კეტონალი დუო 150მგ #20კაფს

კეტონალი დუო 150მგ #20კაფს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კეტოპროფენი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 75789
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

 

1. სამკურნალო პრეპარატის დასახელება

კეტონალი®დუო

150მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულები

  1. 2.    ხარისხობრივი და რაოდენობრივი  შემადგენლობა

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება კეტოპროფენი / KETOPROFEN

თითოეული კაფსულა შეიცავს 150 მგ კეტოპროფენს

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი მოყვანილია თავში 6.1.

  1. 3.    გამოშვების ფორმა

მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულები

კაფსულის აღწერა: ლურჯი სახურავი, გამჭვირვალე კორპუსი, შევსებული თეთრი და ყვითელი გრანულებით. კაფსულები შეიცავს კეტოპროფენს მოდიფიცირებული გამოთავისუფლების გრანულების სახით.

  1. 4.    კლინიკური მახასიათებლები

4.1  გამოყენების ჩვენებები

კეტოპროფენი წარმოადგენს არასტეროიდულ რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებას ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედებით. იგი გამოიყენება ანთებითი, დეგენერაციული და მეტაბოლური რევმატული დაავადებების სიმპტომური მკურნალობისთვის და ტკივილის შესამსუბუქებლად მთელი რიგი ტკივილის სინდრომის დროს.

კეტონალ დუო-ს კაფსულების გამოყენების ჩვენებები

რევმატული ტკივილები:

-        რევმატოიდული ართრიტი;

-        სპონდილოართრიტი (მაანკილოზებელი სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი);

-        პოდაგრა, ფსევდოპოდაგრა;

-        ოსტეოართრიტი;

-        სახსარგარე რევმატიზმი (ტენდინიტი, ბურსიტი, მხრის სახსრის კაფსულიტი).

ტკივილი:

-        პოსტტრამვული;

-        ოპერაციის შემდგომი;

-        მტკივნეული მენსტრუაციები;

-        ტკივილი სიმსივნის მქონე პაციენტების ძვალზე გადასული მეტასტაზების დროს.

4.2 დოზები და გამოყენების მეთოდი

შიგნით მისაღებად

რეკომენდირებული დოზა

ზრდასრულები და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

ჩვეულებრივი დოზას შეადგენს 1 კაფსულა კეტონალ დუო (150 მგ კეტოპროფენი) დღეში ერთხელ.

გვერდითი რეაქციების მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია პრეპარატის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით მიღებით უმოკლეს დროში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების შესამსუბუქებლად (იხ. ნაწილი 4.4).

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ-ს.

მკურნალობის დაწყებამდე 150 მგ დოზით დღეში (1 კაფსულა კეტონალი დუო), ყურადღებით უნდა შეფასდეს პაციენტისთვის სარგებელი და შესაძლო რისკები. მაქსიმალურ დღიურ დოზაზე მაღალი დოზები არ არის რეკომენდებული (იხ. ასევე განყოფილება 4.4).

კეტონალი დუო მიიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ, არანაკლებ 100მლ წყლის ან რძის დაყოლებით.

არ შეიძლება კაფსულების დაბზარვა ან დაღეჭვა.

პაციენტს ასევე შეუძლია ანტაციდების ერთდროული მიღება, რომლებიც ამცირებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ კეტოპროფენის არასასურველი რეაქციების განვითარების ალბათობას.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში არასასურველ რეაქციებს ხშირად შესაძლოა ჰქონდეთ მძიმე შედეგები. თუ აუცილებელია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღება, ნიშნავენ ყველაზე დაბალ დოზას და არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატის დანიშვნიდან ყოველ 4 კვირაში აკვირდებიან პაციენტს კუჭ-ნაწლავურ სისხლდენაზე.

ღვიძლისა და (ან) თრკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ღვიძლის და (ან) თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისათვის რეკომენდებულია საწყისი დოზის დაწევა; შემანარჩუნებელი დოზა უნდა იყოს მინიმალურად ეფექტური. პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის და (ან) თირკმელის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებისათვის პრეპარატი უკუნაჩვენებია (იხ. თავი 4.3).

ბავშვები

კეტონალი დუო უკუნაჩვენებია 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის (იხ. ნაწილი 4.3).

4.3  უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

პრეპარატი ასევე უკუნაჩვენებია:

- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების არსებობისას ანამნეზში, როგორიცაა ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, რინიტი ან ალერგიული ტიპის რეაქციები კეტოპროფენის ან მსგავსი აქტიური ნივთიერებების გამოყენების შემდეგ, როგორიცაა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) ან სალიცილატები (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა); ასეთ პაციენტებში აღწერილია მძიმე (იშვიათად ფატალური) ანაფილაქსიური რეაქციები (იხ. ნაწილი 4.8);

- გულის მძიმე  უკმარისობის დროს;

- პერიოპერაციულ პერიოდში ტკივილის სამკურნალოდ, აორტოკორონარული შუნტირების ოპერაციის (აკშ) შესრულების დროს;

-        ანამნეზში ქრონიკული დისპეფსიის დროს;

- პეპტიური წყლულის მწვავე ფაზაში, ასევე ანამნეზში კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციისას;

- სისხლდენისადმი მიდრეკილების დროს;

- თირკმლის  მძიმე დისფუნქციის დროს;

- ღვიძლის  მძიმე  დისფუნქციის დროს;

- ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (იხ. ნაწილი 4.6);

- 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

4.4 განსაკუთრებული მითითებები  და სიფრთხილის ზომები

საჭიროა თავის არიდება კეტონალი დუოს ერთდროული გამოყენებისგან აასს–თან,  ციკლოოქსიგენაზა-2–ის სელექტიური ინჰიბიტორების ჩათვლით.

არასასურველი რეაქციების მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზით მიღებით მაქსიმალურად მოკლე დროში, რაც აუცილებელია სიმპტომების კუპირებისთვის (იხ. ნაწილი 4.2 და კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის რისკების შესახებ  ქვემოთ).

ხანდაზმულები

ხანდაზმული ადამიანები უფრო ხშირად განიცდიან არასტეროიდულ საშუალებებზე არასასურველ რეაქციებს, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენას და პერფორაციას, რაც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს (იხ. ნაწილი 4.2).

არსებული ინფექციების სიმპტომების შენიღბვა

კეტოპროფენმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის სიმპტომები. ამან შეიძლება გადაავადოს შესაბამისი მკურნალობის დაწყება და ამასთანავე გააუარესოს ინფექციის გამოსავალი, რაც აღინიშნა ბაქტერიული არაჰოსპიტალური პნევმონიების და ჩუტყვავილას ბაქტერიული გართულებების დროს. თუ კეტოპროფენი გამოიყენება სხეულის მომატებული ტემპერატურის დასაწევად ან ინფექციისას ტკივილის შესამსუბუქებლად, რეკომენდებულია ინფექციური პროცესის კონტროლი. ამბულატორიულ პირობებში სიმპტომების შენარჩუნების ან გაუარესების შემთხვევაში პაციენტმა უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან.

სისხლდენა, წყლული და პერფორაცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია, რაც შეიძლება აღმოჩნდეს მომაკვდინებელი, აღწერილია ყველა აასპ-თვის და შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს წინასწარი სიმპტომების როგორც არსებობისას, ასევე არარსებობის შემთხვევაში,  ან  ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე დაავადებისას.

ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, კეტოპროფენის გამოყენება შეიძლება კავშირში იყოს  კუჭ-ნაწლავის მძიმე ტოქსიკურობის მაღალ რისკთან, რაც დამახასიათებელია ზოგიერთი სხვა აასს-თვის, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას (იხ. აგრეთვე ნაწილები 4.2 და 4.3).

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის განვითარების რისკი იზრდება აასპ-ის დოზების მატებასთან ერთად პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ წყლულოვანი დაავადება, განსაკუთრებით სისხლდენით ან პერფორაციით გართულებული (იხ. ნაწილი 4.3), ასევე ხანდაზმულებში. ამ პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს ყველაზე დაბალი არსებული დოზით.

ასეთი პაციენტებისთვის, ისევე როგორც პაციენტებისთვის, რომლებიც ერთდროულად იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას დაბალ დოზებს ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის გართულებებს, გათვალისწინებული უნდა იყოს კომბინირებული თერაპია დამცავი სამკურნალო საშუალებებით (მაგ., მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ბლოკატორები) (იხ. ქვემოთ და პუნქტი 4.5).

პაციენტებმა, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობა, განსაკუთრებით ხანდაზმულმა ადამიანებმა, უნდა აცნობონ ნებისმიერი უჩვეულო აბდომინალური სიმპტომების შესახებ (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავური სისხლდენის შესახებ), განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ წამლებთან ერთად გამოყენებას, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულების ან სისხლდენის რისკი, მაგალითად, ორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები (მაგ. ვარფარინი), სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები, ანტითრომბოციტების აგენტები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა,ან ნიკორანდილთან ერთად, რომელიც წარმოადგენს სისხლძარღვების გამაფართოებელ საშუალებას (იხ. ნაწილი 4.5).

თუ პაციენტებს კეტონალი დუო-თი მკურნალობის დროს კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან წყლული განუვითარდებათ, პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

აასს სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რადგან მათ შეიძლება განუვითარდეთ ამ დაავადებების გამწვავება (იხ. ნაწილი 4.8).

გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულური ეფექტები

პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აქვთ არტერიული ჰიპერტენზია და(ან) გულის მსუბუქი და ზომიერი სიმძიმის შეგუბებითი უკმარისობა, საჭიროებენ შესაბამის დაკვირვებას და კონსულტაციას, ვინაიდან აასს-ის  გამოყენებისას დაფიქსირებულია სითხის შეკავება და შეშუპება.

კლინიკური კვლევებისა და ეპიდემიოლოგიური მონაცემები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ  ზოგიერთი აასს-ის გამოყენება (განსაკუთრებით მაღალ დოზებში და ხანგრძლივ მკურნალობისას) შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზის რისკის მატებასთან (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). ამგვარი რისკის გამოსარიცხად კეტოპროფენთან მიმართებაში მონაცემები არასაკმარისია.

პაციენტებში უკონტროლო არტერიული ჰიპერტენზიით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, დიაგნოზირებული გულის იშემიური დაავადებით, პერიფერიული არტერიების დაავადებით და / ან ცერებროვასკულური დაავადებით, კეტოპროფენით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სარგებლისა და რისკების გულდასმით შეფასების შემდეგ. იგივე უნდა გაკეთდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებისთვის ხანგრძლივი მკურნალობის დანიშვნამდე (მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მოწევა).

რესპირატორული დარღვევები

პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ბრონქული ასთმა ქრონიკულ რინიტთან, ქრონიკულ სინუსიტთან და (ან) ცხვირის პოლიპოზთან ერთად, გააჩნიათ ალერგიული რეაქციების გამოვლენის  უფრო დიდი ალბათობა აცეტილსალიცილის მჟავას და (ან) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ, ვიდრე სხვა პაციენტებს. პრეპარატის დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული ასთმის შეტევა ან ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით აცეტილსალიცილის მჟავას ან აასპ-ის  მიმართ ალერგიულ პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.3)

ჰიპერკალემია

შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალემია, განსაკუთრებით პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, თირკმლის უკმარისობით და (ან) ჰიპერკალიემიის განვითარების ხელშემწყობი წამლების თანმხლები თერაპიისას (იხ. ნაწილი 4.5). ასეთ პაციენტებში აუცილებელია კალიუმის დონის კონტროლი.

თირკმლის ფუნქცია

პაციენტებში გულის უკმარისობით, ციროზითა და ნეფროზული სინდრომით, აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც იღებენ შარდმდენებს და თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით მოხუცებში, აუცილებელია გულდასმით თირკმლების ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი  მკურნალობის დასაწყისში. ასეთ პაციენტებში კეტოპროფენის დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლებში სისხლის ნაკადის შემცირება პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის გამო და გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დეკომპენსაცია.

ღვიძლის ფუნქცია

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები ან ანამნეზში გააჩნიათ ღვიძლის დაავადება, სავალდებულოა პერიოდულად ხდებოდეს სისხლის ტრანსამინაზების დონის კონტროლი, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს.

კეტოპროფენის მიღებასთან დაკავშირებით აღწერილია სიყვითლისა და ჰეპატიტის იშვიათი შემთხვევები.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირებში.

კანის რეაქციები

ძალიან იშვიათად არის აღწერილი კანის მძიმე რეაქციები (ზოგი მათგანი ლეტალური შედეგით), რომლებიც დაკავშირებულია აასპ-ის გამოყენებასთან, როგორიცაა ექსფოლიატური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (იხ. ნაწილი 4.8). ამ რეაქციების განვითარების ყველაზე დიდი რისკი არსებობს მკურნალობის კურსის დასაწყისში; უმეტეს შემთხვევაში, რეაქციები აღინიშნება მკურნალობის პირველ თვეში. კეტონალი დუო უნდა მოიხსნას პირველივე გამოვლენისას კანზე გამონაყარის, ლორწოვან გარსებზე დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების დროს.

სხვა ზემოქმედება

ყველა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების მსგავსად, კეტოპროფენს, მისი ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ან სიცხის დამწევი ეფექტის გამო, შეუძლია შენიღბოს ინფექციური დაავადებების განვითარების ნიშნები, როგორიცაა სხეულის ტემპერატურის მომატება.

ვრცელი ქირურგიული ჩარევის წინ, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

ქალებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება დააქვეითონ ფერტილობა. ამიტომ, მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას. ქალებში, რომლებსაც უჭირთ დაორსულება ან იკვლევენ უნაყოფობას, უნდა განიხილონ კეტოპროფენის შეწყვეტა.  

მხედველობის დარღვევის გამოვლინებისას, როგორიცაა ბუნდოვანი ხედვა, მკურნალობა წყდება.

კეტონალი დუოს კაფსულები  შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, 20მგ/კაფსულა-ში რაოდენობით.  ამიტომ მოცემული პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზას ან გალაქტოზას შეწოვის დარღვევა.

4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო  საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

პრეპარატების არარეკომენდებული კომბინაციები

სხვა აასპ (ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ინჰიბიტორების ჩათვლით) და სალიცილატები მაღალ დოზებში: კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულის და სისხლდენების განვითარების მომატებული რისკი.

ანტიკოაგულანტები

სისხლდენის მომატებული რისკი (იხ. ნაწილი 4.4):

-        ჰეპარინი;

-        K ვიტამინის ანტაგონისტები (მაგალითად, ვარფარინი);

-        თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (მაგ., ტიკლოპიდინი, კლოპიდოგრელი);

-        თრომბინის ინჰიბიტორები (მაგალითად, დაბიგატრანი);

-        Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები (მაგ. აპიქსაბანი, რივაროქსაბანი, ედოქსაბანი).

თუ ერთდროული გამოყენება გარდაუვალია, საჭიროა მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობა.

ლითიუმი: პლაზმაში ლითიუმის დონის მომატების რისკი, რომელმაც ზოგჯერ შეუძლია მიაღწიოს ტოქსიკურ მაჩვენებლებს თირკმლებით ლითიუმის  გამოდევნის შემცირების გამო. აუცილებლობისას საჭიროა გულდასმით გაკონტროლდეს ლითიუმის კონცენტრაცია პლაზმაში და აასპ–ით მკურნალობის დროს და მის შემდეგ დაკორექტირდეს ლითიუმის დოზა. 

მეტოტრექსატი დოზებში, რომლებიც აღემატება 15 მგ/კვირაში

მეთოტრექსატის ჰემატოტოქსიკურობის მომატებული რისკი, განსაკუთრებით თუ იგი გამოიყენება მაღალ დოზებში (>15 მგ/კვირაში), რაც, სავარაუდოდ განპირობებულია მეთოტრექსატის გამოდევნით ცილებთან კავშირიდან  და მისი თირკმლისმიერი კლირენსის შემცირებით.

სამკურნალო საშუალებები და პრეპარატთა კლასები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია (მაგ., კალიუმის მარილები, კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ჰეპარინები (დაბალმოლეკულურიან არაფრაქციული), ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი და ტრიმეტოპრიმი)

კეტოპროფენთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაზარდოს ჰიპერკალიემიის რისკი.

კომბინაციები, რომელიც მოითხოვს სიფრთხილეს

დიურეტიკები

 მძიმე თირკმლისებრი უკმარისობის განვითარების მომატებული რისკი, პროსტაგლანდინების სინთეზის დაქვეითების გამო თირკმლისმიერი სისხლის მიმოქცევის დაქვეითებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით დეჰიდრატაციის მქონე პაციენტებში. აუცილებელია სითხის დეფიციტის ადეკვატური ჩანაცვლება ასეთი პრეპარატების ერთდროულ გამოყენებამდე და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი მკურნალობის დასაწყისში (იხ. ნაწილი 4.4).

ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებითირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს(მაგ., პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ დეჰიდრატაცია ან ხანდაზმულებს), აგფ-ს ინჰიბიტორის ან ანგიოტენზინისII გარდამქმნელი რეცეპტორების და პრეპარატების მიღებამ, რომელიც აქვეითებს ციკლოოქსიგენაზას, შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის დამატებითი გაუარესება, შესაძლო თირკმელის  მწვავე უკმარისობის ჩათვლით.

მეტოტრექსატი 15 მგ/კვირაში-ზე დაბალი დოზით

კომბინირებული თერაპიის პირველ კვირებში, კვირაში ერთხელ უნდა გაკონტროლდეს სისხლის სურათი. თირკმელების ფუნქციის რაიმე სახის დარღვევისას და ხანდაზმულ პაციენტებში კონტროლი უნდა ჩატარდეს უფრო ხშირად.

კორტიკოსტეროიდები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულის ჩამოყალიბების ან სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი (იხ. ნაწილი 4.4).

პენტოქსიფილინი

ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს. აუცილებელია უფრო ხშირი კლინიკური მონიტორინგი და სისხლდენის დროის უფრო ხშირი კონტროლი.

ტენოფოვირი

თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევები დაფიქსირდა ტენოფოვირის დიზოპროქსილისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ან მრავალი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას პაციენტებში თირკმლის დისფუნქციის რისკ-ფაქტორებით. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და ტენოფოვირ დიზოპროქსილის ერთდროული გამოყენებისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის სათანადო მონიტორინგი.

ნიკორანდილი

ნიკორანდილისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სერიოზული გართულებების რისკი, როგორიცაა წყლულები, პერფორაცია და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (იხ. ნაწილი 4.4).

საგულე გლიკოზიდები

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა კეტოპროფენსა და დიგოქსინს შორის. თუმცა, სიფრთხილეა რეკომენდებული, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ თირკმლის ფუნქცია და შეამცირონ საგულე გლიკოზიდების თირკმლის კლირენსი.

გასათვალისწინებელი კომბინაციები

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (ბეტა ბლოკატორები, აგფ ინჰიბიტორები, დიურეტიკები)

კეტოპროფენი ამცირებს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედებას (ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინების ინჰიბირება).

პრობნეციდი: პრობენეციდის ერთდროულ გამოყენებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს კეტოპროფენის პლაზმური კლირენსი.

კომბინაციები, რომელთა შესახებ ინფორმაცია ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული

ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი: ნეფროტოქსიკურობის ადიტიური ეფექტის განვითარების რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.

თრომბოლიტიკები: სისხლდენის მომატებული რისკი.

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები: კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განვითარების რისკის მომატება (იხ. ნაწილი 4.4).

4.6. ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება მოახდინოს ნეგატიური გავლენა ორსულობაზე და(ან) ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად ორსულობის ადრეულ ეტაპზე პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენება დაკავშირებულია მუცლის მოშლის, გულის მანკების და გასტროშიზის განვითარების რისკთან. გულ-სისხლძარღვთა სისტემის თანდაყოლილი მანკების განვითარების აბსოლუტური რისკი იზრდებოდა 1%–ზე ნაკლებიდან დაახლოებით 1,5%-მდე. ითვლება, რომ რისკი მატულობს დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდისას. ცხოველებში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის დანიშვნა იწვევდა მუცლის მოშლის რაოდენობის ზრდას იმპლანტაციამდე და მის შემდეგ და ემბრიო-ფეტალური სიკვდილიანობის მატებას. გარდა ამისა, აღწერილია სხვადასხვა თანდაყოლილი დეფექტების გაზრდილი სიხშირე, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დეფექტები, ცხოველებში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენებისას ორგანოგენეზის პერიოდში.

ორსულობის მე-20 კვირიდან კეტოპროფენის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ოლიგოჰიდრამნიოზის განვითარება ნაყოფში თირკმელების ფუნქციის დარღვევის შედეგად. ეს დარღვევა შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან მალევე, მაგრამ ჩვეულებრივ შექცევადია პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, დაფიქსირდა ცნობები ორსულობის მეორე ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენების შემდეგ არტერიული სადინრის შევიწროვების შესახებ, რაც უმეტეს შემთხვევაში ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ამ მიზეზით, ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში კეტოპროფენი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. თუ კეტოპროფენი გამოიყენება ქალის მიერ, რომელიც ცდილობს დაორსულდეს ან ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში, დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი და მკურნალობის ხანგრძლივობა რაც შეიძლება მოკლე.

გესტაციის მე-20 კვირიდან რამდენიმე დღის განმავლობაში კეტოპროფენის გამოყენებისას გასათვალისწინებელია ოლიგოჰიდრამნიოზისა და არტერიული სადინრის შევიწროების პრენატალური მონიტორინგი. მსგავსი პათოლოგიის გამოვლენისთანავე წყვეტენ კეტოპროფენის მიღებას.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორს შეუძლია ნაყოფზე შემდეგი ზეგავლენა მოახდინოს:

- კარდიოპულმონალური ტოქსიკურობა (სადინრის ნაადრევი შევიწროება/დახურვა და ფილტვის ჰიპერტენზიის განვითარება);

- თირკმლის ფუნქციის დარღვევები (იხ.ზემოთ);

ორსულობის ბოლოს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ დედასა და ახალშობილზე შემდეგნაირად:

- სისხლდენის დროის გახანგრძლივების ალბათობა (ანტითრომბოციტული ეფექტის შედეგად, რაც შეიძლება შეინიშნოს პრეპარატის ძალიან დაბალი დოზების გამოყენებისასაც);

- საშვილოსნოს შეკუმშვის აქტივობის დათრგუნვა, რაც იწვევს მშობიარობის დაწყების შეფერხებას და მის გახანგრძლივებას.

ამიტომ, კეტოპროფენის გამოყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი 4.3).

ძუძუთი კვება

არ არსებობს მონაცემები კეტოპროფენის დედის რძეში შეღწევის შესახებ. კეტოპროფენის დანიშვნა მეძუძურ დედებში არ არის რეკომენდებული.

ფერტილობა

თუ კეტოპროფენი გამოიყენება ქალის მიერ, რომელიც ცდილობს დაორსულებას, დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი და მკურნალობის ხანგრძლივობა რაც შეიძლება ხანმოკლე.

4.7  ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე და მექანიზმებთან მუშაობაზე

აუცილებელია პაციენტების გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა ან კრუნჩხვები და მიეცეთ მათ რჩევა, რომ არ მართონ სატრანსპორტო საშუალებები და არ იმუშაონ მექანიზმებთან მოცემული სიმპტომების გამოვლენისას.

4.8.     გვერდითი მოქმედება

არასელექტიური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობასთან დაკავშირებით არსებობს შეტყობინებები შეშუპების, მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის თაობაზე.

სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.

არასასურველი რეაქციები "MedDRA" კლასიფიკაციის მიხედვით ნაწილდება ორგანოთა სისტემების კლასების მიხედვით, შემთხვევების სიხშირისა და სიმძიმის შემცირების მიხედვით:

ძალიან ხშირი (≥1/10);

ხშირი (≥ 1/100, <1/10);

არახშირი (≥ 1/1000, <1/100);

იშვიათი (≥ 1/10 000, < 1/1000);

ძალიან იშვიათი (< 1/10 000);                                                                

სიხშირე დაუდგენელია (ვერ დგინდება არსებული მონაცემების მიხედვით).

კეტოპროფენის გამოყენებისას ზრდასრულებში დაფიქსირდა შემდეგი არასასურველი რეაქციები.

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

-        იშვიათი: პოსტჰემორაგიული ანემია:

-        სიხშირე დაუდგენელია: აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ძვლის ტვინის უკმარისობა, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

-        სიხშირე დაუდგენელია: ანაფილაქსიური რეაქციები (შოკის ჩათვლით).

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ დარღვევები

-        სიხშირე დაუდგენელია: ჰიპონატრემია, ჰიპერკალემია (იხ. ნაწილი 4.4 და 4.5)

ფსიქიკის დარღვევები:

-        სიხშირე დაუდგენელია: გონების დაბინდვა, განწყობის ცვალებადობა.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

-        არახშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა;

-        იშვიათი: პარესთეზია;

-        სიხშირე დაუდგენელია: ასეპტიური მენინგიტი, კრუნჩხვები, დისგევზია,   ვესტიბულური თავბრუსხვევა.

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

-        იშვიათი: დაბინდული მხედველობა (იხ. ნაწილი 4.4).

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები

-        იშვიათი: ხმაური ყურებში.

დარღვევები გულის მხრივ

-        სიხშირე დაუდგენელია: გულის უკმარისობა.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

-        სიხშირე დაუდგენელია: არტერიული ჰიპერტენზია, ვაზოდილატაცია, ვასკულიტი (ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტის ჩათვლით).

სუნთქვის სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ დარღვევები

-        იშვიათი: ბრონქული ასთმა;

-        სიხშირე დაუდგენელია: ბრონქოსპაზმი (განსაკუთრებით პაციენტებში აცეტილსალიცილის მჟავისა და სხვა აასპ-ს მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობით), რინიტი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

-        ხშირი: დისპეფსია, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ღებინება;

-        არახშირი: ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, გასტრიტი;

-        იშვიათი: სტომატიტი, პეპტიური წყლული;

-        სიხშირე დაუდგენელია: კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება, კუჭ–ნაწლავის სისხლდენა და პერფორაცია, მელენა, სისხლიანი ღებინება, პანკრეატიტი.

ყველაზე გავრცელებულ გვერდით რეაქციებს მიეკუთვნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ რეაქციები. შესაძლებელია პეპტიური წყლულების, პერფორაციების და სისხლდენის განვითარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რაც ზოგჯერ, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში,  შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს (იხ. ნაწილი 4.4).

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ

-        იშვიათი: ჰეპატიტი, ტრანსამინაზების დონის გაზრდა, შრატის მომატებული ბილირუბინი ჰეპატიტის გამო.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

-        არახშირი: გამონაყარი, ქავილი;

-        სიხშირე დაუდგენელია: ფოტოსენსიბილიზაციის რეაქცია, ალოპეცია, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბულოზური რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ექზანთემატური პუსტულოზი.

დარღვევები თირკმლისა და საშარდე გზების მხრივ

-        სიხშირე დაუდგენელია: თირკმლის მწვავე უკმარისობა, ტუბულო-ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფრიტული სინდრომი, თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის ტესტების მაჩვენებლების გადახრა.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე

-        არახშირი: შეშუპება.

-        სიხშირე დაუდგენელია: დაღლილობა.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

-        იშვიათი: სხეულის მასის მომატება.

ჩატარებული კლინიკური კვლევების და ეპიდემიოლოგიური მონაცემების საფუძველზე ითვლება, რომ რიგი აასპ–ის გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივად) შეიძლება უკავშირდებოდეს არტერიული თრომბოზის გაზრდილ რისკს (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) (იხ. ნაწილი 4.4).

4.9 ჭარბი დოზირება

აღწერილია კეტოპროფენის ჭარბი დოზირების შემთხვევები დოზით 2,5 გ–მდე. უმეტეს შემთხვევაში დაფიქსირებული სიმპტომები კეთილთვისებიან ხასიათს ატარებდა და შემოიფარგლებოდა შენელებულობით, ძილიანობით, გულისრევით, ღებინებით და ეპიგასტრიუმის არეში ტკივილით.

კეტოპროფენის ჭარბი დოზირების სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის მნიშვნელოვან გადაჭარბებაზე ეჭვის არსებობისას რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური და დამხმარე თერაპია დეჰიდრატაციის აღმოფხვრის მიზნით. ასევე აუცილებელია გაკონტროლდეს დიურეზი და მოხდეს აციდოზის კორექტირება (ასეთის განვითარების შემთხვევაში).

თირკმლის უკმარისობის განვითარებისას სისხლში მოცირკულირე სამკურნალო პრეპარატის მოსაცილებლად შეიძლება ეფექტური იყოს  ჰემოდიალიზი.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატები, პროპიონის მჟავას წარმოებულები.

ათქ კოდი: M01AE03.

მოქმედების მექანიზმი

დადგენილია, რომ კეტოპროფენი თრგუნავს პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების სინთეზს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ბლოკირებით (მინიმუმ ორი იზოფერმენტი - ციკლოოქსიგენაზა-1 (COX-1) და ციკლოოქსიგენაზა-2 (COX-2)), რაც ახდენს პროსტაგლანდინების სინთეზის კატალიზირებას არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმში.

კეტოპროფენი ასტაბილიზირებს ლიზოსომულ მემბრანებს in vitro და in vivo, თრგუნავს ლეიკოტრიენების სინთეზს in vitro მაღალ კონცენტრაციებში და გააჩნია ანტიბრადიკინინური აქტივობა in vivo.

კეტოპროფენის სიცხის დამწევი მოქმედების მექანიზმი უცნობია, შესაძლოა იგი თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (სავარაუდოდ ჰიპოთალამუსში).

ზოგიერთ ქალებში კეტოპროფენი ამცირებს პირველადი დისმენორეის სიმპტომებს, ალბათ პროსტაგლანდინების სინთეზის და (ან) ეფექტურობის დათრგუნვით.

5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

კეტონალი დუო-ს 150მგ კაფსულების შიგნით მიღებისას კეტოპროფენი კარგად შეიწოვება.

კეტონალი დუო-ს კაფსულები შეიცავს ორ სახეობის გრანულებს: სტანდარტული (თეთრი) და შემოგარსული (ყვითელი). კეტოპროფენი სწრაფად გამოიყოფა თეთრი გრანულებიდან (კაფსულის შიგთავსის 60%) და ნელა ყვითელი გარსით დაფარული გრანულებიდან (კაფსულის შიგთავსის 40%), ამიტომაც კაფსულებს აქვთ როგორც მყისიერი, ასევე დაგვიანებული მოქმედება.

კეტოპროფენის ბიოშეღწევადობა ჩვეულებრივი გამოთავისუფლების კაფსულებიდან არის 90%; იგივე ეხება მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულებს.

კეტოპროფენის საკვებთან ერთად მიღებისას მისი მთლიანი ბიოშეღწევადობა (AUC) არ იცვლება, მაგრამ შეწოვის სიჩქარე ნელდება. ბიოშეღწევადობაზე (AUC) ან პლაზმის პიკურ კონცენტრაციაზე არ მოქმედებს ცხიმოვანი კვება, მაგრამ პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა მოგვიანებით.

ანტაციდების ან სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭის pH-ის მომატება, არ იმოქმედებს კეტოპროფენის შეწოვის სიჩქარესა და ხარისხზე.

150 მგ კეტოპროფენის პერორალური მიღების შემდეგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულების სახით, პლაზმაში Cmax მაქსიმალური დონე 9036,64 ნგ/მლ აღინიშნება 1,76 საათის შემდეგ.

განაწილება

კეტოპროფენის 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს, უპირატესად ალბუმინს. განაწილების მოცულობა შეადგენს 0,1ლ/კგ. კეტოპროფენი აღწევს სინოვიალურ სითხეში, სადაც აღწევს პლაზმური კონცენტრაციის 30%-ს.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

კეტოპროფენი მეტაბოლიზდება ღვიძლში. იგი უკავშირდება გლუკურონის მჟავას, წარმოქმნის არასტაბილურ მეტაბოლიტს, კეტოპროფენ გლუკურონიდს, რომელიც ემსახურება როგორც პირველადი აქტიური ნივთიერების რეზერვს. ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პირებში, რადგან კონიუგატი შეიძლება დაგროვდეს შრატში და დეკონიუგირებული იყოს პირველად აქტიურ ნივთიერებამდე. აღინიშნა, რომ კონიუგატი ჯანმრთელი მოზრდილების პლაზმაში ჩნდება მხოლოდ მცირე რაოდენობით, მაგრამ მისი კონცენტრაცია უფრო მაღალია ხანდაზმულებში (ალბათ თირკმლის კლირენსის შემცირების გამო).

კეტოპროფენის დაახლოებით 60-75% გამოიყოფა შარდით, ძირითადად გლუკურონიდის მეტაბოლიტის სახით. დადგენილი დოზის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით განავლით.

კეტოპროფენის პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 0,08 ლ/კგ საათში.

პაციენტთაგანსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით, სავარაუდოდ ჰიპოალბუმინემიის (თავისუფალი ბიოლოგიურად აქტიური კეტოპროფენი) გამო, კეტოპროფენის კონცენტრაცია თითქმის ორმაგდება, რაც მოითხოვს მინიმალური დღიური დოზის დანიშვნას, რაც უზრუნველყოფს საკმარის თერაპიულ ეფექტს.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კეტოპროფენის კლირენსი მცირდება.

5.3 წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

მწვავე ტოქსიკურობა

კეტოპროფენის LD50 პერორალურად დანიშვნის შემდეგ შეადგინა თაგვებში 360 მგ/კგ სხეულის მასაზე, ვირთაგვებში 160 მგ/კგ და 1300 მგ/კგ ზღვის გოჭებში. კეტოპროფენის LD50 რამდენჯერმე აღემატება ინდომეტაცინის LD50-ს.

ტოქსიკურობა მრავალჯერადიგამოყენებისას

4 კვირის განმავლობაში ვირთაგვებს აძლევდნენ პერორალურად კეტოპროფენის 2 მგ, 6 მგ ან 18 მგ სხეულის მასის კგ–ზე შესაბამისად. ცხოველების 10%, რომლებიც იღებდნენ 18 მგ/კგ სხეულის მასაზე, მე–6–30 დღეს დაიღუპა, ხოლო ზოგიერთ მათგანს აღენიშნა ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლული. ძაღლებში, რომლებიც იღებდნენ იმავე დოზას, აღწერილია მხოლოდ ნაწლავის წყლული და არცერთი ცხოველი არ დაღუპულა. ცხოველების ნახევარი, რომლებმაც მიიღეს ინდომეტაცინი დოზით 6 მგ/კგ სხეულის მასაზე, დაიღუპა; ყველა ცხოველი, რომელიც იღებდა 18 მგ/კგ სხეულის მასაზე, დაიღუპა.

6-თვიანი კვლევის დროს ვირთაგვებს მიეცათ პერორალურად კეტოპროფენის 3, 6 ან 9 მგ სხეულის მასის კგ–ზე. რვა კვირის შემდეგ დაიღუპა მამალი ვირთაგვების 53%, რომლებიც იღებდნენ 6 მგ/კგ-ზე, და 67% მამალი და 20% მდედრი ვირთაგვების, რომლებიც იღებდნენ 9 მგ/კგ. ცხოველებში, რომლებმაც მიიღეს 9 მგ/კგ, ყველა ცილის პლაზმური კონცენტრაციები შემცირდა, და გაიზარდა ელენთისა და ღვიძლის წონა. გადარჩენილი ცხოველების ქსოვილების ჰისტოპათოლოგიურმა გამოკვლევებმა არ გამოავლინა დამახასიათებელი პათოლოგიური ცვლილებები.

კანცეროგენობა, მუტაგენურობადაგავლენაფერტილობაზე

ტოქსიკურობის გრძელვადიანმა გამოკვლევებმა თაგვებზე, რომლებმაც მიიღეს პერორალურად კეტოპროფენის 32 მგ–მდე სხეულის მასის კგ–ზე დღეში, არ გამოავლინა ამ პრეპარატის კანცეროგენული მოქმედება. ეიმსის ტესტმა ასევე არ გამოავლინა რაიმე მუტაგენური თვისებები. კეტოპროფენმა გავლენა არ მოახდინა მამალი ვირთაგვების  ფერტილობაზე, რომლებიც იღებდნენ პერორალურად 9 მგ/კგ/დღეში. დედალ ვირთაგვებში, რომლებიც იღებენ დღეში 6 მგ ან 9 მგ სხეულის მასის კგ–ზე დღეში, შემცირდა იმპლანტაციების რაოდენობა. ვირთაგვების და ძაღლების მამლებში გამოვლინდა სპერმატოგენეზის დარღვევა. ძაღლებსა და მაიმუნებში, რომლებიც იღებდნენ კეტოპროფენის მაღალ დოზებს, დაფიქსირდა სათესლე ჯირკვლების მასის შემცირება.

ტერატოგენობა

არ იყო ნაჩვენები არც ტერატოგენული ეფექტი და არც გავლენა ნაყოფზე თაგვებში, რომლებიც იღებდნენ კეტოპროფენს დოზით 12 მგ/კგ-მდე დღეში, და ვირთაგვებში, რომლებიც იღებენ 9 მგ/კგ-მდე დღეში. კეტოპროფენს, მდედრობითი სქესის კურდღლებისთვის ტოქსიკური დოზებით, ჰქონდა საზიანო ეფექტი ნაყოფზე, მაგრამ არ ჰქონდა ტერატოგენული ეფექტი.

6. ფარმაცევტული მონაცემები

6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოლისორბატ 80, ევდრაგიტი RS 30D (30% ამონიუმის მეტაკრილატის კოპოლიმერის დისპერსია (ტიპი B)), ევდრაგიტი RL 30D (30% ამონიუმის მეტაკრილატის კოპოლიმერის დისპერსია (ტიპი A)), ტრიეთილციტრატი, ტალკი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), კოლოიდური  სილიციუმის დიოქსიდიუწყლო.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ინდიგოტინი (E132), ტიტანის დიოქსიდი (E171).

6.2 შეუთავსებლობა

არ არის აღწერილი.

6.3 ვარგისობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

6.4 განსაკუთრებული სიფრთხილე შენახვისას

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

6.5 შეფუთვის იერსახე და შემცველობა

20 ან 30 კაფსულა (10 კაფსულა ბლისტერზე), გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

6.6 მოხმარების/განადგურების განსაკუთრებული მოთხოვნები

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

6.7.გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

7. სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

ლეკ დ.დ. ვეროვშკოვის 57, ლუბლიანა, სლოვენია - კომპანია „სანდოზის“ ჯგუფი.

8. ტექსტის გადახედვა

2023 წლის აგვისტო.