის მიღება შესაძლებელია სხივური თერაპიის განმავლობაში. მისი მიღება უნდა მოხდეს ქიმიოთერაპიამდე და ქიმიოთერაპიის შემდგომ, რადგან ქიმიოთერაპია ასუსტებს პრეპარატის მოქმედებას. ინდონალ კაცის მიღება შესაძლებელია ჰორმონალურ პრეპარატებთან ერთად. ასევე შესაძლებელია მისი მიღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში.

უკუჩვენება:  არ მიიღება ბავშვებში და ნებიმიერ შემადგენელ კომპონენტზე ალერგიის შემთხვევაში

განსაკუთრებული მითითება: ინდონალი კაცის მიღება არაა რეკომენდირებული კუჭის წვენის მჟავიანობის დამაქვეითებელ პრეპარატებთან ერთად (ანტაციდები, H2-ბლოკერი, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები).

არასასურველი ეფექტები არ გვხვდება რეკომენდირებული დოზირების შემთხვევაში. გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში, მაგ 800 მგ-ზე მეტი, რაც დღიური მაქსიმალური დოზაა, შესაძლოა განვითარდეს წონასწორობის დარღვევა, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება.

ერთეულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს მეტეორიზმი, მაძღრობის შეგრძნება, რაც რამოდენიმე დღის შემდეგ გაივლის.

გამართლებულია პრეპარატის ერთი და იგივე დროს მიღება. არარეგულარულმა მიღებამ ან დოზის გამოტოვებამ შესაძლოა შეასუსტოს პრეპარატის მოქმედება.

შეფუთვა:  ერთ კოლოფში 60 კაფსულა. 6 ბლისტერი. ბლისტერზე 10 კაფსულა

 

ვადის გასვლის თარიღი მითითებულია შეფუთვაზე

პრეპარატი შეინახეთ ბნელ და მშრალ ადგილას 10-25 გრადუსზე, ბავშვებისაგან ხელმიუწვდომელ ადგილას.

 

 

 

მწარმოებელი: SYNERGIA PHARMACEUTICALS S.R.O. ვებ გვერდი: www.indonal.de

 

 

 

ოფიციალურიწარმომადგენელისაქართველოში: შპს „ინოთიმი“

ტელ.: + 995 595 74 44 07;  ელ ფოსტა: [email protected]