ცინკონეტი C 150მლ სიროფი

ცინკონეტი C 150მლ სიროფი

34.99 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური კომპლექსები
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ვიტ.ცე+თუთია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 75925
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

cinkonet C

Zinconet C

შემადგენლობა : სიროფის 5 მლ. შეიცავს თუთიის სულფატი 10 მგ., ვიტამინი ჩ 50 მგ.

ფარმაკოლოგიური დახასიათება : თუთია შედის 300-მდე ფერმენტის შემადგენლობაში; მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში; ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას, ამგვარად იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისგან; ცინკი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდისთვის, კანის ჰიდრატაციისთვის, გემოვნებისა და ყნოსვის ჩამოყალიბებისთვის. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (ჭHO) და UNIჩEF -ის რეკომენდაციით აუცილებელია თუთიის ჩართვა მწვავე დიარეის მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით კი 6 თვემდე, რათა თავიდან იქნას აცილებული დიარეის შემდეგი ეპიზოდები. თუთია ხელს უწყობს გონადოტროპინების გამოთავისუფლებას, სასქესო სისტემის ნორმალურ განვითარებას; ცინკის დეფიციტი ხშირად დაკავშირებულია მამაკაცთა უნაყოფობასთან. ცინკი ძლიერი ანტიოქსიდანტია; აუცილებელია ღამის მხედველობის ჩამოყალიბებისთვის; მონაწილეობს ჰემოგლობინში შემავალი ჰემის ბიოსინთეზში. ვიტამინი ჩ აუცილებელია ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის განვითარებისა და შენარჩუნებისთვის. ვიტამინი ჩ უმნიშვნელოვანესი ანტიოქსიდანტია; ამაგრებს იმუნურ სისტემას; თუთია და ვიტამინი ჩ აჩქარებს შეხორცების პროცესებს ქირურგიული ოპერაციების შემდგომ პერიოდში. ჩვენებები : * გახანგრძლივებული დიარეა

* ელექტროლიტების გაძლიერებული დანაკარგი ფეკალურ მასებთან ერთად (მალაბსორბციის სინდრომი, ნაწლავის ანთებით დაავადებები) *თუთია-დეფიციტური მდგომარეობა (აკროდერმატიტი) *ხშირი ავადობა ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებით *სქესობრივი განვითარების შეფერხება (მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბების დაგვიანება პუბერტულ პერიოდში) *დაავადებისშემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი.

დოზირება და მიღების წესი : ცინკონეტ ჩ მიიღება ჭამის დროს ან შემდეგ. დიარეა: 0-6 თვე: 5 მლ. დღეში (10 მგ. სუფთა თუთია); 6 თვე – 3 წელი: 10 მლ. დღეში (20 მგ. სუფთა თუთია); 3 – 12 წელი: 15 მლ. დღეში (30 მგ. სუფთა თუთია); 12 წლის ზევით: 20 მლ. დღეში (40 მგ. სუფთა თუთია); დღიური დოზა იყოფა 2 მიღებაზე. მკურნალობის კურსი არანაკლებ 14 დღის. თუთიის დეფიციტის სხვა ჩვენებები: ბავშვები 10 კგ.-ზე ნაკლები წონით: 10 მლ. დღეში (20 მგ. თუთია) – გაყოფილი 2 მიღებაზე; ბავშვები 10-30კგ: 10 მლ. (20 მგ. თუთია) – 1-3 ჯერ დღეში; ბავშვები 30 კგ.-ზე ზევით და მოზრდილები: 20 მლ. (40 მგ. თუთია) - 1-2 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსს განსაზღვრავს ექიმი, დაავადებიდან გამომიდინარე. ორსულობისა და ლაქტაციის დროს ცინკონეტ ჩ მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. გვერდითი მოვლენები : იშვიათად მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ, რომლებიც მაშინვე იხსნება, თუ პრეპარატს პაციენტი მიიღებს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. წინააღმდეგჩვენებები : ჰიპერმგრძნობელობა. შენახვის წესი : ინახება 25 °ჩ-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოშვების ფორმა: სიროფი 150 მლ. ფორთოხლის გემოთი, დანაყოფებიანი მზომი ჭიქით.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

გაცემის წესი : ფარმაცევტული ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე