კალმაცინ ფორტე #30ტ
გააზიარე:
კალმაცინ ფორტე
Calmazin forte
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს
კალციუმი 400 მგ. (კალციუმის კარბონატი 1000 მგ.), მაგნიუმი 150 მგ. (მაგნიუმის ოქსიდი 249 მგ.), თუთია 5 მგ. (თუთიის გლუკონატი 35 მგ.), ვიტამინი D3 5 მკგ. (ქოლეკალციფეროლი 200 ს.ე.).
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი K30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნუტრაფიციენტ თეთრი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, დეიონიზებული წყალი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: კალციუმის, მაგნიუმისა და თუთიის კომბინაცია მეტად მნიშვნელოვანია, რადგან შეუძლებელია კალციუმის ძვლებში შეღწევა მაგნიუმისა და თუთიის გარეშე. ანალოგიურად, თუთიის მოქმედება კანსა და თმაზე დაკავშირებულია კალციუმისა და მაგნიუმის არსებობასთან.
კალციუმის ძირითადი ფუნქცია არის ძვლოვანი სისტემის ფორმირება, რომლის შემადგენლობაში შედის კალციუმის 99%. დარჩენილი კალციუმის 1% ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას სისხლის შედედების პროცესში, ნერვული იმპულსების გენერაციასა და გადაცემაში, კუნთოვანი ბოჭკოს შეკუმშვაში, გარკვეული ფერმენტული სისტემების გააქტიურებაში, რამდენიმე ჰორმონის გამოყოფაში. კალციუმი საჭიროა მაგარი კბილებისა და ძვლების ფორმირებისთვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემაში, ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას, საჭიროა სისხლის შედედებისა და კიბოს პრევენციისთვის; უჯრედებს უზრუნველყოფს ენერგიით, მონაწილეობს დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზში, გააჩნია ანტიალერგიული მოქმედება (აფერხებს ჰისტამინის გამოყოფას, რაც ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის სიმპტომების, ტკივილის სინდრომისა და ანთებითი პროცესების შემცირებას). კალციუმს ახასიათებს სტრესისსაწინააღმდეგო მოქმედება.
მაგნიუმი ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას. მაგნიუმი აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ოსტეოპოროზის პრევენციისთვის, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ეფექტურია ნაადრევი ჭინთვებისა და მშობიარობის პროფილატიკისთვის ორსულ ქალებში. ვიტამინ B6-თან ერთად მაგნიუმი ამცირებს ქვების ფორმირებას თირკმლებში და ახელს უწყობს მათ დაშლას. მაგნიუმს ახასიათებს სტრესისსაწინააღმდეგო, სედატიური ეფექტი; უზრუნველყოფს ძილის ნორმალიზებას; ხელს უწყობს სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესებას, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენას, სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებას; მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას, თირკმელებში ქვების წარმოქმნის პრევენციას; აუმჯობესებს ცერებრულ მეტაბოლიზმს.
თუთია ძალიან მნიშვნელოვანია ძვლების წარმოქმნისთვის, მათი ფორმირებისთვის. თუთია საჭიროა წინამდებარე ჯირკვლისა და რეპროდუქციული ორგანოების ფუნქციის ნორმალიზებისთვის, ცხიმის ჯირკვლების აქტივობის რეგულირებისთვის; საჭიროა ცილების სინთეზისთვის და კოლაგენის ფორმირებისთვის, აუმჯობესებს იმუნური სისტემის დაცვით ფუნქციას და ახელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. თუთია წარმოადგენს ინსულინისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფერმენტების ძირითად კომპონენტს; აფერხებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას.
ვიტამინი D3 მნიშვნელოვანია კალციუმის აბსორბციისთვის, ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციის პროცესს და ძვლოვანი მასის გამაგრებას.
გამოყენების ჩვენება:
-ოსტეოპოროზის (მენოპაუზური, სენილური, სტეროიდული, იდიოპათიური და სხვა) და მისი გართულების (ძვლების მოტეხილობა) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია.
-კალციუმის და/ან ვიტამინი D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
დოზირება და მიღების წესი:
12 წლის ზემოთ და მოზრდილებში, ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკოდ – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, არანაკლებ 3 თვე, წელიწადში 1-2-ჯერ. ოსტეოპოროზის სამკურნალოდ – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, არანაკლებ 6 თვე. მიიღება ჭამის დროს ან შემდეგ, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის კურსის გამეორება. ღვიძლის ფუნქცია დარღვეულ პაციენტებში დოზა კორექციას არ საჭიროებს. თირკმლის ფუნქციის დარღვეულ პაციენტებში: პრეპარატი კალმაცინ ფორტე თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობისას არ გამოიყენება. ხანდაზმული პაციენტები: დოზა იგივეა რაც მოზრდილებში. გასათვალისწინებელია თირკმლის ფუნქციის შესაძლო დაქვეითება.
გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
პრეპარატის მაღალ დოზებში ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალცემია და ჰიპერკალციურია, შეიძლება აღინიშნოს D ჰიპერვიტამინოზი.
უკუჩვენება: არ შეიძლება გამოყენება რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობისას, ჰიპერკალცემიის ან ჰიპერკალციურიის დროს, თირკმელების დაავადებების დროს, შარდ-კენჭოვანი დაავადებისას, პარათიროიდული ჯირკვლების დაავადებების დროს, მეტასტაზური სიმსივნეების დროს ძვლებში, D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზის დროს.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და გრილ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული ჯგუფი III, გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი: VEFA, სტამბოლი/თურქეთი, შ.პ.ს ,,ევროფარმა ჯორჯია’’-ს დაკვეთით, თბილისი/საქართველო.