ვაზოგრელი 75მგ #30ტ

ვაზოგრელი 75მგ #30ტ

18.10 ლარი
ქვეყანა: ავსტრია
მწარმოებელი: ჯი ეი ფარმაციუტ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კლოპიდოგრელი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 75821
გააზიარე:

ვაზოგრელი 75მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

VASOGREL

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კლოპიდოგრელი

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 111,86მგ კლოპოდიგრელის ბეზილატს,  75მგ კლოპიდოგრელის ექივალენტურს

დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი A ტიპის, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, სტეარინის მჟავა ტიპი 50.გარსი: ოპადრაი II ვარდისფერი 31K34111(ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი (E1518), რკინის ოქსიდი წითელი (E172)).

საპრიალებელი საშუალება: კარნაუბას ცვილი.

აღწერა

ვარდისფერი, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, გრავირებით „75“ ერთ მხარეს და დიამეტრით დააახლოებით 8,3მმ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტითრომბული საშუალებები. თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (გარდა ჰეპარინისა).

ათქ კოდი: B01AC04.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კლოპიდოგრელი არის პრეპარატი, რომლის ერთი მეტაბოლიტი არის აქტიური და აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას. კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტი სელექციურად აინჰიბირებს ადენოზინ დიფოსფატას კავშირს თრომბოციტების P2Y12 რეცეპტორთან და შესაბამისად გლიკოპროტეინ IIb/IIIa კომპლექსის ADP-განპირობებულ აქტივაციას, შედეგად იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვას. შეუქცევადი კავშირის გამო, თრომბოციტები რჩება უმოქმედო ADP სტიმულაციის მიმართ მათი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე (7-10 დღე). ნორმალური თრომბოციტის ფუნქციის აღდგენა ხდება თორმბოციტების განახლების სიჩქარის შესაბამისად.

კლოპიდოგრელი ხელს უშლის ათეროთრომბების განვითარებას ათეროსკლეროზის ვასკულური დაზიანების ნებისმიერ ადგილას. განსაკუთრებით ცერებრული, კორონარული ან პერიფერული არტერიების დაზიანებისას.

კლოპიდოგრელის დღიური მიღებისას 75 მგ დოზით, მიღების პირველ დღეს შეინიშნება ADP-ინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაციის მნიშვნელოვანი ინჰიბირება, რაც თანდათანობით იზრდება 3-7 დღეში და აღწევს მუდმივ დონეს (ეკვილიბრაციას). წონასწრულ მდგომარეობაში თრომბოციტების აგრეგაცია ინჰიბირდება 40-60%-თ. თრომბოციტების აგრეგაცია და სისხლდენის დრო თანდათანობით უბრუნდება საწყის მაჩვენებელს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, ზოგადად დაახლოებით 5 დღეში.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

ერთჯერადი პერორალური 75მგ დღეში მიღების შემდეგ კლოპიდოგრელი სწრაფად შეიწოვება. უცვლელი კლოპიდოგრელის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები (Cmax) ერთჯერადი 75მგ პერორალური დოზის მიღების შემდეგ მიიღწევა დაახლოებით 45 წუთში დოზირებიდან და დაახლოებით 2.2-2.5 ნგ/მლ-ს. კლოპიდოგრელის მეტაბოლიტების შარდის გამოყოფის მიხედვით აბსორბცია დაახლოებით 50%-ია.

დისტრიბუცია

ინ ვიტრო კლოპიდოგრელი და მისი ძირითადი არააქტიური სისხლში მოცირკულირე მეტაბოლიტები შექცევითად უკავშირდებიან პლაზმურ ცილებს (98% და 94% შესაბამისად). კავშირი გაუჯერებელია ფართო კონცენტრაციების დიაპაზონში.

მეტაბოლიზმი

კლოპიდოგრელი ჭარბად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ინ ვიტრო და ინ ვივო კლოპიდოგრელი მეტაბოლიზდება ორი გზით: პირველი გზა - განპირობებულია ესთერაზებით და იწვევს ჰიდროლიზს, არააქტიური კარბოქსილური მჟავას წარმოებულების ფორმირებას (85% მოცირკულირე მეტაბოლიტების) და მეორე გზა - მეტაბოლიზმი განპირობებული ციტოქრომ P450 იზოფერმენტის სისტემით. აქტიური მეტაბოლიტის ფორმირება ხდება ციტოქრომ P450 იზოფერმენტული სისტემის მონაწილეობით. კლოპიდოგრელი პირველად მეტაბოლიზდება 2-ოქსო-კლოპიდოგრელის შუალედურ მეტაბოლიტად. 2-ოქსო-კლოპიდოგრელის შუალედური მეტაბოლიტის შემდგომი მეტაბოლიზმი იწვევს აქტიური მეტაბოლიტის, თიოლური წარმოებულის ფორმირებას, ინ ვიტრო მოცემული მეტაბოლური გზა განპირობებულია CYP3A4, CYP2C19, CYP1A2 და CYP2B6-ით. კლოპიდოგრელის აქტიური თიოლური მეტაბოლიტი, რომელიც იზოლირდება კვლევებში ინ ვიტრო, უკავშირდება სწრაფად და შეუქცევადად თრომბოციტების რეცეპტორებს, ამგვარად აინჰიბირებს მათ აგრეგაციას.

აქტიური მეტაბოლიტის Cmax ორჯერ მაღალია ერთჯერადი 300მგ კლოპიდოგრელის დარტყმითიდოზის მიღების შემდეგ. აქტიური მეტაოლიტის Cmax მიიღწევა დაახლოებით 30-60 წუთში პრეპარატის მიღების შემდეგ.

ელიმინაცია

ერთჯერადი პერორალური დოზის 75მგ მიღების შემდეგ, კლოპიდოგრელის ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 6 საათია.აქტიური მეტაბოლიტის  ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდია 8 საათი ერთჯერადი განმეორებითი დოზის მიღების შემდეგ.

ჩვენებები

  • ათეროთრომბული მოვლენების პრევენცია პაციენტებში მიოკარდიუმის ინფარქტის (რამოდენიმე დღიდან <35 დღემდე), იშემიური ინსულტის (7 დღიდან <6 თვემდე) ან დადგენილი პერიფერული არტერიული ოკლუზიური დაავადების დროს;
  • ათეროთრომბული მოვლენების პრევენცია პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომის დროს;
  • არა-ST სეგმენტის მომატების მწვავე კორონარული სინდრომი (არასტაბილური სტენოკარდია ან არა-Q-ტალღოვანი მიოკარდიუმის ინფარქტი), მათ შორის პაციენტებში, რომლებიც გადიან სტენტირებას კანქვეშა კორონარული ინტევრენციის შემდეგ (აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში).
  • ST სეგმენტის მომატება მწვავე კორონარული სინდრომით (მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი ST- სეგმენტის მომატებით), ნამკურნალებ პაციენტებში თრომბოზული თერაპიის დროს (აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში).
  • ათეროთრომბული და თრომბოემბოლიური მოვლენების პრევენცია, მათ შორის ინსულტი, პაციენტებში ატრიალური ფიბრილაციით, რომლებსაც აღენიშნებათ ვასკულური მოვლენების თუნდაც ერთი რისკ-ფაქტორი და რომლებსაც აქვთ სისხლდენის დაბალი რისკი (აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად) არ შეესაბამებათ K ვიტამინის ანტაგონისტით მკურნალობა.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა კლოპიდოგრელის ან პრეპარატის რომელიმე ნივთიერების მიმართ;
  • ღვიძლის მწვავე უკმარისობა
  • ძლიერი სისხლდენა, როგორიცაა პეპტური წყლული, სისხლდენა ან ინტრაკრანიალური ჰემორაგია
  • გალაქტოზასმემკვიდრეობითი აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია;
  • ორსულობა
  • ლაქტაციის პერიოდი (ძუძუთი კვება)
  • 18 წლამდე ასაკი (უსაფრთხოება და ეფექტურობა არ დადგენილა);

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

კლოპიდოგრელის კოადმინისტრაცია ვარფარინთან არ არის რეკომენდებული სისხლდენის მაღალი რისკის გამო. აცეტილსალიცილის მჟავა არ ცვლის კლოპიდოგრელით გამოწვეულ ADP-ინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაციას . აცეტილსალიცილის მჟავას პერიოდული დანიშვნა 500მგ 2-ჯერ დღეში არ იწვევდა სისხლდენის დროის გახანგრძლივებას. ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება შესაძლებელია კლოპიდოგრელსა და აცეტილსალიცილის მჟავას შორის, რაც იწვევს სისხლდენის რისკის მომატებას. სისხლდენის რისკის გაზრდის გამო რეკომენდებულია კლოპიდოგრელის და ჰეპარინის ან თრომბოლიზური პრეპარატების ერთად მიღებისას სიფრთხილის გამოცენა.

კლოპიდოგრელის და აასს-ების ერთად მიღებისას იზრდება კუჭ-ნაწლავის წყლულის და წყლულის სისხლდენის განვითარების რისკი. ამიტომ, აასს-ების, მათ შორის ცოგ-2 ინჰიბიტორების და კლოპიდოგრელის მიღება ერთად უნდა მოხდეს სიფრთხილით.

ვინაიდან, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ზემოქმედებენ თრომბოციტების აქტივაციაზე და ზრდიან სისხლდენის რისკს, SSRI-ების კლოპიდოგრელთან ერთად მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

არ შეინიშნებოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი პრეპარატების ურთიერთქმედება კლოპიდოგრელის და ისეთი პრეპარატების ერთად მიღებისას, როგორიცაა ატენოლოლი, აგფ ინჰიბიტორები, პრეპრატების, რომლებიც ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს, ნიფედიპინი, დიგოქსინი, ფენობარბიტალი, ციმეტიდინი, ესტროგენები, თეოფილინი.

ვინაიდან, კლოპიდოგრელი მეტაბოლიზდება აქტიურ მეტაბოლიტად ნაწილობრივ CYP2C19-ს მიერ, ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც აინჰიბირებენ მოცემული ფერმენტის მოქმედებას გამოიწვევს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის დონეების შემცირებას. მოცემული ურთიერთქმედების კლინიკური კავშირი გაურკვეველია. CYP2C19 -ის ძლიერი ან ზომიერი ინჰიბიტორები (მაგ. ომეპრაზოლი, ეზომეპრაზოლი, ფლუვოქსამინი, ფლუოქსეტინი, მოკლობემიდი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, ეზომეპრაზოლი, ტიკლოპიდინი, კარბამაზეპინი და ეფავირენზი) კლოპიდოგრელთან ერთად მიღება დაუშვებელია თუ უნდა მოხდეს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის მიღება კლოიდოგრელთან ერთად. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის გამოყენება უნდა მოხდეს დაბალი მოქმედებისCYO2C19 იზოფერმენტით, როგორიცაა პანტოპრაზოლი.

ანტაციდები არ ზემოქმედებენ კლოპიდოგრელის აბსორბციაზე.

გაზრდილი პლაზმური კონცენტრაციების გამო, კლოპიდოგრელის და პირველადად CYP2C8-ს მიერ გამოთავისუფლებული პრეპარატების ერთად მიღება (მაგ. რეპაგლინიდი, პაკლიტაქსელი) მიიღება სიფრთხილით.

განსაკუთრებული გაფრთხილებები

ვაზოგრელის ტაბლეტები სხვა ანტითრომბული პრეპარატებისმსგავსად გამოიყენება სიფრთხილით პაციენტებში, რომელთაც აქვთ სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი, რაც ასოცირდება ტრავმასთან, ქირურგიულ ჩარევასთან ან სხვა სახის პათოლოგიურ მდგომარეობებთან, ასევე აცეტილსალიცილის მჟავას, აასს-ების (მათ შორის ცოგ-2 ინჰიბიტორები), ჰეპარინის, გლიკოპროტეინ IIb/IIIa ინჰიბიტორების, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური  ინჰიბიტორების  ან სხვა სახის სამედიცინო პროდუქტების (სისხლდენისრისკთან ასოცირებული), როგორიცაა პენტოქსიფილინი, კომბინირებულ თერაპიასთან.

კლოპიდოგრელის ვარფარინთან ერთად მიღებამ შესაძლოა გაზარდოს სისხლდენის ინტენსივობა, გარდა რამოდენიმე ძალიან იშვიათი კლინიკური მდგომარეობებისა (როგორიცაა მცურავი თრომბები მარცხენა პარკუჭში, სტენტირება პაციენტებში ატრიალური ფიბრილაციით) ვაზოგრელის ტაბლეტების და ვარფარინის ერთად მიღება არ არის რეკომენდებული.

შერჩევითი ქირურგიული ოპერაციის დროს და ანტითრომბული მოქმედების აუცილებლობის არარსებობისას, ვაზოგრელის ტაბლეტებით მკურნალობა უნდა შეყწდეს ოპერაციამდე 7 დღით ადრე.

ვაზოგრელის ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით სისხლდენის რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის და თვალშიდა).

საჭიროა პაციენტების გაფრთხილება ვაზოგრელის ტაბლეტების მიღებისას (ცალკე ან აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში) სისხლდენის შესაჩერებლად შესაძლებელია მეტი დრო იყოს საჭირო, ასევე ისეთ შემთხვევაში, თუ განუვითარდებათ უჩვეულო სისხლდენა (ლოკალიზაციით და ხანგრძლივობით), უნდა აცნობონ ექიმს.

თრომბული თრომბოციტოპენიული პურპურა (TTP) შეინიშნებოდა ძალიან იშვიათად კლოპიდოგრელის გამოყენებისას (ზოგჯერ მოკლე ექსპოზიცცის დროსაც), რომელიც ხასიათდება თრომბოციტოპენიით და მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემიით, რომელიც ასოცირდება ნევროლოგიურ მოვლენებთან, თირკმლის დისფუნქციასა ან ცხელებასთან . TTP პოტენციუარად ფატალური მდგომარეობაა, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას, პლაზმოფერეზის ჩათვლით.

კლოპიდოგრელი არ არის რეკომენდებული მწვავე ინსულტის დროს 7 დღეზე ნაკლები პერიოდით, ვინაიდან, მსგავს მდგომარეობაში პრეპარატების დანიშვნის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი. ღვიძლის მწვავე დაზიანებისას უნდა მოხდეს ჰემორაგიული დიათეზის განვითარების რისკის გათვალისწინება.

საჭიროა შემოწმდეს პაციენტების თიენოპორიდინების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ისტორია (როგორიცაა კლოპიდოგრელი, ტიკლოპიდინი, პრასუგრელი), ვინაიდან,შეინიშნებოდაალერგიული ჯვარედინი-რეაქციები თიენოპირიდინებს შორის. თიენოპირიდინებს შეუძლიათ გამოიწვიონ მსუბუქი ან მწვავე ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ანგიოედემა ან ჰემატოლოგიური ჯვარედინი რეაქციები (როგორიცაა თრომოციტოპენია და ნეიტროპენია). პაციენტებში, რომელთაც მანამდეგანუვითარდათ  ალერგიული რეაქციები და/ან ჰემატოლოგიური რეაქციები თიენოპირიდინის მიმართ შესაძლოა იმყოფებოდნენ იგივე ან სხვა სახის რეაქციის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ სხვა თიენოპირიდინის მიმართ. პაციენტებში, თიენოპირიდინების მიმართ ცნობილი ალერგიით,რეკომენდებულია ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების მონიტორინგი.

დოზის 12 საათის მანძილზე გამოტოვებისას რეგულარული განრიგის შემდეგ: პაციენტებმა დაუყოვნებლოივ უნდა მიიღონ დოზა და შემდეგი დოზა რეგულარული განრიგის მიხედვით.

თუ დოზის მიღება არ მოხდა 12 საათზე მეტ ხანს: პაციენტებმა უნდა მიიღონ შემდეგი დოზა რეგულარული განრიგის მიხედვით და არ მიიღონ ორმაგი დოზა.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

ვინაიდან, არ არსებობს მონაცემები კლოპიდოგრელის ორსულობის დროსექსპოზიციის შესახებ, რეკომენდებული არ არის კლოპიდოგრელის გამოყენება ორსულობის დროს, როგორც სიფრთხილის ზომა.

უცნობია კლოპიდოგრელი გამოიყოფა თუ არა ადამიანების რძეში. სიფრთხილის ზომის სახით, არ უნდა გაგრძელდეს ლაქტაცია კოპიდოგრელით მკურნალობის დროს.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე

ვაზოგრელის ტაბლეტებს არ გააჩანიათ მნიშვნელოვანი გავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.

მიღების წესი და დოზირება

ვაზოგრელის ტაბლეტები მიიღება მოზრდილებსა და ხანდაზმულებში.

სამედიცინო პროდუქტი მიიღება პერორალურად, საკვებისგან დამოუკიდებლად, ერთს და იმავე დროს, ყოველ დღე.

მიოკარდიუმის ინფარქტი, იშემიური ინსულტი ან დადგენილი პერიფერული არტერიული ოკლუზიური დაავადება

პრეპარატი მიიღება დოზით 75მგ დღში ერთხელ. მკურნალობა იწყება რამოდენიმე დღიდან 35 დღემდე მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ; მე-7 დღიდან 6 თვემდე კი იშემიური ინსულტის დროს.

არა-ST სეგმენტის მომატება მწვავე კორონარული სინდრომით (არასტაბილური სტენოკარდია ან არა-Q-ტალღოვანი მიოკარდიუმის ინფარქტი)

ვაზოგრელით მკურნალობა უნდა დაიწყოს ერთჯერადი 300მგ დარტყმითი დოზით და გაგრძელდეს დოზით 75მგ დღეში ერთხელ (აცეტილსალიცილის მავასთან კომბინაციაში 75-325მგ დღეში). ვინაიდან, აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენება მაღალი დოზებით ასოცირდება სისლხდენის მომატებულ რისკთან, მოცემული დანიშნულებით აცეტილსალიცილის მჟავას რეკომენდებული დოზა არ უნდა აჭარბებდეს 100მგ. მაქსიმალური სასარგებლო ეფექტი შეინიშნება მკურანლობიდან მე-3 თვეს. მკურნალობის კურსი შეადგენს 1 წელს.

მწვავე კორონარული სინდრომი  ST-სეგმენტის მომატებით (მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი ST- სეგმენტის მომატებით)

ვაზოგრელის ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს ერთჯერადი დღიური 75მგ დოზით საწყისი 300მგ დარტყმითი დოზით აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში თრომბოლიზურ საშუალებებთან ერთად ან მათ გარეშე.

ატრიალური ფიბრილაციის მქონე პაციენტებში, ვაზოგრელის ტაბლეტების მიღება ხდება ერთჯერადი 75 მგ დოზით. აცეტილსალიცილის მავა (75-100 მგ დღეში) მიღება უნდა დაიწყოს კლოპიდოგრელთან კომბინაციაში.

>75 წლის ასაკის პაციენტებში ვაზოგრელით მკურნალობა უნდა დაიწყოს დარტყმითი დოზის გარეშე.

გვერდითი მოვლენები

სისხლმბადი სისტემის მხრივ

არახშირი: სისხლდენის გახანგრძლივებული დრო, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია და ეოზინოფილია.

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი: პერიფერული ედემა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, გენერალიზებული ედემა, სინკოპე, პალპიტაციები, ანემია (აპლაზური ან ჰიპოქრომული), აგრანულოციტოზი.

ცენტრალური და პერიფერული ნერვული სისტემის მხრივ

არახშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზიები, ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება.

იშვიათი: ვერტიგო.

ძალიან იშვიათი: გონებრივი დაბნეულობა, ჰალუცინაციები, გემოს დარღვევა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

ხშირი: დისპეფსია, დიარეა, მუცლის ტკივილი, მოუნელებლობა ან გულძმარვა.

არახშირი: გულისრევა, გასტრიტი, შებერილობა, ყაბზობა, ღებინება, კუჭის წყლული და 12-გოჯა ნაწლავის წყლული.

დერმატოლოგიური რეაქციები

არახშირი: გამონაყარი, ქავილი.

ძალიან იშვიათი: ბულეზური დერმატიტი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი,  მულტიფორმულიერითემა), ანგიოედემა, ჭინჭრის ციება, წითელი ბრტყელი ლიქენი.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: სისხლდენის დროის გახანგრძლივება და შესაბამისად გართულებები სისხლდენის განვითარების ფორმით.

მკურნალობა: სისხლდენის დროს საჭიროა სათანადო თერაპიის ჩატარება. თუ აუცილებელია, რეკომენდებულია  სისხლდენის დროის სწრაფი კორექცია, თრომბოციტების ტრანსფუზია. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.

გამოშვების ფორმა

 10 ტაბლეტი ბლისტერზე. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

დაუშვებელია გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

 

მწარმოებელი

ჯი ეი ფარასევტიკალს ლტდ, ინდუსტრიული ზონა „ჩეკანიცა საუზი“ არეა, 2140, ბოტევგარდი, ბულგარეთი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: გენერიკონ ფარმა გესელშაფტ მ.ბ.ჰ; A-8054, გრაც, ავსტრია.  ელ.ფოსტა: [email protected] ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

საქართველოში ექსკლუზიური დისტრიბუტორი

შ.პ.ს. „ტეტრადა ჯორჯია“ , საქართველო, თბილისი, სტანისლავსკის ქ. N5

ტელ.: +995 032 2  15 85 75